პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, რომ დასავლელებს ენდრიუ ტეიტი სჭირდებათ, რადგან ფემინისტები ჩაგრავენ" - "თალიბანი" ენდრიუ ტეიტის დაკავების გამო დამწუხრებულია
"ამბობენ, რომ დასავლელებს ენდრიუ ტეიტი სჭირდებათ, რადგან ფემინისტები ჩაგრავენ" - "თალიბანი" ენდრიუ ტეიტის დაკავების გამო დამწუხრებულია

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "თა­ლი­ბა­ნი" პო­პუ­ლა­რუ­ლი ინფლუ­ენ­სე­რის, ყო­ფი­ლი მოკ­რი­ვის, ენ­დრიუ ტე­ი­ტის ბედ­ზე ღე­ლავს, რად­გან მას ქა­ლე­ბის სექს ტრე­ფი­კინ­გი­სა და პორ­ნოგ­რა­ფი­ულ ვი­დე­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში იძუ­ლე­ბის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბა ემუქ­რე­ბა.

ტე­ი­ტი, რო­მელ­საც "ტოქ­სი­კუ­რი მა­მა­კა­ცუ­რო­ბის მე­ფედ" და "სა­შიშ მი­ზო­გი­ნის­ტად" მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­მი­ნეთ­ში და­ა­კა­ვეს.

მარ­თა­ლია, ენ­დრიუ სა­კუ­თარ თავს, ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცველს უწო­დებს, თუმ­ცა არა­ვის ავი­წყდე­ბა მისი კო­მენ­ტა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ტე­ი­ტის აზ­რით, თუ ქალი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, რა­ღაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­საც (მსხვერ­პლ ქალს) ეკის­რე­ბა და მან გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ენ­დრი­უს იდე­ებ­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბებს ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰყავს, თუმ­ცა ბევ­რიც იზი­ა­რებს. მათ შო­რი­საა ყო­ფი­ლი "მის ნიუ ჯერ­სი" სა­მი­რა ხანი, რო­მელ­საც ტე­იტ­მა, თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბის გამო, "ცოლი" უწო­და.

სწო­რედ სა­მი­რა ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ის "თა­ლი­ბა­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლებს ესა­უბ­რა და ტე­ი­ტის ბე­დით ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

"ისი­ნი შე­წუ­ხე­ბუ­ლე­ბი არი­ან ენ­დრიუ ტე­ი­ტის გამო და მე­კი­თხე­ბი­ან, უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თუ არა. ამ­ბო­ბენ, რომ და­სავ­ლე­ლებს ენ­დრიუ ტე­ი­ტი სჭირ­დე­ბათ, რად­გან ფე­მი­ნის­ტე­ბი ჩაგ­რა­ვენ",- წერ­და "ტვი­ტერ­ზე" სა­მი­რა ხანი.

ხანი 36 წლის ტე­ი­ტის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია. გა­სულ თვე­ში ქალ­მა და­წე­რა, რომ ის ენ­დრი­უს დაც­ვას გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მი­ზე­ზის გამო გა­ნაგ­რძობს, რომ ეს მე­მარ­ცხე­ნე­ებს აღი­ზი­ა­ნებს.

ცნო­ბის­თვის, ენ­დრიუ ტე­ი­ტი რუ­მი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მას შემ­დეგ და­ა­კა­ვა, რაც მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი პი­ცე­რი­ის ყუთი შე­ნიშ­ნეს. ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ ყუ­თის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ას­კვნა, რომ ინფლუ­ენ­სე­რი რუ­მი­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მის სახ­ლში რე­ი­დი ჩა­ა­ტა­რეს.

და­ა­კა­ვეს ასე­ვე ენ­დრი­უს ძმაც. მათ ბრა­ლი ედე­ბათ ტრე­ფი­კინ­გში. ტე­ი­ტის და­კა­ვე­ბას მი­ლი­არ­დე­რი ილონ მას­კიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "ხან­და­ხან ჯო­ბია, რომ პიცა სახ­ლში გა­ა­კე­თო",- და­წე­რა ხუმ­რო­ბით მასკმა.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ამბობენ, რომ დასავლელებს ენდრიუ ტეიტი სჭირდებათ, რადგან ფემინისტები ჩაგრავენ" - "თალიბანი" ენდრიუ ტეიტის დაკავების გამო დამწუხრებულია

"ამბობენ, რომ დასავლელებს ენდრიუ ტეიტი სჭირდებათ, რადგან ფემინისტები ჩაგრავენ" - "თალიბანი" ენდრიუ ტეიტის დაკავების გამო დამწუხრებულია

მედიის ინფორმაციით, "თალიბანი" პოპულარული ინფლუენსერის, ყოფილი მოკრივის, ენდრიუ ტეიტის ბედზე ღელავს, რადგან მას ქალების სექს ტრეფიკინგისა და პორნოგრაფიულ ვიდეოებში მონაწილეობაში იძულებისთვის გასამართლება ემუქრება.

ტეიტი, რომელსაც "ტოქსიკური მამაკაცურობის მეფედ" და "საშიშ მიზოგინისტად" მოიხსენიებენ, რამდენიმე დღის წინ რუმინეთში დააკავეს.

მართალია, ენდრიუ საკუთარ თავს, ქალების უფლებადამცველს უწოდებს, თუმცა არავის ავიწყდება მისი კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ტეიტის აზრით, თუ ქალი გააუპატიურეს, რაღაც პასუხისმგებლობა მასაც (მსხვერპლ ქალს) ეკისრება და მან გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.

ექსცენტრიკული ენდრიუს იდეებსა და შეხედულებებს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა ბევრიც იზიარებს. მათ შორისაა ყოფილი "მის ნიუ ჯერსი" სამირა ხანი, რომელსაც ტეიტმა, თანამოაზრეობის გამო, "ცოლი" უწოდა.

სწორედ სამირა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ის "თალიბანის" წარმომადგენლებს ესაუბრა და ტეიტის ბედით ძალიან დამწუხრებულები არიან.

"ისინი შეწუხებულები არიან ენდრიუ ტეიტის გამო და მეკითხებიან, უკვე გაათავისუფლეს თუ არა. ამბობენ, რომ დასავლელებს ენდრიუ ტეიტი სჭირდებათ, რადგან ფემინისტები ჩაგრავენ",- წერდა "ტვიტერზე" სამირა ხანი.

ხანი 36 წლის ტეიტის აქტიური მხარდამჭერია. გასულ თვეში ქალმა დაწერა, რომ ის ენდრიუს დაცვას განსაკუთრებით იმ მიზეზის გამო განაგრძობს, რომ ეს მემარცხენეებს აღიზიანებს.

ცნობისთვის, ენდრიუ ტეიტი რუმინეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ დააკავა, რაც მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ადგილობრივი პიცერიის ყუთი შენიშნეს. ქვეყნის მთავრობამ ყუთის საშუალებით დაასკვნა, რომ ინფლუენსერი რუმინეთში იმყოფებოდა და მის სახლში რეიდი ჩაატარეს.

დააკავეს ასევე ენდრიუს ძმაც. მათ ბრალი ედებათ ტრეფიკინგში. ტეიტის დაკავებას მილიარდერი ილონ მასკიც გამოეხმაურა. "ხანდახან ჯობია, რომ პიცა სახლში გააკეთო",- დაწერა ხუმრობით მასკმა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა