პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მტანჯველი თამაში აღმოჩნდა..." - მსოფლიო ჩემპიონები თამაშის შემდგომ ემოციებზე ლაპარაკობენ
"ეს მტანჯველი თამაში აღმოჩნდა..." - მსოფლიო ჩემპიონები თამაშის შემდგომ ემოციებზე ლაპარაკობენ

2022 წლის ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გა­მარ­ჯვე­ბულ არ­გენ­ტი­ნის გუნდს იმა­ზე მეტი ოფ­ლის დაღ­ვრა მო­უ­წია თა­მაშ­ში, ვიდ­რე მა­ყუ­რე­ბელს წარ­მო­ედ­გი­ნა. გუნ­დმა, 36-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ, დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად მო­ი­პო­ვა ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი, რა­მაც გა­მარ­ჯვე­ბა, მათ­თვი­საც და მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რის­თვი­საც, ორ­მა­გად ტკბი­ლი გა­ხა­და.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მის მი­წუ­რულს, არ­გენ­ტი­ნე­ლე­ბი გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, რად­გან მათი ნაკ­რე­ბი 2:0-ს უგებ­და საფ­რან­გეთს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სი­ხა­რუ­ლი ნა­ად­რე­ვი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­მა სა­თა­ნა­დო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, წა­მო­ე­წია არ­გენ­ტი­ნას და მატ­ჩის და­მა­თე­ბით დრო­ში ან­გა­რი­შით: 3:3 დას­რულ­და, მისი ბედი კი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ამ გა­და­წყვი­ტა.

"ეს მტან­ჯვე­ლი თა­მა­ში აღ­მოჩ­ნდა. ორი უაზ­რო დარ­ტყმა და საფ­რან­გეთ­მა ქუ­ლე­ბი გაგ­ვი­თა­ნაბ­რა. როცა კი­დევ ერთი პე­ნალ­ტი მის­ცეს მათ, ისევ გა­ი­ტა­ნეს გოლი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ბო­ლოს, რა­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი და რაც ჩემი გა­სა­კე­თებ­ლი იყო, გა­ვა­კე­თე... ასეთ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი. პე­ნალ­ტე­ბის დროს მშვი­დად ვი­ყა­ვი“, - უზი­ა­რებს Reuter-ს საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­თან თა­მა­შის შემ­დგომ ემო­ცი­ებს არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის მე­კა­რე, ემი­ლი­ა­ნო მარ­ტი­ნე­სი.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის­თვის, ლი­ო­ნელ სკა­ლო­ნის­თვის კი ცრემ­ლე­ბის შე­კა­ვე­ბაც რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა: "არ მჯე­რა, რომ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ თა­მაშ­ში ამ­დე­ნი სირ­თუ­ლის გა­და­ტა­ნა მოგ­ვი­წია. და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც კია, მაგ­რამ ეს გუნ­დი ყვე­ლა­ფერს მზად ხვდე­ბა. ვა­მა­ყობ, მათი მუ­შა­ო­ბით. მინ­და, ხალ­ხს ვუ­თხრა, რომ დატ­კბ­ნენ ამ მოვ­ლე­ნით, ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტია“, - აცხა­დებს სკა­ლო­ნი.

არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა და კა­პი­ტან­მა მე­სიმ, რო­მელ­მაც 120 წუთ­ში ორ­ჯერ მო­ა­ხერ­ხა გო­ლის გა­ტა­ნა, კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

"ეს არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ვიწ­ვა­ლეთ, მაგ­რამ ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი იყო. წინა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი და­ვა­მარ­ცხეთ. ამ სი­ხა­რულს სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ. ვა­მა­ყობ, რომ არ­გენ­ტი­ნა­ში და­ვი­ბა­დე და რომ დღეს ჩვენ მსოფ­ლი­ო­ში ნო­მერ პირ­ვე­ლე­ბი ვართ", - გა­ნა­ცხა­და არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბის მცველ­მა, როდ­რი­გო დე პოლ­მა.

წყა­რო: reuters

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
გიორგი
19

დიდი ფარსი!!!! ფიფა მაფიოზურია!!!! ფეხბურთი ცირკის სანახაობას დაამსგავსეს!!!

"ეს მტანჯველი თამაში აღმოჩნდა..." - მსოფლიო ჩემპიონები თამაშის შემდგომ ემოციებზე ლაპარაკობენ

"ეს მტანჯველი თამაში აღმოჩნდა..." - მსოფლიო ჩემპიონები თამაშის შემდგომ ემოციებზე ლაპარაკობენ

2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულ არგენტინის გუნდს იმაზე მეტი ოფლის დაღვრა მოუწია თამაშში, ვიდრე მაყურებელს წარმოედგინა. გუნდმა, 36-წლიანი ლოდინის შემდეგ, დიდი ძალისხმევის შედეგად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, რამაც გამარჯვება, მათთვისაც და მილიონობით გულშემატკივრისთვისაც, ორმაგად ტკბილი გახადა.

პირველი ტაიმის მიწურულს, არგენტინელები გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებოდნენ, რადგან მათი ნაკრები 2:0-ს უგებდა საფრანგეთს. მიუხედავად ამისა, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან საფრანგეთის ნაკრებმა სათანადო წინააღმდეგობა გაუწია, წამოეწია არგენტინას და მატჩის დამათებით დროში ანგარიშით: 3:3 დასრულდა, მისი ბედი კი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

"ეს მტანჯველი თამაში აღმოჩნდა. ორი უაზრო დარტყმა და საფრანგეთმა ქულები გაგვითანაბრა. როცა კიდევ ერთი პენალტი მისცეს მათ, ისევ გაიტანეს გოლი. მადლობა ღმერთს, რომ ბოლოს, რაზეც ვოცნებობდი და რაც ჩემი გასაკეთებლი იყო, გავაკეთე... ასეთ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერც ვიოცნებებდი. პენალტების დროს მშვიდად ვიყავი“, - უზიარებს Reuter-ს საფრანგეთის ნაკრებთან თამაშის შემდგომ ემოციებს არგენტინის ნაკრების მეკარე, ემილიანო მარტინესი.

გამარჯვებული ნაკრების მწვრთნელისთვის, ლიონელ სკალონისთვის კი ცრემლების შეკავებაც რთული აღმოჩნდა: "არ მჯერა, რომ ამ არაჩვეულებრივ თამაშში ამდენი სირთულის გადატანა მოგვიწია. დაუჯერებელიც კია, მაგრამ ეს გუნდი ყველაფერს მზად ხვდება. ვამაყობ, მათი მუშაობით. მინდა, ხალხს ვუთხრა, რომ დატკბნენ ამ მოვლენით, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია“, - აცხადებს სკალონი.

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა და კაპიტანმა მესიმ, რომელმაც 120 წუთში ორჯერ მოახერხა გოლის გატანა, კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა.

"ეს არასდროს დამავიწყდება. ვიწვალეთ, მაგრამ ჩვენი გამარჯვება დამსახურებული იყო. წინა მსოფლიო ჩემპიონები დავამარცხეთ. ამ სიხარულს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ვამაყობ, რომ არგენტინაში დავიბადე და რომ დღეს ჩვენ მსოფლიოში ნომერ პირველები ვართ", - განაცხადა არგენტინის ნაკრების მცველმა, როდრიგო დე პოლმა.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა