მარიამ შარმანაშვილი საზოგადოებამ ორი დღის წინ გაიცნო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ფიტნესინსტრუქტორზე ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი ჯუნიორი იყო შეყვარებული.
ორი დღის განმავლობაში წყვილის სიყვარულის ამბის შესახებ მედიაში ბევრი დაიწერა.
მარიამი სოციალურ ქსელში წერს, რომ სასიამოვნოდ გაოცებულია, რადგან ძირითადად პოზიტიური მესიჯები მიიღო.
"მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ასეთი პოზიტიური მესიჯებისთვის და გამოხმაურებისთვის, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, მიყვარხართ...“ - წერს მარიამი.
მარიამი 32 წლის არის, კარლო პონტი ჯუნიორი 54 წლის, თუმცა ასაკობრივ სხვაობას ხელი არ შეუშლია მათი სიყვარულისთვის.
კარლო პონტი საქართველოში პირველად 2016 წელს, ქართველი მეცო სოპრანოს ნინო სურგულაძის მოწვევით ჩამოვიდა. პონტი მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ დირიჟორად მიიჩნევა. მან ძალიან მოკლე დროში შეძლო საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვება. მისი მუსიკალური ცხოვრება პარიზში, 8 წლის ასაკში დაიწყო. მარიამი "ინსტაგრამზე" შეყვარებულის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც კარლო პონტი უწერს:
"ჩემო სულო, ჩემო მეგობარო და ჩემო სიყვარულო... სამუდამოდ და ყოველთვის".
კარლო პონტი უმცროსმა თავის "ფეისბუქგვერდზე" გასული წლის 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა მარიამის ფოტო მინაწერით: "ვგიჟდები ჩემს უდიდეს სიყვარულზე, მარიამ შარმანაშვილზე - ქართველი მერილინ მონრო. საქართველო საუკეთესოა!"
ყველას თავისი არჩეული გზით გაუმარჯოს
ჯერ გადახტით და მერე დაიძახეთ ჰოპ რა! არ შეურთავს ჯერ ცოლად და რომ არ შეირთოს , ეგება თქვენ დათარსეთ ამ სარძლოს ძახილით