პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუპერვულკანი, რომლის ამოფრქვევითაც იწყება აპოკალიფსი ფილმში "2012“ - ადგილი, სადაც ყველაზე მეტი გეიზერია და ათასობით მიწისძვრა ხდება: რას მიიჩნევენ საგანგაშოდ მეცნიერები?
სუპერვულკანი, რომლის ამოფრქვევითაც იწყება აპოკალიფსი ფილმში "2012“ - ადგილი, სადაც ყველაზე მეტი გეიზერია და ათასობით მიწისძვრა ხდება: რას მიიჩნევენ საგანგაშოდ მეცნიერები?

დე­და­მი­წა­ზე ბევ­რი სა­ო­ცა­რი ად­გი­ლი არ­სე­ბობს, რომ­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბაც ერთ დიდ ის­ტო­რი­ას ჰგავს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ისე­თი ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ამო­უ­წუ­რა­ვია და ყო­ველ ნახ­ვა­ზე მას თა­ვი­დან აღ­მო­ა­ჩენთ. ერთ-ერთი ასე­თია იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი აშშ-ში.

იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი უა­ი­ო­მინ­გის, მონ­ტა­ნა­სა და აი­დაჰოს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მდე­ბა­რე­ობს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მისი მას­შტა­ბე­ბი არც ისე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. პარ­კი აშშ-ის კონ­გრე­სი­სა და პრე­ზი­დენტ ული­სე გრან­ტის ბრძა­ნე­ბით, 1872 წლის 1-ლ მარტს და­არ­სდა. პარ­კი გან­თავ­სე­ბუ­ლია იე­ლო­უს­ტო­უ­ნის პლა­ტო­ზე, ზღვის დო­ნი­დან 2 400 მეტრზე და გა­მორ­ჩე­უ­ლია იმი­თაც, რომ იე­ლო­უს­ტო­უ­ნი პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი პარ­კი იყო აშშ-ისა და ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. პარ­კი ცნო­ბი­ლია ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბი­თა და გე­ო­თერ­მუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით, ცნო­ბი­ლი Old Faithful გე­ი­ზე­რით. იე­ლო­უს­ტო­უნ­ში ყვე­ლა­ზე უხ­ვად სუ­ბალ­პუ­რი ტყე­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, შე­დის სამ­ხრეთ-ცენ­ტრა­ლუ­რი კლდო­ვა­ნი ტყე­ე­ბის ეკო­რე­გი­ონ­ში.

  • ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა

იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ეკო­სის­ტე­მა მო­ი­ცავს, ასე­ვე, გრენდ-ტი­ტო­ნის ეროვ­ნულ პარკს, ეროვ­ნულ ტყე­თა ზო­ნებს, ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის და სხვა სა­ჯა­რო თუ კერ­ძო მი­წის ნაკ­ვე­თებს. გარს აკ­რავს გარ­და­მა­ვა­ლი ზონა, იქ სა­ქო­ნელ­სა და სა­მარ­ცვლე ელე­ვა­ტორს უფრო წა­ა­წყდე­ბით, ვიდ­რე ირემ­სა და გრიზ­ლის, მგლის ყმუ­ი­ლის ნაც­ვლად კი შავი ლაბ­რა­დო­რის ყე­ფას გა­ი­გო­ნებთ.

იე­ლო­უს­ტო­უ­ნის პლა­ტოს სი­მაღ­ლეს მისი სე­რი­ო­ზუ­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზი გა­ნა­პი­რო­ბებს. ზუს­ტად მის ქვე­შაა ვრცე­ლი ვულ­კა­ნუ­რი ზონა, დე­და­მი­წის მან­ტი­ა­სა და ქერ­ქში გა­მა­ვა­ლი გი­გან­ტუ­რი არხი. ეს თერ­მუ­ლი ნა­კა­დი აერ­თი­ა­ნებს მაგ­მის ორ კე­რას, რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად მდნა­რი ქა­ნის­გან შედ­გე­ბა და დე­და­მი­წის ზე­და­პირს ფე­ი­ერ­ვერკს ამ­სგავ­სებს.

ასევე დაგაინტერესებთ
10:00 / 29-07-2022

ულამაზესი ჰილიერის ტბა ავსტრალიაში - რა აძლევს უცნაურ შეფერილობას და კიდევ სად გვხვდება ვარდისფერი ტბები?

10:38 / 02-02-2023

ინკების გადამალული ქალაქი, რომელიც საუკუნეების შემდეგ იპოვეს: მაჩუ-პიქჩუ - ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი დედამიწაზე

11:21 / 14-03-2023

ვულკანების შესწავლისთვის მიძღვნილი ცხოვრება და საბედისწერო ამოფრქვევა - კატია და მორის კრაფტების გასაოცარი ამბავი

09:50 / 02-06-2023

"ლურჯი ვულკანი" და მსოფლიოში ყველაზე მაღალი მჟავიანობის ტბა, რომელიც მის კრატერში წარმოიქმნა - ჯადოსნური სანახაობა კუნძულ იავაზე

11:45 / 10-06-2023

მსოფლიოს ყველაზე საშიში ვულკანი, 485 წლის შემდეგ, ამოფრქვევის ზღვარზეა - "მისი სიძლიერე ვეზუვისას გაუთანაბრდება, რომელმაც პომპეი და ჰერკულანუმი გაანადგურა"

პლა­ტო­ზე გე­ო­ლო­გებ­მა სამ უზარ­მა­ზარ კალ­დე­რას (წრი­უ­ლი ან ოვა­ლუ­რი ფორ­მის ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ღრმუ­ლი. აქვს ცი­ცა­ბო ან სა­ფე­ხუ­რე­ბი­ა­ნი კედ­ლე­ბი და თით­ქმის ბრტყე­ლი ფსკე­რი - რედ.) მი­აკ­ვლი­ეს.

ეს ნა­ი­ა­რე­ვე­ბი დე­და­მი­წას ლა­ვის ამოფრქვე­ვებ­მა და­უ­ტო­ვეს, რომ­ლე­ბიც აგერ უკვე 2,1 მი­ლი­ო­ნი წე­ლია აქ­ტი­უ­რო­ბენ. ვულ­კა­ნუ­რი ძა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი აფეთ­ქე­ბე­ბის გამო, მეტ­სა­ხე­ლიც შე­ერ­ქვა იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ცხელ წერ­ტილს - სუ­პერ­ვულ­კა­ნი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვულ­კა­ნე­ბი გვხვდე­ბა ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფი­ლე­ბის კი­დე­ებ­ზე; ხოლო სუ­პერ­ვულ­კა­ნე­ბი პირ­და­პირ ამ ფი­ლაქ­ნე­ბის შუ­ა­გუ­ლი­დან ამო­ი­ტყორ­ცნე­ბი­ან. იე­ლო­უს­ტო­უ­ნი კი, თა­ვი­სი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თით, რო­გორც ჩანს, ამ სუ­პერ­ვულ­კა­ნებ­შიც კი, მთელ დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე დი­დია.

დღეს იე­ლო­უს­ტო­უ­ნი ვე­ლურ ცხო­ველ­თა ნამ­დვი­ლი თავ­შე­სა­ფა­რია.

  • ცხე­ლი წერ­ტი­ლი

იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი მი­ძი­ნე­ბუ­ლი ვულ­კა­ნის თავ­ზე დგას და იქ უფრო მეტი გე­ი­ზე­რი და ცხე­ლი წყა­როა, ვიდ­რე დე­და­მი­წის ნე­ბის­მი­ერ სხვა ად­გი­ლას. სა­ოც­რე­ბა მრავ­ლა­დაა ამ მარ­თლაც უნი­კა­ლურ ეროვ­ნულ პარკში, და­წყე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა Yellowstone Grand Canyon, ვე­ლურ ბუ­ნე­ბამ­დე, რო­გო­რი­ცაა: კა­მე­ჩე­ბის უდი­დე­სი ნა­ხი­რი, გრიზ­ლი დათ­ვე­ბი და მგლე­ბი.

მსოფ­ლი­ოს ჰიდ­რო­თერ­მუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 50 პრო­ცენ­ტი იე­ლო­უს­ტო­ნის ეროვ­ნულ პარკშია თავ­მოყ­რი­ლი, რაც ქმნის ეფექტს, რომ მიწა ცე­ცხლშია. გე­ი­ზე­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლია Old Faithful - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სა­ოც­რე­ბა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

ტე­რი­ტო­რი­ის ვულ­კა­ნუ­რი და ტექ­ტო­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის გამო, იე­ლო­უს­ტო­უ­ნის კრა­ტე­რი ყო­ველ­წლი­უ­რად 1 000-დან 2 000-მდე ვიბ­რა­ცი­ას გა­ნიც­დის. ზოგ­ჯერ მოკ­ლე დრო­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბიძ­გი ფიქ­სირ­დე­ბა. ეს არის ერთ-ერთი ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ათა­სო­ბით მი­წისძვრა ფიქ­სირ­დე­ბა.

  • იღ­ვი­ძებს თუ არა ვულ­კა­ნი?

ბოლო დროს სულ უფრო ხში­რად ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზე, რომ იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ვულ­კა­ნი იღ­ვი­ძებს და ეს ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მეც­ნი­ე­რე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა, აპო­კა­ლიფ­სი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. რად­გან ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­ძი­ნე­ბუ­ლი ვულ­კა­ნის გა­მოღ­ვი­ძე­ბის ნიშ­ნე­ბი აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბის ეს ვა­რა­უ­დიც სულ უფრო მე­ტად ახ­ლოს არის რე­ა­ლო­ბას­თან.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, კერ­ძოდ კი 2017 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვულ­კა­ნი­დან შავი კვამ­ლი ამო­ვი­და, რა­მაც ერ­თგა­ვა­რად პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია. მა­შინ და­დას­ტურ­და, რომ ეს იყო გე­ი­ზე­რი Old Faithful, რომ­ლის მიერ ცხე­ლი წყლის ამოფრქვე­ვის მას­შტა­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 9-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბას უდ­რი­და. გა­უ­გე­ბა­რი დარ­ჩა, რა­ტომ იყო შავი კვამ­ლი და არა ორ­თქლი? შე­საძ­ლოა, ეს არის დამ­წვა­რი ორ­გა­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ზე­და­პირს მი­უ­ახ­ლოვ­და.

  • რას უნდა ვე­ლო­დოთ?

თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ვულ­კა­ნი სამ­ჯერ ამო­იფ­რქვა - პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ამოფრქვე­ვა მოხ­და 2 მლნ წლის წინ, მე­ო­რე - 1,3 მი­ლი­ო­ნი წლის წინ, ხოლო ბო­ლოს ეს 630 000 წლის წინ მოხ­და.

სუ­პერ­ვულ­კა­ნი იე­ლო­უს­ტო­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ქვეშ 2004 წლი­დან რე­კორ­დუ­ლი ტემ­პით იზ­რდე­ბა. ის შე­იძ­ლე­ბა აფეთ­ქდეს ათას­ჯერ უფრო დიდი ძა­ლით, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ვულ­კა­ნი ერ­თდრო­უ­ლად მთელ დე­და­მი­წა­ზე.

ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში, ამოფრქვე­ვით, მას შე­უძ­ლია გა­ა­ნად­გუ­როს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ტე­რი­ტო­რია, რა­მაც შე­საძ­ლოა მსოფ­ლიო კა­ტას­ტრო­ფაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს - აპო­კა­ლიფ­სი, რო­გორც ამას ზო­გი­ერ­თი ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რი მი­იჩ­ნევს...

ცნო­ბის­თვის, ფილმში "2012“ აპო­კა­ლიფ­სი სწო­რედ იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვით იწყე­ბა...

ვულ­კა­ნის ამოფრქვე­ვის კად­რი ფილ­მი­დან "2012"

  • 5 რამ, რაც იე­ლო­უს­ტო­უ­ნის პარკში მოხ­ვედ­რი­სას უნდა გა­ა­კე­თოთ

ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი მეტ-ნაკ­ლე­ბად მშვი­დად არის, შე­სა­ბა­მი­სად, მსოფ­ლი­ოს უდი­დეს ეროვ­ნულ პარკში ტუ­რის­ტე­ბის სიმ­ცი­რე ნამ­დვი­ლად არ არის.

ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, ვი­საც იზი­დავს ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა და ად­რე­ნა­ლი­ნი, ცოტა ნამ­დვი­ლად არ არის, ამი­ტომ თუ გარ­კვე­ულ­წი­ლად ექ­სტრი­მი გხიბ­ლავთ და ბუ­ნე­ბის ამ სა­ოც­რე­ბის ნახ­ვას გა­და­წყვეტთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ:

1. ეწ­ვი­ეთ Mammoth Hot Springs-ს

გე­ო­თერ­მუ­ლი Mammoth ცხე­ლი წყა­რო­ე­ბი იე­ლო­უს­ტო­უ­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს. ეს არის ცალ­სა­ხად კი­ბე­ე­ბი­ა­ნი ტრა­ვერ­ტი­ნის ტე­რა­სე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­იქ­მნე­ბა კირ­ქვის კლდე­ში ცხე­ლი წყლის ბუშ­ტუ­კე­ბის დროს. ცხე­ლი წყა­ლი ხსნის კირ­ქვას კალ­ცი­უ­მის კარ­ბო­ნა­ტად, რო­მე­ლიც შემ­დეგ ხე­ლახ­ლა მყარ­დე­ბა წყლის მიერ წარ­მოქ­მნილ ახალ ფორ­მე­ბად. Mammoth Hot Springs-ის ტე­რი­ტო­რია მარ­თლაც დი­დია, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ის­წავ­ლეთ მისი სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლი. მას­ში უამ­რა­ვი სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კია.

2. უყუ­რეთ გე­ი­ზე­რის ამოფრქვე­ვას

ვი­ზი­ტო­რე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის Old Faithful -ის ამოფრქვე­ვის ყუ­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბის რე­ი­ტინ­გში შე­დის. თუმ­ცა, პარკში ასო­ბით სხვა გე­ი­ზე­რია. სი­ნამ­დვი­ლე­ში, იე­ლო­უს­ტო­უნ­ში უფრო მეტი გე­ი­ზე­რია, ვიდ­რე დე­და­მი­წის ნე­ბის­მი­ერ სხვა ად­გი­ლას! რამ­დე­ნი­მე დიდი გე­ი­ზე­რი რე­გუ­ლა­რუ­ლად იფ­რქვე­ვა. რე­ინ­ჯე­რე­ბის სად­გუ­რებ­ზე ან ინ­ტერ­ნეტ­ში შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რო­დის იქ­ნე­ბა მათი შემ­დე­გი ამოფრქვე­ვა.

3. იხი­ლეთ Grand Prismatic Spring-ის ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბი

რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ცხე­ლი წყა­რო და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღრმა, გრანდ პრიზ­მუ­ლი წყა­რო, საკ­მაო გრან­დი­ო­ზუ­ლია! მაგ­რამ მისი ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი არის ცი­სარ­ტყე­ლას მშვე­ნი­ე­რი ფე­რე­ბი მის კი­დე­ებ­ზე. ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბი წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რის სხვა­ო­ბე­ბი­დან წარ­მო­იქ­მნე­ბა.

4. და­დე­ქით იე­ლო­უს­ტო­უ­ნის გრანდ კა­ნი­ო­ნის კი­დე­ზე

5. დატ­კბით ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბით

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

ფრაგ­მენ­ტი ფილ­მი­დან "2012"

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბიძის
7

 

ჩემი გამოთვლებით 55 000 წელი გამოვიდა და მერე ვნახოთ ვისია ზუსტი. DDD

ბიძი
5

დაზღნარდით სტატისტიკისამებრ კიდე 70 000 წელია შემდეგ ამოფრქვევამდე ))

ავტორი:

სუპერვულკანი, რომლის ამოფრქვევითაც იწყება აპოკალიფსი ფილმში "2012“ - ადგილი, სადაც ყველაზე მეტი გეიზერია და ათასობით მიწისძვრა ხდება: რას მიიჩნევენ საგანგაშოდ მეცნიერები?

სუპერვულკანი, რომლის ამოფრქვევითაც იწყება აპოკალიფსი ფილმში "2012“ - ადგილი, სადაც ყველაზე მეტი გეიზერია და ათასობით მიწისძვრა ხდება: რას მიიჩნევენ საგანგაშოდ მეცნიერები?

დედამიწაზე ბევრი საოცარი ადგილი არსებობს, რომლის მონახულებაც ერთ დიდ ისტორიას ჰგავს, მაგრამ არსებობს ისეთი ადგილები, რომელიც ამოუწურავია და ყოველ ნახვაზე მას თავიდან აღმოაჩენთ. ერთ-ერთი ასეთია იელოუსტოუნის ეროვნული პარკი აშშ-ში.

იელოუსტოუნის ეროვნული პარკი უაიომინგის, მონტანასა და აიდაჰოს ტერიტორიებზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მასშტაბები არც ისე მოკრძალებულია. პარკი აშშ-ის კონგრესისა და პრეზიდენტ ულისე გრანტის ბრძანებით, 1872 წლის 1-ლ მარტს დაარსდა. პარკი განთავსებულია იელოუსტოუნის პლატოზე, ზღვის დონიდან 2 400 მეტრზე და გამორჩეულია იმითაც, რომ იელოუსტოუნი პირველი ეროვნული პარკი იყო აშშ-ისა და ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით. პარკი ცნობილია ველური ბუნებითა და გეოთერმული მახასიათებლებით, განსაკუთრებით, ცნობილი Old Faithful გეიზერით. იელოუსტოუნში ყველაზე უხვად სუბალპური ტყეებია წარმოდგენილი, შედის სამხრეთ-ცენტრალური კლდოვანი ტყეების ეკორეგიონში.

  • ველური ბუნება

იელოუსტოუნის ეკოსისტემა მოიცავს, ასევე, გრენდ-ტიტონის ეროვნულ პარკს, ეროვნულ ტყეთა ზონებს, ველური ბუნების და სხვა საჯარო თუ კერძო მიწის ნაკვეთებს. გარს აკრავს გარდამავალი ზონა, იქ საქონელსა და სამარცვლე ელევატორს უფრო წააწყდებით, ვიდრე ირემსა და გრიზლის, მგლის ყმუილის ნაცვლად კი შავი ლაბრადორის ყეფას გაიგონებთ.

იელოუსტოუნის პლატოს სიმაღლეს მისი სერიოზული გეოლოგიური მიზეზი განაპირობებს. ზუსტად მის ქვეშაა ვრცელი ვულკანური ზონა, დედამიწის მანტიასა და ქერქში გამავალი გიგანტური არხი. ეს თერმული ნაკადი აერთიანებს მაგმის ორ კერას, რომელიც ნახევრად მდნარი ქანისგან შედგება და დედამიწის ზედაპირს ფეიერვერკს ამსგავსებს.

პლატოზე გეოლოგებმა სამ უზარმაზარ კალდერას (წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული. აქვს ციცაბო ან საფეხურებიანი კედლები და თითქმის ბრტყელი ფსკერი - რედ.) მიაკვლიეს.

ეს ნაიარევები დედამიწას ლავის ამოფრქვევებმა დაუტოვეს, რომლებიც აგერ უკვე 2,1 მილიონი წელია აქტიურობენ. ვულკანური ძალებით გამოწვეული აფეთქებების გამო, მეტსახელიც შეერქვა იელოუსტოუნის ცხელ წერტილს - სუპერვულკანი. ჩვეულებრივი ვულკანები გვხვდება ტექტონიკური ფილების კიდეებზე; ხოლო სუპერვულკანები პირდაპირ ამ ფილაქნების შუაგულიდან ამოიტყორცნებიან. იელოუსტოუნი კი, თავისი არაპროგნოზირებადი ხასიათით, როგორც ჩანს, ამ სუპერვულკანებშიც კი, მთელ დედამიწაზე ყველაზე დიდია.

დღეს იელოუსტოუნი ველურ ცხოველთა ნამდვილი თავშესაფარია.

  • ცხელი წერტილი

იელოუსტოუნის ეროვნული პარკი მიძინებული ვულკანის თავზე დგას და იქ უფრო მეტი გეიზერი და ცხელი წყაროა, ვიდრე დედამიწის ნებისმიერ სხვა ადგილას. საოცრება მრავლადაა ამ მართლაც უნიკალურ ეროვნულ პარკში, დაწყებული ადგილებიდან, როგორიცაა Yellowstone Grand Canyon, ველურ ბუნებამდე, როგორიცაა: კამეჩების უდიდესი ნახირი, გრიზლი დათვები და მგლები.

მსოფლიოს ჰიდროთერმული მახასიათებლების დაახლოებით 50 პროცენტი იელოუსტონის ეროვნულ პარკშია თავმოყრილი, რაც ქმნის ეფექტს, რომ მიწა ცეცხლშია. გეიზერებიდან ყველაზე ცნობილია Old Faithful - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული ბუნებრივი საოცრება შეერთებულ შტატებში.

ტერიტორიის ვულკანური და ტექტონიკური ხასიათის გამო, იელოუსტოუნის კრატერი ყოველწლიურად 1 000-დან 2 000-მდე ვიბრაციას განიცდის. ზოგჯერ მოკლე დროში დიდი რაოდენობით ბიძგი ფიქსირდება. ეს არის ერთ-ერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც წლის განმავლობაში ათასობით მიწისძვრა ფიქსირდება.

  • იღვიძებს თუ არა ვულკანი?

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ იელოუსტოუნის ვულკანი იღვიძებს და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. მეცნიერები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოლოდინი გამართლდა, აპოკალიფსი გარდაუვალი იქნება. რადგან ბოლო პერიოდში მიძინებული ვულკანის გამოღვიძების ნიშნები აშკარად შეინიშნება, მეცნიერების ეს ვარაუდიც სულ უფრო მეტად ახლოს არის რეალობასთან.

რამდენიმე წლის წინ, კერძოდ კი 2017 წლის ოქტომბერში ვულკანიდან შავი კვამლი ამოვიდა, რამაც ერთგავარად პანიკა გამოიწვია. მაშინ დადასტურდა, რომ ეს იყო გეიზერი Old Faithful, რომლის მიერ ცხელი წყლის ამოფრქვევის მასშტაბი დაახლოებით 9-სართულიან შენობას უდრიდა. გაუგებარი დარჩა, რატომ იყო შავი კვამლი და არა ორთქლი? შესაძლოა, ეს არის დამწვარი ორგანული ნივთიერება, რომელიც ზედაპირს მიუახლოვდა.

  • რას უნდა ველოდოთ?

თავისი არსებობის განმავლობაში იელოუსტოუნის ვულკანი სამჯერ ამოიფრქვა - პირველი ცნობილი ამოფრქვევა მოხდა 2 მლნ წლის წინ, მეორე - 1,3 მილიონი წლის წინ, ხოლო ბოლოს ეს 630 000 წლის წინ მოხდა.

სუპერვულკანი იელოუსტონის ეროვნული პარკის ქვეშ 2004 წლიდან რეკორდული ტემპით იზრდება. ის შეიძლება აფეთქდეს ათასჯერ უფრო დიდი ძალით, ვიდრე რამდენიმე ასეული ვულკანი ერთდროულად მთელ დედამიწაზე.

ნებისმიერ მომენტში, ამოფრქვევით, მას შეუძლია გაანადგუროს შეერთებული შტატების ტერიტორია, რამაც შესაძლოა მსოფლიო კატასტროფაც კი გამოიწვიოს - აპოკალიფსი, როგორც ამას ზოგიერთი ამერიკელი მეცნიერი მიიჩნევს...

ცნობისთვის, ფილმში "2012“ აპოკალიფსი სწორედ იელოუსტოუნის ვულკანის ამოფრქვევით იწყება...

ვულკანის ამოფრქვევის კადრი ფილმიდან "2012"

  • 5 რამ, რაც იელოუსტოუნის პარკში მოხვედრისას უნდა გააკეთოთ

ჯერჯერობით ყველაფერი მეტ-ნაკლებად მშვიდად არის, შესაბამისად, მსოფლიოს უდიდეს ეროვნულ პარკში ტურისტების სიმცირე ნამდვილად არ არის.

ადამიანების რიცხვი, ვისაც იზიდავს ველური ბუნება და ადრენალინი, ცოტა ნამდვილად არ არის, ამიტომ თუ გარკვეულწილად ექსტრიმი გხიბლავთ და ბუნების ამ საოცრების ნახვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ:

1. ეწვიეთ Mammoth Hot Springs-ს

გეოთერმული Mammoth ცხელი წყაროები იელოუსტოუნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ეს არის ცალსახად კიბეებიანი ტრავერტინის ტერასები, რომლებიც წარმოიქმნება კირქვის კლდეში ცხელი წყლის ბუშტუკების დროს. ცხელი წყალი ხსნის კირქვას კალციუმის კარბონატად, რომელიც შემდეგ ხელახლა მყარდება წყლის მიერ წარმოქმნილ ახალ ფორმებად. Mammoth Hot Springs-ის ტერიტორია მართლაც დიდია, ამიტომ აუცილებლად შეისწავლეთ მისი სხვადასხვა ნაწილი. მასში უამრავი საფეხმავლო ბილიკია.

2. უყურეთ გეიზერის ამოფრქვევას

ვიზიტორების უმეტესობისთვის Old Faithful -ის ამოფრქვევის ყურება აუცილებელი სანახაობების რეიტინგში შედის. თუმცა, პარკში ასობით სხვა გეიზერია. სინამდვილეში, იელოუსტოუნში უფრო მეტი გეიზერია, ვიდრე დედამიწის ნებისმიერ სხვა ადგილას! რამდენიმე დიდი გეიზერი რეგულარულად იფრქვევა. რეინჯერების სადგურებზე ან ინტერნეტში შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის იქნება მათი შემდეგი ამოფრქვევა.

3. იხილეთ Grand Prismatic Spring-ის ცისარტყელას ფერები

როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხელი წყარო და ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, გრანდ პრიზმული წყარო, საკმაო გრანდიოზულია! მაგრამ მისი ასეთი პოპულარობის ნამდვილი მიზეზი არის ცისარტყელას მშვენიერი ფერები მის კიდეებზე. ცისარტყელას ფერები წყლის ტემპერატურის სხვაობებიდან წარმოიქმნება.

4. დადექით იელოუსტოუნის გრანდ კანიონის კიდეზე

5. დატკბით ველური ბუნებით

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი

ფრაგმენტი ფილმიდან "2012"