პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიწისძვრა ძლიერი იყო, მაგრამ მხოლოდ მისი ძალა არ იწვევს ამგვარ განადგურებას" - რატომ იყო თურქეთის მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი?
"მიწისძვრა ძლიერი იყო, მაგრამ მხოლოდ მისი ძალა არ იწვევს ამგვარ განადგურებას" - რატომ იყო თურქეთის მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი?

თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში ძლი­ე­რი მი­წისძვრის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი 11 000-ს აჭარ­ბებს. მე­დი­ის ცნო­ბით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი კი­დევ გა­იზ­რდე­ბა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, და­ღუ­პულ­თა სა­ვა­რა­უ­დო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ჯამ­ში, 20 000-მდე იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, 1999 წელს თურ­ქეთ­ში მომ­ხდარ ძლი­ერ მი­წისძვრას 17000 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ, გა­მოჰ­ყავთ გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი. თურ­ქე­თის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, ფუათ ოქთა­ის გან­ცხა­დე­ბით, ნან­გრე­ვე­ბი­დან, ამ დრო­ის­თვის, 8 000-ზე მეტი ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მოყ­ვა­ნა მო­ხერ­ხდა.

  • რა­ტომ იყო მი­წისძვრა ასე­თი და­მან­გრე­ვე­ლი?

სე­ის­მო­ლოგ­თა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბით, პირ­ვე­ლი, გამ­თე­ნი­ი­სას მომ­ხდა­რი მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რემ 7.8 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა. მაგ­ნი­ტუ­დის შკა­ლა­ზე ეს სიმ­ძლავ­რე კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც "ძი­რი­თა­დი.“ სწო­რედ მას მოჰ­ყვა სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი, შე­ნო­ბე­ბის ნგრე­ვა და მსხვერ­პლი.

ლონ­დო­ნის რის­კე­ბი­სა და კა­ტას­ტრო­ფე­ბის პრე­ვენ­ცი­ის კო­ლე­ჯის პრო­ფე­სო­რი, ჯო­ა­ნა ფორ უო­კე­რი ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია, მი­წისძვრა ძლი­ე­რი იყო, მაგ­რამ მხო­ლოდ მისი ძალა არ იწ­ვევს ამ­გვარ გა­ნად­გუ­რე­ბას.

ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც მსხვერ­პლის ასე­თი დიდი რა­ო­დე­ნო­ბაა, ის არის, რომ მი­წისძვრა მოხ­და გამ­თე­ნი­ი­სას, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში იყ­ვნენ და ეძი­ნათ. ასე­ვე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია შე­ნო­ბე­ბის მდგრა­დო­ბა.

პორთსმუ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რის­კე­ბის ექ­სპერ­ტის, კარ­მენ სო­ლა­ნას თქმით, სი­რი­ა­სა და თურ­ქეთ­ში სამ­წუ­ხა­როდ, დან­გრე­უ­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ახლა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია მაშ­ვე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა­ზე და იმ დრო­ზე, რაც ნან­გრე­ვებ­ში მო­ყო­ლილ­თა გა­მო­საყ­ვა­ნად იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. რაც უფრო გა­იზ­რდე­ბა მათი გა­მოყ­ვა­ნის დრო, მით უფრო შემ­ცირ­დე­ბა ნან­გრე­ვე­ბი­დან ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნის შან­სი.

გარ­და ამი­სა, ესაა რე­გი­ო­ნი, სა­დაც 200 წელ­ზე მე­ტია ძლი­ე­რი მი­წისძვრა არ ყო­ფი­ლა. ამი­ტომ მზად­ყოფ­ნის დონე უფრო და­ბა­ლი იყო.

  • რამ გა­მო­იწ­ვია მი­წისძვრა?

დე­და­მი­წის ქერ­ქი შედ­გე­ბა ცალ­კე­უ­ლი ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფი­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც გა­მუდ­მე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ჯდე­ბი­ან და დე­და­მი­წის მან­ტი­ის ზე­და­პირ­ზე მოძ­რა­ო­ბენ. მი­წისძვრა კი ორი ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფი­ლის შე­ჯა­ხე­ბის ად­გი­ლას ხდე­ბა.

რო­გორც BBC-ი წერს, თურ­ქე­თის მი­წისძვრის შემ­თხვე­ვა­ში, არა­ბე­თის ფილა, ჩრდი­ლო­ე­თის­კენ მოძ­რა­ობ­და და ანა­ტო­ლი­ის ფი­ლას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

  • რო­გორ ზო­მა­ვენ მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რეს?

მი­წისძვრას ზო­მა­ვენ შკა­ლა­ზე, რო­მელ­საც "მო­მენ­ტის მას­შტაბს" უწო­დე­ბენ. ეს არის მი­წისძვრის გა­ზომ­ვის ახა­ლი მე­თო­დი, მა­ნამ­დე იყე­ნებ­დნენ რიხ­ტე­რის შკა­ლას, რო­მე­ლიც ახლა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლად ით­ვლე­ბა და ნაკ­ლე­ბად ზუს­ტია.

2.5 მაგ­ნი­ტუ­დის ან ნაკ­ლე­ბი სიმ­ძლავ­რის ბიძ­გი, რო­გორც წესი, არ იგ­რძნო­ბა, მაგ­რამ ხელ­სა­წყოს სა­შუ­ა­ლე­ბით ვლინ­დე­ბა. 5 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა იგ­რძნო­ბა და მცი­რე ზი­ანს აყე­ნებს. თურ­ქე­თის მი­წისძვრა 7.8-ბა­ლი­ა­ნი იყო და ამ­გვა­რი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა ჩვე­უ­ლებ­რივ, იწ­ვევს სე­რი­ო­ზულ ზი­ანს, რო­გორც ეს მოხ­და თურ­ქე­თის შემ­თხვე­ვა­ში.

8-ზე მეტი სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა იწ­ვევს კა­ტას­ტრო­ფულ ზი­ანს.

ცნო­ბის­თვის, 2011 წელს ია­პო­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან 9 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და. მან გა­მო­იწ­ვია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ზი­ა­ნი და ცუ­ნა­მი. რა­საც შემ­დეგ მოჰ­ყვა ავა­რია ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე.

ყვე­ლა­ზე დიდი მი­წისძვრა 1960 წელს ჩი­ლე­ში და­ფიქ­სირ­და - 9.5 მაგ­ნი­ტუ­და.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზმნა
3

წუთნახევარი დიდი დროა

zaza
24

კიდევ უკეთესი იყო ქართველი სეისმოლოგის კომენტარი თურმე თვითონ მიწისძვრა არ იწვევს სიკვდილს არამედ ადამიანების მიერ აგებული შენობები იწვევენ სიკვდილსო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მიწისძვრა ძლიერი იყო, მაგრამ მხოლოდ მისი ძალა არ იწვევს ამგვარ განადგურებას" - რატომ იყო თურქეთის მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი?

"მიწისძვრა ძლიერი იყო, მაგრამ მხოლოდ მისი ძალა არ იწვევს ამგვარ განადგურებას" - რატომ იყო თურქეთის მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი?

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაღუპულთა სავარაუდო მაჩვენებელი, ჯამში, 20 000-მდე იქნება.

ცნობისთვის, 1999 წელს თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 17000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაშველები მუშაობას აგრძელებენ, გამოჰყავთ გადარჩენილები. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დროისთვის, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

  • რატომ იყო მიწისძვრა ასეთი დამანგრეველი?

სეისმოლოგთა ოფიციალური ცნობით, პირველი, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7.8 მაგნიტუდა შეადგინა. მაგნიტუდის შკალაზე ეს სიმძლავრე კლასიფიცირებულია, როგორც "ძირითადი.“ სწორედ მას მოჰყვა სერიოზული ზიანი, შენობების ნგრევა და მსხვერპლი.

ლონდონის რისკებისა და კატასტროფების პრევენციის კოლეჯის პროფესორი, ჯოანა ფორ უოკერი ამბობს, რომ მართალია, მიწისძვრა ძლიერი იყო, მაგრამ მხოლოდ მისი ძალა არ იწვევს ამგვარ განადგურებას.

ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მსხვერპლის ასეთი დიდი რაოდენობაა, ის არის, რომ მიწისძვრა მოხდა გამთენიისას, როცა ადამიანები სახლებში იყვნენ და ეძინათ. ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შენობების მდგრადობა.

პორთსმუტის უნივერსიტეტის რისკების ექსპერტის, კარმენ სოლანას თქმით, სირიასა და თურქეთში სამწუხაროდ, დანგრეულია ინფრასტრუქტურა. ახლა ადამიანების გადარჩენა დამოკიდებულია მაშველების მუშაობაზე და იმ დროზე, რაც ნანგრევებში მოყოლილთა გამოსაყვანად იქნება საჭირო. რაც უფრო გაიზრდება მათი გამოყვანის დრო, მით უფრო შემცირდება ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანების გამოყვანის შანსი.

გარდა ამისა, ესაა რეგიონი, სადაც 200 წელზე მეტია ძლიერი მიწისძვრა არ ყოფილა. ამიტომ მზადყოფნის დონე უფრო დაბალი იყო.

  • რამ გამოიწვია მიწისძვრა?

დედამიწის ქერქი შედგება ცალკეული ტექტონიკური ფილებისგან, რომლებიც გამუდმებით გადაადგილდებიან. ტექტონიკური ფილები ერთმანეთში ჯდებიან და დედამიწის მანტიის ზედაპირზე მოძრაობენ. მიწისძვრა კი ორი ტექტონიკური ფილის შეჯახების ადგილას ხდება.

როგორც BBC-ი წერს, თურქეთის მიწისძვრის შემთხვევაში, არაბეთის ფილა, ჩრდილოეთისკენ მოძრაობდა და ანატოლიის ფილას ეწინააღმდეგებოდა.

  • როგორ ზომავენ მიწისძვრის სიმძლავრეს?

მიწისძვრას ზომავენ შკალაზე, რომელსაც "მომენტის მასშტაბს" უწოდებენ. ეს არის მიწისძვრის გაზომვის ახალი მეთოდი, მანამდე იყენებდნენ რიხტერის შკალას, რომელიც ახლა მოძველებულად ითვლება და ნაკლებად ზუსტია.

2.5 მაგნიტუდის ან ნაკლები სიმძლავრის ბიძგი, როგორც წესი, არ იგრძნობა, მაგრამ ხელსაწყოს საშუალებით ვლინდება. 5 მაგნიტუდის მიწისძვრა იგრძნობა და მცირე ზიანს აყენებს. თურქეთის მიწისძვრა 7.8-ბალიანი იყო და ამგვარი სიმძლავრის მიწისძვრა ჩვეულებრივ, იწვევს სერიოზულ ზიანს, როგორც ეს მოხდა თურქეთის შემთხვევაში.

8-ზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრა იწვევს კატასტროფულ ზიანს.

ცნობისთვის, 2011 წელს იაპონიის სანაპიროსთან 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მან გამოიწვია ფართომასშტაბიანი ზიანი და ცუნამი. რასაც შემდეგ მოჰყვა ავარია ატომურ ელექტროსადგურზე.

ყველაზე დიდი მიწისძვრა 1960 წელს ჩილეში დაფიქსირდა - 9.5 მაგნიტუდა.