პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღე პასუხი, რომ ეს საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტურად არის გამოძიებული" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
"მივიღე პასუხი, რომ ეს საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტურად არის გამოძიებული" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, რომ ეს საქ­მე ძა­ლი­ან უხე­შად და არა­ე­ფექ­ტუ­რად არის გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი", - ასე შე­ა­ფა­სა თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მა­მამ მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე, - "მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და სხვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“.

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბას ხე­ლახ­ლა უნდა და­უბ­რუნ­დეს.

"ჩემ­თვის მთა­ვა­რი რაც არის - აღ­მო­ა­ჩი­ნეს ძა­ლი­ან ბევ­რი უხე­ში დარ­ღვე­ვა, არა­ე­ფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, რაც პირ­და­პირ ნათ­ქვა­მია ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. იქ არის ბევ­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა აღ­ვნიშ­ნოთ. რაც და­ვი­ნა­ხე და რა­საც ვხე­დავ, საქ­მე ხელ­მე­ო­რედ უნდა და­უბ­რუნ­დეს გა­მო­ძი­ე­ბას, ეს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტეტ­მა უნდა გა­ნი­ხი­ლოს და სა­ბო­ლო­ოდ, პა­სუ­ხე­ბი უნდა მი­ვი­ღოთ. საქ­მე გა­სა­ჩივ­რდე­ბა ხელ­მე­ო­რედ.

ოჯახს არ ჰქონ­და წვდო­მა არც ერთ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, არ ჰქონ­და გა­სა­ჩივ­რე­ბის ძალა, არ ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი, ვინც ჩა­ი­დი­ნა ეს და­ნა­შა­უ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, იმა­ვე სტრუქ­ტუ­რამ და­ი­წყო ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ნიშ­ნავს იმას, რომ ამ საქ­მე­ში გა­მარ­თლე­ბუ­ლი ვარ და საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბას ხე­ლახ­ლა და­უბ­რუნ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

  • ცნო­ბის­თვის, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ არ არ­სე­ბობ­და საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რათა გა­კეთ­დეს დას­კვნა, რომ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­ცავს.

"სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ შე­ას­რუ­ლა ეფექ­ტუ­რი და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად. თუმ­ცა, მი­იჩ­ნია, რომ არ არ­სე­ბობ­და საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რათა გა­კეთ­დეს დას­კვნა, გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვის მიღ­მა, რომ თ.მ. გარ­და­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­ცავს. გარ­და ამი­სა, სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მომ­ჩივ­ნე­ბის სა­ჩი­ვა­რი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მე-3 მუხ­ლის მი­ხედ­ვით (არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ან ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბის აკ­რძალ­ვა), მი­იჩ­ნია რა ის აშ­კა­რად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრეს­რე­ლიზ­ში.

ამას­თან, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ საქ­მე­ზე, "მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და სხვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­და­უ­ხა­დოს განმცხა­დებ­ლებს ერ­თობ­ლი­ვად 10 000 ევრო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად და 15 000 ევრო ხარ­ჯე­ბი­სა და და­ნა­ხარ­ჯე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-------
3

ერთი ეს უნამუსო კაცი მაჩეჩქვინა რააააა,დაყენდი,არააააა?წადი ეხლა სტრასბურგს უჩივლე,როგორც შენი შვილი შენცხ მისნაირი ხარ,ამოსაჟუჟი ხართ ყველა ,სუფთა ტერორისტების ბუდე ხართ.ერთი ნორმალური მაჩვენე თქვენში.

ურო
3

კონვენციის მე-2 მუხლი "სიცოცხლის უფლება" არ დარღვეულაო და დანარჩენი რასაც ილაპარაკებთ, წყლის ნაყვაა!

ავტორი:

"მივიღე პასუხი, რომ ეს საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტურად არის გამოძიებული" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"მივიღე პასუხი, რომ ეს საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტურად არის გამოძიებული" - მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"დღევანდელი გადაწყვეტილებით მივიღე პასუხი, რომ ეს საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტურად არის გამოძიებული", - ასე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საქმეზე, - "მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმე გამოძიებას ხელახლა უნდა დაუბრუნდეს.

"ჩემთვის მთავარი რაც არის - აღმოაჩინეს ძალიან ბევრი უხეში დარღვევა, არაეფექტური გამოძიება, რაც პირდაპირ ნათქვამია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში. იქ არის ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება აღვნიშნოთ. რაც დავინახე და რასაც ვხედავ, საქმე ხელმეორედ უნდა დაუბრუნდეს გამოძიებას, ეს მინისტრთა კომიტეტმა უნდა განიხილოს და საბოლოოდ, პასუხები უნდა მივიღოთ. საქმე გასაჩივრდება ხელმეორედ.

ოჯახს არ ჰქონდა წვდომა არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, არ ჰქონდა გასაჩივრების ძალა, არ ჰქონდა მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, იმავე სტრუქტურამ დაიწყო ამ საქმის გამოძიება და ახლა ეს ყველაფერი ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეში გამართლებული ვარ და საქმე გამოძიებას ხელახლა დაუბრუნდება“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

  • ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს.

"სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. თუმცა, მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, გონივრული ეჭვის მიღმა, რომ თ.მ. გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს. გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივნების საჩივარი არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია მე-3 მუხლის მიხედვით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მიიჩნია რა ის აშკარად დაუსაბუთებლად“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე, "მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველომ უნდა გადაუხადოს განმცხადებლებს ერთობლივად 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად და 15 000 ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისთვის.