მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხანდახან ძალიან ძნელია თავაწეულმა იარო და დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი" - პრინცესა დაიანას "საიდუმლო წერილები": რას სწერდა ლედი დი მეგობრებს ტრაგიკულ ცხოვრებაზე
"ხანდახან ძალიან ძნელია თავაწეულმა იარო და დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი" - პრინცესა დაიანას "საიდუმლო წერილები": რას სწერდა ლედი დი მეგობრებს ტრაგიკულ ცხოვრებაზე

პრე­სა­ში პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა­სა და მეფე ჩარლ­ზის ურ­თი­ერ­თო­ბის აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე წე­რენ. გა­მოქ­ვეყ­ნდა "სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც პრინ­ცე­სამ თა­ვის მე­გობ­რებს გა­უგ­ზავ­ნა. წე­რი­ლებ­ში მისი და ჩარლ­ზის გაყ­რის პრო­ცე­სია აღ­წე­რი­ლი და ჩანს, თუ რა მტკივ­ნე­უ­ლი იყო ეს პრინ­ცე­სას­თვის.

32 წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ლედი დიმ მე­გობ­რებს, ცოლ-ქმარს, სუზი და თა­რეკ კა­სე­მებს მის­წე­რა, ახლა აუქ­ცი­ონ­ზეა გა­მო­ტა­ნი­ლი გა­სა­ყი­დად. შე­სუ­ლი თან­ხა კი იმ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს გა­და­ე­ცე­მა, რომ­ლებ­საც პრინ­ცე­სა მხარს უჭერ­და.

პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა და სუზი კა­სე­მი

ერთ-ერთი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც 1996 წლის 28 აპ­რი­ლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი, ჩარლზ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე ურ­თი­ერ­თო­ბას და პრინ­ცე­სას გრძნო­ბებს აღ­წერს.

"ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი მაქვს, ზე­წო­ლა კი სე­რი­ო­ზუ­ლია და ყვე­ლა მხრი­დან მო­დის. ხან­და­ხან ძა­ლი­ან ძნე­ლია თა­ვა­წე­ულ­მა იარო და დღეს მუხ­ლებ­ზე ვარ და­ჩო­ქი­ლი და ვნატ­რობ, ეს გან­ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­დეს, რად­გან ის საკ­მა­ოდ ძვი­რად მიჯ­დე­ბა", - წერს პრინ­ცე­სა.

და­ი­ა­ნამ ამ წე­რი­ლის და­წე­რამ­დე 2 თვით ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ ის პრინც ჩარლზ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბას და­თან­ხმდა. მათი გაყ­რის პრო­ცე­სი 1996 წლის აგ­ვის­ტო­ში დას­რულ­და.

წე­რი­ლე­ბი­დან ჩანს, რომ და­ი­ა­ნა გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბას ნა­ნობ­და: "1 წლის წინ რომ მცოდ­ნო­და, თუ რისი გავ­ლა მო­მი­წევ­და, გაყ­რა­ზე არას­დროს დავ­თან­ხმდე­ბო­დი", - წერს ერთ-ერთ წე­რილ­ში პრინ­ცე­სა.

და­ნარ­ჩენ წე­რი­ლებ­ში ლედი დი ამ­ტკი­ცებს, რომ მის ტე­ლე­ფონს უს­მე­ნენ. 1996 წლის 20 მა­ისს სუ­ზის­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში და­ი­ა­ნა ამ­ბობს: "მო­ბი­ლუ­რი არ მაქვს, რად­გან მის­მე­ნენ. ამი­ტომ რთუ­ლია პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის გან­ხილ­ვა."

კი­დევ რამ­დე­ნი­მე წე­რილ­ში და­ი­ა­ნა სუ­ზი­სა და თა­რეკს მისი დაც­ვის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის: "და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლის­გან ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლი და მხარ­და­ჭე­რა აქამ­დე არას­დროს მიგ­რძვნია."

წე­რი­ლე­ბი აუქ­ცი­ონ­ზე სწო­რედ კა­სე­მებ­მა გა­ი­ტა­ნეს გა­სა­ყი­დად, რად­გან მათ არ სურთ, ამ წე­რი­ლე­ბის ფლო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვი­ანთ შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს გა­და­უ­ლო­ცონ.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"ხანდახან ძალიან ძნელია თავაწეულმა იარო და დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი" - პრინცესა დაიანას "საიდუმლო წერილები": რას სწერდა ლედი დი მეგობრებს ტრაგიკულ ცხოვრებაზე

"ხანდახან ძალიან ძნელია თავაწეულმა იარო და დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი" - პრინცესა დაიანას "საიდუმლო წერილები": რას სწერდა ლედი დი მეგობრებს ტრაგიკულ ცხოვრებაზე

პრესაში პრინცესა დაიანასა და მეფე ჩარლზის ურთიერთობის აქამდე უცნობ დეტალებზე წერენ. გამოქვეყნდა "საიდუმლო წერილები", რომლებიც პრინცესამ თავის მეგობრებს გაუგზავნა. წერილებში მისი და ჩარლზის გაყრის პროცესია აღწერილი და ჩანს, თუ რა მტკივნეული იყო ეს პრინცესასთვის.

32 წერილი, რომელიც ლედი დიმ მეგობრებს, ცოლ-ქმარს, სუზი და თარეკ კასემებს მისწერა, ახლა აუქციონზეა გამოტანილი გასაყიდად. შესული თანხა კი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებსაც პრინცესა მხარს უჭერდა.

პრინცესა დაიანა და სუზი კასემი

ერთ-ერთი წერილი, რომელიც 1996 წლის 28 აპრილითაა დათარიღებული, ჩარლზთან წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობას და პრინცესას გრძნობებს აღწერს.

"ძალიან რთული პერიოდი მაქვს, ზეწოლა კი სერიოზულია და ყველა მხრიდან მოდის. ხანდახან ძალიან ძნელია თავაწეულმა იარო და დღეს მუხლებზე ვარ დაჩოქილი და ვნატრობ, ეს განქორწინება დასრულდეს, რადგან ის საკმაოდ ძვირად მიჯდება", - წერს პრინცესა.

დაიანამ ამ წერილის დაწერამდე 2 თვით ადრე განაცხადა, რომ ის პრინც ჩარლზთან განქორწინებას დათანხმდა. მათი გაყრის პროცესი 1996 წლის აგვისტოში დასრულდა.

წერილებიდან ჩანს, რომ დაიანა განქორწინებაზე დათანხმებას ნანობდა: "1 წლის წინ რომ მცოდნოდა, თუ რისი გავლა მომიწევდა, გაყრაზე არასდროს დავთანხმდებოდი", - წერს ერთ-ერთ წერილში პრინცესა.

დანარჩენ წერილებში ლედი დი ამტკიცებს, რომ მის ტელეფონს უსმენენ. 1996 წლის 20 მაისს სუზისთვის გაგზავნილ წერილში დაიანა ამბობს: "მობილური არ მაქვს, რადგან მისმენენ. ამიტომ რთულია პირადი პრობლემების განხილვა."

კიდევ რამდენიმე წერილში დაიანა სუზისა და თარეკს მისი დაცვისთვის მადლობას უხდის: "დაქორწინებული წყვილისგან ამხელა სიყვარული და მხარდაჭერა აქამდე არასდროს მიგრძვნია."

წერილები აუქციონზე სწორედ კასემებმა გაიტანეს გასაყიდად, რადგან მათ არ სურთ, ამ წერილების ფლობის პასუხისმგებლობა თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს გადაულოცონ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა