სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ხდება საცივი, კრემიანი ნამცხვრები და ხორცეული საჭმელად საზიანო: საახალწლო ნამზადის შენახვის წესები - რას გირჩევთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი?
როდის ხდება საცივი, კრემიანი ნამცხვრები და ხორცეული საჭმელად საზიანო: საახალწლო ნამზადის შენახვის წესები - რას გირჩევთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი?

ახა­ლი წლის სუფ­რა ყო­ველ­თვის მდი­და­რია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბით. ამ დღე­სას­წა­ულს ერთი უსი­ა­მოვ­ნე­ბაც ახ­ლავს - ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი სწო­რედ ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­გან იწამ­ლე­ბი­ან კი­დეც - ხდე­ბა მათი კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. მათი შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბა მე­დი­კო­სე­ბის საქ­მეა, თუმ­ცა მა­ნამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ, რა პრო­დუქ­ტი უნდა მო­ვი­მა­რა­გოთ და რა უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მათი შე­ძე­ნი­სას, მომ­ზა­დე­ბის, შე­ნახ­ვის და გა­მო­ყე­ნე­ბი­სას.

ამა­ში სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ირაკ­ლი არა­ბუ­ლი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

- მი­ვე­სალ­მე­ბი თქვენს მკი­თხველს, დამ­დეგ ახალ წელს ვუ­ლო­ცავ. მი­ხა­რია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ჩემი რჩვე­ბით, მკი­თხველს გა­ვუ­ად­ვი­ლო სურ­სა­თის შერ­ჩე­ვის, მომ­ზა­დე­ბის და შე­ნახ­ვის პრო­ცე­სი. პირ­ველ რიგ­ში, რაც ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს არის სურ­სა­თის სწო­რად შერ­ჩე­ვა. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა, როცა პრო­დუქ­ტებს ყი­დუ­ლო­ბენ, ყო­ველ­თვის სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თონ. მალ­ფუ­ჭე­ბა­დია პრო­დუქ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ხორ­ცი, ყვე­ლი, თევ­ზი, ქა­თა­მი და სხვა ისე­თი სურ­სა­თი, რო­მელ­საც რე­ა­ლი­ზა­ცი­ის დროს სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი და სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა. სურ­სა­თის შე­ძე­ნა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს ისე­თი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პუნ­ქტებ­ში, სა­დაც და­ცუ­ლია უკვე აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რო­ბე­ბი.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია, მსგავ­სი პრო­დუქ­ტე­ბის მან­ქა­ნის სა­ბარ­გუ­ლე­ბი­დან, გზის პი­რე­ბი­დან თუ სხვა ისეთ ად­გი­ლებ­ში შე­ძე­ნა, სა­დაც ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბიც არ არის და­ცუ­ლი. შემ­დე­გი რისკ-ფაქ­ტო­რი, რომ სურ­სა­თი არ გა­ფუჭ­დეს და გახ­დეს პო­ტენ­ცი­უ­რად მავ­ნე­ბე­ლი, ეს არის მისი მომ­ზა­დე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ფუძ­ვლი­ან რე­ცხვა-გა­სუფ­თა­ვე­ბას, ხოლო შემ­დგომ უკვე სწორ თერ­მულ და­მუ­შა­ვე­ბას.

მა­გა­ლი­თის­თვის რომ ავი­ღოთ კვერ­ცხი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­გრე­დი­ენ­ტია სხვა­დას­ხვა კერ­ძე­ბის­თვის, ასე­ვე ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­კონ­დიტ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბის წინ გა­ი­რე­ცხოს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში 1ლ წყალ­ში, 100 გრ მა­რი­ლი გან­ზა­ვე­ბით მი­ვი­ღებთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნარს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით შეგ­ვეძ­ლე­ბა კვერ­ცხის და ასე­ვე სა­მუ­შაო ზე­და­პი­რე­ბის დე­ზინ­ფექ­ცია.

- ციტ­რუ­სი­თაც ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წამ­ვლა...

- ციტ­რუ­სით მო­წამ­ვლა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ციტ­რუ­სე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცა­ვენ მჟა­ვებს, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კი, ვი­საც კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, რე­კო­მედ­ნი­რე­ბუ­ლია მათი ბევ­რი მი­ღე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. მან­და­რი­ნი ალ­ბათ ის სე­ზო­ნუ­რი ხი­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლია ამ პე­რი­ოდ­ში. თუმ­ცა გვმარ­თებს ნორ­მე­ბის დაც­ვა, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი სურ­სა­თი, რაც არ უნდა სა­სარ­გებ­ლო იყოს, მისი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მი­ღე­ბა სა­ზი­ა­ნოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. აქვე ვი­ტყვი, ჩემს საყ­ვა­რელ ცი­ტა­ტას „წა­მალს და სა­წამ­ლავს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ დო­ზაა“.

- ქარ­თუ­ლი ახა­ლი წლის სუფ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კერ­ძია სა­ცი­ვი. ხში­რად იმ­დენს ამ­ზა­დე­ბენ, რომ ბო­ლოს ღვრი­ან კი­დეც, რად­გა­ნაც ფუჭ­დე­ბა. სა­ცი­ვის და სხვა ნიგვზი­ა­ნი კერ­ძე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საპ­რე­ვენ­ცი­ოდ რა უნდა ვი­ცო­დეთ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ? რამ­დე­ნი დღე ძლებს და რა პე­რი­ო­დის შემ­დეგ არის რის­კე­ბის შემ­ცვე­ლი?

- ნიგვზი­ა­ნი კერ­ძე­ბის და ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მალ­ფუ­ჭე­ბა­დი კერ­ძე­ბის შე­ნახ­ვის დრო არის 12-დან და 48 სა­ა­თამ­დე, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­ში შე­მა­ვალ ინ­გრე­დი­ენ­ტებ­ზე და სწორ შე­ნახ­ვის მე­თო­დებ­ზე. მა­გა­ლი­თის­თვის, მომ­ზა­დე­ბის შემ­დგომ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე კერ­ძის გა­ჩე­რე­ბა 2 სა­ათ­ზე დიდ­ხანს არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან +5 დან +65 გრა­დუს­ზე ბაქ­ტე­რი­ე­ბი სწრა­ფად მრავ­ლდე­ბი­ან, ამი­ტომ მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ უნდა შე­ვი­ნა­ხოთ მა­ლე­ვე მა­ცი­ვარ­ში. თუ გვინ­და, რომ კერ­ძი დიდ­ხანს შე­ვი­ნა­ხოთ, ერთ-ერთი სწო­რი და მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მაა მისი პა­ტა­რა პორ­ცი­ე­ბად გა­ყინ­ვა. გა­ცხე­ლე­ბის დრო­საც პრაქ­ტი­კუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან მხო­ლოდ იმ­დენ რა­ო­დე­ნო­ბას გა­ვა­ცხე­ლებთ, რაც გვჭირ­დე­ბა. მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რომ კერ­ძი გა­ყინ­ვის ან გაგ­რი­ლე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ ერთხელ გა­ცხელ­დეს.

- კრე­მი­ა­ნი და ბე­ზე­თი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნამ­ცხვრე­ბიც უხ­ვად მზად­დე­ბა... მათი ვა­დე­ბიც და­სა­ცა­ვია. რამ­დე­ნი დღის შემ­დეგ არის ისი­ნი ვა­და­გა­სუ­ლი?

- ნამ­ცხვრე­ბი და ზო­გა­დად, კრე­მი­ა­ნი სურ­სა­თი გა­დის გან­სა­კუთ­რე­ბით მალ­ფუ­ჭე­ბა­დი სურ­სა­თის კა­ტე­გო­რი­ა­ში და მათი შე­ნახ­ვის ვადა, თუ და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა მომ­ზა­დე­ბის სწო­რი მე­თო­დე­ბი, სწო­რი ნედ­ლე­უ­ლი და ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი შერ­ჩე­უ­ლი - არის 24-36 სა­ა­თი +2 დან +6 გრა­დუს­ზე, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მა­ცი­ვა­რი მუ­შა­ობ­დეს შე­სა­ბა­მის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, მაქ­სი­მუმ +6-ზე. მა­ცი­ვა­რი რო­დე­საც ჩარ­თუ­ლია და პრო­დუქ­ტი ცი­ვია, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სწო­რი ტემ­პე­რა­ტუ­რაა, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია, მა­ცი­ვარ­ში იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი ცალ­კე თერ­მო­მეტ­რი, რო­მე­ლიც ზუსტ მაჩ­ვე­ნე­ბელს მოგ­ვცემს.

- ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი, მათი და­მუ­შა­ვე­ბა, მომ­ზა­დე­ბა, შე­ნახ­ვა ... სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე არის რო­გორც ქათ­მის, ინ­და­უ­რის, ძრო­ხის და ღო­რის ხორ­ციც...

- ხორ­ცი­ა­ნი კერ­ძე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რებ­ზე, მათი რე­ა­ლი­ზა­ცია ძა­ლი­ან ხში­რად გვხვდე­ბა ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია მათი გა­ყიდ­ვა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მიერ ფა­სის და ეკო­ნო­მი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის გამო ხდე­ბა პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა. ჩემი რე­კო­მენ­და­ცი­აა, არა­სო­დეს შე­ი­ძი­ნონ ხორ­ცი იქ, სა­დაც და­ცუ­ლი არ არის არა­ნა­ი­რი პი­რო­ბე­ბი, ხორ­ცის რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბით მალ­ფუ­ჭე­ბა­დი სურ­სა­თის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ხორ­ცი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ად­გი­ლას უნდა ინა­ხე­ბო­დეს სა­მა­ცივ­რე პი­რო­ბებ­ში, მაქ­სი­მუმ: +6 გრა­დუს­ზე, უნდა ჰქონ­დეს ვე­ტე­რი­ნა­რის მიერ გა­ცე­მუ­ლი ცნო­ბა (ფორ­მა N2), თან ხორ­ცზე უნდა ერტყას ვე­ტე­რი­ნა­რის ბე­ჭე­დი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ დაკ­ვლის წინ მოხ­და ცხო­ვე­ლის შე­მოწ­მე­ბა და შემ­დგომ უკვე დაკ­ვლის მერე. ასე­თი ხორ­ცი უვ­ნე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა მომ­ზა­დე­ბას, შემ­წვა­რი ხორ­ცის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სურ­ვე­ლია მომ­ზა­დე­ბის დროს, ნა­ჭე­რის ყვე­ლა­ზე ღრმა ად­გი­ლას, საკ­ვე­ბი თერ­მო­მეტ­რით გა­ი­ზო­მოს შიდა ტემ­პე­რა­ტუ­რა. ხორ­ცის შემ­თხვე­ვა­ში უნდა იყოს 65℃, თევ­ზის შემ­თხვე­ვა­ში - 63℃, ხოლო ქათ­მის ხორ­ცის შემ­თხვე­ვა­ში - 73℃, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პრო­დუქ­ტი უვ­ნე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის­თვის.

ნა­ხეთ ასე­ვე:

ავტორი:

როდის ხდება საცივი, კრემიანი ნამცხვრები და ხორცეული საჭმელად საზიანო: საახალწლო ნამზადის შენახვის წესები - რას გირჩევთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი?

როდის ხდება საცივი, კრემიანი ნამცხვრები და ხორცეული საჭმელად საზიანო: საახალწლო ნამზადის შენახვის წესები - რას გირჩევთ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი?

ახალი წლის სუფრა ყოველთვის მდიდარია მრავალფეროვანი კერძებით. ამ დღესასწაულს ერთი უსიამოვნებაც ახლავს - ხშირად ადამიანები სწორედ ამ მრავალფეროვნებისგან იწამლებიან კიდეც - ხდება მათი კვებითი ინტოქსიკაცია. მათი შემდგომი მკურნალობა მედიკოსების საქმეა, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა პროდუქტი უნდა მოვიმარაგოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შეძენისას, მომზადების, შენახვის და გამოყენებისას.

ამაში სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული დაგვეხმარება.

- მივესალმები თქვენს მკითხველს, დამდეგ ახალ წელს ვულოცავ. მიხარია, რომ საშუალება მომეცა, ჩემი რჩვებით, მკითხველს გავუადვილო სურსათის შერჩევის, მომზადების და შენახვის პროცესი. პირველ რიგში, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანია, ეს არის სურსათის სწორად შერჩევა. მომხმარებლებმა, როცა პროდუქტებს ყიდულობენ, ყოველთვის სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ. მალფუჭებადია პროდუქტები, როგორებიცაა: ხორცი, ყველი, თევზი, ქათამი და სხვა ისეთი სურსათი, რომელსაც რეალიზაციის დროს სჭირდება სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. სურსათის შეძენა აუცილებლად უნდა მოხდეს ისეთი რეალიზაციის პუნქტებში, სადაც დაცულია უკვე აღნიშნული პირობები.

კატეგორიულად აკრძალულია, მსგავსი პროდუქტების მანქანის საბარგულებიდან, გზის პირებიდან თუ სხვა ისეთ ადგილებში შეძენა, სადაც ელემენტარული ჰიგიენის ნორმებიც არ არის დაცული. შემდეგი რისკ-ფაქტორი, რომ სურსათი არ გაფუჭდეს და გახდეს პოტენციურად მავნებელი, ეს არის მისი მომზადების წესების დაცვა, რაც გულისხმობს საფუძვლიან რეცხვა-გასუფთავებას, ხოლო შემდგომ უკვე სწორ თერმულ დამუშავებას.

მაგალითისთვის რომ ავიღოთ კვერცხი, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული ინგრედიენტია სხვადასხვა კერძებისთვის, ასევე ხშირად გამოიყენება საკონდიტრო მიმართულებით. აუცილებელია გამოყენების წინ გაირეცხოს საფუძვლიანად სადეზინფექციო ხსნარით, სახლის პირობებში 1ლ წყალში, 100 გრ მარილი განზავებით მივიღებთ სადეზინფექციო ხსნარს, რომლის მეშვეობით შეგვეძლება კვერცხის და ასევე სამუშაო ზედაპირების დეზინფექცია.

- ციტრუსითაც ხდება ადამიანების მოწამვლა...

- ციტრუსით მოწამვლა, შეიძლება ითქვას, რომ იშვიათი მოვლენაა საქართველოში. ციტრუსები დიდი რაოდენობით შეიცავენ მჟავებს, იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ, რეკომედნირებულია მათი ბევრი მიღებისგან თავი შეიკავონ. მანდარინი ალბათ ის სეზონური ხილია, რომელიც ყველასთვის საყვარელია ამ პერიოდში. თუმცა გვმართებს ნორმების დაცვა, რადგან ნებისმიერი სურსათი, რაც არ უნდა სასარგებლო იყოს, მისი გადამეტებული მიღება საზიანოა ჯანმრთელობისთვის. აქვე ვიტყვი, ჩემს საყვარელ ციტატას „წამალს და საწამლავს შორის განსხვავება მხოლოდ დოზაა“.

- ქართული ახალი წლის სუფრის ერთ-ერთი მთავარი კერძია საცივი. ხშირად იმდენს ამზადებენ, რომ ბოლოს ღვრიან კიდეც, რადგანაც ფუჭდება. საცივის და სხვა ნიგვზიანი კერძების შემთხვევაში საპრევენციოდ რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ? რამდენი დღე ძლებს და რა პერიოდის შემდეგ არის რისკების შემცველი?

- ნიგვზიანი კერძების და ზოგადად, ნებისმიერი განსაკუთრებით მალფუჭებადი კერძების შენახვის დრო არის 12-დან და 48 საათამდე, რაც დამოკიდებულია მასში შემავალ ინგრედიენტებზე და სწორ შენახვის მეთოდებზე. მაგალითისთვის, მომზადების შემდგომ ოთახის ტემპერატურაზე კერძის გაჩერება 2 საათზე დიდხანს არ შეიძლება, რადგან +5 დან +65 გრადუსზე ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან, ამიტომ მომზადების შემდეგ უნდა შევინახოთ მალევე მაცივარში. თუ გვინდა, რომ კერძი დიდხანს შევინახოთ, ერთ-ერთი სწორი და მიღებული ფორმაა მისი პატარა პორციებად გაყინვა. გაცხელების დროსაც პრაქტიკული იქნება, რადგან მხოლოდ იმდენ რაოდენობას გავაცხელებთ, რაც გვჭირდება. მიზანშეწონილია, რომ კერძი გაყინვის ან გაგრილების შემდეგ მხოლოდ ერთხელ გაცხელდეს.

- კრემიანი და ბეზეთი მომზადებული ნამცხვრებიც უხვად მზადდება... მათი ვადებიც დასაცავია. რამდენი დღის შემდეგ არის ისინი ვადაგასული?

- ნამცხვრები და ზოგადად, კრემიანი სურსათი გადის განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის კატეგორიაში და მათი შენახვის ვადა, თუ დაცული იქნება მომზადების სწორი მეთოდები, სწორი ნედლეული და ინგრედიენტები შერჩეული - არის 24-36 საათი +2 დან +6 გრადუსზე, ასევე მნიშვნელოვანია მაცივარი მუშაობდეს შესაბამის ტემპერატურაზე, მაქსიმუმ +6-ზე. მაცივარი როდესაც ჩართულია და პროდუქტი ცივია, ეს არ ნიშნავს, რომ სწორი ტემპერატურაა, რეკომენდირებულია, მაცივარში იყოს განთავსებული ცალკე თერმომეტრი, რომელიც ზუსტ მაჩვენებელს მოგვცემს.

- ხორციანი კერძები, მათი დამუშავება, მომზადება, შენახვა ... საახალწლო სუფრაზე არის როგორც ქათმის, ინდაურის, ძროხის და ღორის ხორციც...

- ხორციანი კერძები განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სუფრებზე, მათი რეალიზაცია ძალიან ხშირად გვხვდება ისეთ ადგილებში, სადაც ყოვლად დაუშვებელია მათი გაყიდვა. მომხმარებლების მიერ ფასის და ეკონომიური შესაძლებლობის გამო ხდება პროდუქტის შეძენა. ჩემი რეკომენდაციაა, არასოდეს შეიძინონ ხორცი იქ, სადაც დაცული არ არის არანაირი პირობები, ხორცის როგორც განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათის რეალიზაციისთვის. ხორცი რეალიზაციის ადგილას უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში, მაქსიმუმ: +6 გრადუსზე, უნდა ჰქონდეს ვეტერინარის მიერ გაცემული ცნობა (ფორმა N2), თან ხორცზე უნდა ერტყას ვეტერინარის ბეჭედი. ეს იმას ნიშნავს, რომ დაკვლის წინ მოხდა ცხოველის შემოწმება და შემდგომ უკვე დაკვლის მერე. ასეთი ხორცი უვნებელია.

რაც შეეხება მომზადებას, შემწვარი ხორცის შემთხვევაში, სასურველია მომზადების დროს, ნაჭერის ყველაზე ღრმა ადგილას, საკვები თერმომეტრით გაიზომოს შიდა ტემპერატურა. ხორცის შემთხვევაში უნდა იყოს 65℃, თევზის შემთხვევაში - 63℃, ხოლო ქათმის ხორცის შემთხვევაში - 73℃, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი უვნებელია ადამიანისთვის.

ნახეთ ასევე: