საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა, განსაკუთრებით ისეთი სიმბოლური დღისთვის, როგორიცაა წმინდა ვალენტინის დღე, არც თუ ისე ადვილია. საჩუქარი, განსაკუთრებით ვალენტინობის დღისთვის, ნამდვილად სასურველი უნდა იყოს ადრესატისთვის.
ალბათ დამეთანხმებით, რომ საჩუქრის არჩევა მამაკაცისთვის უფრო რთულია, ვიდრე ქალისთვის. თუკი საშუალო სტატისტიკურ ქალს ყვავილები, სუნამო, ჩანთა, სამკაული, ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი გაახარებს, პრაგმატულად მოაზროვნე კაცებისთვის ისეთი საჩუქარი უნდა შევარჩიოთ, რომელიც მაქსიმალურად პრაქტიკულია და მის ყოველდღიურად გამოყენებას შეძლებს. კაცებისთვის ასეთი საჩუქრის არჩევაში „ალტა“ დაგეხმარებათ, სადაც სიყვარულის თვის განსაკუთრებული შეთავაზებები და დიდი ფასდაკლებები დაგხვდებათ.
1. ყურსასმენები
ხარისხიანი ყურსასმენი ნამდვილად კარგი საჩუქარია, განსაკუთრებით ისეთი მამაკაცისთვის, რომელსაც უყვარს მუსიკის მოსმენა, ხშირად მოგზაურობს, უსმენს პოდკასტებს მგზავრობის დროს. ან უბრალოდ ძალიან საქმიანია და იძულებულია, ზარებს სამსახურის გარეთაც უპასუხოს.
ისე, ჩვენში რომ დარჩეს, ყურსასმენების ჩუქების იდეას ფარული დადებითი მხარეც აქვს: თქვენი მეორე ნახევარი ვეღარ დაიძვრენს თავს არგუმენტით, რომ თქვენი მესიჯის/ზარის ხმა ვერ გაიგო და ამიტომ არ გიპასუხათ დროულად. თქვენ მუდამ მის თავში იქნებით (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), თუნდაც შორი მანძილი გაშორებდეთ. ყურებამდე შეყვარებულ მამაკაცს უკვე ყურებითაც ეყვარებით! რაც შეეხება ხარისხიანი ყურსასმენების არჩევას, „ალტაში“ ყველაზე მრავალფეროვანი მოდელები დაგხვდებათ, თანაც ფასდაკლებით.

2. სმარტფონი
თუ თქვენი ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ, სმარტფონი იდეალური არჩევანი იქნება. ყურადღება მიაქციეთ სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებს, მეხსიერებას, კამერის ხარისხს და ფერს.
მაგალითად, შეგიძლიათ აჩუქოთ Samsung S918B Galaxy S23 Ultra. დამერწმუნეთ, გაოცებული დარჩება.

3. ელექტრო წვერსაპარსი
თქვენს მეორე ნახევარს წვერი აქვს, სახეს გიკაწრავთ და ნერვებს გიშლით? - მაშინ აჩუქეთ მას წვერსაპარსი. არა, რომც მოგწონდეთ, მაინც აჩუქეთ. წვერი აუცილებლად საჭიროებს ხარისხიან მოვლას. ყურადღებით შეარჩიეთ წვერსაპარსი. არის ისეთი მოდელებიც, რომლებსაც თმის მოსაწესრიგებელი თავებიც მოყვება.


4. სმარტ საათი
თუ თქვენი საყვარელი მამაკაცი სპორტითაა დაკავებული ან უახლოეს მომავალში აპირებს სპორ დარბაზში სიარულს, მაშინ სმარტ საათი ან ფიტნეს ტრეკერი ძალიან გაუხარდება. ამ გაჯეტს ბევრი საჭირო ფუნქცია აქვს. ის ითვლის ნაბიჯებს, დახარჯულ კალორიებს, გულისცემას და სხვ. ფაქტობრივად, ასეთი საათის ჩუქებით გექნებათ გარანტია, რომ უახლოეს მომავალში თქვენი პარტნიორი შესანიშნავ ფორმაში იქნება. სხვა რა შეიძლება ინატროს ქალმა სიყვარულის დღეს?

5. გეიმინგ სავარძელი და მაგიდა
ეს კი იმ მამაკაცის ოცნების საჩუქარია, ვისაც კომპიუტერული თამაშები ძალიან უყვარს. გეიმინგ სავარძლის და მაგიდის ჩუქებით, თქვენ გარანტირებულად დაიპყრობთ საყვარელი მამაკაცის გულს.

და თქვენ რის ჩუქებას აპირებთ საყვარელი ადამიანისთვის?