კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს ხურავს - რა გახდა ამის მიზეზი?
"საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს ხურავს - რა გახდა ამის მიზეზი?

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა“ რუ­სე­თის 200-მდე მო­ქა­ლა­ქის სა­ბან­კო ან­გა­რი­ში და­ხუ­რა. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ რუ­სულ "ფორბსში“ გა­მოქ­ვეყ­ნდა.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ 23 დე­კემ­ბერს, "ტე­ლეგ­რა­მის" ჩა­ტით "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის“ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გავ­რცელ­და. მომ­ხმა­რებ­ლებ­მა და­წე­რეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უმ­სხვი­ლეს­მა ბან­კმა, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა“ და­ი­წყო SMS და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა. მათი ან­გა­რი­შე­ბის გარ­და­უ­ვა­ლი და­ხურ­ვის შე­სა­ხებ. ბან­კი მომ­ხმა­რე­ბელს სა­მი­დან ხუთ დღეს აძ­ლევ­და თან­ხის გა­სა­ტა­ნად. ან­გა­რი­შის და­ხურ­ვის მი­ზე­ზებ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­ში არა­ფერს ამ­ბობ­დნენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სულ გა­მო­ცე­მა "კო­მერ­სანტს“ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ბან­კი ნამ­დვი­ლად ხუ­რავს ან­გა­რი­შე­ბის ნა­წილს. ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ან­გა­რი­შე­ბის და­ხურ­ვის ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბა­ზე უარი თქვა. ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარ­ში ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხაზს უს­ვამს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­ე­ხო არა მხო­ლოდ რუ­სებს. ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბის ზო­გი­ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი კი რუს კლი­ენ­ტებს პა­სუ­ხობს, რომ მათი ან­გა­რი­შე­ბის და­ხურ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი სწო­რედ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა გახ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რა­მის" ერთ-ერთი არ­ხის შემ­ქმნე­ლი ნი­კო­ლაი ლევ­ში­ცი, ბან­კის და­ზა­რა­ლე­ბულ კლი­ენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ BOG-ის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­საძ­ლოა, კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის სატ­რან­ზი­ტო ოპე­რა­ცი­ებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი."

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს “და­უ­კავ­შირ­და, სა­დაც გან­მარ­ტა­ვენ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უჩ­ვე­უ­ლო და რის­კის შემ­ცველ ქცე­ვას უკავ­შირ­დე­ბა და არა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას. ბან­კში ასე­ვე გან­მარ­ტა­ვენ, რომ კა­ნო­ნი აძ­ლევთ უფ­ლე­ბას, კლი­ენ­ტებს და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე უარი უთხრან მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე ან და­უ­ხუ­რონ ან­გა­რი­შე­ბი.

გა­აგ­რძლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰაკერა
5

რუსები ფულს ათეთრებენ ალბათ და რაღაცეებს ჩალიჩობენ

*********
22

ბანკი ვალდებული უნდა იყოს დასაბუთებული განმარტება გააკეთოს რის გამო დახურა ანგარიში, აქ ზოგიერთ გახარებულ მოკომენტარეს მინდა ვუთხრა, რომ თუ ასეთი უკანონობების დაკანონებები გაგრძელდა, ერთ დღესაც თქვენც დაგიხურავენ დაუსაბუთებლად ანგარიშებს და თქვენი კრიახის გამგონე აღარავინ იქნება, ასე რომ ჯობია ახლავე დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ დასაბუთების გარეშე ანგარიშების დახურვას კატეგორიულად უარყოფითად ვაფასებთ!

ავტორი:

"საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს ხურავს - რა გახდა ამის მიზეზი?

"საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს ხურავს - რა გახდა ამის მიზეზი?

"საქართველოს ბანკმა“ რუსეთის 200-მდე მოქალაქის საბანკო ანგარიში დახურა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ "ფორბსში“ გამოქვეყნდა.

გამოცემა წერს, რომ 23 დეკემბერს, "ტელეგრამის" ჩატით "საქართველოს ბანკები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის“ შემაშფოთებელი შეტყობინებები გავრცელდა. მომხმარებლებმა დაწერეს, რომ საქართველოს უმსხვილესმა ბანკმა, "საქართველოს ბანკმა“ დაიწყო SMS და ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების გაგზავნა. მათი ანგარიშების გარდაუვალი დახურვის შესახებ. ბანკი მომხმარებელს სამიდან ხუთ დღეს აძლევდა თანხის გასატანად. ანგარიშის დახურვის მიზეზებზე შეტყობინებებში არაფერს ამბობდნენ.

"საქართველოს ბანკის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსულ გამოცემა "კომერსანტს“ დაადასტურა, რომ ბანკი ნამდვილად ხურავს ანგარიშების ნაწილს. ბანკის წარმომადგენელმა ანგარიშების დახურვის ზუსტი მიზეზის დასახელებაზე უარი თქვა. ოფიციალურ კომენტარში ბანკის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ღონისძიება შეეხო არა მხოლოდ რუსებს. ტექნიკური დახმარების ზოგიერთი თანამშრომელი კი რუს კლიენტებს პასუხობს, რომ მათი ანგარიშების დახურვის საფუძველი სწორედ მოქალაქეობა გახდა.

საქართველოში ცხოვრების შესახებ "ტელეგრამის" ერთ-ერთი არხის შემქმნელი ნიკოლაი ლევშიცი, ბანკის დაზარალებულ კლიენტებზე დაყრდნობით წერს, რომ BOG-ის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, კრიპტოვალუტის სატრანზიტო ოპერაციებთან იყოს დაკავშირებული."

"ბიზნესპრესნიუსი" "საქართველოს ბანკს “დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება უჩვეულო და რისკის შემცველ ქცევას უკავშირდება და არა მოქალაქეობას. ბანკში ასევე განმარტავენ, რომ კანონი აძლევთ უფლებას, კლიენტებს დასაბუთების გარეშე უარი უთხრან მომსახურებაზე ან დაუხურონ ანგარიშები.

გააგრძლეთ კითხვა