პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას მხოლოდ წვეროსანი ხალხი გაიგებს" - პრინცი ჰარი ჩივის, რომ ძმა ქორწილში წვერის გაპარსვას აიძულებდა
"ამას მხოლოდ წვეროსანი ხალხი გაიგებს" - პრინცი ჰარი ჩივის, რომ ძმა ქორწილში წვერის გაპარსვას აიძულებდა

რო­გორც პრინცმა ჰა­რიმ ITV-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ის დღემ­დე გულ­ში ინა­ხავს ერთ მწა­რე მო­გო­ნე­ბას, როცა უი­ლი­ამ­მა, ქორ­წი­ლის დღის­თვის, წვე­რის გა­პარსვა მოს­თხო­ვა. მისი თქმით, სიბ­რა­ზის მი­ზეზს მხო­ლოდ "წვე­რო­სა­ნი ხალ­ხი გა­ი­გებს".

უმ­ცროს ძმას ჰგო­ნია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და ჯიბ­რი იყო - თურ­მე 2008 წელს, როცა პრინ­ცი უი­ლი­ა­მი სამ­ხედ­რო და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­დი­ო­და, ელი­სა­ბედ II-მ მას წვე­რის გა­პარსვა მოს­თხო­ვა, თუმ­ცა მის უმ­ცროს ძმას ნება დარ­თო, თა­ვის ქორ­წილ­ში სამ­ხედ­რო ფორ­მით და წვე­რით წარმდგა­რი­ყო სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე.

ჰარი ამ­ბობს, რომ წვე­რი მის­თვის "შფოთვის­გან დამ­ცავ ერ­თგვარ ფარს“ წარ­მო­ად­გენს.

"მგო­ნი, უი­ლი­ა­მის­თვის რთუ­ლი მი­სა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა ის, რომ მას წვე­რის გა­პარსვა მოს­თხო­ვეს, მე კი, ჩემი ქორ­წი­ლის დღეს სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი და გა­უ­პარ­სა­ვი მი­ვე­დი. ვთქვი, რომ მე­განს სა­კურ­თხე­ველ­თან წვე­რის გა­რე­შე რომ დავ­ხვედ­რო­დი, ალ­ბათ ვერც კი მიც­ნობ­და.“

პრინ­ცი გა­ნაგ­რძობს:

"წვე­რის გა­რე­შე ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან უცხოდ ვიგ­რძნობ­დი თავს და ეს მათ­თვის, ვი­საც ის არას­დროს გა­უზ­რდია, ალ­ბათ, რთუ­ლი გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, წვე­რო­სა­ნი ხალ­ხი მიხ­ვდე­ბა და იტყვის: "აჰ, არა, სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, მეს­მის“.

მე­მუ­არ­ში, რო­მე­ლიც ჰა­რიმ და მე­გან­მა გა­მოს­ცეს, პრინ­ცი იმის გარ­კვე­ვა­საც ცდი­ლობს, მის­თვის წვე­რი, ფრო­ი­დი­სე­უ­ლი გა­გე­ბით, დამ­ცავ სა­ფარ­ველს წარ­მო­ად­გენს თუ იუნ­გი­სე­უ­ლი ნი­ღა­ბია. ჰარი ამ­ტკი­ცებს, რომ მის გარ­დაც­ვლილ ბე­ბი­ას ეს­მო­და მისი და ამი­ტომ მის­ცა უფ­ლე­ბა, შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა წვე­რი, რა­მაც უი­ლი­ა­მის ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და ჯიბ­რი გა­აღ­ვი­ვა. რო­გორც პრინ­ცი ყვე­ბა, მან უფ­როს ძმას "გუ­გლ­ში" სა­მე­ფო ოჯა­ხის იმ წი­ნაპ­რე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი უჩ­ვე­ნა, რომ­ლე­ბიც წვე­რით ატა­რებ­დნენ სამ­ხედ­რო ფორ­მებს (ედ­ვარდ VII და ჯორჯ V), მაგ­რამ უი­ლი­ა­მი მა­ინც წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. როცა ჰა­რიმ მი­ზე­ზი ჰკი­თხა, ძმამ თურ­მე მი­უ­გო, - იმი­ტომ, რომ მე არ მომ­ცეს ამის უფ­ლე­ბაო, - წერს მე­მუ­ა­რებ­ში პრინ­ცი ჰარი.

წყა­რო: telegraph

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
..
17

ეს სიძულვილი სამეფო ოჯახის წესებიდან მოდის,უფროს შვილს აძლევენ ყველაფერს მომდევნოებს უჩინარს. ხდიან ზოგი საგიჟეთში. ამთავრებს სიცოცხლეს ჰარი ცდილობს საზოგადოებაში. თავი დაიმკვიდროს .ისე ცოდოა.ასე მგონია მშობლები თავისი სიამოვნებისთვის და ხალხის დასანახად აჩენენ. შვილებს ბავშობა კარგი აქვთ მერე კი რთული ცხოვრება.

123
6

რას ბოდავს ეს საწყალი? პრინცობა ვერ შეიფერე, არც მწერლად უქნიხარ ღმერთს, ერთი მეგანას ქმრად გამოდგები და კი ხარ!!!!!!!!! შეეშვი შენს, აწ უკვე ყოფილ ოჯახს და შენი ცოლის კაბას გამოეკერე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ამას მხოლოდ წვეროსანი ხალხი გაიგებს" - პრინცი ჰარი ჩივის, რომ ძმა ქორწილში წვერის გაპარსვას აიძულებდა

"ამას მხოლოდ წვეროსანი ხალხი გაიგებს" - პრინცი ჰარი ჩივის, რომ ძმა ქორწილში წვერის გაპარსვას აიძულებდა

როგორც პრინცმა ჰარიმ ITV-თან ინტერვიუში განაცხადა, ის დღემდე გულში ინახავს ერთ მწარე მოგონებას, როცა უილიამმა, ქორწილის დღისთვის, წვერის გაპარსვა მოსთხოვა. მისი თქმით, სიბრაზის მიზეზს მხოლოდ "წვეროსანი ხალხი გაიგებს".

უმცროს ძმას ჰგონია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ეჭვიანობა და ჯიბრი იყო - თურმე 2008 წელს, როცა პრინცი უილიამი სამხედრო დავალების შესასრულებლად მიდიოდა, ელისაბედ II-მ მას წვერის გაპარსვა მოსთხოვა, თუმცა მის უმცროს ძმას ნება დართო, თავის ქორწილში სამხედრო ფორმით და წვერით წარმდგარიყო სტუმრების წინაშე.

ჰარი ამბობს, რომ წვერი მისთვის "შფოთვისგან დამცავ ერთგვარ ფარს“ წარმოადგენს.

"მგონი, უილიამისთვის რთული მისაღები აღმოჩნდა ის, რომ მას წვერის გაპარსვა მოსთხოვეს, მე კი, ჩემი ქორწილის დღეს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და გაუპარსავი მივედი. ვთქვი, რომ მეგანს საკურთხეველთან წვერის გარეშე რომ დავხვედროდი, ალბათ ვერც კი მიცნობდა.“

პრინცი განაგრძობს:

"წვერის გარეშე ძალიან, ძალიან უცხოდ ვიგრძნობდი თავს და ეს მათთვის, ვისაც ის არასდროს გაუზრდია, ალბათ, რთული გასაგები იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, წვეროსანი ხალხი მიხვდება და იტყვის: "აჰ, არა, სრულიად გასაგებია, მესმის“.

მემუარში, რომელიც ჰარიმ და მეგანმა გამოსცეს, პრინცი იმის გარკვევასაც ცდილობს, მისთვის წვერი, ფროიდისეული გაგებით, დამცავ საფარველს წარმოადგენს თუ იუნგისეული ნიღაბია. ჰარი ამტკიცებს, რომ მის გარდაცვლილ ბებიას ესმოდა მისი და ამიტომ მისცა უფლება, შეენარჩუნებინა წვერი, რამაც უილიამის ეჭვიანობა და ჯიბრი გააღვივა. როგორც პრინცი ყვება, მან უფროს ძმას "გუგლში" სამეფო ოჯახის იმ წინაპრების ისტორიული მაგალითები უჩვენა, რომლებიც წვერით ატარებდნენ სამხედრო ფორმებს (ედვარდ VII და ჯორჯ V), მაგრამ უილიამი მაინც წინააღმდეგი იყო. როცა ჰარიმ მიზეზი ჰკითხა, ძმამ თურმე მიუგო, - იმიტომ, რომ მე არ მომცეს ამის უფლებაო, - წერს მემუარებში პრინცი ჰარი.

წყარო: telegraph

მოამზადა: ანა სიბოშვილმა