პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლებო, იყავით ფრთხილად..." - მოქალაქე წერს, რომ მის შვილს ქუჩაში უცხო მამაკაცები მათთან გაყოლას სთავაზობდნენ
"მშობლებო, იყავით ფრთხილად..." - მოქალაქე წერს, რომ მის შვილს ქუჩაში უცხო მამაკაცები მათთან გაყოლას სთავაზობდნენ

მო­ქა­ლა­ქე სა­ლო­მე ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მშობ­ლებს აფრ­თხი­ლებს. ის ჰყვე­ბა, რომ მის 10 წლის შვილს, რო­მე­ლიც ცეკ­ვი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, ქუ­ჩა­ში უცხო მა­მა­კა­ცე­ბი გა­მო­ე­ლა­პა­რაკ­ნენ და მათ­თან ერ­თად წას­ვლას სთა­ვა­ზობ­დნენ.

რო­გორ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი გვე­უბ­ნე­ბა აპი­რებს, რომ ხვალ პო­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ი­ტა­ნოს და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს აც­ნო­ბოს.

"მე­გობ­რე­ბო, მშობ­ლე­ბო, იყა­ვით ფრთხი­ლად... გუ­შინ ან­დრია ორმა უცხო მა­მა­კაც­მა,10-15 წუ­თის ინ­ტერ­ვალ­ში, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ისე შე­ა­ში­ნა და დას­ტრე­სა, დღეს წრე­ზე აღარ წა­ვი­და.

2 ინ­ცი­დენ­ტი 10-15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში:

1) გა­მო­ვი­და ცეკ­ვი­დან, პუშ­კი­ნის სკვერ­თან არ­სე­ბულ გა­ჩე­რე­ბა­ზე იდგა, როცა მა­მა­კა­ცი მი­უ­ახ­ლოვ­და და ეკი­თხე­ბა შა­ურ­მა სად იყო­დე­ბაო, წა­მო­დი ერ­თად ვჭა­მო­თო, რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ იუ­ა­რა ბავშმა, დე­დას ვე­ლო­დე­ბი უმდა მო­ვი­დე­სო, ის კი კვლავ სთვა­ზობ­და გა­ყო­ლას.

2) პუშ­კი­ნის გა­ჩე­რე­ბი­დან ვო­რონ­ცო­ვის მო­ედ­ნის გა­ჩე­რე­ბა­ზე მი­ვი­და(ავ­ტო­ბუ­სით), იქ გა­დაჯ­და თუ არა ბავ­შვი სხვა ავ­ტო­ბუს­ში გა­მო­ე­ლა­პა­ტა­კა კვლავ უცხო მა­მა­კა­ცი, შუ­ახ­ნის, "რა გქვია? სად ცხოვ­რობ? წა­მო­დი მე წა­გიყ­ვან სახ­ლში, მე სა­მე­ბა­ში დავ­დი­ვარ და ჩემი არ შე­გე­შინ­დეს" და მსგავ­სი, პა­რა­ლე­ლუ­რად ან­დრი­ას­თან ამ დროს ხაზ­ზე ვარ და ხმას ვერ ვარ­კვევ­დი, ან­დრი­ას ვუ­თხა­რი ჩა­მო­დი ავ­ტო­ბუ­სი­დან-მეთ­ქი, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა აღარ ჰქონ­და ში­შის­გან ტე­ლე­ფონ­თან, ხმა მეს­მის: ჩავ­დი­ვა­რო გა­ვი­გე თქვა და თან "მო­დის, მო­დის" და ვი­ღაც ქალს ეუბ­ნე­ბა ისე მო­ი­ქე­ცი, ვი­თომ დე­და­ჩე­მი ხარო და ტე­ლე­ფო­ნი ამ ქალს მი­ა­წო­და, ქალ­მა და­მი­დას­ტუ­რა, რომ მა­მა­კა­ცი ნამ­დვი­ლად აე­კი­და ბავ­შვს! ეს ამე­ბა კაცი მი­ვი­და ამ ქალ­თან და გა­და­ა­მოწ­მა ნამ­დვი­ლად მისი დედა იყო თუ არა, ან­დრი­ას თავ­ზე მო­ე­ფე­რა და გა­ვი­და!

პ.ს ეს ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და, მე ხაზ­ზე ვი­ყა­ვი სულ, ჯერ პირ­ვე­ლი ფაქ­ტი, რომ მი­თხრა ბავ­შვმა ტე­ლე­ფონ­ში იმა­ზე ვი­ყა­ვი გა­შე­შე­ბუ­ლი და რა­მო­დე­ნი­მე წუთ­ში იგი­ვე გან­მე­ორ­და. ბავ­შვი ტაქ­სით წა­მო­ვიყ­ვა­ნე, ვთხო­ვე ამ ქალს 2 წუთი არ მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა, ამ ქა­ლის სა­კონ­ტაქ­ტოც მაქვს! რა ვქნა, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცე ამ დროს?

რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი? ყველ­გან გავ­ყვეთ, აღარ ვი­მუ­შა­ოთ? სახ­ლი­დან, რომ გა­დის ტე­ლე­ფონ­ზე ისე­დაც უწყვეტ რე­ჟიმ­ში ვარ მას­თან, სა­ნამ არ მივა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე! მაგ­რამ ეს მის უსაფრ­თხო­ე­ბას იცავს? უმე­ტე­სად ტაქ­სით მი­დის ბავ­შვი წრე­ებ­ზე, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, ამ დღე­საც ტაქ­სით წა­ვი­და და იქი­დან ავ­ტო­ბუ­სით ბრუნ­დე­ბო­და" - წერს ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
1

რა მაინც და მაინც ორჯერ შეემთხვა ამ ადამიანს 

თქვენი!!!
4

 მიშვებულია ყველაფერი, გიკვირთ რამე? ოღონდ სკამს არ დაემუქროს რამე.

ავტორი:

"მშობლებო, იყავით ფრთხილად..." - მოქალაქე წერს, რომ მის შვილს ქუჩაში უცხო მამაკაცები მათთან გაყოლას სთავაზობდნენ

"მშობლებო, იყავით ფრთხილად..." - მოქალაქე წერს, რომ მის შვილს ქუჩაში უცხო მამაკაცები მათთან გაყოლას სთავაზობდნენ

მოქალაქე სალომე ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მშობლებს აფრთხილებს. ის ჰყვება, რომ მის 10 წლის შვილს, რომელიც ცეკვიდან სახლში ბრუნდებოდა, ქუჩაში უცხო მამაკაცები გამოელაპარაკნენ და მათთან ერთად წასვლას სთავაზობდნენ.

როგორ ლიპარტელიანი გვეუბნება აპირებს, რომ ხვალ პოლიციაში განცხადება ოფიციალურად შეიტანოს და მომხდარის შესახებ სამართალდამცავ უწყებებს აცნობოს.

"მეგობრებო, მშობლებო, იყავით ფრთხილად... გუშინ ანდრია ორმა უცხო მამაკაცმა,10-15 წუთის ინტერვალში, სხვადასხვა ადგილას ისე შეაშინა და დასტრესა, დღეს წრეზე აღარ წავიდა.

2 ინციდენტი 10-15 წუთის განმავლობაში:

1) გამოვიდა ცეკვიდან, პუშკინის სკვერთან არსებულ გაჩერებაზე იდგა, როცა მამაკაცი მიუახლოვდა და ეკითხება შაურმა სად იყოდებაო, წამოდი ერთად ვჭამოთო, რამოდენიმეჯერ იუარა ბავშმა, დედას ველოდები უმდა მოვიდესო, ის კი კვლავ სთვაზობდა გაყოლას.

2) პუშკინის გაჩერებიდან ვორონცოვის მოედნის გაჩერებაზე მივიდა(ავტობუსით), იქ გადაჯდა თუ არა ბავშვი სხვა ავტობუსში გამოელაპატაკა კვლავ უცხო მამაკაცი, შუახნის, "რა გქვია? სად ცხოვრობ? წამოდი მე წაგიყვან სახლში, მე სამებაში დავდივარ და ჩემი არ შეგეშინდეს" და მსგავსი, პარალელურად ანდრიასთან ამ დროს ხაზზე ვარ და ხმას ვერ ვარკვევდი, ანდრიას ვუთხარი ჩამოდი ავტობუსიდან-მეთქი, მაგრამ ყურადღება აღარ ჰქონდა შიშისგან ტელეფონთან, ხმა მესმის: ჩავდივარო გავიგე თქვა და თან "მოდის, მოდის" და ვიღაც ქალს ეუბნება ისე მოიქეცი, ვითომ დედაჩემი ხარო და ტელეფონი ამ ქალს მიაწოდა, ქალმა დამიდასტურა, რომ მამაკაცი ნამდვილად აეკიდა ბავშვს! ეს ამება კაცი მივიდა ამ ქალთან და გადაამოწმა ნამდვილად მისი დედა იყო თუ არა, ანდრიას თავზე მოეფერა და გავიდა!

პ.ს ეს ყველაფერი წამებში მოხდა, მე ხაზზე ვიყავი სულ, ჯერ პირველი ფაქტი, რომ მითხრა ბავშვმა ტელეფონში იმაზე ვიყავი გაშეშებული და რამოდენიმე წუთში იგივე განმეორდა. ბავშვი ტაქსით წამოვიყვანე, ვთხოვე ამ ქალს 2 წუთი არ მიეტოვებინა, ამ ქალის საკონტაქტოც მაქვს! რა ვქნა, როგორ უნდა მოვიქცე ამ დროს?

როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები? ყველგან გავყვეთ, აღარ ვიმუშაოთ? სახლიდან, რომ გადის ტელეფონზე ისედაც უწყვეტ რეჟიმში ვარ მასთან, სანამ არ მივა დანიშნულების ადგილზე! მაგრამ ეს მის უსაფრთხოებას იცავს? უმეტესად ტაქსით მიდის ბავშვი წრეებზე, მაგრამ ყოველთვის ამის საშუალება არ არის, ამ დღესაც ტაქსით წავიდა და იქიდან ავტობუსით ბრუნდებოდა" - წერს ლიპარტელიანი.