ახალი წელი მოახლოვდა და ბევრ პოზიტივთან ერთად მოიტანა ბევრი ფიქრიც იმის შესახებ, თუ რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს. როგორ ავარჩიოთ საუკეთესო საჩუქარი იმ მრავალფეროვან შეთავაზებებს შორის, რომელსაც მაღაზიები და სააფთიაქო ქსელები გვთავაზობენ? არ ინერვიულოთ, ჩვენი რჩევებით თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის საახალწლო საჩუქრის შერჩევაში დაგეხმარებით.
დაფიქრდით, რა ხდება მის ცხოვრებაში
ეცადეთ, საჩუქარი იყოს პრაქტიკული და საჭირო. ამისთვის აუცილებელია დაფიქრდეთ, რა მოხდა მის ცხოვრებაში ცოტა ხნის წინ ან რას გეგმავს. მაგალითად, იქნებ მოგზაურობას გეგმავს ან ახლახან ახალ სახლში გადავიდა. იქნებ სამსახურის შეცვლას აპირებს? ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ შეარჩიოთ საჩუქარი, რომელიც ადრესატს ნამდვილად მოეწონება და გამოიყენებს.
ყურადღებით იყავით საუბრის დროს
უბრალო ყოველდღიური საუბრები თქვენი შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს. საუბარში შემთხვევით ნათქვამი ფრაზა - სიცივემ კანი გამომიშრო, თქვენთვის მინიშნება იქნება, რომ მას კანის დამატენიანებელი პროდუქცია ნამდვილად გაუხარდება. მაგალითად, თუ მოგზაურობაზე ოცნებობს და ამისთვის საჭირო თანხის მოგროვება დაიწყო, მაშინ ლამაზი ყულაბა აჩუქეთ, რაც თანხის შესაგროვებლად მეტ მოტივაციას გაუჩენს. თანაც ყოველი შეხედვის დროს, თავისი საოცნებო მოგზაურობა გაახსენდება და კარგ ხასიათზე დადგება.
საჩუქარი შეარჩიეთ იქ, სადაც ადრესატი ხშირად შოპინგობს
თუ საჩუქარს იქ იყიდით, სადაც თქვენი მეგობარი თუ ოჯახის წევრი ხშირად შოპინგობს, მეტი შანსია, რომ მას საჩუქარი ძალიან მოეწონოს. ადამიანების უმეტესობა ლოიალურია ბრენდების მიმართ. თუ მას რომელიმე კონკრეტული ბრენდის სამოსი მოსწონს, იმ მაღაზიაში ნაყიდი ნებისმიერი საჩუქარი აუცილებლად გაახარებს. ასევე თუ რომელიმე ბრენდის ტანის კრემი მოსწონს, დიდი ალბათობით ხელის კრემი ან შხაპის გელიც მოეწონება.
შეარჩიეთ ისეთი ნივთი, რომელიც ყველა ტიპის ადამიანს მოსწონს
საჩუქრის შერჩევის დროს ორიგინალურობა საჭიროა, მაგრამ მაინც ეცადეთ ისეთი ნივთი აჩუქოთ, რომელიც ყველა ტიპის ადამიანს უყვარს. ასეთ კატეგორიებში ყველაზე პოპულარული თავის მოვლის საშუალებებია. არავინ ამბობს უარს კრემებსა და თავის მოვლის სხვა პროდუქტებზე. საკუთარ თავსა და სილამაზეზე ზრუნვა ხომ ყველას უყვარს. ამ შემთხვევაში ერთ–ერთი გამორჩეული ბრენდი, რომელსაც უპირატესობა უნდა მიანიჭოთ არის PHYTORELAX. ამ ორგანული და ნატურალური ბრენდის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს ექსკლუზიურად „იმპექსში“ აღმოაჩენთ. Phytorelax-ის პროდუქტები იქმნება ბუნებისა და მეცნიერების შერწყმის შედეგად. ქიმიური ნივთიერებების შემცველ ალტერნატიულ პროდუქციასთან შედარებით Phytorelax-ის თავის მოვლის საშუალებები მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა და აქვს ხანგრძლივი ეფექტი, რადგან უჯრედულ დონეზე აღწევს კანში და ამდიდრებს სასარგებლო და ნატურალური კომპონენტებით. ბრენდი ფლობს მსოფლიოში აღიარებულ ორგანული კოსმეტიკის უმაღლესი ხარისხის დამადასტურებელ ევროპულ სერტიფიკატს − COSMOS ORGANIC. მას ასევე მინიჭებული აქვს უმაღლესი სტანდარტით დამზადებული ნატურალური პროდუქციის დამადასტურებელი სერტიფიკატი − COSMOS NATURAL და AIAB, რაც ბიო ეკო კოსმეტიკურ სტანდარტზე მიუთითებს.
არჩევანის გაკეთება რომ გაგიმარტივდეთ, აქვე წარმოგიდგენთ PHYTORELAX–ის რამდენიმე სასაჩუქრე ნაკრებს, რომლებიც სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანებს შეგიძლიათ აჩუქოთ.
სხეული მოვლის ნაკრები დამზადებული არგანის ზეთზე. არგანის ზეთი მიიღება არგანის ხისგან (Argania Spinosa), რომელიც იზრდება მხოლოდ სამხრეთ მაროკოში. ათასობით წლის განმავლობაში ბერბერი ქალები მას სილამაზის ელექსირად იყენებდნენ. ეს არის კანის დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ეფექტური საშუალება, რომელიც განსაკუთრებით ფასდება მისი ანტიოქსიდანტური, დამარბილებელი და დამატენიანებელი თვისებებით. ნაკრებში შედის ხავერდოვანი და დამარბილებელი ტექსტურის შხაპის გელი და მდიდარი ტექსტურის სამასაჟე კრემი.
ტკბილი ნუშის ზეთზე დამზადებული ტანის მოვლის ნაკრები. ტკბილი ნუშის ზეთი ცნობილია მისი უნიკალური თვისებებით, რომელიც ელასტიურს ხდის კანს. ის განკუთვნილია დეჰიდრირებული კანისთვის და სტრიების პრევენციისათვის. ნაკრებში შედის დამარბილებელი და მკვებავი შხაპის გელი, მკვებავი და დამარბილებელი ტანის კარაქი.
ქოქოსის ზეთზე დამზადებული სხეულის მოვლის ნაკრები. ორგანული ქოქოსის ზეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და სასარგებლო ვიტამინებით. აქვს მსუბუქი ტექსტურა და დამამშვიდებელი ეფექტი კანზე. ნაკრებში შედის მკვებავი და ხავერდოვანი შხაპის გელი და ხავერდოვანი ტანის ლოსიონი.
ბახის ყვავილებზე დამზადებული სხეულის მოვლის ნაკრები. ბახის ყვავილების ხაზი ატარებს ბრიტანელი ექიმის სახელს, ვინც პირველად შეისწავლა ისინი. ამ ხაზის პროდუქტების უნიკალური თვისება ის არის, რომ ამშვიდებს და ჰარმონიას ანიჭებს სხეულს. ხელს უწყობს ემოციური სტრესის მოხსნას და ფსიქოფიზიკურ კეთილდღეობას. ნაკრებში შედის დამამშვიდებელი შხაპის გელი სარელაქსაციო აბაზანის/შხაპისათვის და დამამშვიდებელი/ სარელაქსაციო სამასაჟე ტანის კრემი.
რაც შეეხება უშუალოდ Phytorelax-ის მამაკაცის ხაზის პროდუქტებს, ისინი შექმნილია თანამედროვე მამაკაცის მოთხოვნილებებისთვის. უსაფრთხო ფორმულები მდიდარია ბუნებრივი და ეფექტური ინგრედიენტებით; შეიცავს ვიტამინებს, რომლებიც ატენიანებს და იცავს კანს. სასიამოვნო და არაცხიმიანი ტექსტურის პროდუქტები კი მალე შეიწოვება კანში.
2 ძალიან პრაქტიკულ მამაკაცის ნაკრებს აღმოაჩენთ Phytorelax -ის ასორტიმენტში. ერთ-ერთ ნაკრებში შედის დასაბანი ქაფი თმისა და ტანისათვის, ბალზამი გაპარსვამდე და პარსვის შემდგომ. გუარანასა და ჟენშენის ექსტრაქტებზე დამზადებული მატონიზირებელი გელი იდეალურია ვარჯიშის და სამუშაო დღის შემდეგ კანის რეგენერაციისათვის. დასაბანი ქაფის შემადგენლობაში შედის ასევე მენთოლი, რომელსაც გამოსაფხიზლებელი ეფექტი აქვს. ბალზამი ამზადებს წვერს პარსვისთვის, გამოიყენება ელექტრო პარსვის დროს, გამჭვირვალეა და ამარტივებს წვერისთვის ფორმის მიცემას. გაპარსვის შემდგომ გამოყენებისას კი მომენტალურად ხსნის გაღიზიანებას და არბილებს კანს.
Phytorelax-ის მეორე ნაკრებში შედის წვერისა და სახის გამწმენდი გელი სანდლის ხის ექსტრაქტით, წვერისა და თმის მრავალფუნქციური სპრეი ბამბუკის და ალოე ვერას ექსტრაქტით. წვერ–სახის გამწმენდი იდეალურია ღრმა და დელიკატური წმენდისა და დატენიანებისთვის. წვერისა და თმის სპრეი ბამბუკის და ალოე ვერას ექსტრაქტით კი არის სურნელოვანი, დამარბილებელი, მოცულობის მიმნიჭებელი პროდუქტი, რომელიც ასევე იდეალურია თმის და წვერის დასაყენებლად.
Phytorelax ის მამაკაცის თავის მოვლის ნაკრებები მარტივად გადაგიწყვეტთ მამაკაცებისათვის საჩუქრის შერჩევის მარადიულ პრობლემას, ის ექსკლუზიურად „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ.
R