მაშინ, როდესაც რუსები უკრაინულ ქალაქებს ირანული კამიკაძე-დრონებით - "შაჰიდებით" უტევენ, უკრაინელი მებრძოლები ირანული ნაღმსატყორცნებიდან რუსი ოკუპანტების სანგრებს ესვრიან და ზედ ირანში დამზადებულ ტყვიების ჯერებსაც აყოლებენ...
ომებში ბევრი უცნაურობა ხდება, მაგალითად, რუსები და უკრაინელები ბრძოლებში ერთმანეთს არ ინდობენ და, ამის პარალელურად, რუსული ნავთობი უკრაინის გავლით, მილსადენით ევროპაში უპრობლემოდ მიედინება, თანაც ისე, რომ მებრძოლი მხარეები განსაკუთებით უფრთხილდებიან და არ ბომბავენ ამ მილსადენს...
არანაკლებ უცნაურობად მოჩანს ის ფაქტიც, რომ, თურმე, უკრაინის არმია რუსი ოკუპანტების მოსაგერიებლად... ირანული წარმოების შეიარაღებასაც კი იყენებს...
გასული წლის ზაფხულიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო ირანში შესყიდული "შაჰიდის" ტიპის კამიკაძე-დრონების გამოყენება, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის მოულოდნელ, არასახარბიელო სიურპრიზად იქცა, თუმცა თავად რუსი ოკუპანტებიც ძალზე განცვიფრებულნი დარჩნენ, როდესაც უკრაინელების ნასროლ და მათ სანგრებთან აფეთქებულ ნაღმსატყორცნის ნაღმების ნამსხვრევებზე ირანული წარწერები ამოიკითხეს...
საიდან შეიძლება მოხვედრილიყო უკრაინის არმიის შეიარაღებაში ირანული წარმოების ნაღმსატყორცნის ნაღმები, "კალაშნიკოვის" ავტომატების ირანულიასლები და ვაზნები? გააგრძელეთ კითხვა