პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰეფიქიდი - სათამაშოები უნარების განვითარებისთვის
ჰეფიქიდი - სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

ახა­ლი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა, სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა — ეს თი­ბი­სის მი­სი­აა, რომ­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად, უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია, პროგ­რა­მით სტარ­ტა­პე­რი, ახალ ბიზ­ნე­სებს ფი­ნან­სურ და არა­ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას უწევს. პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია სტარ­ტაპ ის­ტო­რი­ე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც სტარ­ტა­პებს თი­ბი­სის ციფ­რუ­ლი არ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მომ­ხმა­რებ­ლებ­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ში და ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ამ­ჯე­რად, სტარ­ტაპ ის­ტო­რი­ე­ბის სე­რი­ის ფარ­გლებ­ში,ჰე­ფი­ქიდს გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც 3 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სა­თა­მა­შო­ებს ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბით ქმნის.

სტარ­ტაპ ჰე­ფი­ქი­დის შექ­მნა ბევ­რის­თვის ნაც­ნობ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა — სახ­ლი, რო­მე­ლიც სავ­სეა სა­თა­მა­შო­ე­ბით, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი ამ ნივ­თე­ბით დი­დად არ თა­მა­შო­ბენ. სტარ­ტაპ ჰე­ფი­ქი­დის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რუს­კა პა­პუ­ნაშ­ვი­ლი, იხ­სე­ნებს, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ის წი­ნა­შე თვი­თო­ნაც აღ­მოჩ­ნდა, როცა ბავ­შვი გა­უჩ­ნდა — “ყვე­ლა­ფერს ვყი­დუ­ლობ­დი, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ბავ­შვებს არ სჭირ­დე­ბათ ბევ­რი სა­თა­მა­შო. მათ სჭირ­დე­ბათ ღი­რე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბათ”.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და თან ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი არ იყო, რუს­კა და მისი მე­უღ­ლე შვი­ლის­თვის სა­თა­მა­შო­ებს სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან იწერ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ კი გა­და­წყვი­ტეს, პრობ­ლე­მა თა­ვად გა­და­ეჭ­რათ და შე­ექ­მნათ სტარ­ტა­პი, რო­მე­ლიც 0-დან 3 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის სა­თა­მა­შო­ე­ბის ნაკ­რებს გა­მო­უშ­ვებ­და.

რუს­კა აღ­ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვე­ბი ყო­ველ­თვე სხვა­დას­ხვა რა­მეს სწავ­ლო­ბენ, ამი­ტომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი სჭირ­დე­ბათ. ჰე­ფი­ქი­დის ყუ­თებ­ში შე­სუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სა­თა­მა­შო კი ასაკ­თან შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბის გა­ვარ­ჯი­შე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სენ­სო­რუ­ლი ბურ­თი, მუდ­მი­ვო­ბის ყუთი, სი­ლი­კო­ნის ასა­წყო­ბი ჭი­ქე­ბი — ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ ნივ­თე­ბი­სა, რომ­ლებ­საც ჰე­ფი­ქი­დი ბავ­შვებ­ში მო­ტო­რი­კის, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის, კონ­ცენ­ტრა­ცი­ის და სხვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ქმნის.

“პირ­ველ რიგ­ში, ჰე­ფი­ქიდს კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან ის გა­ნას­ხვა­ვებს, რომ თი­თო­ე­უ­ლი სა­თა­მა­შო დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტის მიერ არის შერ­ჩე­უ­ლი და კვლე­ვებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­თო­ბას­თან ერ­თად, ბავ­შვე­ბის­თვის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მომ­ტა­ნია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ჩვე­ნი სა­თა­მა­შო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა ხელ­ნა­კე­თია და სა­ქარ­თვე­ლო­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი”,

ჰე­ფი­ქი­დის წარ­მა­ტე­ბულ სტარტს რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა შე­უ­წყო ხელი — პირ­ველ რიგ­ში, მკა­ფი­ოდ ჩან­და ბაზ­რის მო­თხოვ­ნა და მზა­ო­ბა. ამას­თან, დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი იდე­ის ვა­ლი­და­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ექ­სპე­რი­მენ­ტებ­სა და კვლე­ვებს მუდ­მი­ვად ატა­რე­ბენ. ამ ყვე­ლა­ფერს კი ზურგს უმაგ­რებს გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც რუს­კამ თი­ბი­სის სტარ­ტაპ დეკ­რეტ­ში გა­მარ­ჯვე­ბით მი­ი­ღო. მან 6-თვი­ა­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი შვე­ბუ­ლე­ბით სხვა სტარ­ტა­პის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად ისარ­გებ­ლა, პროგ­რა­მა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა კი შემ­დეგ ჰე­ფი­ქი­დის და­არ­სე­ბი­სა­საც გა­მო­ი­ყე­ნა.

“ძა­ლი­ან ბევ­რი რამე ვის­წავ­ლე იმ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა სტარ­ტაპ დეკ­რე­ტის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი. მარ­თა­ლია, მა­შინ­დელ­მა იდე­ამ სახე იც­ვა­ლა, თუმ­ცა ის პრინ­ცი­პე­ბი, რაც, ზო­გა­დად, სტარ­ტა­პის აშე­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, იგი­ვეა ჰე­ფი­ქი­დის შემ­თხვე­ვა­შიც. მენ­ტო­რე­ბის­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ღი­რე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, რაც შემ­დეგ ჩემი იდე­ის და­მუ­შა­ვე­ბა­ში გა­მო­მად­გა.”

რაც შე­ე­ხე­ბა გზას იდე­ის მო­ფიქ­რე­ბი­დან პრო­დუქ­ტის შექ­მნამ­დე, ცდი­ლო­ბენ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნი­ლი და მსუ­ბუ­ქი პრო­ცე­სე­ბი აირ­ჩი­ონ.

“ძა­ლი­ან ბევრ ექ­სპე­რი­მენტს ვა­ტა­რებთ, რომ სა­ბაზ­რო ნიშა ვი­პო­ვოთ. როცა იდეა გაგ­ვიჩ­ნდა, პო­ტენ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი user person-ების შექ­მნა და­ვი­წყეთ. ამ პერ­სო­ნე­ბის მი­ხედ­ვით ვი­პო­ვეთ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მოვ­კი­თხეთ — ვიკ­ვლი­ეთ მათი რე­ა­ლო­ბა, პრობ­ლე­მე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი. კვლე­ვი­სა და ბაზ­რის ანა­ლი­ზის შემ­დეგ MVP (მი­ნი­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი პრო­დუქ­ტი) შევ­კა­რით და რად­გან არ გვინ­დო­და ვა­ლი­და­ცი­ის გა­რე­შე ზედ­მე­ტი რე­სურ­სე­ბის და­ხარ­ჯვა სა­ი­ტის დი­ზა­ინ­სა და დე­ვე­ლოპ­მენ­ტში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ოპე­რი­რე­ბა და­ვი­წყეთ”.

ამ ეტაპ­ზე, პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ძე­ნად ჰე­ფი­ქიდს ფე­ის­ბუქ­ზე ან ინ­სტაგ­რამ­ზე უნდა და­უ­კავ­შირ­დეთ. სა­მო­მავ­ლოდ კი ჰე­ფი­ქი­დის ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მის ჩაშ­ვე­ბა იგეგ­მე­ბა, რო­მე­ლიც Subscription მო­დე­ლით იმუ­შა­ვებს — მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ, ბავ­შვის ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი ყუ­თე­ბი გა­მო­ი­წე­რონ და ყო­ველ სამ თვე­ში ერთხელ ავ­ტო­მა­ტუ­რად ახა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის ნაკ­რე­ბი მი­ი­ღონ. ასე­ვე, სტარ­ტა­პის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი გეგ­მა­ვენ, რომ რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტი სა­ზღვარ­გა­რეთ, Etsy-ის პლატ­ფორ­მის დახ­მა­რე­ბით გა­ი­ტა­ნონ.

ამ ეტაპ­ზე, ჰე­ფი­ქი­დი მომ­ხმა­რებ­ლებს 1 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის სა­თა­მა­შო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ნაკ­რებს სთა­ვა­ზობს, ახლო მო­მა­ვალ­ში კი ასორ­ტი­მენ­ტი კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­დე­ბა და პრო­დუქ­ტე­ბი 3 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვი­საც და­ე­მა­ტე­ბა.

R

ავტორი:

ჰეფიქიდი - სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

ჰეფიქიდი - სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა — ეს თიბისის მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამით სტარტაპერი, ახალ ბიზნესებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას უწევს. პროექტის ნაწილია სტარტაპ ისტორიების სერია, რომელიც სტარტაპებს თიბისის ციფრული არხების გამოყენებით მომხმარებლებთან დაახლოებაში და ცნობადობის გაზრდაში ეხმარება.

ამჯერად, სტარტაპ ისტორიების სერიის ფარგლებში, ჰეფიქიდს გაგაცნობთ, რომელიც 3 წლამდე ბავშვებისთვის უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სათამაშოებს ბუნებრივი მასალებით ქმნის.

სტარტაპ ჰეფიქიდის შექმნა ბევრისთვის ნაცნობმა სიტუაციამ განაპირობა — სახლი, რომელიც სავსეა სათამაშოებით, მაგრამ ბავშვები ამ ნივთებით დიდად არ თამაშობენ. სტარტაპ ჰეფიქიდის თანადამფუძნებელი, რუსკა პაპუნაშვილი, იხსენებს, რომ ამ სიტუაციის წინაშე თვითონაც აღმოჩნდა, როცა ბავშვი გაუჩნდა — “ყველაფერს ვყიდულობდი, თუმცა, სინამდვილეში, ბავშვებს არ სჭირდებათ ბევრი სათამაშო. მათ სჭირდებათ ღირებული სათამაშოები, რომლებიც კონკრეტული უნარების განვითარებაში ეხმარებათ”.

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ ბაზარზე განსხვავებული და თან ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი არ იყო, რუსკა და მისი მეუღლე შვილისთვის სათამაშოებს სხვა ქვეყნებიდან იწერდნენ. საბოლოოდ კი გადაწყვიტეს, პრობლემა თავად გადაეჭრათ და შეექმნათ სტარტაპი, რომელიც 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სათამაშოების ნაკრებს გამოუშვებდა.

რუსკა აღნიშნავს, რომ ბავშვები ყოველთვე სხვადასხვა რამეს სწავლობენ, ამიტომ განსხვავებული სათამაშოები სჭირდებათ. ჰეფიქიდის ყუთებში შესული თითოეული სათამაშო კი ასაკთან შესაბამისი უნარების გავარჯიშებას ემსახურება. სენსორული ბურთი, მუდმივობის ყუთი, სილიკონის ასაწყობი ჭიქები — ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნივთებისა, რომლებსაც ჰეფიქიდი ბავშვებში მოტორიკის, ლოგიკური აზროვნების, კონცენტრაციის და სხვა უნარების განვითარებისთვის ქმნის.

“პირველ რიგში, ჰეფიქიდს კონკურენტებისგან ის განასხვავებს, რომ თითოეული სათამაშო დიპლომირებული ექსპერტის მიერ არის შერჩეული და კვლევებზეა დაფუძნებული, შესაბამისად, გართობასთან ერთად, ბავშვებისთვის ღირებულების მომტანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი სათამაშოების უმეტესობა ხელნაკეთია და საქართველოშია დამზადებული”,

ჰეფიქიდის წარმატებულ სტარტს რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი — პირველ რიგში, მკაფიოდ ჩანდა ბაზრის მოთხოვნა და მზაობა. ამასთან, დამფუძნებლები იდეის ვალიდაციისთვის საჭირო ექსპერიმენტებსა და კვლევებს მუდმივად ატარებენ. ამ ყველაფერს კი ზურგს უმაგრებს გამოცდილება, რომელიც რუსკამ თიბისის სტარტაპ დეკრეტში გამარჯვებით მიიღო. მან 6-თვიანი ანაზღაურებადი შვებულებით სხვა სტარტაპის გასავითარებლად ისარგებლა, პროგრამაში მიღებული ცოდნა კი შემდეგ ჰეფიქიდის დაარსებისასაც გამოიყენა.

“ძალიან ბევრი რამე ვისწავლე იმ პერიოდის განმავლობაში, როცა სტარტაპ დეკრეტისთვის ვემზადებოდი. მართალია, მაშინდელმა იდეამ სახე იცვალა, თუმცა ის პრინციპები, რაც, ზოგადად, სტარტაპის აშენებისთვის გამოიყენება, იგივეა ჰეფიქიდის შემთხვევაშიც. მენტორებისგან ძალიან ბევრი ღირებული და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, რაც შემდეგ ჩემი იდეის დამუშავებაში გამომადგა.”

რაც შეეხება გზას იდეის მოფიქრებიდან პროდუქტის შექმნამდე, ცდილობენ მაქსიმალურად მოქნილი და მსუბუქი პროცესები აირჩიონ.

“ძალიან ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ, რომ საბაზრო ნიშა ვიპოვოთ. როცა იდეა გაგვიჩნდა, პოტენციური მომხმარებლების, ეგრეთ წოდებული user person-ების შექმნა დავიწყეთ. ამ პერსონების მიხედვით ვიპოვეთ ადამიანები, რომლებიც გამოვკითხეთ — ვიკვლიეთ მათი რეალობა, პრობლემები, სურვილები. კვლევისა და ბაზრის ანალიზის შემდეგ MVP (მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი) შევკარით და რადგან არ გვინდოდა ვალიდაციის გარეშე ზედმეტი რესურსების დახარჯვა საიტის დიზაინსა და დეველოპმენტში, სოციალური ქსელებით ოპერირება დავიწყეთ”.

ამ ეტაპზე, პროდუქციის შესაძენად ჰეფიქიდს ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე უნდა დაუკავშირდეთ. სამომავლოდ კი ჰეფიქიდის ონლაინ პლატფორმის ჩაშვება იგეგმება, რომელიც Subscription მოდელით იმუშავებს — მომხმარებლები შეძლებენ, ბავშვის ასაკის შესაბამისი ყუთები გამოიწერონ და ყოველ სამ თვეში ერთხელ ავტომატურად ახალი სათამაშოების ნაკრები მიიღონ. ასევე, სტარტაპის დამფუძნებლები გეგმავენ, რომ რამდენიმე გამორჩეული და მოთხოვნადი პროდუქტი საზღვარგარეთ, Etsy-ის პლატფორმის დახმარებით გაიტანონ.

ამ ეტაპზე, ჰეფიქიდი მომხმარებლებს 1 წლამდე ასაკის ბავშვების სათამაშოების სხვადასხვა ნაკრებს სთავაზობს, ახლო მომავალში კი ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდება და პროდუქტები 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც დაემატება.

R