სამხედრო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...მის ხელში სააკაშვილის დატოვება არ შეიძლება" - დიმიტრი შაშკინი ნინო ნადირაძეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის უსასტიკეს ექიმს ადარებს
"...მის ხელში სააკაშვილის დატოვება არ შეიძლება" - დიმიტრი შაშკინი ნინო ნადირაძეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის უსასტიკეს ექიმს ადარებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის გან­ცხა­დე­ბით, "ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტორ­მა, ნინო ნა­დი­რა­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე იო­ზეფ მენ­გე­ლეს სტი­ლი გა­მო­ი­ყე­ნა და ცი­ნი­კუ­რად სცა­და, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა მთლი­ა­ნად კვე­ბის რე­ჟი­მის­თვის გა­და­ებ­რა­ლე­ბი­ნა.

რო­გორც დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის და­ტო­ვე­ბა ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა.

"მე და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ დღეს "ვი­ვა­მე­დის“ ხელ­მძღვა­ნელ, ნინო ნა­დი­რა­ძეს მო­ვუს­მი­ნეთ და ამ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. ახლა ბევ­რად მკა­ფი­ოდ ჩანს პრობ­ლე­მა, ვიდ­რე მა­ნამ­დე, რად­გან ასე­თი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის და­ტო­ვე­ბა ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა. ნინო ნა­დი­რა­ძემ, იო­ზეფ მენ­გე­ლეს სტილ­ში, ცი­ნი­კუ­რად სცა­და ყვე­ლა­ფე­რი კვე­ბის­თვის გა­და­ებ­რა­ლე­ბი­ნა. იო­ზეფ მენ­გე­ლე "სიკ­ვდი­ლის ან­გე­ლო­ზი“ იყო. ნა­დი­რა­ძემ სცა­და, მაგ­რამ ესეც არ გა­მო­უ­ვი­და. ეს იყო შე­ვარ­დნა­ძის ეპო­ქა­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის ჭო­რა­ო­ბა, ნათ­ქვა­მი ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მელ­საც "ჰი­პოკ­რა­ტეს ფიცი“ აქვს და­დე­ბუ­ლი. პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­წამ­ლუ­ლია მძი­მე მე­ტა­ლე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას სჭირ­დე­ბა ისე­თი მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ჰქონ­და ნა­ვალ­ნის, ლიკ­ვი­ნენ­კოს, სკრი­პა­ლებს, რომ­ლე­ბიც გა­დარ­ჩნენ მხო­ლოდ იმის გამო, რომ ისი­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­იყ­ვა­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა.

ასე­ვე, მან უპა­სუ­ხა ნინო ნა­დი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "ვი­ვა­მე­დის“ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი დიდი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის ქვე­შაა.

დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის თქმით, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ექი­მის ტე­ლე­ფო­ნი ის­მი­ნე­ბა და თუ რო­მე­ლი­მე მათ­განს და­ე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, სუს-ი ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მარ­თავს. ჩვე­ნი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ოფი­სე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ტე­ლე­ფო­ნე­ბი ის­მი­ნე­ბა. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­ხე­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა ექი­მის ტე­ლე­ფო­ნიც ის­მი­ნე­ბა. რო­გორ ფიქ­რობთ, ექი­მებს რომ და­მუქ­რე­ბოდ­ნენ, სუსი ამას არ გა­ი­გებ­და და ჩვენ ამას პირ­და­პირ ეთერ­ში არ ვნა­ხავ­დით?“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა.

გარ­და ამი­სა, მან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზეც ისა­უბ­რა. დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხია.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მარ­ტოა და ერ­თა­დერ­თი, ვინც მას აქებს, სერ­გეი ლავ­რო­ვია.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნის სა­კი­თხია. ჩვე­ნი 100%-იანი რე­სურ­სი, ტექ­ნი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი თუ ადა­მი­ა­ნუ­რი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა. უკვე გა­მო­ცხად­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბის, მარკ ფე­ი­გე­ნი­სა და ალექ­სი არის­ტო­ვი­ჩის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ქა­ლა­ქებ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მო­ე­წყო­ბა. 20 თე­ბერ­ვლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. იქ­მნე­ბა შტა­ბე­ბი, რომ­ლებ­საც გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შე­უძ­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა და­ი­ვი­წყოს. არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბა და დე­პო­ლა­რი­ზა­ცია არ იქ­ნე­ბა მა­ნამ, სა­ნამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. თქვენ თვი­თონ ხომ ხე­დავთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მარ­ტოა. ერ­თა­დერ­თი ლავ­რო­ვი აქებს და ადი­დებს მათ“, - აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
1

ეს ნაძირალა შაშკინი კიდევ ცოცხალია??

123
2

ნაცები თავიდანვე მანიაკებით იყვნენ დაკომპექტებული. როგორც კი შანსი ეძლევათ, ეგრევე ამოყოფენ ხოლმე თავებს და შეგვახსენებენ, რომ ნამდვილად ერთი *ლით არიან ნაკეთები

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"...მის ხელში სააკაშვილის დატოვება არ შეიძლება" - დიმიტრი შაშკინი ნინო ნადირაძეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის უსასტიკეს ექიმს ადარებს

"...მის ხელში სააკაშვილის დატოვება არ შეიძლება" - დიმიტრი შაშკინი ნინო ნადირაძეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის უსასტიკეს ექიმს ადარებს

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, "ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე იოზეფ მენგელეს სტილი გამოიყენა და ცინიკურად სცადა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა მთლიანად კვების რეჟიმისთვის გადაებრალებინა.

როგორც დიმიტრი შაშკინმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ აღნიშნა, მსგავსი ადამიანის ხელში მესამე პრეზიდენტის დატოვება ნამდვილად არ შეიძლება.

"მე და მთელმა საქართველომ დღეს "ვივამედის“ ხელმძღვანელ, ნინო ნადირაძეს მოვუსმინეთ და ამ ყველაფერმა ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. ახლა ბევრად მკაფიოდ ჩანს პრობლემა, ვიდრე მანამდე, რადგან ასეთი ადამიანის ხელში მესამე პრეზიდენტის დატოვება ნამდვილად არ შეიძლება. ნინო ნადირაძემ, იოზეფ მენგელეს სტილში, ცინიკურად სცადა ყველაფერი კვებისთვის გადაებრალებინა. იოზეფ მენგელე "სიკვდილის ანგელოზი“ იყო. ნადირაძემ სცადა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა. ეს იყო შევარდნაძის ეპოქაში ჩარჩენილი ადამიანის ჭორაობა, ნათქვამი ადამიანისგან, რომელსაც "ჰიპოკრატეს ფიცი“ აქვს დადებული. პრეზიდენტი სააკაშვილი მოწამლულია მძიმე მეტალებით. აქედან გამომდინარე, მას სჭირდება ისეთი მკურნალობა, რომელიც საქართველოს პირობებში შეუძლებელია. მინდა შეგახსენოთ, რომ მსგავსი შემთხვევა ჰქონდა ნავალნის, ლიკვინენკოს, სკრიპალებს, რომლებიც გადარჩნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საზღვარგარეთ გადაიყვანეს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ასევე, მან უპასუხა ნინო ნადირაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ვივამედის“ სამედიცინო პერსონალი დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა.

დიმიტრი შაშკინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა ექიმის ტელეფონი ისმინება და თუ რომელიმე მათგანს დაემუქრებოდნენ, სუს-ი ამას აუცილებლად გაიგებდა.

"საქართველოს 10 წლის განმავლობაში "ქართული ოცნება“ მართავს. ჩვენი ტელეფონები და ოფისები, ჟურნალისტების ტელეფონები ისმინება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხებაში მყოფი ყველა ექიმის ტელეფონიც ისმინება. როგორ ფიქრობთ, ექიმებს რომ დამუქრებოდნენ, სუსი ამას არ გაიგებდა და ჩვენ ამას პირდაპირ ეთერში არ ვნახავდით?“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

გარდა ამისა, მან "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხია.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება“ მარტოა და ერთადერთი, ვინც მას აქებს, სერგეი ლავროვია.

"ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრიორიტეტი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხია. ჩვენი 100%-იანი რესურსი, ტექნიკური, ფინანსური თუ ადამიანური, ამ მიმართულებით კონცენტრირდება. უკვე გამოცხადდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეგობრების, მარკ ფეიგენისა და ალექსი არისტოვიჩის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის ქალაქებში საპროტესტო აქციები მოეწყობა. 20 თებერვლისთვის ემზადებიან. იქმნება შტაბები, რომლებსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. "ქართულ ოცნებას“ შეუძლია ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება დაივიწყოს. არანაირი შეთანხმება და დეპოლარიზაცია არ იქნება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ. თქვენ თვითონ ხომ ხედავთ, რომ "ქართული ოცნება“ მარტოა. ერთადერთი ლავროვი აქებს და ადიდებს მათ“, - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

იხილეთ ასევე: