პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია კალიფორნიელი თავდამსხმელის ვინაობა - ვინ იყო ჰუ კან ტრანი და რა აკავშირებდა ცეკვის სტუდიასთან, სადაც ცეცხლი გახსნა?
ცნობილია კალიფორნიელი თავდამსხმელის ვინაობა - ვინ იყო ჰუ კან ტრანი და რა აკავშირებდა ცეკვის სტუდიასთან, სადაც ცეცხლი გახსნა?

აშშ-ში, კა­ლი­ფორ­ნი­ის ქა­ლაქ მონ­ტე­რე­ის პარკში, რო­მე­ლიც ლოს-ან­ჯე­ლე­სი­დან აღ­მო­სავ­ლე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით 11 კმ-ში მდე­ბა­რე­ობს, მა­სობ­რი­ვი სრო­ლის შე­დე­გად 10 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 10 კი - და­შავდა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 72 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ჩი­ნუ­რი ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ფეს­ტი­ვა­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ცეკ­ვის სტუ­დი­ა­ში ცე­ცხლი გახ­სნა, გარ­დაც­ვლი­ლია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის ალ­ჰამ­ბრას მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე მე­ო­რე ცეკ­ვის სტუ­დი­ა­შიც შე­იჭ­რა, სა­დაც მას ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი და­უ­პი­რის­პირ­და და გა­ნა­ი­ა­რა­ღეს. მან თავ­დას­ხმი­დან მა­ლე­ვე, სა­კუ­თარ ფურ­გონ­ში მო­იკ­ლა თავი. პო­ლი­ცი­ამ მან­ქა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იპო­ვა, რო­მე­ლიც ჰუ კან ტრანს ცეკ­ვის ორი­ვე სტუ­დი­ას­თან აკავ­ში­რებ­და.

ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ჩი­ნე­თი­დან გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტია და პე­რი­ო­დუ­ლად სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. პო­ლი­ცი­ის შე­რიფ­მა თავ­დამ­სხმე­ლის ფო­ტოც გა­ავ­რცე­ლა.

პო­ლი­ცია მკვლე­ლის მო­ტი­ვის გარ­კვე­ვას ცდი­ლობს. 72 წლის მა­მა­კა­ცის ნაც­ნო­ბე­ბის თქმით, ის რე­გუ­ლა­რუ­ლად სტუმ­რობ­და მონ­ტე­რე­ის სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვის სტუ­დი­ას. მათ­გან სამი CNN-ს ესა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ის სა­ცეკ­ვაო სტუ­დი­ას აფი­ნან­სებ­და კი­დეც და ცეკ­ვის არა­ფორ­მა­ლურ გაკ­ვე­თი­ლებ­საც ატა­რებ­და. ერთ-ერთი მე­გობ­რის თქმით, ტრა­ნი ყო­ფილ მე­უღ­ლე­საც სწო­რედ სტუ­დი­ა­ში შეხ­ვდა.

ჰუ კან ტრა­ნის ფურ­გო­ნი

გა­მო­ცე­მა ჰუ კან ტრა­ნის ყო­ფილ მე­უღ­ლე­საც გა­ე­სა­უბ­რა. მა­მა­კა­ცი მას 2005 წელს გა­შორ­და. ქა­ლის თქმით, ტრანს მას­ზე არას­დროს უძა­ლა­დია, მაგ­რამ ფეთ­ქე­ბა­დი ბუ­ნე­ბის იყო და წვრილ­მა­ნებ­ზე ცე­ცხლდე­ბო­და. ტრა­ნის ნაც­ნო­ბის თქმით, მა­მა­კა­ცი ცეკ­ვის სტუ­დი­ას თით­ქმის ყო­ველ­დღე სტუმ­რობ­და. მათი ნაც­ნო­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში (2000-2010 წლებ­ში), მე­გობ­რის თქმით, ტრა­ნი ხში­რად გა­მო­ხა­ტავ­და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ცეკ­ვის ინ­სტრუქ­ტო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან მისი თქმით, მათ თით­ქოს არ მოს­წონ­დათ ტრა­ნი და ცუ­დად ლა­პა­რა­კობ­დნენ მას­ზე.

წყა­რო: cnn

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოიოი
0

სულ პუტინის ბრალია.საქართველოს ხელისუფლებამ ეს ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს და დეგნანს მოახსენეს.

 

ჰოო
0

უჭირდა აბათ "საცოდავს" და დეპრესია დაემართა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ცნობილია კალიფორნიელი თავდამსხმელის ვინაობა - ვინ იყო ჰუ კან ტრანი და რა აკავშირებდა ცეკვის სტუდიასთან, სადაც ცეცხლი გახსნა?

ცნობილია კალიფორნიელი თავდამსხმელის ვინაობა - ვინ იყო ჰუ კან ტრანი და რა აკავშირებდა ცეკვის სტუდიასთან, სადაც ცეცხლი გახსნა?

აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ მონტერეის პარკში, რომელიც ლოს-ანჯელესიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 11 კმ-ში მდებარეობს, მასობრივი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 10 კი - დაშავდა.

ხელისუფლების განცხადებით, 72 წლის მამაკაცი, რომელმაც ჩინური ახალი წლის აღსანიშნავი ფესტივალის მახლობლად მდებარე ცეკვის სტუდიაში ცეცხლი გახსნა, გარდაცვლილია. მოგვიანებით, ის ალჰამბრას მახლობლად მდებარე მეორე ცეკვის სტუდიაშიც შეიჭრა, სადაც მას ადამიანების ჯგუფი დაუპირისპირდა და განაიარაღეს. მან თავდასხმიდან მალევე, საკუთარ ფურგონში მოიკლა თავი. პოლიციამ მანქანაში რამდენიმე მტკიცებულება იპოვა, რომელიც ჰუ კან ტრანს ცეკვის ორივე სტუდიასთან აკავშირებდა.

ეჭვმიტანილი ჩინეთიდან გადმოსახლებული ემიგრანტია და პერიოდულად სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. პოლიციის შერიფმა თავდამსხმელის ფოტოც გაავრცელა.

პოლიცია მკვლელის მოტივის გარკვევას ცდილობს. 72 წლის მამაკაცის ნაცნობების თქმით, ის რეგულარულად სტუმრობდა მონტერეის სამეჯლისო ცეკვის სტუდიას. მათგან სამი CNN-ს ესაუბრა და განაცხადეს, რომ ის საცეკვაო სტუდიას აფინანსებდა კიდეც და ცეკვის არაფორმალურ გაკვეთილებსაც ატარებდა. ერთ-ერთი მეგობრის თქმით, ტრანი ყოფილ მეუღლესაც სწორედ სტუდიაში შეხვდა.

ჰუ კან ტრანის ფურგონი

გამოცემა ჰუ კან ტრანის ყოფილ მეუღლესაც გაესაუბრა. მამაკაცი მას 2005 წელს გაშორდა. ქალის თქმით, ტრანს მასზე არასდროს უძალადია, მაგრამ ფეთქებადი ბუნების იყო და წვრილმანებზე ცეცხლდებოდა. ტრანის ნაცნობის თქმით, მამაკაცი ცეკვის სტუდიას თითქმის ყოველდღე სტუმრობდა. მათი ნაცნობობის პერიოდში (2000-2010 წლებში), მეგობრის თქმით, ტრანი ხშირად გამოხატავდა გაღიზიანებას ცეკვის ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით, მათ თითქოს არ მოსწონდათ ტრანი და ცუდად ლაპარაკობდნენ მასზე.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა