სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბორჯომი" დევიდ კომასთან თანამშრომლობით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის ახალ, ლიმიტირებულ სერიას წარმოგიდგენთ
"ბორჯომი" დევიდ კომასთან თანამშრომლობით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის ახალ, ლიმიტირებულ სერიას წარმოგიდგენთ

მა­ცო­ცხლე­ბე­ლი წყა­ლი, ცო­ცხა­ლი ლე­გენ­და!

ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი - "ბორ­ჯო­მი", წინა სა­ა­ხალ­წლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, „ბორ­ჯო­მის“ ქი­ლის ლი­მი­ტი­რე­ბულ შე­ფუთ­ვას სთა­ვა­ზობს. ახა­ლი დი­ზა­ი­ნი მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ ქარ­თველ დი­ზა­ი­ნერ­თან - დე­ვიდ კო­მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ექ­სკლუ­ზი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, შე­იქ­მნა. „ბორ­ჯო­მის“ ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვის შე­საქ­მნე­ლად, დე­ვიდ კო­მას­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ სა­ქარ­თვე­ლოს უდი­დე­სი მე­ფის, თა­მარ მე­ფის სამ­კა­უ­ლი იქცა.

ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ორ ბრენ­დს - BORJOMI X DAVID KOMA სურ­და, რომ შექ­მნი­ლი­ყო ისე­თი ვი­ზუ­ა­ლი, რო­მე­ლიც ჩვენს ის­ტო­რი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ასა­ხავ­და. „ბორ­ჯო­მის“ ქი­ლის შე­ფუთ­ვა­ში, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია „ბორ­ჯო­მის“ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი მწვა­ნე ფერი, ბრენ­დის სიმ­ბო­ლო ირე­მი და დე­ვიდ კო­მას­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ბრჭყვი­ა­ლა ელე­მენ­ტე­ბი.

ვახ­ტანგ ან­თა­ძე, ბრენდ „ბორ­ჯო­მის“ გლო­ბა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

„„ბორ­ჯო­მი“ არის ცო­ცხა­ლი ლე­გენ­და! ვა­მა­ყობთ, არა­ერთ ლე­გენ­დას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ის­ტო­რი­ით, რო­მე­ლიც დე­ვიდ კო­მას­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ით გრძელ­დე­ბა. „ბორ­ჯო­მი“ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით დე­ვიდ კომა ასე­ვე აც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს მსოფ­ლი­ოს. „ბორ­ჯომ­სა“ და დე­ვიდ კო­მას ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა აერ­თი­ა­ნებთ, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ მას­თან გვე­თა­ნამ­შრომ­ლა და ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, დე­ვიდ კო­მას მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შე­ექ­მნა დი­ზა­ი­ნი, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს ბრენ­დის ქარ­თულ იდენ­ტო­ბას.“

ირი­ნა კე­ი­დია, IDS ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი:

„BORJOMI X DAVID KOMA - ეს კო­ლა­ბო­რა­ცია სიმ­ბო­ლუ­რია და ვფიქ­რობ კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას დი­ზა­ი­ნერ­თან, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და და შემ­დეგ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო. დე­ვიდ კო­მამ, ექ­სკლუ­ზი­უ­რად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის შექ­მნა „ბორ­ჯო­მის“ ქი­ლის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვა, რო­მე­ლიც თა­რო­ებ­ზე უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია. ქი­ლის დი­ზა­ინ­ში, „ბორ­ჯო­მის“ მთა­ვარ სიმ­ბო­ლოს­თან - ირემ­თან ერ­თად, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი იკო­ნოგ­რა­ფი­ის კლა­სი­კუ­რი ელე­მენ­ტე­ბი. „ბორ­ჯო­მი“ დღე­სას­წა­უ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ჩვენც ერ­თგვარ ტრა­დი­ცი­ად ვაქ­ცი­ეთ, წინა სა­ა­ხალ­წლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბა.“

მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი - დე­ვიდ კომა, იგი­ვე და­ვით კო­მა­ხი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, ამ­ჟა­მად ის ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს. უკვე წლე­ბია მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი მსოფ­ლიო მო­დის ინ­დუსტრი­ამ აღი­ა­რა. მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ხელ­წე­რა, ქა­ლის სი­ლუ­ე­ტით შთა­გო­ნე­ბუ­ლი სკულპ­ტუ­რუ­ლი ფორ­მე­ბი, დახ­ვე­წი­ლი და ელე­გან­ტუ­რი სა­მო­სი - ეს დე­ვიდ კო­მას შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვა­რი და უც­ვლე­ლი ხა­ზია. ლონ­დო­ნის პრეს­ტი­ჟუ­ლი მო­დის სას­წავ­ლებ­ლის - Central Saint Martins-ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დე­ვიდ კო­მამ თა­ვი­სი ბრენ­დი და­ა­ფუძნა და მას შემ­დეგ, ლონ­დო­ნის მო­დის კვი­რე­უ­ლის მო­ნა­წი­ლეა. არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დე­ვიდ კომა სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­შირს არ წყვეტს.

დე­ვიდ კომა, დი­ზა­ი­ნე­რი

„„ბორ­ჯო­მი“ და სა­ქარ­თვე­ლო უკვე გა­ნუ­ყო­ფე­ლია. ქარ­თვე­ლე­ბი, სა­დაც არ უნდა ვი­ყოთ და რა­საც არ უნდა ვქმნი­დეთ, ყო­ველ­თვის ვი­აზ­რებთ, რომ ჩვე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებ­თან ერ­თად, უნდა პა­სუ­ხობ­დეს ჩვენს იდენ­ტო­ბას - თუ სა­ი­დან მოვ­დი­ვართ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ ვცხოვ­რობ, ვა­მა­ყობ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ. ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გან­ვი­ხი­ლავ, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას - და­ვუბ­რუნ­დე ჩემს ფეს­ვებს. ეს ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვა­ცაა, რომ წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო უკვე ის­ტო­რი­ად ქცე­უ­ლი პრო­დუქ­ტის დი­ზა­ი­ნის შექ­მნა­ში, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი წე­ლია მიყ­ვარს.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, ფოლკ­ლო­რი და კულ­ტუ­რა ყო­ველ­თვის იყო ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. ამ­ჯე­რად კი, ინ­სპი­რა­ცია თა­მარ მე­ფის სა­მე­ფო სამ­კა­უ­ლია. ნა­მუ­შევ­რებ­ში ხში­რად ვი­ყე­ნებ ბრჭყვი­ა­ლა ელე­მენ­ტებს, სწო­რედ ამი­ტომ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ჩავ­თვა­ლე, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ბუ­ნებ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბა. მსმე­ნია ლე­გენ­და ირემ­ზე, რო­მელ­მაც „ბორ­ჯო­მის“ უნი­კა­ლუ­რი წყა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამი­ტომ, შე­ფუთ­ვა­ში ეს ის­ტო­რი­აც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე. ბრენ­დის გა­ნუ­ყო­ფელ სიმ­ბო­ლოს­თან ერ­თად, დი­ზა­ინ­ში გა­მო­ვი­ყე­ნე ქარ­თუ­ლი მწვა­ნე ფერი, ასე უხ­ვად რომ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში - თუნ­დაც მწვა­ნე ტყე­ე­ბი, წყა­ლი რომ ირეკ­ლავს.“

„ბორ­ჯო­მის“ ახა­ლი, 0.33 ლიტ­რი­ა­ნი ქილა, ბორ­ჯო­მის N1 ჩა­მომ­სხმელ ქარ­ხა­ნა­ში იწარ­მო­ე­ბა. ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი შე­ფუთ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გა­მოჩ­ნდა.

R

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.ხ
0

ქართული წარწერის კომაა ,რა აქ მოსაწონი ქართულზე მეტი

hm
2

სპარსული მოზაიკა! ირემი სად არის? ვინც იპოვით ჯილდო თქვენ!

ავტორი:

"ბორჯომი" დევიდ კომასთან თანამშრომლობით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის ახალ, ლიმიტირებულ სერიას წარმოგიდგენთ

"ბორჯომი" დევიდ კომასთან თანამშრომლობით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის ახალ, ლიმიტირებულ სერიას წარმოგიდგენთ

მაცოცხლებელი წყალი, ცოცხალი ლეგენდა!

ქართული მინერალური წყალი - "ბორჯომი", წინა საახალწლოდ საზოგადოებას, „ბორჯომის“ ქილის ლიმიტირებულ შეფუთვას სთავაზობს. ახალი დიზაინი მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ დიზაინერთან - დევიდ კომასთან თანამშრომლობით, ექსკლუზიურად საქართველოსთვის, შეიქმნა. „ბორჯომის“ ლიმიტირებული შეფუთვის შესაქმნელად, დევიდ კომასთვის შთაგონების წყაროდ საქართველოს უდიდესი მეფის, თამარ მეფის სამკაული იქცა.

ამ თანამშრომლობით, ორ ბრენდს - BORJOMI X DAVID KOMA სურდა, რომ შექმნილიყო ისეთი ვიზუალი, რომელიც ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას ასახავდა. „ბორჯომის“ ქილის შეფუთვაში, გამოყენებულია „ბორჯომის“ ტრადიციული ქართული მწვანე ფერი, ბრენდის სიმბოლო ირემი და დევიდ კომასთვის დამახასიათებელი ბრჭყვიალა ელემენტები.

ვახტანგ ანთაძე, ბრენდ „ბორჯომის“ გლობალური დირექტორი:

„„ბორჯომი“ არის ცოცხალი ლეგენდა! ვამაყობთ, არაერთ ლეგენდასთან თანამშრომლობის ისტორიით, რომელიც დევიდ კომასთან კოლაბორაციით გრძელდება. „ბორჯომი“ მთელ მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. თავისი შემოქმედებით დევიდ კომა ასევე აცნობს საქართველოს მსოფლიოს. „ბორჯომსა“ და დევიდ კომას ქართული წარმომავლობა აერთიანებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ მასთან გვეთანამშრომლა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, დევიდ კომას მხოლოდ საქართველოსთვის შეექმნა დიზაინი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის ქართულ იდენტობას.“

ირინა კეიდია, IDS ბორჯომი საქართველოს მარკეტინგის დირექტორი:

„BORJOMI X DAVID KOMA - ეს კოლაბორაცია სიმბოლურია და ვფიქრობ კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის თანამშრომლობას დიზაინერთან, რომელიც ასევე საქართველოში დაიბადა და შემდეგ მთელმა მსოფლიომ გაიცნო. დევიდ კომამ, ექსკლუზიურად საქართველოსთვის შექმნა „ბორჯომის“ ქილის ლიმიტირებული შეფუთვა, რომელიც თაროებზე უკვე წარმოდგენილია. ქილის დიზაინში, „ბორჯომის“ მთავარ სიმბოლოსთან - ირემთან ერთად, გამოყენებულია ქართული იკონოგრაფიის კლასიკური ელემენტები. „ბორჯომი“ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია და ჩვენც ერთგვარ ტრადიციად ვაქციეთ, წინა საახალწლოდ საზოგადოებისთვის ლიმიტირებული შეფუთვის შეთავაზება.“

მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი - დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე საქართველოში, თბილისში დაიბადა, ამჟამად ის ლონდონში ცხოვრობს. უკვე წლებია მისი ნამუშევრები მსოფლიო მოდის ინდუსტრიამ აღიარა. მკვეთრად გამოხატული ხელწერა, ქალის სილუეტით შთაგონებული სკულპტურული ფორმები, დახვეწილი და ელეგანტური სამოსი - ეს დევიდ კომას შემოქმედების მთავარი და უცვლელი ხაზია. ლონდონის პრესტიჟული მოდის სასწავლებლის - Central Saint Martins-ის დასრულების შემდეგ, დევიდ კომამ თავისი ბრენდი დააფუძნა და მას შემდეგ, ლონდონის მოდის კვირეულის მონაწილეა. არაერთი საერთაშორისო აღიარების მიუხედავად, დევიდ კომა საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს.

დევიდ კომა, დიზაინერი

„„ბორჯომი“ და საქართველო უკვე განუყოფელია. ქართველები, სადაც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვქმნიდეთ, ყოველთვის ვიაზრებთ, რომ ჩვენი ნამუშევრები, თანამედროვე გამოწვევებთან ერთად, უნდა პასუხობდეს ჩვენს იდენტობას - თუ საიდან მოვდივართ. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ამ თანამშრომლობას განვიხილავ, როგორც განსაკუთრებულ შესაძლებლობას - დავუბრუნდე ჩემს ფესვებს. ეს ერთგვარი გამოწვევაცაა, რომ წვლილი შევიტანო უკვე ისტორიად ქცეული პროდუქტის დიზაინის შექმნაში, რომელიც მრავალი წელია მიყვარს.

საქართველოს ისტორია, ფოლკლორი და კულტურა ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო. ამჯერად კი, ინსპირაცია თამარ მეფის სამეფო სამკაულია. ნამუშევრებში ხშირად ვიყენებ ბრჭყვიალა ელემენტებს, სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაშიც ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა ბუნებრივი მიმართულება. მსმენია ლეგენდა ირემზე, რომელმაც „ბორჯომის“ უნიკალური წყალი აღმოაჩინა. ამიტომ, შეფუთვაში ეს ისტორიაც შევინარჩუნე. ბრენდის განუყოფელ სიმბოლოსთან ერთად, დიზაინში გამოვიყენე ქართული მწვანე ფერი, ასე უხვად რომ არის საქართველოში - თუნდაც მწვანე ტყეები, წყალი რომ ირეკლავს.“

„ბორჯომის“ ახალი, 0.33 ლიტრიანი ქილა, ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება. ლიმიტირებული შეფუთვა საქართველოში უკვე გამოჩნდა.

R