პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა - ერთი წლის წინ ვსაუბრობდით საფრთხეზე..." - რას უკავშირებს ირაკლი ალადაშვილი ბათუმში მომხდარ აფეთქებას
"სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა - ერთი წლის წინ ვსაუბრობდით საფრთხეზე..." - რას უკავშირებს ირაკლი ალადაშვილი ბათუმში მომხდარ აფეთქებას

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბა­თუ­მის სა­ნა­პი­როს­თან, ზღვა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ზღვაო ნაღ­მი აფეთ­ქდა.

  • რო­გორც ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ბულ­გა­რე­თის, რუ­მი­ნე­თის და თურ­ქე­თის სა­ნა­პი­რო­ებ­ზეც მოხ­და.

"ვი­დე­ო­კად­რე­ბის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა წი­ნას­წა­რი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ზღვაო ნაღ­მი აფეთ­ქდა, რო­მე­ლიც ზღვამ სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყა. ერთი წლის წინ ამ საფრ­თხე­ზე ვსა­უბ­რობ­დით და ასე­თი სა­თა­უ­რიც გვქონ­და სტა­ტი­ა­ზე - "რო­დის ვე­ლო­დოთ აჭა­რის სა­ნა­პი­რო­ზე ღუ­ზა­მო­წყვე­ტილ მო­ტივ­ტი­ვე სა­ზღვაო ნაღ­მე­ბის სტუმ­რო­ბას, მა­შინ, რო­დე­საც რუ­მი­ნე­ლე­ბი და თურ­ქე­ბი მათ უკვე იჭე­რენ."

ანუ, ეს ნაღ­მე­ბი რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმის დროს, ზუს­ტად ერთი წლის წინ, რო­დე­საც რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის ძა­ლე­ბი დიდი სა­დე­სან­ტო ხო­მალ­დე­ბი­დან აპი­რებ­დნენ სა­ზღვაო დე­სან­ტის გა­დას­ხმას ოდე­სა-ოჩა­კო­ვის მო­ნაკ­ვეთ­ზე, მა­შინ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა თავ­დაც­ვის მიზ­ნით, ამ სა­ნა­პი­რო ზოლ­თან სა­ზღვაო ნა­ღე­ბის გან­თავ­სე­ბა მო­ახ­დი­ნეს.

ამ პრინ­ციპ­მა იმუ­შა­ვა და რუ­სებ­მა სა­ზღვაო დე­სან­ტის გა­დას­ხმა მა­შინ ვე­ღარ გა­ბე­დეს, მაგ­რამ შემ­დგომ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ეტყო­ბა ზღვის ღელ­ვამ, შტორმ­მა ამ სა­ზღვაო ნაღ­მე­ბის ნა­წი­ლი ღუ­ზებს მო­წყვი­ტა (ისი­ნი ღუ­ზე­ბით არი­ან ფსკერ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლე­ბი) და ზღვა­ში გა­მო­ი­ტა­ნა.

ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბულ­გა­რე­თის, რუ­მი­ნე­თის და თურ­ქე­თის სა­ნა­პი­როს­თა­ნაც იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მო­ტივ­ტი­ვე სა­ზღვაო ნაღ­მე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და შემ­დეგ დის­ტან­ცი­ი­დან სრო­ლით აა­ფეთ­ქეს. თი­თო­ე­უ­ლი ასე­თი სა­ზღვაო ნაღ­მი 172 კგ-ს იწო­ნის და მას­ში 20 კგ ძლი­ე­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ნა­რე­ვია მო­თავ­სე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ალა­დაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აუფ
3

იცინეთ თქვენ და ამ ლუარსაბების ხელში ეს მართლა საშიშია. სნნ ზე გავიჩითბით სააკაშვილის მკვლელობის გარდა თუ როგორ ფეთქდება ტურისტი ნაღმზე. მერე ნახე ტურისტების გაქცევა. მთავრობამ გამოძიება დაიწყო, დავშვიდდი :)

ვიდეო თუ ნახეთ?
5

ძაან დაბალია ალბათობა მსგავსი შემთხვევა ვინმემ გადაიღოს, თან ერთი პატარა ნიუანსია რაღა მაინდამაინც რუსმა გადაიღო ვიდეოზე ეს აფეთქება, შეკითხვა არავის გიჩნდება? ამასთან იმასაც თუ დავუმატებთ, რომ არც ამინდია შესაფერისი რაიმეს გადასაღებად ადგილზე ხომ არაფერს არ ვთქვათ ძაან უჩვეულო დამთხვევაა :) ნახეთ ვიდეო და დარწმუნდებით რომ ასეა

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა - ერთი წლის წინ ვსაუბრობდით საფრთხეზე..." - რას უკავშირებს ირაკლი ალადაშვილი ბათუმში მომხდარ აფეთქებას

"სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა - ერთი წლის წინ ვსაუბრობდით საფრთხეზე..." - რას უკავშირებს ირაკლი ალადაშვილი ბათუმში მომხდარ აფეთქებას

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, ბათუმის სანაპიროსთან, ზღვაში, სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა.

  • როგორც ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, მსგავსი ფაქტები ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის სანაპიროებზეც მოხდა.

"ვიდეოკადრების მიხედვით შეიძლება წინასწარი დასკვნების გამოტანა, რომ სავარაუდოდ, საზღვაო ნაღმი აფეთქდა, რომელიც ზღვამ სანაპიროზე გამორიყა. ერთი წლის წინ ამ საფრთხეზე ვსაუბრობდით და ასეთი სათაურიც გვქონდა სტატიაზე - "როდის ველოდოთ აჭარის სანაპიროზე ღუზამოწყვეტილ მოტივტივე საზღვაო ნაღმების სტუმრობას, მაშინ, როდესაც რუმინელები და თურქები მათ უკვე იჭერენ."

ანუ, ეს ნაღმები რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დროს, ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალები დიდი სადესანტო ხომალდებიდან აპირებდნენ საზღვაო დესანტის გადასხმას ოდესა-ოჩაკოვის მონაკვეთზე, მაშინ უკრაინელებმა თავდაცვის მიზნით, ამ სანაპირო ზოლთან საზღვაო ნაღების განთავსება მოახდინეს.

ამ პრინციპმა იმუშავა და რუსებმა საზღვაო დესანტის გადასხმა მაშინ ვეღარ გაბედეს, მაგრამ შემდგომ, დროთა განმავლობაში, ეტყობა ზღვის ღელვამ, შტორმმა ამ საზღვაო ნაღმების ნაწილი ღუზებს მოწყვიტა (ისინი ღუზებით არიან ფსკერზე დამაგრებულები) და ზღვაში გამოიტანა.

ამ ხნის განმავლობაში ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის სანაპიროსთანაც იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოტივტივე საზღვაო ნაღმები აღმოაჩინეს და შემდეგ დისტანციიდან სროლით ააფეთქეს. თითოეული ასეთი საზღვაო ნაღმი 172 კგ-ს იწონის და მასში 20 კგ ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერების ნარევია მოთავსებული,“ - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.