სამართალი
მსოფლიო

16

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე სასწორშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას.
პოლიტიკა
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო გრანდიოზული საახალწლო ზეიმის მოლოდინში - რას გეგმავს მთავრობა 63 მუნიციპალიტეტში: "ღონისძიებების მოწყობაში 50 ათასი ადამიანია დასაქმებული"
საქართველო გრანდიოზული საახალწლო ზეიმის მოლოდინში - რას გეგმავს მთავრობა 63 მუნიციპალიტეტში: "ღონისძიებების მოწყობაში 50 ათასი ადამიანია დასაქმებული"

თუ შენ სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში ცხოვ­რობ და ჯერ კი­დევ არ იცი, რო­გორ გა­ა­ტა­რო ახა­ლი წლის დღე­ე­ბი, მა­შინ ეს სტა­ტია თქვენ­თვი­საა. წელს, ისე რო­გორც არას­დროს, რე­გი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლებს გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ელო­დე­ბათ.

პრო­ექ­ტი "ახა­ლი წლის დღე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში" ყვე­ლა რე­გი­ონ­ში 24 დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა და 14 იან­ვრის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ათი­ვე რე­გი­ო­ნის, 63 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, წელს პირ­ვე­ლად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა დაბა ბა­კუ­რი­ან­შიც...

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დღე­ე­ბის ფარ­გლებ­ში, პა­ტა­რებს ად­გილ­ზე დახ­ვდე­ბი­ან თოვ­ლის ბა­ბუ­ე­ბი, ელ­ფე­ბი, სხვა­დას­ხვა ზღაპ­რის გმი­რე­ბი, რე­გი­ო­ნებ­ში იმოგ­ზა­უ­რებს ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი ჟი­რა­ფი ჟო­ზეც. სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა სა­შო­ბაო ბაზ­რო­ბე­ბი, სა­ღა­მო­ო­ბით კი გალა კონ­ცერ­ტე­ბი მო­ე­წყო­ბა.

  • ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ახა­ლი წელი რე­გი­ო­ნებ­ში აქამ­დე არ გა­მარ­თუ­ლა. ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თათა სვა­ნი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­წყო­ბა­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 50 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი და ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა ორ თვე­ზე მე­ტია და­ი­წყეს.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­რიგს თა­ვად აქ­ვეყ­ნე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ვნა­ხეთ, რომ ბოლ­ნის­ში და­თუ­ნა სირ­ბი­ლა­ძე, ანი კე­კუა, თიკა მა­ხალ­დი­ა­ნი, რუსა მორ­ჩი­ლა­ძე, ნო­და­რი­კო ხუ­ციშ­ვი­ლი იმ­ღე­რე­ბენ. 7 იან­ვარს გურ­ჯა­ა­ნი

თიკა ჯამ­ბუ­რი­ას, ნინი ქარ­სე­ლა­ძეს და „ქუ­ჩის ბი­ჭებს“ უმას­პინ­ძლებს. ხა­შუ­რი აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძეს და და­ვით მა­ზა­ნაშ­ვი­ლის ბენ­დს ელო­დე­ბა. ლან­ჩხუთ­ში კი, 13 იან­ვარს ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე, ნუკ­რი კა­პა­ნა­ძე და ქარ­თუ­ლი ესტრა­დის სხვა ვარ­კვლა­ვე­ბი იმ­ღე­რე­ბენ.

ოზურ­გე­თი

თათა სვა­ნი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვი­საც იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­სად ერთი მომ­ღე­რა­ლი რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­მა მო­ი­თხო­ვა, მაგ­რამ წელს ესეც არ აღ­მოჩ­ნდა პრობ­ლე­მა, რად­გან სა­ა­ხალ­წლო ზე­ი­მი სამ კვი­რას გრძელ­დე­ბა...

თათა სვა­ნი­ძე:

- სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დიდ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მო­ე­წყო­ბა, კონ­ცერ­ტე­ბი კი ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი კომ­პო­ნენ­ტია. რაც შე­ე­ხე­ბა ნაძ­ვის ხე­ებს, წელს გვაქვს ახა­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე­ე­ბი და 24 დე­კემ­ბრამ­დე ყვე­ლა რე­გი­ონ­ში აინ­თე­ბა... მგო­ნი, ამ ნა­წილ­ში წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იქ­ნე­ბა მორ­თუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი. დიდი იმე­დი გვაქვს წლებ­თან ერ­თად უფრო გა­ლა­მაზ­დე­ბა სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბი...

ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ამ­ბობს, რომ მთა­ვა­რი მე­სი­ჯი მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი მათ გან­წყო­ბა­ზე ზრუნ­ვაა, რად­გან ახა­ლი წელი ის დღე­სას­წა­უ­ლია რო­მე­ლიც ყვე­ლა ბავ­შვს უხა­რია და უფ­რო­სებს უნ­დათ რომ იმე­დით შე­ყუ­რებ­დნენ მო­მა­ვალ წელს...

"ჩვე­ნი გზავ­ნი­ლია, მო­ვიდ­ნენ ად­გილ­ზე და თა­ვად ჩა­ერ­თონ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ამინ­დი ყო­ველ წელს რთუ­ლი სა­კი­თხია, თუმ­ცა თოვ­ლი ძა­ლი­ან უხ­დე­ბა სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულს... იმე­დია რომ წელ­საც კარ­გი ამინ­დი გვექ­ნე­ბა..." - აღ­ნიშ­ნა სვა­ნი­ძემ.

აბა­შა

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სულ კვი­რას პრე­მი­ერ­მა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ახა­ლი წლის პირ­ვე­ლი კვი­რა უქ­მედ გა­მო­ა­ცხა­და.

თათა ამ­ბობს, რომ დას­ვე­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი ინი­ცი­ა­ტი­ვაა და მშობ­ლებს თუ მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ექ­ნე­ბათ, ამა­ზე კარგ ად­გი­ლას ბავ­შვებს ვერ წა­იყ­ვა­ნენ, აქვე გვპირ­დე­ბა, რომ ად­გილ­ზე სი­ურპრი­ზე­ბით სავ­სე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი დახ­ვდე­ბათ.

"წელს პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბა იყო, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში იყოს ერ­თნა­ი­რად კარ­გი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ქა­ლა­ქის მას­შტაბს, რად­გან ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ან­მა მი­ი­ღოს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა..." - ამ­ბობს თათა სვა­ნი­ძე...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
1

უმადურები ხართ უმუშევრები და ყველაზე ცვირფასად ჩაცმულები და ყველაზე ძვირი პროდუქტით ნაკვებები,ნახეთ ევროპის ნაძვის ხე ნათურებიც კი ვერ გაიმეტეს თქვენ კი კალაძის ლანძღვაში ერთობით იმდენი დრო გაქვთ ჩვენ აქ ვწყვდებით მუშაობით რომ გამოპრანჭულები და გამაძღებმა ისეირნოთ და ლანძღოთ მთავრობა რადგან ძვირფასი მნქანით თავისუფლდ ვერ გადადგილდებით ,ევროპაში მანქანა შაბათ კვირას გამოყავთ უმეტესობას ,დაბრუნდით რაიონში და თოხი დაიჭირეთ 

gaga
8

რა სისულელეა ეს ყველაფერი! ახლა როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი შესაძლებლობა გაჩნდა უკრაინის ომში რუსეთის დამარცხებით, რა დროს საახალწლო ღლიცინი და ხტუნაობაა! ამდენი თანხის ასე უაზროდ დახარჯვა როგორ შეიძლება?! ეს თანხები უნდა გადარიცხულიყო უკრაინის დასახმარებლად. რა გაცეკვებთ, ზუსტად ასევე ცეკვავდით 1993 წელსაც როცა შევარდნაძე და კიტოვანი იპყრობდა საქართველოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს
ავტორი:

საქართველო გრანდიოზული საახალწლო ზეიმის მოლოდინში - რას გეგმავს მთავრობა 63 მუნიციპალიტეტში: "ღონისძიებების მოწყობაში 50 ათასი ადამიანია დასაქმებული"

საქართველო გრანდიოზული საახალწლო ზეიმის მოლოდინში - რას გეგმავს მთავრობა 63 მუნიციპალიტეტში: "ღონისძიებების მოწყობაში 50 ათასი ადამიანია დასაქმებული"

თუ შენ საქართველოს რომელიმე რეგიონში ცხოვრობ და ჯერ კიდევ არ იცი, როგორ გაატარო ახალი წლის დღეები, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. წელს, ისე როგორც არასდროს, რეგიონის მაცხოვრებლებს გამორჩეული საახალწლო ღონისძიებები ელოდებათ.

პროექტი "ახალი წლის დღეები საქართველოში" ყველა რეგიონში 24 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებები ათივე რეგიონის, 63 მუნიციპალიტეტში გაიმართება, წელს პირველად ღონისძიებები გაიმართება დაბა ბაკურიანშიც...

მრავალფეროვანი დღეების ფარგლებში, პატარებს ადგილზე დახვდებიან თოვლის ბაბუები, ელფები, სხვადასხვა ზღაპრის გმირები, რეგიონებში იმოგზაურებს ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი ჟირაფი ჟოზეც. სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე გაიმართება საშობაო ბაზრობები, საღამოობით კი გალა კონცერტები მოეწყობა.

  • ასეთი მასშტაბური ახალი წელი რეგიონებში აქამდე არ გამართულა. ღონისძიებებში ჩართულები არიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თათა სვანიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, საახალწლო ღონისძიებების მოწყობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 50 ათასამდე ადამიანია დასაქმებული და ამ პროექტზე მუშაობა ორ თვეზე მეტია დაიწყეს.

მუნიციპალიტეტები სოციალურ ქსელში ღონისძიებების განრიგს თავად აქვეყნებენ. მაგალითად, ვნახეთ, რომ ბოლნისში დათუნა სირბილაძე, ანი კეკუა, თიკა მახალდიანი, რუსა მორჩილაძე, ნოდარიკო ხუციშვილი იმღერებენ. 7 იანვარს გურჯაანი

თიკა ჯამბურიას, ნინი ქარსელაძეს და „ქუჩის ბიჭებს“ უმასპინძლებს. ხაშური აჩიკო ნიჟარაძეს და დავით მაზანაშვილის ბენდს ელოდება. ლანჩხუთში კი, 13 იანვარს ნეკა სებისკვერაძე, ნუკრი კაპანაძე და ქართული ესტრადის სხვა ვარკვლავები იმღერებენ.

ოზურგეთი

თათა სვანიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ღონისძიების დაგეგმვისაც იყო შემთხვევები, როდესად ერთი მომღერალი რამდენიმე რეგიონმა მოითხოვა, მაგრამ წელს ესეც არ აღმოჩნდა პრობლემა, რადგან საახალწლო ზეიმი სამ კვირას გრძელდება...

თათა სვანიძე:

- საახალწლო ღონისძიებები დიდ ტერიტორიებზე მოეწყობა, კონცერტები კი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. რაც შეეხება ნაძვის ხეებს, წელს გვაქვს ახალი და განსაკუთრებული ნაძვის ხეები და 24 დეკემბრამდე ყველა რეგიონში აინთება... მგონი, ამ ნაწილში წელს განსაკუთრებულად იქნება მორთული ქალაქები. დიდი იმედი გვაქვს წლებთან ერთად უფრო გალამაზდება საახალწლო დღესასწაულები...

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ მთავარი მესიჯი მოსახლეობისადმი მათ განწყობაზე ზრუნვაა, რადგან ახალი წელი ის დღესასწაულია რომელიც ყველა ბავშვს უხარია და უფროსებს უნდათ რომ იმედით შეყურებდნენ მომავალ წელს...

"ჩვენი გზავნილია, მოვიდნენ ადგილზე და თავად ჩაერთონ ღონისძიებებში. ამინდი ყოველ წელს რთული საკითხია, თუმცა თოვლი ძალიან უხდება საახალწლო დღესასწაულს... იმედია რომ წელსაც კარგი ამინდი გვექნება..." - აღნიშნა სვანიძემ.

აბაშა

  • შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალი წლის პირველი კვირა უქმედ გამოაცხადა.

თათა ამბობს, რომ დასვენება ძალიან კარგი ინიციატივაა და მშობლებს თუ მეტი თავისუფალი დრო ექნებათ, ამაზე კარგ ადგილას ბავშვებს ვერ წაიყვანენ, აქვე გვპირდება, რომ ადგილზე სიურპრიზებით სავსე ღონისძიებები დახვდებათ.

"წელს პრემიერის დავალება იყო, რომ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში იყოს ერთნაირად კარგი, მრავალფეროვანი ღონისძიებები, არ აქვს მნიშვნელობა ქალაქის მასშტაბს, რადგან ჩვენი სურვილია, რომ ყველა თაობის ადამიანმა მიიღოს დიდი სიამოვნება..." - ამბობს თათა სვანიძე...