მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი ჭამს იმას, რაც შეუძლია - არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო საკვები მოგვქონდეს" - რას ამბობს გიული ალასანია ნინო ნადირაძის განცხადებაზე
"სააკაშვილი ჭამს იმას, რაც შეუძლია - არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო საკვები მოგვქონდეს" - რას ამბობს გიული ალასანია ნინო ნადირაძის განცხადებაზე

ადა­მი­ა­ნი საკ­ვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შე­უძ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, იმა­ზე მეტი არ შე­უძ­ლია და იმა­ზე სხვა­ნა­ი­რიც არ შე­უძ­ლია. არ ვიცი, რა მა­ღა­ზი­ას გუ­ლის­ხმობს, მაგ­რამ არა მგო­ნია, ჩვენ რა­ღაც უგე­მუ­რი ან უხა­რის­ხო მოგვქონ­დეს, ჩემი ინ­ტე­რე­სია ჩემი შვი­ლი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ იყოს, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის” გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნინო ნა­დი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს მას­თან საკ­ვე­ბის ის კა­ლო­რა­ჟი არ მი­აქვთ, რაც მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის სა­ჭი­როა.

გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ექი­მე­ბის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ საკ­ვებს ვერ იღებს.

"მე არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს გა­მორ­ჩა ის დი­აგ­ნო­ზე­ბი და ის გან­მარ­ტე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან და მა­ღა­ლი დო­ნის ექ­სპერ­ტე­ბის­გან მო­ვის­მი­ნეთ, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნი მო­წამ­ლუ­ლია. იმის გამო, რომ ორ­გა­ნიზ­მში მძი­მე მე­ტა­ლე­ბი აქვს, რო­მე­ლიც არ გა­მო­სუ­ლა ორ­გა­ნიზ­მი­დან, ამა­ზე აქ ბევ­რჯერ ვი­სა­უბ­რეთ, ამის გამო, ადა­მი­ა­ნი საკ­ვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შე­უძ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, იმა­ზე მეტი არ შე­უძ­ლია და იმა­ზე სხვა­ნა­ი­რიც არ შე­უძ­ლია. მე არ ვიცი, რა მა­ღა­ზი­ას გუ­ლის­ხმობს, მაგ­რამ არა მგო­ნია, ჩვენ რა­ღაც უგე­მუ­რი ან უხა­რის­ხო მოგვქონ­დეს, ჩემი ინ­ტე­რე­სია ჩემი შვი­ლი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ იყოს.

ექი­მე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ საკ­მა­რი­სი კა­ლო­რა­ჟი არ არის, მარ­თა­ლია, მკურ­ნა­ლი ექი­მი ამას გვე­უბ­ნე­ბა, მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ ჩა­მოთ­ვლი­ან ხორ­ცი უნდა იყოს, თუ სხვა რამე. ეს ადა­მი­ა­ნი ვერ იღებს, რამ­დენ­ჯე­რაც მო­სინ­ჯა, იმ­დენ­ჯერ უკან და­აბ­რუ­ნა. ორ­გა­ნიზ­მი ასეთ საკ­ვებს ვერ იღებს. რა­საც თვი­თონ მი­სა­ხე­ლებს ის მო­მაქვს, ხან­და­ხან უთ­ქვამს კი­დე­ვაც, მაგ­რამ ვერ შე­უ­ჭა­მია. აი, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ეს არის ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა, ადა­მი­ა­ნი იმი­ტომ ხდე­ბა.

რამ­დენ­ჯერ­მე აქ ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის კო­მენ­ტა­რი მო­ვის­მი­ნეთ, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ამ­ბობ­და, რომ ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ, რაც ჩვენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­შია, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბა არ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, პი­რი­ქით, უკან მი­დის. ადა­მი­ა­ნი წო­ნა­ში იკ­ლებს და სუს­ტდე­ბა, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ დამ­ხმა­რე სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ვე­ღარ გა­და­ად­გილ­დე­ბა, იმ­დე­ნად არის და­სუს­ტე­ბუ­ლი”,-გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

ამას­თან, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის დე­დამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრმთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს ვერ გა­უძ­ლებს.

"ჩემ­თვის რამ­დე­ნი­მე ექ­სპერ­ტის და­კი­თხვის შემ­დეგ სუ­რა­თი ნა­თე­ლი იყო. ჩვენ ხომ არ ვი­თხოვთ სას­ჯე­ლი მო­უხ­სე­ნით და იუ­რი­დი­უ­ლი მხა­რე გა­ნი­ხი­ლეთ, სა­უ­ბა­რია ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ადა­მი­ანს გაყ­ვა­ნა სჭირ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ამის და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქ ვერ გა­ნი­კურ­ნე­ბა. დიახ, ამა­ზეა სა­უ­ბა­რი. ის, რაც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ნა­თე­ლია, რა­ტომ არ გახ­და ნა­თე­ლი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის­თვის?!”,-გა­ნა­ცხა­და გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ.

"ვი­ვა­მე­დის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნინო ნა­დი­რა­ძემ აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერ­თა­დერ­თი, რაც სა­ყუ­რა­დღე­ბოა, არის წონა. ამის შე­სა­ხებ ნა­დი­რა­ძემ "იმე­დის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

რო­გორც ნა­დი­რა­ძე აცხა­დებს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს მას­თან საკ­ვე­ბის ის კა­ლო­რა­ჟი არ მი­აქვთ, რაც მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო.

"კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ნიშ­ნავს, რო­დე­საც პა­ცი­ენტს კრი­ტი­კუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს - ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი, ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი და ა.შ. ჩვენ არც კრი­ტი­კუ­ლი, არც სუბკ­რი­ტი­კუ­ლი არ გვაქვს. ერ­თა­დერ­თი, რაც ყუ­რადსა­ღე­ბია, ეს არის წონა, მაგ­რამ ჩვენ ამ წო­ნას ვე­რას­დროს და­ვი­ჭერთ, რად­გან ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჩვე­ნი ხვეწ­ნა - მუ­და­რაც, რომ თუნ­დაც საჭ­მლის ის კა­ლო­რა­ჟი, რაც არის სა­ჭი­რო მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, რომ მო­ი­ტა­ნონ ოჯა­ხის წევ­რებ­მა, ის კა­ლო­რა­ჟიც კი არ მო­აქვთ. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ",- გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასო
4

კუჭში რამდენჯერ გადის? აინტერესებს დედამიწის მოსახლეობას. რატომ გვიმალავთ?

ტიტე
5

აქ არაფერია სადაო. უბრალოდ, ქ-ნო გიული, შენი ხელით ცხელი - თბილი მაინც, რა მიგიტანია? დაწერე ნუ გრცხვენია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"სააკაშვილი ჭამს იმას, რაც შეუძლია - არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო საკვები მოგვქონდეს" - რას ამბობს გიული ალასანია ნინო ნადირაძის განცხადებაზე

"სააკაშვილი ჭამს იმას, რაც შეუძლია - არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო საკვები მოგვქონდეს" - რას ამბობს გიული ალასანია ნინო ნადირაძის განცხადებაზე

ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. სამწუხაროდ, იმაზე მეტი არ შეუძლია და იმაზე სხვანაირიც არ შეუძლია. არ ვიცი, რა მაღაზიას გულისხმობს, მაგრამ არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო მოგვქონდეს, ჩემი ინტერესია ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა ,,ვივამედის” გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მასთან საკვების ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც მისი გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა.

გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ექიმების მიერ დასახელებულ საკვებს ვერ იღებს.

,,მე არ ვიცი, შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ სპეციალისტებისგან და მაღალი დონის ექსპერტებისგან მოვისმინეთ, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი მოწამლულია. იმის გამო, რომ ორგანიზმში მძიმე მეტალები აქვს, რომელიც არ გამოსულა ორგანიზმიდან, ამაზე აქ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ამის გამო, ადამიანი საკვებს ვერ იღებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. სამწუხაროდ, იმაზე მეტი არ შეუძლია და იმაზე სხვანაირიც არ შეუძლია. მე არ ვიცი, რა მაღაზიას გულისხმობს, მაგრამ არა მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო მოგვქონდეს, ჩემი ინტერესია ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს.

ექიმები გვეუბნებიან, რომ საკმარისი კალორაჟი არ არის, მართალია, მკურნალი ექიმი ამას გვეუბნება, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩამოთვლიან ხორცი უნდა იყოს, თუ სხვა რამე. ეს ადამიანი ვერ იღებს, რამდენჯერაც მოსინჯა, იმდენჯერ უკან დააბრუნა. ორგანიზმი ასეთ საკვებს ვერ იღებს. რასაც თვითონ მისახელებს ის მომაქვს, ხანდახან უთქვამს კიდევაც, მაგრამ ვერ შეუჭამია. აი, ასეთი მდგომარეობაა და ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა, ადამიანი იმიტომ ხდება.

რამდენჯერმე აქ ზურაბ ჩხაიძის კომენტარი მოვისმინეთ, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს შესაძლებლობებშია, მაგრამ ჯანმრთელობა არ უმჯობესდება, პირიქით, უკან მიდის. ადამიანი წონაში იკლებს და სუსტდება, თქვენ წარმოიდგინეთ დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება, იმდენად არის დასუსტებული”,-განაცხადა ალასანიამ.

ამასთან, ექსპრეზიდენტის დედამ ჟურნალისტებთან მიმდინარე სასამართლო პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრმთელობის მძიმე მდგომარეობა გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს ვერ გაუძლებს.

"ჩემთვის რამდენიმე ექსპერტის დაკითხვის შემდეგ სურათი ნათელი იყო. ჩვენ ხომ არ ვითხოვთ სასჯელი მოუხსენით და იურიდიული მხარე განიხილეთ, საუბარია ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადამიანს გაყვანა სჭირდება იმიტომ, რომ ამის დაავადებები აქ ვერ განიკურნება. დიახ, ამაზეა საუბარი. ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია, რატომ არ გახდა ნათელი პენიტენციური სისტემისთვის?!”,-განაცხადა გიული ალასანიამ.

"ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძემ აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც საყურადღებოა, არის წონა. ამის შესახებ ნადირაძემ "იმედის" ეთერში ისაუბრა.

როგორც ნადირაძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მასთან საკვების ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც მისი გამოჯანმრთელებისთვის არის საჭირო.

"კატასტროფული ნიშნავს, როდესაც პაციენტს კრიტიკული მონაცემები აქვს - ლაბორატორიული, ინსტრუმენტული და ა.შ. ჩვენ არც კრიტიკული, არც სუბკრიტიკული არ გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, ეს არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასდროს დავიჭერთ, რადგან ელემენტარული ჩვენი ხვეწნა - მუდარაც, რომ თუნდაც საჭმლის ის კალორაჟი, რაც არის საჭირო მისი ჯანმრთელობისთვის, რომ მოიტანონ ოჯახის წევრებმა, ის კალორაჟიც კი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ",- განაცხადა ნადირაძემ.

ასევე იხილეთ: