პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვილს ვზრდიდი ისე, როგორც მესმოდა... გგონიათ, მას მერე, რაც თავს დამატყდა, ომი მინდა?" - ინტერვიუ არჩილ ხოფერიასთან, რომელმაც ძმა აფხაზეთის, შვილი კი უკრაინის ომში დაკარგა
"შვილს ვზრდიდი ისე, როგორც მესმოდა... გგონიათ, მას მერე, რაც თავს დამატყდა, ომი მინდა?" - ინტერვიუ არჩილ ხოფერიასთან, რომელმაც ძმა აფხაზეთის, შვილი კი უკრაინის ომში დაკარგა

"ჯაბა კი­ევ­ში გა­ვი­ცა­ნი. მა­ნამ­დე მა­მა­მისს, არ­ჩილ ხო­ფე­რი­ას ვიც­ნობ­დი. აფხა­ზე­თის ომის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს წერ­და. აფხა­ზეთ­შიც იბ­რძო­და და ყველ­გან, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს დას­ჭირ­და. ძმა სწო­რედ აფხა­ზეთ­ში და­კარ­გა. უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლამ­დე შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე, მისი აზრი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ცდი­ლობ­და ჩემ­თვის უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა გა­და­ე­ფიქ­რე­ბი­ნა. ბო­ლოს მი­თხრა, ჩემი შვი­ლია იქო, და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც მომ­ცა. კი­ევ­ში, დახ­მა­რე­ბის პუნ­ქტში ვი­ყა­ვი, უცებ ვი­ღაც ორ­მეტ­რი­ა­ნი, ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი ბიჭი შე­მო­ვარ­და, ალე­კოო, ყვი­რო­და. გა­ო­ცე­ბულ­მა შევ­ხე­დე, სი­ცი­ლით მი­თხრა, აჩი­კოს შვი­ლი ვარო. გა­და­ვეხ­ვი­ეთ ერ­თმა­ნეთს, პუ­რიც გავ­ტე­ხეთ. ჯაბა უკ­რა­ი­ნულ და­ნა­ყოფ­ში იყო, მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ლე­გი­ონ­ში მოვ­ხვდი. სულ მი­რე­კავ­და და მკი­თხუ­ლობ­და. გა­ი­გო, რომ ჩემს და­ნა­ყოფ­ში ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო და სა­ჩუქ­რად გა­მო­მიგ­ზავ­ნა. ვინც ომ­შია ნამ­ყო­ფი, იცის, რო­გო­რი სა­ჩუ­ქა­რია ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი. ძა­ლი­ან მა­გა­რი მე­ო­მა­რი იყო, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ბრძო­ლა სა­დაც არის, იქ და­ი­ღუ­პა. ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებ... ძა­ლი­ან მა­გა­რი, ვაჟ­კა­ცი ბიჭი იყო, მე­თა­უ­რად და­ბა­დე­ბუ­ლი. მე რომ შემ­ხვდა, უკ­რა­ი­ნე­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ახ­ლდნენ, ისე უყუ­რებ­დნენ, რო­გორც ღმერ­თს“, - ასე იხ­სნებს უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ჯამ­ბუ­ლათ (ჯაბა) ხო­ფე­რი­ას ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი.

ჯაბა ხო­ფე­რია საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­ი­წამ­ლა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ლან­ჩხუთ­ში, სო­ფელ გვიმ­ბა­ლა­ურ­ში, მე­ო­მა­რი ბი­ძის, აფხა­ზე­თის ომში გმი­რუ­ლად და­ცე­მული ჯამ­ბუ­ლათ ხო­ფე­რი­ას გვერ­დით, სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს. მის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, სპორ­ტსმე­ნებ­მა და რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა.

არ­ჩილ ხო­ფე­რი­ას ძმა ჯამ­ბუ­ლა­თი

გარ­დაც­ვლი­ლი მებ­რძო­ლის მამა არ­ჩილ ხო­ფე­რია ის მე­ო­მა­რია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დღემ­დე ყვე­ბი­ან ლე­გენ­დებს. რთუ­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო შვილმკვდარ მა­მას­თან სა­უ­ბა­რის და­წყე­ბა... ან რო­გორ უნდა ჰკი­თხო ღმერ­თი­ვით შვი­ლის დამ­კარ­გავ მა­მას, რო­გორ არის, რას გრძნობს, რას ფიქ­რობს... თუმ­ცა, ბა­ტო­ნო არ­ჩი­ლი იმა­ზე ძლი­ე­რი, იმა­ზე უტე­ხი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა.

არ­ჩილ ხო­ფე­რია:

- შვილს ვზრი­დი­დი ისე, რო­გორც მეს­მო­და... ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი აღ­მოჩ­ნდა. იმა­ზე მეტი შე­ით­ვი­სა, ვიდ­რე მე ვას­წავ­ლე. ომის­თვის მზად იყო - მენ­ტა­ლუ­რა­დაც და ფი­ზი­კუ­რა­დაც. სა­უ­კე­თე­სო სიმ­ბი­ო­ზი აღ­მოჩ­ნდა. სხვას ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბაა, რაც დე­და­მი­წის ზურ­გზე ხდე­ბა. ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბი ვცდი­ლობთ, ადა­მი­ა­ნუ­რი ლო­გი­კით ავ­ხსნათ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ, აბა, რო­გორ უნდა ახ­სნა ადა­მი­ა­ნუ­რი ლო­გი­კით ის ამ­ბა­ვი, რომ დედ-მამა დარ­ჩა, შვი­ლი კი წა­ვი­და? არა, ამას ვერ ავ­ხსნით.

- პერ­სპექ­ტი­უ­ლი სპორ­ტსმე­ნი იყო, მაგ­რამ სამ­ხედ­რო გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და. არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გეთ, რო­დე­საც ომში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა?

- უბ­რა­ლო ქვე­ითს დიდი სამ­ხედ­რო გა­მო­ციდ­ლე­ბა არ სჭირ­დე­ბა, მთა­ვა­რია მენ­ტა­ლუ­რი მზა­ო­ბა. ის მე­ო­მა­რი იყო მენ­ტა­ლუ­რად. ეს არის მთა­ვა­რი! ან კი მე რო­გორ უნდა ჩავ­რე­უ­ლი­ყა­ვი მის საქ­მე­ში?! მხო­ლოდ რჩე­ვის მი­ცე­მა შე­მეძ­ლო. რა­ტომ არ ვურ­ჩიე შინ დარ­ჩე­ნა?! ეს რო­გორ უნდა მერ­ჩია, რო­დე­საც სწო­რედ ამი­სათ­ვის იწ­რთო­ბო­და?! უნდა ებ­რძო­ლა, რო­დე­საც სა­ჭი­რო მო­მენ­ტი დად­გე­ბო­და. ჰოდა, დად­გა სა­ჭი­რო მო­მენ­ტიც და ჯამ­ბუ­ლათ­მა იბ­რძო­ლა!

არ­ჩილ ხო­ფე­რი­ას შვი­ლი ჯამ­ბუ­ლათ უმ­ცრო­სი

- გული არ გტკი­ვათ, რო­დე­საც გეს­მით ლა­პა­რა­კი იმის შე­სა­ხებ, რომ ჩვენს ბი­ჭებს სხვის ომში არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ, რომ ისი­ნი ომის პარ­ტი­ის წევ­რებ­მა ომში ძა­ლით წა­იყ­ვა­ნეს, რომ მათ გმი­რო­ბას, თავ­გან­წირ­ვას სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მი­სად არ აფა­სე­ბენ?

- მე გულს უკვე ვე­ღა­რა­ფე­რი მატ­კენს. იმ უად­გი­ლოდ, უაზ­როდ ნათ­ქვამ სი­ტყვა­ზე კი ასე ვი­ტყვი - ქვეყ­ნის მარ­თველს მეტი და­ფიქ­რე­ბა მარ­თებს... როცა ომი და­ი­წყო, ჩემი შვი­ლი მი­უ­ნ­ჰენ­ში იყო. დი­ლის 9 სა­ათ­ზე და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ მი­დი­ო­და. მხო­ლოდ ის ვთხო­ვე, ვარ­შა­ვა­ში დამ­ლო­დე­ბო­და, მაგ­რამ არ და­მე­ლო­და... კი­ევ­ში მა­შინ ჩა­ვი­და, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო დე­და­ქა­ლა­ქის და­ცე­მას, მის დამ­ცვე­ლებს კი სიკ­ვდილს უქად­და... ჯამ­ბუ­ლა­თი არა­ვის წა­უყ­ვა­ნია. ან კი რა გვჭირს ჩვენ ვინ­მეს წა­საყ­ვა­ნი?! მას თა­ვი­სი კა­ცუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აწუ­ხებ­და და მისი გზა ჰქონ­და, რა­ზეც ვფიქ­რობ, რომ პი­რუთ­ვნე­ლად იარა. უბე­დუ­რე­ბა გვჭირს ქარ­თვე­ლებს, რუ­სე­ბის ორას­წლი­ან­მა ბა­ტო­ნო­ბამ პა­რა­ზი­ტე­ბად გვაქ­ცია. და­ირ­ღვა ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სხე­უ­ლი. ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წილს ჯერ კი­დევ არ ეს­მის რა ხდე­ბა, რა გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ და რა შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვე­მარ­თოს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ებ­რა­ე­ლი, რო­მე­ლიც არაბს გა­ა­მარ­თლებს, ან პი­რი­ქით არა­ბი წარ­მო­იდ­გენთ, რო­მე­ლიც ებ­რა­ელს გა­ა­მარ­თლებს. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მეს­მის მაგ ადა­მი­ა­ნე­ბის, არც გან­ვი­კი­თხავ. ჯერ ერთი, უფ­ლე­ბა არ მაქვს, მერე კი­დევ, აზ­რიც არ აქვს. ჩემს შვილს კარ­გად ეს­მო­და, რაც ხდე­ბო­და, რა ძა­ლე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს და რის გამო. ეს სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა იმის­თვის, რომ ებ­რძო­ლა და დამ­დგა­რი­ყო იქ, სა­დაც იდგა.

- თქვენ არ მო­ი­წო­ნეთ, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გლო­ვის ნიშ­ნად, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი ნაძ­ვის ხე არ უნდა ან­თე­ბუ­ლი­ყო...

- მე­ომ­რის გზა რთუ­ლია, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იყო მე­ო­მა­რი, ეს ორ­მა­გად რთუ­ლია, იმი­ტომ, რომ, რო­დე­საც შენ ღმერ­თის ხელი გი­ფა­რავს, ხოლო შენი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი მიჰ­ყავს, ტკი­ვი­ლი გა­უ­საძ­ლი­სი ხდე­ბა. იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ, ეს ტკი­ვი­ლი სა­ჭურ­ველ­თან ერ­თად ატა­რო. თუმ­ცა, ყვე­ლა მე­ო­მარ­მა იცის, რომ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ზუს­ტად ამის­თვის იღუ­პე­ბი­ან ისი­ნი და ამი­ტომ! შე­სა­ბა­მი­სად, ნაძ­ვის ხე კი­დე­ვაც უნდა და­იდ­გას და კი­დე­ვაც უნდა გა­ნათ­დეს. რა­მე­თუ ბავ­შვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი კი ბავ­შვე­ბია... ქა­ლა­ქიც გა­ნა­თე­ბუ­ლი უნდა იყოს და ხალ­ხიც ზე­ი­მობ­დეს, ვი­საც ეზე­ი­მე­ბა. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ მწუხ­რი და სი­ხა­რუ­ლი გვერ­დიგ­ვერდ არი­ან და იზე­ი­მონ ადა­მი­ა­ნებ­მა, იმე­დი არ და­კარ­გონ... თბი­ლი­სი კი დე­და­ქა­ლა­ქია და არ სჭირ­დე­ბა სა­ხე­ლის გა­და­კე­თე­ბა მშვი­დო­ბის ქა­ლა­ქად. იცო­დეთ, მე­ომ­რე­ბი წა­სუ­ლე­ბიც და ისი­ნიც ვინც დარ­ჩა, იდ­გე­ბი­ან თა­ვი­ანთ ტკი­ვილ­თან და სა­ჭურ­ველ­თან ერ­თად, ფა­რად, რათა იცო­ცხლოს სა­ქარ­თვე­ლომ და ცხოვ­რე­ბა გაგ­რძელ­დეს...

ჯამ­ბუ­ლათ ხო­ფე­რია და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში

- თქვენ­ვის, რო­გორ მე­ომ­რის­თვის, ომში და­ცე­მუ­ლი ძმი­სა და შვი­ლის პატ­რო­ნის­თვის, რო­გო­რი მო­სას­მე­ნია ნა­რა­ტი­ვი - "აბა ომი გინ­დათ?“

- თქვენ გგო­ნი­ათ, იმ ყვე­ლაფ­რის მერე რაც თავს და­მა­ტყდა, ომი მინ­და?! არა, არ მინ­და ომი, სა­ქარ­თვე­ლო­ში! ომის არ ეში­ნია იმ ხალ­ხს, ვინც ემ­ზა­დე­ბა ომის­თვის. ჩვენ ახლა უნდა გვე­ში­ნო­დეს ომის! დიახ, ახლა ჩვენ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. მე არ ვარ ომის მომ­ხრე, არც ჩემი შვი­ლი იყო ომის მომ­ხრე. ამი­ტო­მაც იბ­რძო­და უკ­რა­ი­ნა­ში. კარ­გად ეს­მო­და იმ საფრ­თხის, რაც შე­იძ­ლე­ბა ომმა თავს და­ა­ტე­ხოს, მო­უმ­ზა­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფოს, მო­უმ­ზა­დე­ბელ ჯარს, მო­უმ­ზა­დე­ბელ ერს. მე რომ ვარ ომის­თვის მზად, ეგ არა­ფერს არ ნიშ­ნავს, სა­ხელ­მწი­ფო არ არის მზად. უკ­რა­ი­ნა იმი­ტომ უძ­ლებს ამ­დენს, რომ ელი­ტებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ებ­რძო­ლათ...

- თქვენ "ფე­ის­ბუქ­ზე" ასე­თი რამ და­წე­რეთ, "ვე­ღარ და­ა­ჯა­ხებ შენ დრონს კრემლს, მამა, მაგ­რამ მე მა­ინც ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნაა აქ ამ სამ­ყა­რო­ში“. რას ელით, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი?

- ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩვენს გა­სა­კე­თე­ბელს სხვა ვერ გა­ა­კე­თებს. უკ­რა­ი­ნამ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში უკ­რა­ი­ნა, რო­გორც ერი, აღარ იარ­სე­ბებს.

- "ქარ­თულ­მა ლე­გი­ონ­მა“ ჯამ­ბუ­ლა­თის გამო შური იძია, ჩა­ა­ტა­რა სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი, რომ­ლის დრო­საც 11 ვაგ­ნე­რე­ლი და რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი, რუ­სუ­ლი სა­ო­მა­რი ტექ­ნი­კა გა­ა­ნად­გუ­რეს. "ლე­გი­ო­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბის რაზმმა ეს ოპე­რა­ცია ომში გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ჯამ­ბუ­ლათ ხო­ფე­რი­ას და ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის სა­ხელ­ზე ჩა­ა­ტა­რა. დაე, გა­ი­გოს მტერ­მაც და ყვე­ლამ რომ ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის სის­ხლი არა­ვის არას­დროს შერ­ჩე­ბა. დი­დე­ბა ჩვენს ჯიშს, დი­დე­ბა ჩვენს სის­ხლს, დი­დე­ბა უფალს, გა­უ­მარ­ჯოს ღირ­სე­ბას!“ - და­წე­რეს ლე­გი­ო­ნე­რებ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე. ამ ამ­ბავ­მა ოდ­ნავ მა­ინც თუ მოგგვა­რათ შვე­ბა?

- ჩემი შვე­ბა აქ არა­ფე­რი შუ­ა­შია. ეს იყო სა­მარ­თლი­ა­ნი შუ­რის­ძი­ე­ბა, მომ­ხდურ­ზე. ამას ითხოვ­და ჩვე­ნა­გან არა მარ­ტო ღირ­სე­ბის კო­დექ­სი, არა­მედ სამ­ხედ­რო აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ერთი ქარ­თვე­ლის მარ­ჯვე­ნის მა­გივ­რად, მტრის ათ მარ­ჯვე­ნას აჭე­დებ­და დი­რე­ზე. ამას აკე­თებ­და ქარ­თვე­ლი, რათა მტერს მუდ­მი­ვად სცოდ­ნო­და, ქარ­თვე­ლის სის­ხლი ძვი­რად ფა­სობს... სა­ქარ­თვე­ლო­ში, ადრე ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯა­ხის გარ­და, პა­სუხს აგებ­დნენ გვა­რის, სოფ­ლი­სა თუ ხე­ო­ბის წი­ნა­შე. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ო­ბა, სო­ფე­ლი, გვა­რი ადა­მი­ანს იცავ­და და მას­ზე აგებ­და პა­სუხს. დღეს ეს მოშ­ლი­ლია, ქარ­თვე­ლი კაცი მარ­ტოა დარ­ჩე­ნი­ლი. რაც მას და მის ოჯახს შე­ემ­თხვე­ვა, მხო­ლოდ მისი პრობ­ლე­მაა. სა­ხელ­მწი­ფო უარს ამ­ბობს სა­მარ­თლი­ან შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე და შე­დე­გიც შე­სა­ბა­მი­სი მი­ვი­ღეთ. ხომ ხე­დავთ, ოთხო­ზო­რია მოგ­ვიკ­ლეს, ხმა არ ამო­ვი­ღეთ, მერე ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი მოგ­ვიკ­ლეს და ისევ არ ამო­ვი­ღეთ ხმა. არ შე­იძ­ლე­ბა ასე, ქარ­თულ სის­ხლს ფასი და­ე­კარ­გა. იმე­დი მაქვს, მოვა დრო და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­მარ­თლი­ან შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე უარს აღარ იტყვის და უსა­მარ­თლოდ და­ჩაგ­რუ­ლი ყვე­ლა ქარ­თვე­ლის და­სა­ცა­ვად იბ­რძო­ლებს და მოს­თხოვს დამ­ნა­შა­ვეს პა­სუხს...

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

  • აფხა­ზე­თი ომის დროს ჩა­წე­რი­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მელ­შიც არ­ჩილ ხო­ფე­რია სა­უბ­რობ

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
18

შესაძლოა არსებული ხელისუფლება არ მოგწონდეს მაგრამ როცა მონაწილეობას იღებ კანონიერი ხელისუფლების სამხედრო გზით დამხობაში პატრიოტი ვერ იქნები. საინტერესოა რამდენი ქართველი ეყოლება მოკლული იქნებ ესეც კითხოთ.

zurabi
16

მე ვფიქრიბ ყველა ყოფილ პუტჩისტს უნდა უთვალთვალოს სუსმა .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"შვილს ვზრდიდი ისე, როგორც მესმოდა... გგონიათ, მას მერე, რაც თავს დამატყდა, ომი მინდა?" - ინტერვიუ არჩილ ხოფერიასთან, რომელმაც ძმა აფხაზეთის, შვილი კი უკრაინის ომში დაკარგა

"შვილს ვზრდიდი ისე, როგორც მესმოდა... გგონიათ, მას მერე, რაც თავს დამატყდა, ომი მინდა?" - ინტერვიუ არჩილ ხოფერიასთან, რომელმაც ძმა აფხაზეთის, შვილი კი უკრაინის ომში დაკარგა

"ჯაბა კიევში გავიცანი. მანამდე მამამისს, არჩილ ხოფერიას ვიცნობდი. აფხაზეთის ომის შესახებ ძალიან საინტერესო ამბებს წერდა. აფხაზეთშიც იბრძოდა და ყველგან, სადაც საქართველოს დასჭირდა. ძმა სწორედ აფხაზეთში დაკარგა. უკრაინაში წასვლამდე შეხვედრა ვთხოვე, მისი აზრი მაინტერესებდა. ცდილობდა ჩემთვის უკრაინაში წასვლა გადაეფიქრებინა. ბოლოს მითხრა, ჩემი შვილია იქო, და ტელეფონის ნომერიც მომცა. კიევში, დახმარების პუნქტში ვიყავი, უცებ ვიღაც ორმეტრიანი, ავტომატიანი ბიჭი შემოვარდა, ალეკოო, ყვიროდა. გაოცებულმა შევხედე, სიცილით მითხრა, აჩიკოს შვილი ვარო. გადავეხვიეთ ერთმანეთს, პურიც გავტეხეთ. ჯაბა უკრაინულ დანაყოფში იყო, მე საერთაშორისო ლეგიონში მოვხვდი. სულ მირეკავდა და მკითხულობდა. გაიგო, რომ ჩემს დანაყოფში ჯავშანჟილეტების ნაკლებობა იყო და საჩუქრად გამომიგზავნა. ვინც ომშია ნამყოფი, იცის, როგორი საჩუქარია ჯავშანჟილეტი. ძალიან მაგარი მეომარი იყო, ყველაზე მაგარი ბრძოლა სადაც არის, იქ დაიღუპა. ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძალიან მაგარი, ვაჟკაცი ბიჭი იყო, მეთაურად დაბადებული. მე რომ შემხვდა, უკრაინელი თანამებრძოლები ახლდნენ, ისე უყურებდნენ, როგორც ღმერთს“, - ასე იხსნებს უკრაინაში მებრძოლ ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას ალეკო ელისაშვილი.

ჯაბა ხოფერია საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, მეომარი ბიძის, აფხაზეთის ომში გმირულად დაცემული ჯამბულათ ხოფერიას გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალეს. მის ხსოვნას პატივი მიაგეს თანამებრძოლებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

არჩილ ხოფერიას ძმა ჯამბულათი

გარდაცვლილი მებრძოლის მამა არჩილ ხოფერია ის მეომარია, რომლის შესახებაც დღემდე ყვებიან ლეგენდებს. რთული, ძალიან რთული იყო შვილმკვდარ მამასთან საუბარის დაწყება... ან როგორ უნდა ჰკითხო ღმერთივით შვილის დამკარგავ მამას, როგორ არის, რას გრძნობს, რას ფიქრობს... თუმცა, ბატონო არჩილი იმაზე ძლიერი, იმაზე უტეხი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

არჩილ ხოფერია:

- შვილს ვზრიდიდი ისე, როგორც მესმოდა... ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა. იმაზე მეტი შეითვისა, ვიდრე მე ვასწავლე. ომისთვის მზად იყო - მენტალურადაც და ფიზიკურადაც. საუკეთესო სიმბიოზი აღმოჩნდა. სხვას ვერაფერს ვიტყვი, ყველაფერი ღვთის ნებაა, რაც დედამიწის ზურგზე ხდება. ზოგჯერ ადამიანები ვცდილობთ, ადამიანური ლოგიკით ავხსნათ ყველაფერი, მაგრამ, აბა, როგორ უნდა ახსნა ადამიანური ლოგიკით ის ამბავი, რომ დედ-მამა დარჩა, შვილი კი წავიდა? არა, ამას ვერ ავხსნით.

- პერსპექტიული სპორტსმენი იყო, მაგრამ სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. არ შეეწინააღმდეგეთ, როდესაც ომში წასვლა გადაწყვიტა?

- უბრალო ქვეითს დიდი სამხედრო გამოციდლება არ სჭირდება, მთავარია მენტალური მზაობა. ის მეომარი იყო მენტალურად. ეს არის მთავარი! ან კი მე როგორ უნდა ჩავრეულიყავი მის საქმეში?! მხოლოდ რჩევის მიცემა შემეძლო. რატომ არ ვურჩიე შინ დარჩენა?! ეს როგორ უნდა მერჩია, როდესაც სწორედ ამისათვის იწრთობოდა?! უნდა ებრძოლა, როდესაც საჭირო მომენტი დადგებოდა. ჰოდა, დადგა საჭირო მომენტიც და ჯამბულათმა იბრძოლა!

არჩილ ხოფერიას შვილი ჯამბულათ უმცროსი

- გული არ გტკივათ, როდესაც გესმით ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჩვენს ბიჭებს სხვის ომში არაფერი ესაქმებათ, რომ ისინი ომის პარტიის წევრებმა ომში ძალით წაიყვანეს, რომ მათ გმირობას, თავგანწირვას საკუთარ ქვეყანაში შესაბამისად არ აფასებენ?

- მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს. იმ უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე კი ასე ვიტყვი - ქვეყნის მართველს მეტი დაფიქრება მართებს... როცა ომი დაიწყო, ჩემი შვილი მიუნჰენში იყო. დილის 9 საათზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა. მხოლოდ ის ვთხოვე, ვარშავაში დამლოდებოდა, მაგრამ არ დამელოდა... კიევში მაშინ ჩავიდა, როდესაც მთელი მსოფლიო დედაქალაქის დაცემას, მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა... ჯამბულათი არავის წაუყვანია. ან კი რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი?! მას თავისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზეც ვფიქრობ, რომ პირუთვნელად იარა. უბედურება გვჭირს ქართველებს, რუსების ორასწლიანმა ბატონობამ პარაზიტებად გვაქცია. დაირღვა ჩვენი ეროვნული სხეული. ქართველების ნაწილს ჯერ კიდევ არ ესმის რა ხდება, რა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და რა შეიძლება დაგვემართოს. წარმოიდგინეთ ებრაელი, რომელიც არაბს გაამართლებს, ან პირიქით არაბი წარმოიდგენთ, რომელიც ებრაელს გაამართლებს. სიმართლე რომ გითხრათ, მესმის მაგ ადამიანების, არც განვიკითხავ. ჯერ ერთი, უფლება არ მაქვს, მერე კიდევ, აზრიც არ აქვს. ჩემს შვილს კარგად ესმოდა, რაც ხდებოდა, რა ძალები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და რის გამო. ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ებრძოლა და დამდგარიყო იქ, სადაც იდგა.

- თქვენ არ მოიწონეთ, ქართული საზოგადოების ნაწილის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, გლოვის ნიშნად, თბილისის მთავარი ნაძვის ხე არ უნდა ანთებულიყო...

- მეომრის გზა რთულია, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია. მთელი ცხოვრება იყო მეომარი, ეს ორმაგად რთულია, იმიტომ, რომ, როდესაც შენ ღმერთის ხელი გიფარავს, ხოლო შენი თანამებრძოლები მიჰყავს, ტკივილი გაუსაძლისი ხდება. იძულებული ხარ, ეს ტკივილი საჭურველთან ერთად ატარო. თუმცა, ყველა მეომარმა იცის, რომ ცხოვრება გრძელდება. ზუსტად ამისთვის იღუპებიან ისინი და ამიტომ! შესაბამისად, ნაძვის ხე კიდევაც უნდა დაიდგას და კიდევაც უნდა განათდეს. რამეთუ ბავშვებს ძალიან უყვართ. ჩვენი მომავალი კი ბავშვებია... ქალაქიც განათებული უნდა იყოს და ხალხიც ზეიმობდეს, ვისაც ეზეიმება. რატომ? იმიტომ, რომ მწუხრი და სიხარული გვერდიგვერდ არიან და იზეიმონ ადამიანებმა, იმედი არ დაკარგონ... თბილისი კი დედაქალაქია და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად. იცოდეთ, მეომრები წასულებიც და ისინიც ვინც დარჩა, იდგებიან თავიანთ ტკივილთან და საჭურველთან ერთად, ფარად, რათა იცოცხლოს საქართველომ და ცხოვრება გაგრძელდეს...

ჯამბულათ ხოფერია და ალეკო ელისაშვილი უკრაინაში

- თქვენვის, როგორ მეომრისთვის, ომში დაცემული ძმისა და შვილის პატრონისთვის, როგორი მოსასმენია ნარატივი - "აბა ომი გინდათ?“

- თქვენ გგონიათ, იმ ყველაფრის მერე რაც თავს დამატყდა, ომი მინდა?! არა, არ მინდა ომი, საქართველოში! ომის არ ეშინია იმ ხალხს, ვინც ემზადება ომისთვის. ჩვენ ახლა უნდა გვეშინოდეს ომის! დიახ, ახლა ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე არ ვარ ომის მომხრე, არც ჩემი შვილი იყო ომის მომხრე. ამიტომაც იბრძოდა უკრაინაში. კარგად ესმოდა იმ საფრთხის, რაც შეიძლება ომმა თავს დაატეხოს, მოუმზადებელ სახელმწიფოს, მოუმზადებელ ჯარს, მოუმზადებელ ერს. მე რომ ვარ ომისთვის მზად, ეგ არაფერს არ ნიშნავს, სახელმწიფო არ არის მზად. უკრაინა იმიტომ უძლებს ამდენს, რომ ელიტებმა გადაწყვიტეს, ებრძოლათ...

- თქვენ "ფეისბუქზე" ასეთი რამ დაწერეთ, "ვეღარ დააჯახებ შენ დრონს კრემლს, მამა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, ყველაფერი წინაა აქ ამ სამყაროში“. რას ელით, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი?

- ჩვენი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა, როგორც ერი, აღარ იარსებებს.

- "ქართულმა ლეგიონმა“ ჯამბულათის გამო შური იძია, ჩაატარა სპეცოპერაციები, რომლის დროსაც 11 ვაგნერელი და რამდენიმე ათეული, რუსული საომარი ტექნიკა გაანადგურეს. "ლეგიონის სპეცოპერაციების რაზმმა ეს ოპერაცია ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას და ქართველი მეომრების სახელზე ჩაატარა. დაე, გაიგოს მტერმაც და ყველამ რომ ქართველი მეომრების სისხლი არავის არასდროს შერჩება. დიდება ჩვენს ჯიშს, დიდება ჩვენს სისხლს, დიდება უფალს, გაუმარჯოს ღირსებას!“ - დაწერეს ლეგიონერებმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ამ ამბავმა ოდნავ მაინც თუ მოგგვარათ შვება?

- ჩემი შვება აქ არაფერი შუაშია. ეს იყო სამართლიანი შურისძიება, მომხდურზე. ამას ითხოვდა ჩვენაგან არა მარტო ღირსების კოდექსი, არამედ სამხედრო აუცილებლობა, ჩვენი წინაპრები ერთი ქართველის მარჯვენის მაგივრად, მტრის ათ მარჯვენას აჭედებდა დირეზე. ამას აკეთებდა ქართველი, რათა მტერს მუდმივად სცოდნოდა, ქართველის სისხლი ძვირად ფასობს... საქართველოში, ადრე ადამიანები ოჯახის გარდა, პასუხს აგებდნენ გვარის, სოფლისა თუ ხეობის წინაშე. შესაბამისად, ხეობა, სოფელი, გვარი ადამიანს იცავდა და მასზე აგებდა პასუხს. დღეს ეს მოშლილია, ქართველი კაცი მარტოა დარჩენილი. რაც მას და მის ოჯახს შეემთხვევა, მხოლოდ მისი პრობლემაა. სახელმწიფო უარს ამბობს სამართლიან შურისძიებაზე და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ხომ ხედავთ, ოთხოზორია მოგვიკლეს, ხმა არ ამოვიღეთ, მერე ტატუნაშვილი მოგვიკლეს და ისევ არ ამოვიღეთ ხმა. არ შეიძლება ასე, ქართულ სისხლს ფასი დაეკარგა. იმედი მაქვს, მოვა დრო და ქართული სახელმწიფო სამართლიან შურისძიებაზე უარს აღარ იტყვის და უსამართლოდ დაჩაგრული ყველა ქართველის დასაცავად იბრძოლებს და მოსთხოვს დამნაშავეს პასუხს...

ავტორი: ხათუნა ბახტურიძე

  • აფხაზეთი ომის დროს ჩაწერილი ვიდეოკადრები, რომელშიც არჩილ ხოფერია საუბრობ