პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰოლივუდური ღიმილი" - კაპა თუ საოფისე გათეთრება? - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი სტომატოლოგი ანა ჯაფარიძე
"ჰოლივუდური ღიმილი" - კაპა თუ საოფისე გათეთრება? - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი სტომატოლოგი ანა ჯაფარიძე

ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა პი­რის ღრუ­დან იწყე­ბა. ჯან­სა­ღი პი­რის ღრუ ლა­მა­ზი ღი­მი­ლის სა­წინ­და­რია. დღეს ყვე­ლა ოც­ნე­ბობს ე. წ. „ჰო­ლი­ვუ­დის ღი­მილ­ზე“. თა­ნა­მედ­რო­ვე სტო­მა­ტო­ლო­გია ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა და ყვე­ლას შე­უძ­ლია თავი მო­ი­წო­ნოს თეთ­რი კბი­ლე­ბით და ლა­მა­ზი ღი­მი­ლით.

კბი­ლე­ბის ფე­რის ცვლი­ლე­ბას ანუ დის­ქო­ლო­რი­ზა­ცი­ას ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ორ­გა­ნუ­ლი, თუ არა­ორ­გა­ნუ­ლი სა­ღე­ბა­ვე­ბი იწ­ვევს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ილე­ქე­ბა მი­ნან­ქრის შრე­ებ­ში. არ­სე­ბობს ფე­რის შემ­ცვლე­ლი გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რი, მა­გა­ლი­თად ისე­თი პრო­დუქ­ტე­ბის ხში­რი მი­ღე­ბა, რო­გო­რი­ცაა, ჩაი, ყავა,წი­თე­ლი ღვი­ნო. ასე­ვე, ძა­ლი­ან ცუ­დად აი­სა­ხე­ბა კბი­ლე­ბის ფერ­ზე ნი­კო­ტი­ნი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მი­ნან­ქრის ზე­და­პი­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არაა, ასე­თი პიგმენ­ტის მო­შო­რე­ბა ხში­რად პრო­ფე­სი­უ­ლი წმენ­დი­თა­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამ დროს ხდე­ბა კბი­ლის ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რი­სა და ბზინ­ვა­რე­ბის აღ­დგე­ნა და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გის გამო პა­ცი­ენ­ტე­ბი კბი­ლის შემ­დგომ გა­თეთ­რე­ბა­ზე უარს აცხა­დე­ბენ. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია 6 თვე­ში ერთხელ ვი­ზი­ტი სტო­მა­ტო­ლოგ­თან და პრო­ფე­სი­უ­ლი წმენ­დის ჩა­ტა­რე­ბა, ამით არა მხო­ლოდ კბი­ლის ბუ­ნებ­რივ ფერს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, არა­მედ უზ­რუნ­ველ­ვყობთ კა­რი­ე­სუ­ლი და პა­რო­დონ­ტის ქსო­ვი­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ას.

კბილ­თა დის­ქო­ლო­რის მი­ზე­ზი ასე­ვე შე­საძ­ლოა იყოს ისე­თი თან­და­ყო­ლი­ლი არა­კა­რი­ე­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი რო­გო­რი­ცაა - ფლუ­ო­რო­ზი, ჰი­პოპ­ლა­ზია და ტეტ­რა­ციკ­ლი­ნის კბი­ლე­ბი. კბილ­თა ფე­რის გა­მუ­ქე­ბა იწ­ვევს მათი არას­წო­რი ენ­დო­დონ­ტი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბაც.

კბი­ლე­ბის გა­თეთ­რე­ბა ხდე­ბა ორი მე­თო­დით: 1. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ( სა­ო­ფი­სე) გა­თეთ­რე­ბა და გა­თეთ­რე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­პე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

პრო­ფე­სი­უ­ლი (სა­ო­ფი­სე) გა­თეთ­რე­ბა წარ­მო­ად­გენს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ას, გა­აჩ­ნია არა­ერ­თი მე­თო­დი და არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხო. გა­თეთ­რე­ბის მთე­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ სახ­ლის მე­თო­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით და არ ხდე­ბა კბი­ლი­სა და პა­რო­დონ­ტის ქსო­ვი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. სა­ო­ფი­სე გა­თეთ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სხი­ვი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ხდე­ბა მა­თეთ­რე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის, წყალ­ბა­დის, ან კარ­ბა­მი­დის ზეჟან­გის სხი­ვუ­რი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. ტექ­ნი­კუ­რად სა­ო­ფი­სე გა­თეთ­რე­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია. ხდე­ბა ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბის იზო­ლა­ცია, კბი­ლის ზე­და­პირ­ზე თავ­სდე­ბა მა­თეთ­რე­ბე­ლი გელი და აქ­ტი­ურ­დე­ბა ცივი სხი­ვით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ არ ხდე­ბა კბი­ლე­ბის გა­და­ხუ­რე­ბა, არ ყა­ლიბ­დე­ბა ჰი­პერმგრძნო­ბე­ლო­ბა და არის პა­ცი­ენ­ტის­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი.

რა არის სა­ო­ფი­სე გა­თეთ­რე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა?

  1. არის უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი პრო­ცე­დუ­რა.
  2. არის უმ­ტკივ­ნე­უ­ლო.
  3. პრო­ცე­დუ­რის ხან­გრძლი­ვო­ბა არის 45 წუთი
  4. შე­დე­გი დგე­ბა პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე და ეფექ­ტი გრძელ­დე­ბა 1 წელი.

გა­თეთ­რე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­დეს პი­რის ღრუს პრო­ფე­სი­უ­ლი წმენ­და და სრუ­ლი სა­ნა­ცია (კა­რი­ე­სუ­ლი ღრუ­ე­ბის დაბ­ჟე­ნა), შე­ფას­დეს პა­რო­დონ­ტის ქსო­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი გა­თეთ­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა.

რა არის გა­თეთ­რე­ბის უკუჩ­ვე­ნე­ბა?

  1. პა­რო­დონ­ტის ქსო­ვი­ლე­ბის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი
  2. კა­რი­ე­სუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი
  3. არა­კა­რი­ე­სუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი: სო­ლი­სე­ბუ­რი დე­ფექ­ტი, მი­ნან­ქრის ერო­ზია, მი­ნან­ქრის ბზა­რე­ბი, ძლი­ე­რი ცვე­თა
  4. ჰი­პე­რეს­თე­ზია-მო­მა­ტე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა
  5. ორ­თო­დონ­ტი­უ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის არ­სე­ბო­ბა
  6. ფრონ­ტა­ლურ კბი­ლებ­ზე ბჟე­ნე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი გვირ­გვი­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა
  7. ორ­სუ­ლო­ბი­სა და ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი
  8. 16 წლამ­დე ასა­კი
  9. ალერ­გი­უ­ლი გან­წყო­ბა მა­თეთ­რე­ბე­ლი გე­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მი­მართ

რო­გორ ხდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­თეთ­რე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში?

ასე­ვე, ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია სახ­ლის პი­რო­ბებ­ში კბი­ლე­ბის გა­თეთ­რე­ბა. ამ პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბამ­დე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ზი­ტი სტო­მა­ტო­ლოგ­თან, კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლა, ჯერ პრო­ფე­სი­უ­ლი წმენ­დის ჩა­ტა­რე­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­თეთ­რე­ბის და­წყე­ბა.

გა­თეთ­რე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტის მიერ ექი­მის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, კლი­ნი­კა­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კა­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. მა­თეთ­რე­ბე­ლი გელი თავ­სდე­ბა კა­პა­ში და პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­ირ­გოს კაპა, უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ძი­ლის დროს. სახ­ლის პი­რო­ბებ­ში გა­თეთ­რე­ბას სჭირ­დე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 7-10 დღე და არის უფრო ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­დუ­რა სა­ო­ფი­სე გა­თეთ­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია მა­თეთ­რე­ბე­ლი გელი შე­ირ­ჩეს სტო­მა­ტო­ლო­გის მიერ. მათ აქვთ სხვა­დას­ხვა პრო­ცენ­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა და ხმა­რე­ბის წე­სე­ბი სხვა­დას­ხვა ტი­პის მი­ნან­ქრის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მოხ­მა­რე­ბის ყვე­ლა წე­სის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მოხ­დეს ექი­მის მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით.

აქვს თუ არა გა­თეთ­რე­ბას გვერ­დი­თი ეფექ­ტი?

კბი­ლე­ბის გა­თეთ­რე­ბის პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლია უმ­ნიშ­ვნე­ლო მგრძნო­ბე­ლო­ბის მო­მა­ტე­ბა, ეს სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია, თუმ­ცა ეს უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნა 24 სა­ათ­ში გა­ივ­ლის. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენტს რემ­თე­რა­პი­ის მიზ­ნით ენიშ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა პა­ცი­ენტს ჰი­პე­რეს­თე­ზი­ის მოხ­სნ­ში.

რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ თეთ­რი კბი­ლე­ბი დიდი ხნის მან­ძილ­ზე?

კბი­ლე­ბის გა­თეთ­რე­ბის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტმა და­იც­ვას ე.წ. „თეთ­რი დი­ე­ტა“, 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი შე­ვი­კა­ვოთ ფე­რა­დი საკ­ვე­ბი­სა და სას­მე­ლის მი­ღე­ბის­გან, უარი ვთქვათ ნი­კო­ტინ­ზე და 6 თვე­ში ერთხელ ვეწ­ვი­ოთ სტო­მა­ტო­ლოგს, ჩა­ვი­ტა­როთ პრო­ფე­სი­უ­ლი წმენ­და, ამ­გვა­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ კბი­ლე­ბის სა­სურ­ველ ფერს და ჯან­მრთელ პი­რის ღრუს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჰოლივუდური ღიმილი" - კაპა თუ საოფისე გათეთრება? - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი სტომატოლოგი ანა ჯაფარიძე

"ჰოლივუდური ღიმილი" - კაპა თუ საოფისე გათეთრება? - სტომატოლოგიური კლინიკა "უნივერს დენტალის" ექიმი სტომატოლოგი ანა ჯაფარიძე

ადამიანის ჯანმრთელობა პირის ღრუდან იწყება. ჯანსაღი პირის ღრუ ლამაზი ღიმილის საწინდარია. დღეს ყველა ოცნებობს ე. წ. „ჰოლივუდის ღიმილზე“. თანამედროვე სტომატოლოგია ამის შესაძლებლობას იძლევა და ყველას შეუძლია თავი მოიწონოს თეთრი კბილებით და ლამაზი ღიმილით.

კბილების ფერის ცვლილებას ანუ დისქოლორიზაციას ცხოვრების მანძილზე მიღებული ორგანული, თუ არაორგანული საღებავები იწვევს. დროთა განმავლობაში ეს ნივთიერებები ილექება მინანქრის შრეებში. არსებობს ფერის შემცვლელი გარეგანი ფაქტორი, მაგალითად ისეთი პროდუქტების ხშირი მიღება, როგორიცაა, ჩაი, ყავა,წითელი ღვინო. ასევე, ძალიან ცუდად აისახება კბილების ფერზე ნიკოტინი. იმ შემთხვევაში, თუ მინანქრის ზედაპირი დაზიანებული არაა, ასეთი პიგმენტის მოშორება ხშირად პროფესიული წმენდითაცაა შესაძლებელი, ამ დროს ხდება კბილის ბუნებრივი ფერისა და ბზინვარების აღდგენა და მიღებული შედეგის გამო პაციენტები კბილის შემდგომ გათეთრებაზე უარს აცხადებენ. ამიტომ აუცილებელია 6 თვეში ერთხელ ვიზიტი სტომატოლოგთან და პროფესიული წმენდის ჩატარება, ამით არა მხოლოდ კბილის ბუნებრივ ფერს ვინარჩუნებთ, არამედ უზრუნველვყობთ კარიესული და პაროდონტის ქსოვილის დაავადებების პრევენციას.

კბილთა დისქოლორის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს ისეთი თანდაყოლილი არაკარიესული დაავადებები როგორიცაა - ფლუოროზი, ჰიპოპლაზია და ტეტრაციკლინის კბილები. კბილთა ფერის გამუქება იწვევს მათი არასწორი ენდოდონტიური მკურნალობაც.

კბილების გათეთრება ხდება ორი მეთოდით: 1. პროფესიონალური ( საოფისე) გათეთრება და გათეთრება სახლის პირობებში, ინდივიდუალური კაპების მეშვეობით.

პროფესიული (საოფისე) გათეთრება წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიას, გააჩნია არაერთი მეთოდი და არის აბსოლუტურად უსაფრთხო. გათეთრების მთელი პროცესი მიმდინარეობს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სახლის მეთოდებისგან განსხვავებით და არ ხდება კბილისა და პაროდონტის ქსოვილების დაზიანება. საოფისე გათეთრების ჩატარებისას გამოიყენება სპეციალური სხივი, რომლის მეშვეობითაც ხდება მათეთრებელი ნივთიერების, წყალბადის, ან კარბამიდის ზეჟანგის სხივური გააქტიურება. ტექნიკურად საოფისე გათეთრება საკმაოდ მარტივია. ხდება ლორწოვანი გარსების იზოლაცია, კბილის ზედაპირზე თავსდება მათეთრებელი გელი და აქტიურდება ცივი სხივით. მნიშვნელოვანია, რომ არ ხდება კბილების გადახურება, არ ყალიბდება ჰიპერმგრძნობელობა და არის პაციენტისთვის კომფორტული.

რა არის საოფისე გათეთრების უპირატესობა?

  1. არის უსაფრთხო და ეფექტური პროცედურა.
  2. არის უმტკივნეულო.
  3. პროცედურის ხანგრძლივობა არის 45 წუთი
  4. შედეგი დგება პროცედურის დასრულებისთანავე და ეფექტი გრძელდება 1 წელი.

გათეთრებამდე აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს პირის ღრუს პროფესიული წმენდა და სრული სანაცია (კარიესული ღრუების დაბჟენა), შეფასდეს პაროდონტის ქსოვილის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ არის რეკომენდებული გათეთრების პროცედურის ჩატარება.

რა არის გათეთრების უკუჩვენება?

  1. პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებები
  2. კარიესული დაზიანებები
  3. არაკარიესული დაზიანებები: სოლისებური დეფექტი, მინანქრის ეროზია, მინანქრის ბზარები, ძლიერი ცვეთა
  4. ჰიპერესთეზია-მომატებული მგრძნობელობა
  5. ორთოდონტიული კონსტრუქციების არსებობა
  6. ფრონტალურ კბილებზე ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების არსებობა
  7. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
  8. 16 წლამდე ასაკი
  9. ალერგიული განწყობა მათეთრებელი გელის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ

როგორ ხდება ინდივიდუალური გათეთრება სახლის პირობებში?

ასევე, ძალიან აქტუალურია სახლის პირობებში კბილების გათეთრება. ამ პროცედურის ჩატარებამდე აუცილებელია ვიზიტი სტომატოლოგთან, კონსულტაციის გავლა, ჯერ პროფესიული წმენდის ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ სახლის პირობებში გათეთრების დაწყება.

გათეთრება სახლის პირობებში ხდება პაციენტის მიერ ექიმისგან დამოუკიდებლად, კლინიკაში დამზადებული ინდივიდუალური კაპების გამოყენებით. მათეთრებელი გელი თავსდება კაპაში და პაციენტს შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში მოირგოს კაპა, უფრო მოსახერხებელია ძილის დროს. სახლის პირობებში გათეთრებას სჭირდება საშუალოდ 7-10 დღე და არის უფრო ხანგრძლივი პროცედურა საოფისე გათეთრებასთან შედარებით.

აუცილებელია მათეთრებელი გელი შეირჩეს სტომატოლოგის მიერ. მათ აქვთ სხვადასხვა პროცენტული შემადგენლობა და ხმარების წესები სხვადასხვა ტიპის მინანქრისთვის განსხვავებულია. მოხმარების ყველა წესის ზედმიწევნით დაცვა რეკომენდებულია მოხდეს ექიმის მითითების მიხედვით.

აქვს თუ არა გათეთრებას გვერდითი ეფექტი?

კბილების გათეთრების პროცედურის ჩატარების შემდეგ, შესაძლებელია უმნიშვნელო მგრძნობელობის მომატება, ეს სრულიად ბუნებრივია, თუმცა ეს უსიამოვნო მოვლენა 24 საათში გაივლის. ასეთ შემთხვევაში, პაციენტს რემთერაპიის მიზნით ენიშნება სპეციალური სამკურნალო საშუალებები, რომელიც ეხმარება პაციენტს ჰიპერესთეზიის მოხსნში.

როგორ შევინარჩუნოთ თეთრი კბილები დიდი ხნის მანძილზე?

კბილების გათეთრების შემდეგ აუცილებელია პაციენტმა დაიცვას ე.წ. „თეთრი დიეტა“, 2 კვირის განმავლობაში თავი შევიკავოთ ფერადი საკვებისა და სასმელის მიღებისგან, უარი ვთქვათ ნიკოტინზე და 6 თვეში ერთხელ ვეწვიოთ სტომატოლოგს, ჩავიტაროთ პროფესიული წმენდა, ამგვარად შევინარჩუნებთ კბილების სასურველ ფერს და ჯანმრთელ პირის ღრუს.

NS