გორშეღმის ხეობის ბოლო მკვიდრი მიხა არაბული 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ახლობელი გვიყვება, რომ არაბული ბოლო დროს თბილისში იმყოფებოდა, რადგან სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობდა, თუმცა ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.
"მთელს ორგანიზმში სიმსივნე ჰქონდა. ბოლო დროს დამძიმდა და აქეთ წამოვიყვანეთ. წლების წინ აღმოჩენილი სიმსივნე იყო, მაგრამ უარი თქვა მკურნალობაზე, ახლა გართულდა და ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო. ხვალ უნდა გავსულიყავი კიდევ სანახავად საავადმყოფოში და ვეღარ მივუსწარი. სულ ხეობას კითხულობდა, იქ უნდოდა წასვლა, მაგრამ უკვე სხეულის ქვედა ნაწილი წაერთვა და ვეღარც დადიოდა. მარტოობას შეჩვეული იყო მთაში, ბუნება და მიხა პაპა იყვნენ მარტო ათობით წელი" - გვეუბნება მამუკა არაბული.
გორშეღმის ხეობაში სოფელ ზეისტეჩოში მცხოვრები, მიხა არაბული ბოლო წლები მარტო ცხოვრობდა. მისი ერთადერთი მეზობელი ბარში წლების წინ გადაბარგდა. მას შემდეგ მარტოობაში ატარებდა ყოველ ზამთარს და ხეობაში დარჩენილი 7 სოფლის ერთადერთი მასპინძელი იყო.
ფოტო: გოგა ჩანადირი
რატომ არ ბრუნდებით სოფელში?!
უფალმა გაანათლოს, ალალი იყოს ჩემი ცრემლი. მეგონა დიდხანს გაძლებდა ჩვენი მთიელი.