პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი წლის აღსანიშნავად გასროლილი ბრმა ტყვია მოქალაქეს სახლში შეუვარდა: რას წერენ სოციალურ ქსელში
ახალი წლის აღსანიშნავად  გასროლილი ბრმა ტყვია მოქალაქეს სახლში შეუვარდა: რას წერენ სოციალურ ქსელში

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი წერს, რომ ახა­ლი წლის დღე­სას­წულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გას­რო­ლი­ლი ბრმა ტყვია, სა­კუ­თარ სახ­ლში აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"ცოტა ვი­ფიქ­რე უნდა გა­მო­მე­ფი­ნა თუ არა ეს ამ­ბა­ვი. არა, 2022 წლის შე­ჯა­მე­ბა არ გე­ლო­დე­ბათ წინ ჩემს მე­გობ­რებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის კონ­სტრუქ­ცია (დუპ­ლექ­სი, შიდა კი­ბით). ახა­ლი წლის ღა­მეს ქა­ლაქ­ში არ ვი­ყა­ვი, გუ­შინ დავ­ბრუნ­დი და ყვე­ლა კი­ბის უჯრე­დი, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის ნა­წი­ლი და მე­ო­რე სარ­თუ­ლი სრუ­ლად და­ფა­რუ­ლი იყო თეთ­რი ბათ­ქა­შის ნამ­სხვრე­ვებ-მტვე­რით. სა­ნამ მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავე­დი ცო­ცხით და აქან­და­ზით ჩემს ფან­ტა­ზი­ას ძა­ლი­ან ფარ­თო გზა გა­ეხ­სნა, და­უ­ნა­ნებ­ლად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი შეთ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ ჭერ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე ნაპ­რა­ლის ფორ­მის ნახ­ვრე­ტი (იხ. პირ­ვე­ლი ფოტო), თუმ­ცა ვინ, რამ, რატო, რო­გორ, რო­დის მო­ა­ხერ­ხა მაგ კი­თხვებს პა­სუ­ხი ვერ გა­ვე­ცი (აქ თქვე­ნი ფან­ტა­ზი­აც შე­გიძ­ლი­ათ ჩარ­თოთ :დ). და­სუფ­თვე­ბის შემ­დეგ, ჩემს საყ­ვა­რელ სა­ვარ­ძელ­ზე მი­ფე­ნილ დუ­ტის ქურ­თუკს მოვ­კი­დე ხელი და ჰოი სა­ოც­რე­ბავ, ია­ტაკ­ზე დიდი ხმა­უ­რით თავი ამო­ყო რა­ღაც მძი­მე სა­გან­მა (იხ. მე­ო­რე ფოტო). კი, არც ჩემი ფან­ტა­ზია გაწ­ვდა ამ სცე­ნარს. ნამ­დვი­ლად ტყვია აღ­მოჩ­ნდა, თან მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი, აი, ასე უმიზ­ნოდ გას­რო­ლი­ლი, ალ­ბათ. ჩემი წელი ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნად და­ი­წყო, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა. უბ­რა­ლოდ, არ მინ­და რომ სა­მუ­შა­ოდ სა­ვარ­ძელ­ში მო­თავ­სე­ბულს შეგ­რძნე­ბა მქონ­დეს, რომ ვი­ღა­ცის უში­ნა­არ­სოდ გას­რო­ლი­ლი ტყვია ემანდ თავ­ში არ მომ­ხვდეს, ან ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს და­ახ­ლო­ე­ბი­თი სცე­ნა­რი არ ეწ­ვი­ოთ და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად. ტრა­ექ­ტო­რია ზუს­ტად იყო ისე "შერ­ჩე­უ­ლი", აფე­რუმ! ეს "პრო­ზა" თუ ერთ ადა­მი­ანს მა­ინც გა­და­გა­ფიქ­რე­ბი­ნებთ ცეცლ­სას­რო­ლი ია­რა­ღის მსგავს უმიზ­ნო გა­მო­ყე­ნე­ბას, მი­სი­ას შეს­რუ­ლე­ბუ­ლად ჩავ­თვლი. თქვე­ნი გას­რო­ლი­ლი ტყვია და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტში ვის სა­ვარ­ძელს (ამ­ჯე­რად) მოხ­ვდე­ბა არა­ვინ იცის. ამი­ტომ, გვა­ცა­დეთ, მრა­ვალს და­ვეს­წროთ, ჩვენს სახ­ლებ­ში." - წერს გვან­ცა კას­რაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
4

ჭერი თუ გახვრიტა და ისე ჩამოვარდა ბინაში,ე.ი. ზედა სართულის მეზობელს უსვრია.

თბილისელი
1

აკი კანონით 23 საათის შემდეგ სალუტი,ხმაური არ შეიძლებაო?

ავტორი:

ახალი წლის აღსანიშნავად გასროლილი ბრმა ტყვია მოქალაქეს სახლში შეუვარდა: რას წერენ სოციალურ ქსელში

ახალი წლის აღსანიშნავად  გასროლილი ბრმა ტყვია მოქალაქეს სახლში შეუვარდა: რას წერენ სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში მომხმარებელი წერს, რომ ახალი წლის დღესასწულთან დაკავშირებით გასროლილი ბრმა ტყვია, საკუთარ სახლში აღმოაჩინა.

"ცოტა ვიფიქრე უნდა გამომეფინა თუ არა ეს ამბავი. არა, 2022 წლის შეჯამება არ გელოდებათ წინ ჩემს მეგობრებს. მოგეხსენებათ, ჩემი საცხოვრებელი სახლის კონსტრუქცია (დუპლექსი, შიდა კიბით). ახალი წლის ღამეს ქალაქში არ ვიყავი, გუშინ დავბრუნდი და ყველა კიბის უჯრედი, პირველი სართულის ნაწილი და მეორე სართული სრულად დაფარული იყო თეთრი ბათქაშის ნამსხვრევებ-მტვერით. სანამ მეორე სართულზე ავედი ცოცხით და აქანდაზით ჩემს ფანტაზიას ძალიან ფართო გზა გაეხსნა, დაუნანებლად დაკვირვებული შეთვალიერების შემდეგ ჭერში აღმოვაჩინე ნაპრალის ფორმის ნახვრეტი (იხ. პირველი ფოტო), თუმცა ვინ, რამ, რატო, როგორ, როდის მოახერხა მაგ კითხვებს პასუხი ვერ გავეცი (აქ თქვენი ფანტაზიაც შეგიძლიათ ჩართოთ :დ). დასუფთვების შემდეგ, ჩემს საყვარელ სავარძელზე მიფენილ დუტის ქურთუკს მოვკიდე ხელი და ჰოი საოცრებავ, იატაკზე დიდი ხმაურით თავი ამოყო რაღაც მძიმე საგანმა (იხ. მეორე ფოტო). კი, არც ჩემი ფანტაზია გაწვდა ამ სცენარს. ნამდვილად ტყვია აღმოჩნდა, თან მსხვილკალიბრიანი, აი, ასე უმიზნოდ გასროლილი, ალბათ. ჩემი წელი ძალიან იღბლიანად დაიწყო, როგორც აღმოჩნდა. უბრალოდ, არ მინდა რომ სამუშაოდ სავარძელში მოთავსებულს შეგრძნება მქონდეს, რომ ვიღაცის უშინაარსოდ გასროლილი ტყვია ემანდ თავში არ მომხვდეს, ან ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებს დაახლოებითი სცენარი არ ეწვიოთ დაუპატიჟებლად. ტრაექტორია ზუსტად იყო ისე "შერჩეული", აფერუმ! ეს "პროზა" თუ ერთ ადამიანს მაინც გადაგაფიქრებინებთ ცეცლსასროლი იარაღის მსგავს უმიზნო გამოყენებას, მისიას შესრულებულად ჩავთვლი. თქვენი გასროლილი ტყვია დასახლებული პუნქტში ვის სავარძელს (ამჯერად) მოხვდება არავინ იცის. ამიტომ, გვაცადეთ, მრავალს დავესწროთ, ჩვენს სახლებში." - წერს გვანცა კასრაშვილი "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: