სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება და შეიძლება ფატალურ შედეგამდე მივიდეთ" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი გიული ალასანიას მიმართავს
"თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება და შეიძლება ფატალურ შედეგამდე  მივიდეთ" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი გიული ალასანიას მიმართავს

დღეს დი­ლით პა­ცი­ენ­ტი [მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი] 69 კგ და 700 გრამს იწო­ნი­და, მაგ­რამ თუ ასე გაგ­რძელ­დე­ბა, ხვალ იქ­ნე­ბა 68, ზეგ - 65,- ამის შე­სა­ხებ „ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბა, ძი­რი­თა­დად კი მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"მკურ­ნა­ლო­ბა­ში ორი კომ­პო­ნენ­ტია - სა­მე­დი­ცი­ნო მხა­რე, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, პა­ცი­ენტს და­ეხ­მა­როს და პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც უნდა ეცა­დოს, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, თან­ხვედ­რა არ გვაქვს. გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას შეს­ვლის უფ­ლე­ბა აქვს და მო­ვუ­წო­დებ, პა­ცი­ენ­ტი და­არ­წმუ­ნოს, და­ექ­ვემ­დე­ბა­როს რე­კო­მენ­და­ცი­ებს და მი­ი­ღოს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ის გა­და­ად­გილ­დე­ბა დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ძი­რი­თა­დად, მწო­ლი­ა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.

მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ცი­ენ­ტმა შე­ამ­ცი­რა იმ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბაც კი, რა­საც აქამ­დე იღებ­და.

"ჩვენ წინა დღე­ებ­ში ვი­სა­უბ­რეთ, რომ კო­ვი­დინ­ფექ­ცია, რო­მე­ლიც ახლა მას აქვს, შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ფორ­მით იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დღე­ვან­დელ დღემ­დე სტა­ბი­ლუ­რი რჩე­ბა ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. ანუ სა­ტუ­რა­ცია ნორ­მის ფარ­გლებ­შია და ამ ეტაპ­ზე, და­მა­ტე­ბი­თი ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა­საც არ სა­ჭი­რო­ებს. მაგ­რამ მე მინ­და გან­ვა­ცხა­დო, ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მი­მართ, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს თუნ­დაც კო­ვიდ­შე­ფა­სე­ბის მი­მართ, ის, რაც რე­ა­ლო­ბაა და რა რე­ა­ლო­ბა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ. ჩვენ ყო­ველ­თვის ვსა­უბ­რობ­დით, რომ საკ­ვებს იღებს არა იმ კა­ლო­რა­ჟით და რა­ო­დე­ნო­ბით, რაც არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. მან ბოლო დღე­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­შინ­დე­ლი დღის შემ­დეგ, სა­ერ­თოდ შე­ამ­ცი­რა ამ კა­ლო­რა­ჟის საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და.

კლი­ნი­კა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის. სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო ინ­ფუ­ზი­უ­რი თე­რა­პია, რო­მე­ლიც მისი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ არ მოხ­დეს რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა, რა­ზეც მან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და. ამი­ტომ, მინ­და გი­თხრათ, თუ ეს ასე გაგ­რძელ­დე­ბა, რა თქმა უნდა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა. მინ­და მო­ვუ­წო­დო ოჯა­ხის წევ­რებს, ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლის, რომ იქ­ნებ მოხ­დეს ადა­მი­ა­ნის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ექი­მის მკურ­ნა­ლო­ბას, ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას. სხვა და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში ამან შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა მი­იყ­ვა­ნოს ფა­ტა­ლურ შემ­თხვე­ვამ­დე. ვი­მე­ო­რებ, კლი­ნი­კა ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას იყე­ნებს გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
6

გულით, ადამიანურად მეცოდება მიშა, ზუსტადაც რომ თავისი გარემოცვა იყენებს და ატყუებს და თუ ვინმეს დღეს მისი კარგად ყოფნა უნდა, ეს დედაა, მისი ოჯახი და თუ ჭკუა აქვს მთავრობაც უნდა იყოს.

კოტე
6

სახელისუფლო ბერკეტები რომ აღარ დარჩა საკუთარ ჯანმრთელობას იყენებს ტერორისათვის.

ავტორი:

"თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება და შეიძლება ფატალურ შედეგამდე მივიდეთ" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი გიული ალასანიას მიმართავს

"თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება და შეიძლება ფატალურ შედეგამდე  მივიდეთ" - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი გიული ალასანიას მიმართავს

დღეს დილით პაციენტი [მიხეილ სააკაშვილი] 69 კგ და 700 გრამს იწონიდა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ - 65,- ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, ძირითადად კი მწოლიარე მდგომარეობაშია.

"მკურნალობაში ორი კომპონენტია - სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება. ის გადაადგილდება დამხმარე საშუალებების გამოყენებით, ძირითადად, მწოლიარე მდგომარეობაშია“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტმა შეამცირა იმ საკვების მიღებაც კი, რასაც აქამდე იღებდა.

"ჩვენ წინა დღეებში ვისაუბრეთ, რომ კოვიდინფექცია, რომელიც ახლა მას აქვს, შედარებით მსუბუქი ფორმით იყო გამოხატული ლაბორატორიული და სუბიექტური მონაცემებითაც. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღემდე სტაბილური რჩება ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები. ანუ სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე, დამატებითი ჟანგბადის მიწოდებასაც არ საჭიროებს. მაგრამ მე მინდა განვაცხადო, ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თუნდაც კოვიდშეფასების მიმართ, ის, რაც რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით და რაოდენობით, რაც არის რეკომენდებული. მან ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება. საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა.

კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის ორგანოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე. ვიმეორებ, კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.