პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოლდოვაში მთავრობა გადადგა - ზუსტი მიზეზი უცნობია
მოლდოვაში მთავრობა გადადგა - ზუსტი მიზეზი უცნობია

მოლ­დო­ვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ნა­ტა­ლია გავ­რი­ლი­ცა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. ამის შე­სა­ხებ მან დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა თა­ვი­სი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის მიღ­წე­ვე­ბი ჩა­მოთ­ვა­ლა, მათ შო­რის მოლ­დო­ვის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი მუ­შა­ო­ბა კრი­ზი­სის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა.

"თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყოფ­ნის შემ­დეგ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ვა­ცხა­დებ… მთავ­რო­ბას სახ­ლში, მოლ­დო­ვა­ში, იმ­დე­ნი­ვე მხარ­და­ჭე­რა რომ ჰქო­ნო­და, რამ­დე­ნიც ევ­რო­კავ­შირ­ში, ბრი­უ­სელ­ში, გა­ცი­ლე­ბით მეტს მი­ვაღ­წევ­დით”, - გა­ნა­ცხა­და გავ­რი­ლი­ცამ.

მისი თქმით, მოლ­დო­ვა ახალ ფა­ზა­ში შე­დის, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­შიც უსაფრ­თხო­ე­ბაა.

"თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ამ 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვეტ კრი­ზი­სებ­ში ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დით. მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კა ახალ ეტაპ­ში შე­დის, რო­მელ­შიც პრი­ო­რი­ტეტს უსაფრ­თხო­ე­ბა წარ­მო­ად­გენს”, - თქვა გა­ვი­რი­ლი­ცამ.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ნა­ტა­ლია გავ­რი­ლი­ცას კვალ­დაკ­ვალ გა­დად­გა მთე­ლი მთავ­რო­ბა.

მოლ­დო­ვის პრე­ზი­დენ­ტმა მაია სან­დუმ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ი­ღო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მა და გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მას. სან­დუს თქმით, თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ახალ კან­დი­დატს სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ წა­რად­გენს.

ქვე­ყა­ნა­ში ბოლო ხანს მკვეთ­რად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, ენერ­გო­მა­ტა­რებ­ლებს ფა­სე­ბი უკი­დუ­რე­სად გაზ­რდი­ლია, ასე­ვე ძვირ­დე­ბა პრო­დუქ­ტი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
&&&
0

კმარა ამდენ სიცრუეში ცხოვრება, ხალხი გონს მოვიდა და თანდათანობით იწყება ამერიკის ფულით გამდიდრებული რეგვენების მოშორება. ეს უკრაინაშიც ვნახეთ და ევროპის ბევრ ქვეყანაშიც მოხდება მთავრობის ცანაცვლება

ტოტო
4

მოლდოვის პრეზიდენტმა ჩვენს კრიტიკას საკუთარ ქვეყანას მიხედოს.ქრთამების ქვეყანა,რამდენიმე ხნის წინ კომუნისტები,რომ მართავდნენ,ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოს ღალატის მუხლით ყავთ გასკვანჩული და ამ ქვეყანას აძლევენ კანდიდატობას და საქართველოს რაღაც პირობებს უყენებენ ? სირცხვილია.

საქართველო ყველაზე მაგარია,საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს,საქართველოს ღმერთი ფარავს.

ქართველები სხვა ერებთან შედარებით, იმ სამეზობლოში რაშიც გვიხდება ცხოვრება ნამდვილად ყველაზე ღირსეულები ვართ. ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ,რომელიც თავის ენას და სარწმუნეობას საუკუნეებია ,ხან ბრძოლით,ხან დიპლომატიით...ვიცავთ და ყოველთვის გამარჯვებულები ვართ.

ავტორი:

მოლდოვაში მთავრობა გადადგა - ზუსტი მიზეზი უცნობია

მოლდოვაში მთავრობა გადადგა - ზუსტი მიზეზი უცნობია

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თავისი მინისტრთა კაბინეტის მიღწევები ჩამოთვალა, მათ შორის მოლდოვის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება და აღნიშნა, რომ მისი მუშაობა კრიზისის პერიოდს დაემთხვა.

"თანამდებობაზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ყოფნის შემდეგ გადადგომის შესახებ ვაცხადებ… მთავრობას სახლში, მოლდოვაში, იმდენივე მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, რამდენიც ევროკავშირში, ბრიუსელში, გაცილებით მეტს მივაღწევდით”, - განაცხადა გავრილიცამ.

მისი თქმით, მოლდოვა ახალ ფაზაში შედის, რომლის საფუძველშიც უსაფრთხოებაა.

"თანამდებობაზე ამ 18 თვის განმავლობაში უწყვეტ კრიზისებში ვხელმძღვანელობდით. მოლდოვის რესპუბლიკა ახალ ეტაპში შედის, რომელშიც პრიორიტეტს უსაფრთხოება წარმოადგენს”, - თქვა გავირილიცამ.

კანონის თანახმად, ნატალია გავრილიცას კვალდაკვალ გადადგა მთელი მთავრობა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მიიღო პრემიერ-მინისტრის გადადგომა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა მას. სანდუს თქმით, თანამდებობისთვის ახალ კანდიდატს საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგენს.

ქვეყანაში ბოლო ხანს მკვეთრად გაუარესებულია ეკონომიკური ვითარება, ენერგომატარებლებს ფასები უკიდურესად გაზრდილია, ასევე ძვირდება პროდუქტი და მედიკამენტები.

იხილეთ ასევე: