მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი მელაძეს კორპორატიულ კონცერტზე მიმართეს ფრაზით: "Слава Україні!“ - მომღერლის პასუხის გამო, მისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ
ვალერი მელაძეს კორპორატიულ კონცერტზე მიმართეს ფრაზით: "Слава Україні!“ - მომღერლის პასუხის გამო, მისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

რუ­სე­თის დუ­მა­სა და ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭო­ში მომ­ღე­რალ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის­თვის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ითხო­ვენ.

საქ­მე ისაა, რომ 2 იან­ვარს, ვა­ლე­რი მე­ლა­ძემ დუ­ბა­ი­ში სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე იმ­ღე­რა. ერთ-ერთ მო­მენ­ტში, რო­დე­საც სცე­ნას­თან ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბო­და, მსმე­ნე­ლი გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა და მი­მარ­თა: "Слава Україні!“, " Героям слава“ - უპა­სუ­ხა მე­ლა­ძემ, თუმ­ცა მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე... მიკრო­ფონ­ში კი თქვა, რომ პო­ლი­ტი­კას არ ეხე­ბა. ვი­დეო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და.

რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის ზედა პა­ლა­ტის, ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რმა ელე­ნა აფა­ნა­სი­ე­ვამ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის საქ­ცი­ელს "პი­რუ­ტყვო­ბა" და "ღა­ლა­ტი" უწო­და და მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა მო­ი­თხო­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვა­ლე­რი მე­ლა­ძის პო­ზი­ცი­ამ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შე­სა­ხებ, რუსი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჯერ კი­დევ მარ­ტში გა­ა­ნა­წყე­ნა. ამის გამო, მომ­ღე­რა­ლი აკ­რძა­ლუ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა და რუ­სეთ­ში კონ­ცერ­ტე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. მაგ­რამ ის აგ­რძე­ლებს რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბას და ხში­რად გა­მო­დის კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე და კონ­ცერ­ტებს ატა­რებს სა­ზღვარ­გა­რეთ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კი­დევ ერთი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და ახა­ლი წლის დღე­ებ­ში, დუ­ბა­ი­ში გა­მარ­თულ კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბა­ზე. რო­დე­საც გაზ­მა­ნო­ვი თა­ვის ერთ-ერთ ჰიტს ას­რუ­ლებ­და, მას ორი მა­მა­კა­ცი მი­უ­ახ­ლოვ­და და სთხო­ვეს, და­ეგ­მო რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი და მიკრო­ფონ­ში გა­მო­ე­ხა­ტა მხარ­და­ჭე­რა უკ­რა­ი­ნის მი­მართ. ამის სა­პა­სუ­ხოდ მომ­ღე­რალ­მა თქვა: "ბი­ჭე­ბო, მოდი, და­ვის­ვე­ნოთ".

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმი
14

საქმე მელაძის პასუხში კი არ არის, საქმე კითხვის ავტორშია! თუ ასეთი პატრიოტი და მითუმეტეს თუ უკრაინელია, დუბაიში და კორპორაციულზე რა უნდა?! მაგრამ სამწუხაროდ ყველგან და ბევრი არიან ეგეთი ურა პატრიოტები!

მიხო
7

კორპორატიული კი არა, კორპორაციულია სწორი-სიტყვისგან კორპორაცია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ვალერი მელაძეს კორპორატიულ კონცერტზე მიმართეს ფრაზით: "Слава Україні!“ - მომღერლის პასუხის გამო, მისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

ვალერი მელაძეს კორპორატიულ კონცერტზე მიმართეს ფრაზით: "Слава Україні!“ - მომღერლის პასუხის გამო, მისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოში მომღერალ ვალერი მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ.

საქმე ისაა, რომ 2 იანვარს, ვალერი მელაძემ დუბაიში საახალწლო კორპორატიულ წვეულებაზე იმღერა. ერთ-ერთ მომენტში, როდესაც სცენასთან ახლოს იმყოფებოდა, მსმენელი გამოელაპარაკა და მიმართა: "Слава Україні!“, " Героям слава“ - უპასუხა მელაძემ, თუმცა მიკროფონის გარეშე... მიკროფონში კი თქვა, რომ პოლიტიკას არ ეხება. ვიდეო სოციალური ქსელებით ვირუსულად გავრცელდა.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრმა ელენა აფანასიევამ ვალერი მელაძის საქციელს "პირუტყვობა" და "ღალატი" უწოდა და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?21" data-telegram-post="shot_shot/47606" data-width="100%"></script>

შეგახსენებთ, რომ ვალერი მელაძის პოზიციამ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, რუსი გულშემატკივრები ჯერ კიდევ მარტში გაანაწყენა. ამის გამო, მომღერალი აკრძალული შემსრულებლების სიაში მოხვდა და რუსეთში კონცერტების გარეშე დარჩა. მაგრამ ის აგრძელებს რუსეთში ცხოვრებას და ხშირად გამოდის კორპორატიულ წვეულებებზე და კონცერტებს ატარებს საზღვარგარეთ.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ახალი წლის დღეებში, დუბაიში გამართულ კორპორატიულ წვეულებაზე. როდესაც გაზმანოვი თავის ერთ-ერთ ჰიტს ასრულებდა, მას ორი მამაკაცი მიუახლოვდა და სთხოვეს, დაეგმო რუსეთის ქმედებები და მიკროფონში გამოეხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ამის საპასუხოდ მომღერალმა თქვა: "ბიჭებო, მოდი, დავისვენოთ".