მინდა ზურაბ ჩხაიძეს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ პროცესები დასაჩქარებელია. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას მთელი მსოფლიო შესცქერის , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც მან კლინიკა „ვივამედის“ ეზოში ჟურნალისტებთან აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ დოკუმენტებში მის სიმაღლეს ცვლიან, რათა წონაში დაკლება კატასტროფული არ გამოჩნდეს.
მისივე თქმით, თუ ეს მართალია, ნამდვილად კრიმინალია.
"ყველამ ვიცით, რაც ტელევიზიითა და სოციალური ქსელით ვრცელდება. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ყველაფერთან ერთად, ძალიან ცუდი ინფორმაცია მივიღე, რომ მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტები გადააკეთეს და მისი სიმაღლე შეამცირეს იმისთვის, რომ მისი წონის კლება კატასტროფული არ გამოვიდეს. ეს არის ნამდვილი კრიმინალი და კაცმა არ იცის, კიდევ რას გადააკეთებენ.
მე მაინც იმედი მაქვს, რომ ექიმის ლოგიკა და სინდისი გაიმარჯვებს და როგორც დოკუმენტაცია, ისე დამოკიდებულებაც უფრო ნამდვილი იქნება.
ამის მიუხედავად, როგორც გავრცელდა ამბავი, მიშამ დღეს განაცხადა, რომ "ვივამედის" სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებით კმაყოფილია", - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
ასევე, როგორც მესამე პრეზიდენტის მამამ აღნიშნა, ვინც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან კარგი საკვები არ მოაქვთ, ან „სრული იდიოტია, ან პროვოკატორი“.
"რაც შეეხება ჯანმრთელობას, ყველამ ვიცით, რომ ნევროლოგიური, ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური, ჰემატოლოგიური დაავადებების რთული კომბინაცია აქვს. თითოეული ეს დაავადება, რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ძალიან რთულია. ძალიან მიკვირს, ბოლო პერიოდში შემცირდა ლაპარაკი მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტზე. თავი და თავი ამ რთული დაავადებებისა, მძიმე მეტალებით მოწამვლაა, რაც ნელ სიკვდილს იწვევს.
ამ ყველაფერის ფონზე საუბარი იყო იმაზე, რომ თურმე მასთან არ მოაქვთ კარგი საკვები. ეს ყველაფერი სასაცილოა. ვინც ამას ამბობს, სრული იდიოტია. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ვინც ამას ამბობს, ან იდიოტია, ან დიდი პროვოკატორი. არ შეიძლება ექიმებმა არ იცოდნენ, რომ მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია იწვევს საკვების ზიზღს.
მინდა ზურაბ ჩხაიძეს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ პროცესები დასაჩქარებელია. მთელი მსოფლიო შესცქერის მიშას ამბავს და ყველა განიცდის, "ქართული ოცნებისა" და "ვივამედის" ადმინისტრაციის ნაწილის გარდა", - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
ამდენი წოლისაგან სიმაღლე პირიქით, უნდა გაზრდილიყო......
ნორმალურებს რომ ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ასაკში შესვლასთან ერთად ადამიანი სიმაღლეში იკლებს - ხერხემლის მალები ჯდება და შენი მფორთხავ-მღეჭავი უკვე 55წლისაა