სამართალი
მსოფლიო

16

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე სასწორშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.
პოლიტიკა
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმის ინფორმაციით, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის ექი­მის, გი­ორ­გი ჯა­ვა­ხა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტის, ანა წით­ლი­ძის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

რო­გორც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექიმ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი 24-სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მიერ ჩა­წე­რილ გუ­შინ­დე­ლი დღის მო­ნა­ცე­მებს მო­გახ­სე­ნებთ. 24-სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოთხჯე­რა­დად, მო­შიმ­ში­ლე პა­ცი­ენ­ტის მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მო­ცე­მულ ეტაპ­ზე, ვი­ტა­ლუ­რი და ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა. პა­ცი­ენ­ტის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი კვა­ლი­ფი­ცირ­და, რო­გორც მძი­მე“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ჯა­ვა­ხა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ანა წით­ლი­ძე პარ­ლა­მენ­ტში პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შიმ­ში­ლობს. დღეს მისი შიმ­ში­ლო­ბის მე-10 დღეა. ის პრო­ტეს­ტის ამ ფორ­მით სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გა­დაყ­ვა­ნას ითხოვს.

ცნო­ბის­თვის, შიმ­ში­ლო­ბა 15 დე­კემ­ბერს, დე­პუ­ტა­ტებ­მა - ანა წით­ლი­ძემ, და­ვით კირ­კი­ტა­ძემ და აბ­დუ­ლა ის­მა­ი­ლოვ­მა და­ი­წყეს. მო­შიმ­ში­ლე­ებს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტი თე­მურ ჯა­ნა­შია 16 დე­კემ­ბერს შე­უ­ერ­თდა. ამ დრო­ის­თვის, აბ­დუ­ლა ის­მა­ი­ლოვს, და­ვით კირ­კი­ტა­ძე­სა და თე­მურ ჯა­ნა­ში­ას, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვე­ტი­ლი აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ipo
0

tavganwirvis masterklaasi nacebisgan

 

გოგი
4

პარტიაა თუ მოუშორებელი ჭირი. თუ ეს პარტია ომის პარტიაა და ქვეყნისთვის მავნებლურ საქმიანობას ეწევა დაუმტკიცოს ხელისუფლებამ და მიიღოს ბოლოსდაბოლოს ზომები თორემ ვატყობ ესენი გაასწრებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

ექიმის ინფორმაციით, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა

ექიმის ინფორმაციით, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის, გიორგი ჯავახაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი 24-საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჩაწერილ გუშინდელი დღის მონაცემებს მოგახსენებთ. 24-საათის განმავლობაში, ოთხჯერადად, მოშიმშილე პაციენტის მონიტორინგი მიმდინარეობდა. მოცემულ ეტაპზე, ვიტალური და ჰემოდინამიკური პარამეტრები საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსი კვალიფიცირდა, როგორც მძიმე“, - განაცხადა გიორგი ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე პარლამენტში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-10 დღეა. ის პროტესტის ამ ფორმით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.

ცნობისთვის, შიმშილობა 15 დეკემბერს, დეპუტატებმა - ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა დაიწყეს. მოშიმშილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თემურ ჯანაშია 16 დეკემბერს შეუერთდა. ამ დროისთვის, აბდულა ისმაილოვს, დავით კირკიტაძესა და თემურ ჯანაშიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიმშილობა შეწყვეტილი აქვთ.