მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის

გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, ოლაფ შოლ­ცი უკ­რა­ი­ნის­თვის მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვე­ბის გაგ­ზავ­ნას გა­მო­რი­ცხავს. ”ის ფაქ­ტი, რომ ახ­ლა­ხან მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტან­კე­ბის გაგ­ზავ­ნის შე­სა­ხებ და გერ­მა­ნი­ა­ში შემ­დე­გი დე­ბა­ტე­ბი იწყე­ბა, უბ­რა­ლოდ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა შოლცმა გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა Tagesspiegel-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ამას­თან, მან კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა, რომ ნატო რუ­სეთ­თან ომში არ არის ჩაბ­მუ­ლი. ”ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ ასეთ ეს­კა­ლა­ცი­ას”, - აღ­ნიშ­ნა შოლცმა.

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლად ესა­უბ­რე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს და ბოლო ზარი მათ შო­რის 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

”ჩვენ უნდა ვი­სა­უბ­როთ ერ­თმა­ნეთ­თან”, - გა­ნა­ცხა­და შოლცმა. ამას­თან, მან ხაზი გა­უს­ვა, რომ ყო­ველ­თვის გარ­კვე­ვით აცხა­დებს: რუ­სე­თის შეჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია და ვი­თა­რე­ბას მხო­ლოდ მისი ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა მო­აგ­ვა­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გერ­მა­ნი­ამ უკ­რა­ი­ნის­თვის Leopard 2 ტი­პის ტან­კე­ბის გაგ­ზავ­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნას M1 Abrams-ის ტან­კებს გა­უგ­ზავ­ნი­ან. ამის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნამ მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებს სთხო­ვა, შექ­მნან „მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვე­ბის კო­ა­ლი­ცია“, იმის­თვის, რომ უკ­რა­ი­ნას მო­ი­ე­რი­შე თვითმფრ­ნა­ვე­ბი გა­უგ­ზავ­ნონ და მისი საბ­რძო­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­აძ­ლი­ე­რონ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

სლავები ერთმანეთს ევროატლანტიკური იარაღით ანადგურებენ ?! და რომ გაუვარდეთ დასავლეთით ?!

ჯუნეწერი
0

მოგივა ოკეანის გაღმიდან მითითება და თვითმფრინავებსაც მისცემ და მშობელ დედასაც ბახმუტში გააგზავნი წინა ხაზზე მედდად. ასეთ დღეში ჩააგდე თავიც და გერმანიაც.

ავტორი:

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს. ”ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ, არასერიოზულად გამოიყურება”, - აღნიშნა შოლცმა გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული. ”ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ ესკალაციას”, - აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ რეგულარულად ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ბოლო ზარი მათ შორის 2022 წლის დეკემბერში განხორციელდა.

”ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან”, - განაცხადა შოლცმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ყოველთვის გარკვევით აცხადებს: რუსეთის შეჭრა უკრაინაში აბსოლუტურად მიუღებელია და ვითარებას მხოლოდ მისი ჯარების გაყვანა მოაგვარებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გერმანიამ უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო, შეერთებულმა შტატებმა კი განაცხადა, რომ უკრაინას M1 Abrams-ის ტანკებს გაუგზავნიან. ამის შემდეგ უკრაინამ მოკავშირე ქვეყნებს სთხოვა, შექმნან „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, იმისთვის, რომ უკრაინას მოიერიშე თვითმფრნავები გაუგზავნონ და მისი საბრძოლო შესაძლებლობები გააძლიერონ.