იმ ოჯახის წევრი, სადაც გუშინ , "საქართველოს ბანკის" ყაღარობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, აცხადებს, რომ მას ბადრი არ უნახავს. ომიანე ჯიქია ამბობს, რომ მათ ეძინათ და მისთვის უცნობია, თუ როდის შევიდა ესებუა მათ სახლში. ჯიქია ვარაუდობს, რომ ის ვიღაცამ შეამჩნია .
"ბადრი ესებუა მე არ მინახავს. როგორ მოვიდა არ ვიცი, იქ შესულა ოთახში და დამჯდარა შიგნით სკამზე. მერე ვიღაცამ ნახა ალბათ, მოვიდა პოლიცია უცებ, დაიჭირეს და წაიყვანეს.
მე არც დავლაპარაკებივარ, ჩვენ, ოჯახის წევრები ვიწექით. არც დაუძახია და არც არაფერი უკითხია. ბადრი ჩვენი ნათესავია. მე დისშვილი გარდამეცვალა და ბადრის დედ-მამა მოსული იყო სატირალში. პოლიციიდან გუშინ გამოგვიშვეს და გვითხრეს, რომ როცა დაგიბარებთ, დაგირეკავთო" - განაცხდა ომიანე ჯიქიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს. „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა.
მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ნახეთ ასევე:
80-იან წლებში წვრილფეხობას რომ დაიჭერდნენ,იმათი მშობლები ამბობდნენ,ჩემმა შვილმა არაფერი იცოდა,ვიღაცეებმა ძალით ჩააცვეს სხვისი წართმეული დუბლიონკაო
ამ კაცის ნაამბობი ერთ კარგ სპექტაკლს ,,უჩინმაჩინის ქუდს" მაგონებს.