პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთის იმედს ვერ დავკარგავ..." - 67 წლის მეჰმეთ ნასირი რამდენიმე დღეა ელოდება, როდის ამოიყვანენ მისი ოჯახის 5 წევრს ნანგრევებიდან
"ღმერთის იმედს ვერ დავკარგავ..." - 67 წლის მეჰმეთ ნასირი რამდენიმე დღეა ელოდება, როდის ამოიყვანენ მისი ოჯახის 5 წევრს ნანგრევებიდან

ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი 67 წლის მა­მა­კა­ცი მეჰ­მეთ ნა­სირ დუ­რა­ნია, რო­მე­ლიც უყუ­რებს, რო­გორ ასუფ­თა­ვე­ბენ დან­გრე­ულ შე­ნო­ბებს მძი­მე მან­ქა­ნე­ბი. ერთ-ერთ შე­ნო­ბა­ში მისი ოჯა­ხის ხუთი წევ­რია ჩარ­ჩე­ნი­ლი... სუ­რა­თი ნურ­დაგ­ში, თურ­ქე­თის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ხუთ­შა­ბათს, 2023 წლის 9 თე­ბერ­ვალს.

ნურ­დაგ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 000 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და. თოვ­ლი­ან მთებ­ში მდე­ბა­რე ეს პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბა მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 56 კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს. ახლა აქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ჩა­მო­სუ­ლი სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც გა­დარ­ჩე­ნილ ან გარ­დაც­ვლილ ახ­ლობ­ლებს ეძე­ბენ.

67 წლის მეჰ­მედ ნა­სი­რი შო­რი­დან უყუ­რებ­და, რო­გორ და­ი­წყეს ბულ­დო­ზე­რებ­მა დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბის გა­სუფ­თა­ვე­ბა. სწო­რედ იქ მოჰ­ყვნენ მისი ოჯა­ხის ხუთი წევ­რი - მათ შო­რის, სამი შვი­ლი და სამი თვის შვი­ლიშ­ვი­ლი.

ამ ოპე­რა­ცი­ას სა­მაშ­ვე­ლო აღარ ჰქვია, უბ­რა­ლოდ, ნარ­ჩე­ნებს ან­გრე­ვენ.

"აღარ არის იმე­დი. ღმერ­თის იმედს ვერ დავ­კარ­გავთ, მაშ­ვე­ლე­ბი დან­გრე­ვამ­დე შე­ნო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სმე­ნის აპა­რა­ტე­ბი­თა და ძაღ­ლე­ბით შე­ვიდ­ნენ, მაგ­რამ იქ არა­ფე­რი იყო" - თქვა ნა­სირ­მა. სამი დღეა, რაც შე­ნო­ბის გვერ­დით სკამ­ზე ზის და ელო­დე­ბა...

კაცი ამ­ბობს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 80 ადა­მი­ა­ნი ჯერ კი­დევ ჩა­მონ­გრე­ულ შე­ნო­ბა­შია ჩარ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ არ სჯე­რა, რომ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი ცო­ცხა­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა.

ნურ­დაგ­ში თით­ქმის არ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი შე­ნო­ბა, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­უ­ღია. იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ით­ვლე­ბო­და, რომ კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მუ­შე­ბი იყე­ნებ­დნენ ცუ­ლებს, ჩა­ქუ­ჩებს და ნიჩ­ბებს ბე­ტო­ნის ნაჭ­რებ­ში და არ­მა­ტუ­რის დაგ­რე­ხილ კვან­ძებ­ში სი­ცო­ცხლის ნიშ­ნის აღ­მო­სა­ჩე­ნად.

მეჰ­მე­თი ამ­ბობს, რომ მათი გარ­დაც­ვლი­ლი სხე­უ­ლე­ბის პოვ­ნა მცი­რე სიმ­შვი­დეს მო­უ­ტანს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ღმერთის იმედს ვერ დავკარგავ..." - 67 წლის მეჰმეთ ნასირი რამდენიმე დღეა ელოდება, როდის ამოიყვანენ მისი ოჯახის 5 წევრს ნანგრევებიდან

"ღმერთის იმედს ვერ დავკარგავ..." - 67 წლის მეჰმეთ ნასირი რამდენიმე დღეა ელოდება, როდის ამოიყვანენ მისი ოჯახის 5 წევრს ნანგრევებიდან

ფოტოზე აღბეჭდილი 67 წლის მამაკაცი მეჰმეთ ნასირ დურანია, რომელიც უყურებს, როგორ ასუფთავებენ დანგრეულ შენობებს მძიმე მანქანები. ერთ-ერთ შენობაში მისი ოჯახის ხუთი წევრია ჩარჩენილი... სურათი ნურდაგში, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთშია გადაღებული, ხუთშაბათს, 2023 წლის 9 თებერვალს.

ნურდაგში, დაახლოებით, 40 000 ადამიანი ცხოვრობდა. თოვლიან მთებში მდებარე ეს პატარა დასახლება მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 56 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ახლა აქ უამრავი ადამიანია ჩამოსული სხვადასხვა ქალაქებიდან, რომლებიც გადარჩენილ ან გარდაცვლილ ახლობლებს ეძებენ.

67 წლის მეჰმედ ნასირი შორიდან უყურებდა, როგორ დაიწყეს ბულდოზერებმა დანგრეული შენობის გასუფთავება. სწორედ იქ მოჰყვნენ მისი ოჯახის ხუთი წევრი - მათ შორის, სამი შვილი და სამი თვის შვილიშვილი.

ამ ოპერაციას სამაშველო აღარ ჰქვია, უბრალოდ, ნარჩენებს ანგრევენ.

"აღარ არის იმედი. ღმერთის იმედს ვერ დავკარგავთ, მაშველები დანგრევამდე შენობაში სპეციალური სმენის აპარატებითა და ძაღლებით შევიდნენ, მაგრამ იქ არაფერი იყო" - თქვა ნასირმა. სამი დღეა, რაც შენობის გვერდით სკამზე ზის და ელოდება...

კაცი ამბობს, რომ დაახლოებით 80 ადამიანი ჯერ კიდევ ჩამონგრეულ შენობაშია ჩარჩენილი, მაგრამ არ სჯერა, რომ რომელიმე მათგანი ცოცხალი აღმოჩნდება.

ნურდაგში თითქმის არ არის შემორჩენილი შენობა, რომელსაც სერიოზული დაზიანება არ მიუღია. იმ ადგილებში, სადაც ითვლებოდა, რომ კიდევ შეიძლებოდა გადარჩენილები ყოფილიყვნენ, მუშები იყენებდნენ ცულებს, ჩაქუჩებს და ნიჩბებს ბეტონის ნაჭრებში და არმატურის დაგრეხილ კვანძებში სიცოცხლის ნიშნის აღმოსაჩენად.

მეჰმეთი ამბობს, რომ მათი გარდაცვლილი სხეულების პოვნა მცირე სიმშვიდეს მოუტანს.

იხილეთ ასევე: