პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხორვატია პენალტებში ყოველთვის იმარჯვებს“ - ვინ არის ხორვატიის ნაკრების გმირი მეკარე და რატომ უძღვნის ყველა გამარჯვებას ბაბუას
"ხორვატია პენალტებში ყოველთვის იმარჯვებს“ - ვინ არის ხორვატიის ნაკრების გმირი მეკარე და რატომ უძღვნის ყველა გამარჯვებას ბაბუას

ხორ­ვა­ტია კა­ტარ­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­შია. რა თქმა უნდა, სა­ო­ცა­რი გუნ­დუ­რი თა­მა­შის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ევ­რო­პე­ლე­ბი ასე წარ­მა­ტე­ბუ­ლად მი­ი­წე­ვენ წინ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლია. ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ხორ­ვა­ტი, ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი, ლუკა მოდ­რი­ჩი უდა­ვოდ ლე­გენ­და­რუ­ლი მო­თა­მა­შეა და ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სი­ა­ში ნამ­დვი­ლად მო­ი­აზ­რე­ბა.

ლუ­კას უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ხორ­ვა­ტე­ბი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში არი­ან, თუმ­ცა არის კი­დევ ერთი სა­ხე­ლი, დო­მი­ნიკ ლი­ვა­კო­ვი­ჩი, რო­მელ­მაც სა­ო­ცა­რი მოხ­სნე­ბით პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში გა­მო­ი­ჩი­ნა თავი და ზე­დი­ზედ ორ მატჩში გმი­რი გახ­და.

ბრა­ზი­ლი­ას­თან მატჩში ლი­ვა­კო­ვიჩ­მა 11 სე­ი­ვი მი­ით­ვა­ლა, რაც 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის რე­კორ­დია. გარ­და ამი­სა, მე­კა­რემ 3 პე­ნალ­ტი ია­პო­ნი­ას­თან, ხოლო ერ­თიც ბრა­ზი­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მო­ი­გე­რია.

  • ასე­თი ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას, დღეს კი ჩვენ მას გა­გაც­ნობთ.

ბევ­რი ფეხ­ბურ­თე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც სი­ღა­რი­ბე­სა და ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში იზ­რდე­ბოდ­ნენ, ლი­ვა­კო­ვიჩს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და.

მამა ზდ­რავ­კო ლი­ვა­კო­ვი­ჩი - ინ­ჟი­ნერ-მშე­ნე­ბე­ლია, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ხორ­ვა­ტი­ის ზღვის, ტრან­სპორ­ტი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი იყო. დედა - მა­ნუ­ე­ლა სკობ­ლა­რი, იუ­გოს­ლა­ვი­ის ყო­ფი­ლი ფორ­ვარ­დის, იო­სიპ სკობ­ლა­რის ბი­ძაშ­ვი­ლია. ბა­ბუა რა­დი­ო­ლო­გია და კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის "ზა­და­რის“ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ყო­ფი­ლი წევ­რი იყო, ბე­ბია - ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

  • სხვა­თა­შო­რის, სწო­რედ ბა­ბუ­ას თვლის დო­მი­ნი­კი მისი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ადა­მი­ა­ნად. ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბას ბა­ბუ­ას უძღვნის.

"ბა­ბუა ყო­ველ­თვის ჩემ­თან იყო, ჩემს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მას მი­უ­ძღვის. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მას­წავ­ლა. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლო­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო პირ­ველ ად­გი­ლას. დღე­საც კი მოკ­რძა­ლე­ბა ჩემ­თვის მთა­ვა­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბაა“, - ამ­ბობს ლი­ვა­კო­ვი­ჩი.

ლი­ვა­კო­ვი­ჩი ხორ­ვა­ტი­ის ქა­ლაქ ზა­და­რი­და­ნაა, რო­მელ­საც შეგ­ვიძ­ლია სა­ფეხ­ბურ­თო ქა­ლა­ქიც კი ვუ­წო­დოთ. ლუკა მოდ­რი­ჩიც და ნაკ­რე­ბის კი­დევ ერთი მე­კა­რე და­ნე­ილ სუ­ბა­ში­ჩიც იქი­დან არი­ან. მცვე­ლი შიმე ვრსალ­კო კი სა­ერ­თოდ დო­მი­ნი­კის მე­ზო­ბე­ლია.

"მე და შიმე მე­ზო­ბელ სახ­ლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დით. ში­მე­თი ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მას ბურთთან ერ­თად აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რის კე­თე­ბა შე­ეძ­ლო. რთუ­ლია არ შე­გიყ­ვარ­დეს ფეხ­ბურ­თი, რო­დე­საც ასეთ მო­თა­მა­შეს­თან ერ­თად იზ­რდე­ბი“, - აღი­ა­რებს ლი­ვა­კო­ვი­ჩი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­კა­რეს ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტის სიყ­ვა­რუ­ლი ამოძ­რა­ვებ­და, ის არამ­ხო­ლოდ ფეხ­ბურთს, არა­მედ ხელ­ბურ­თსა და კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობ­და, არ ივი­წყებ­და გა­ნათ­ლე­ბა­საც. სკო­ლის შემ­დეგ მშლობ­ლი­უ­რი ზა­და­რი­დან ზაგ­რებ­ში გა­ემ­გზავ­რა და დიპ­ლო­მა­ტი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. თუმ­ცა ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლა, რად­გან სპორ­ტში სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის სე­რია და­ე­წყო.

  • "ოჯა­ხი ყო­ველ­თვის მხარს მი­ჭერ­და. სწავ­ლა მა­შინ გა­დავ­დე გვერ­დზე, რო­დე­საც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ფეხ­ბურ­თი დიდი დო­ზით შე­მო­ვი­და. თუმ­ცა ერთხე­ლაც აუ­ცი­ლებ­ლად და­ვას­რუ­ლებ სწავ­ლას. ჩემი ოჯა­ხი არ გა­მი­ნა­წყენ­და ბურ­თი რომ წიგ­ნებს ვარ­ჩიე“, - ამ­ბობს ლივა.

მისი ერთ-ერთი კუ­მი­რი ლე­გენ­და­რუ­ლი ეს­პა­ნე­ლი იკერ კა­სი­ლა­სია. 2019 წელს თა­ვად კა­სი­ლა­სის­გან და­იმ­სა­ხუ­რა შე­ქე­ბა. იკერ­მა "ტვი­ტერ­ში" და­წე­რა, რომ 24 წლის ხორ­ვატს თვალს ადევ­ნებს და მას სა­ინ­ტე­რე­სო მე­კა­რედ მი­იჩ­ნევს.

"შე­ქე­ბა იკე­რის­გან ჩემი კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე დიდი აღი­ა­რე­ბაა. თით­ქოს ტი­ტუ­ლი მო­ვი­გე. 6 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც ფეხ­ბურ­თის თა­მაშს ვი­წყებ­დი, კა­სი­ლას­სა და რა­ულ­ზე ვა­ფა­ნა­ტებ­დი“, -ამ­ბობს ხორ­ვა­ტი მე­კა­რე.

ამ გან­ცხა­დე­ბი­დან ნა­თე­ლია, რომ დო­მი­ნი­კი მად­რი­დის "რე­ა­ლის“ გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ვინ იცის, იქ­ნებ, ლუკა მოდ­რიჩ­მა ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ლივა მად­რიდ­ში წიყ­ვა­ნოს?!

კა­ტარ­ში დო­მი­ნი­კის ცო­ლიც, ჰე­ლე­ნა მა­ტი­ჩიც ჩა­ვი­და. ისი­ნი გა­სულ წელს და­ქორ­წინ­დნენ (მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე წელი მე­გობ­რობ­დნენ). ჰე­ლე­ნა ყო­ფი­ლი მო­ცი­გუ­რა­ვეა. ხორ­ვა­ტი­ა­ში ად­გი­ლობ­რივ მე­გან მარ­კლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

"მე დო­მი­ნი­კის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლო­ბით აღვფრ­თო­ვან­დი. სა­კუ­თა­რი თა­ვის ყვე­ლა­ზე დიდი კრი­ტი­კო­სია. ზოგ­ჯერ ეს მა­ღი­ზი­ა­ნებს. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ჩვენ ორი­ვე გუნ­დურ სპორ­ტში აღ­ვი­ზარ­დეთ და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ეგო­იზ­მი არ არ­სე­ბობს. ჩვენ რო­გორც გუნ­დი, ისე ვცხოვ­რობთ“, - ამ­ბობს ჰე­ლე­ნა.

  • მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ლი­ვა­კო­ვიჩს პრო­ვო­კა­ცი­ულ კი­თხვებს უს­ვამ­დნენ, ამ­ბობ­დნენ, თით­ქოს დაც­ვის ხაზი ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე სუს­ტია. ის ღირ­სე­უ­ლად პა­სუ­ხობ­და: "წერა და სა­უ­ბა­რი რა­ზეც უნ­დათ იმა­ზე შე­უძ­ლი­ათ. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ კარ­გად ვი­თა­მა­შოდ. გუნდში სა­ო­ცა­რი ატ­მოს­ფე­როა, თავს სა­უ­კე­თე­სოდ ვგრძნობ, კარგ ფორ­მა­ში ვარ და იმე­დი მაქვს, კარ­გა­დაც ვი­თა­მა­შებთ“.

ლივა აცხა­დებს, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად თავს კარ­გად წნე­ხის ქვეშ თა­მა­შის დროს გრძნობს. "ძა­ლი­ან მიყ­ვარს მნიშ­ვნე­ლო­ვან მატ­ჩებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. იქ სხვა­ნა­ი­რი ატ­მოს­ფე­რო და ად­რე­ნა­ლი­ნია. ეს ყვე­ლა­ფე­რი კონ­ცენ­ტრა­ცი­ა­ში მეხ­მა­რე­ბა.“

სხვა­თა­შო­რის, 2018 წელს დო­მი­ნიკს, რო­მე­ლიც მა­შინ ჯერ კი­დევ ხორ­ვა­ტი­ის სა­თა­და­რი­გო მე­კა­რე იყო, ჰკი­თხეს, ხომ არ თვლის, რომ ხორ­ვა­ტი­ამ სა­თა­მა­შო ტაქ­ტი­კა უნდა შეც­ვა­ლოს და საქ­მე პე­ნალ­ტე­ბამ­დე არ მი­იყ­ვა­ნოს.

"არა, - ღი­მი­ლით უპა­სუ­ხა მან. - რად­გან ხორ­ვა­ტია პე­ნალ­ტებ­ში ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებს“, - ამ­ბობ­და მე­კა­რე.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

უშრომელად არაფერი მოდის,ამასთანავე როცა გ ყავს ღირსეული წინაპარი მათი მიბაძვით უფრო მეტს მიაღწევ , პატივი ვცეთ ჩვენს წინაპრებს, 

ჩაულაღლაღებენ დღეს
24

ხორვატიას ეყოფა რაც გაუმართლა ბრაზილიასთან :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ხორვატია პენალტებში ყოველთვის იმარჯვებს“ - ვინ არის ხორვატიის ნაკრების გმირი მეკარე და რატომ უძღვნის ყველა გამარჯვებას ბაბუას

"ხორვატია პენალტებში ყოველთვის იმარჯვებს“ - ვინ არის ხორვატიის ნაკრების გმირი მეკარე და რატომ უძღვნის ყველა გამარჯვებას ბაბუას

ხორვატია კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. რა თქმა უნდა, საოცარი გუნდური თამაშის დამსახურებაა, რომ ევროპელები ასე წარმატებულად მიიწევენ წინ, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელი მაინც გამორჩეულია. ყველაზე ცნობილი ხორვატი, ნაკრების კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი უდავოდ ლეგენდარული მოთამაშეა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების სიაში ნამდვილად მოიაზრება.

ლუკას უდიდესი დამსახურებაა, რომ ხორვატები ნახევარფინალში არიან, თუმცა არის კიდევ ერთი სახელი, დომინიკ ლივაკოვიჩი, რომელმაც საოცარი მოხსნებით პენალტების სერიაში გამოიჩინა თავი და ზედიზედ ორ მატჩში გმირი გახდა.

ბრაზილიასთან მატჩში ლივაკოვიჩმა 11 სეივი მიითვალა, რაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდია. გარდა ამისა, მეკარემ 3 პენალტი იაპონიასთან, ხოლო ერთიც ბრაზილიის წინააღმდეგ მოიგერია.

  • ასეთი ადამიანი იმსახურებს დიდ ყურადღებას, დღეს კი ჩვენ მას გაგაცნობთ.

ბევრი ფეხბურთელისგან განსხვავებით, რომლებიც სიღარიბესა და ურთულეს პირობებში იზრდებოდნენ, ლივაკოვიჩს სრულიად განსხვავებული ცხოვრება ჰქონდა.

მამა ზდრავკო ლივაკოვიჩი - ინჟინერ-მშენებელია, რამდენიმე წლის განმავლობაში კი ხორვატიის ზღვის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სახელმწიფო მდივანი იყო. დედა - მანუელა სკობლარი, იუგოსლავიის ყოფილი ფორვარდის, იოსიპ სკობლარის ბიძაშვილია. ბაბუა რადიოლოგია და კალათბურთის გუნდის "ზადარის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი იყო, ბებია - ინგლისურის მასწავლებელი.

  • სხვათაშორის, სწორედ ბაბუას თვლის დომინიკი მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანად. ყველა გამარჯვებასა და წარმატებას ბაბუას უძღვნის.

"ბაბუა ყოველთვის ჩემთან იყო, ჩემს განვითარებაში ყველაზე დიდი წვლილი მას მიუძღვის. ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მოკრძალებულობა უნდა ყოფილიყო პირველ ადგილას. დღესაც კი მოკრძალება ჩემთვის მთავარი ცხოვრებისეული ფასეულობაა“, - ამბობს ლივაკოვიჩი.

ლივაკოვიჩი ხორვატიის ქალაქ ზადარიდანაა, რომელსაც შეგვიძლია საფეხბურთო ქალაქიც კი ვუწოდოთ. ლუკა მოდრიჩიც და ნაკრების კიდევ ერთი მეკარე დანეილ სუბაშიჩიც იქიდან არიან. მცველი შიმე ვრსალკო კი საერთოდ დომინიკის მეზობელია.

"მე და შიმე მეზობელ სახლებში ვიზრდებოდით. შიმეთი ყველა აღფრთოვანებულები ვიყავით, მას ბურთთან ერთად აბსოლუტურად ყველაფერის კეთება შეეძლო. რთულია არ შეგიყვარდეს ფეხბურთი, როდესაც ასეთ მოთამაშესთან ერთად იზრდები“, - აღიარებს ლივაკოვიჩი.

მიუხედავად იმისა, რომ მეკარეს ბავშვობიდან სპორტის სიყვარული ამოძრავებდა, ის არამხოლოდ ფეხბურთს, არამედ ხელბურთსა და კალათბურთს თამაშობდა, არ ივიწყებდა განათლებასაც. სკოლის შემდეგ მშლობლიური ზადარიდან ზაგრებში გაემგზავრა და დიპლომატიის ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა ვეღარ გააგრძელა, რადგან სპორტში სერიოზული წარმატებების სერია დაეწყო.

  • "ოჯახი ყოველთვის მხარს მიჭერდა. სწავლა მაშინ გადავდე გვერდზე, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ფეხბურთი დიდი დოზით შემოვიდა. თუმცა ერთხელაც აუცილებლად დავასრულებ სწავლას. ჩემი ოჯახი არ გამინაწყენდა ბურთი რომ წიგნებს ვარჩიე“, - ამბობს ლივა.

მისი ერთ-ერთი კუმირი ლეგენდარული ესპანელი იკერ კასილასია. 2019 წელს თავად კასილასისგან დაიმსახურა შექება. იკერმა "ტვიტერში" დაწერა, რომ 24 წლის ხორვატს თვალს ადევნებს და მას საინტერესო მეკარედ მიიჩნევს.

"შექება იკერისგან ჩემი კარიერის ყველაზე დიდი აღიარებაა. თითქოს ტიტული მოვიგე. 6 წლის ასაკში, როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებდი, კასილასსა და რაულზე ვაფანატებდი“, -ამბობს ხორვატი მეკარე.

ამ განცხადებიდან ნათელია, რომ დომინიკი მადრიდის "რეალის“ გულშემატკივარია. ვინ იცის, იქნებ, ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ლივა მადრიდში წიყვანოს?!

კატარში დომინიკის ცოლიც, ჰელენა მატიჩიც ჩავიდა. ისინი გასულ წელს დაქორწინდნენ (მანამდე რამდენიმე წელი მეგობრობდნენ). ჰელენა ყოფილი მოციგურავეა. ხორვატიაში ადგილობრივ მეგან მარკლად მოიხსენიებენ.

"მე დომინიკის მოკრძალებულობით აღვფრთოვანდი. საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსია. ზოგჯერ ეს მაღიზიანებს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ორივე გუნდურ სპორტში აღვიზარდეთ და ჩვენს ურთიერთობაში ეგოიზმი არ არსებობს. ჩვენ როგორც გუნდი, ისე ვცხოვრობთ“, - ამბობს ჰელენა.

  • მსოფლიო ჩემპიონატზე ლივაკოვიჩს პროვოკაციულ კითხვებს უსვამდნენ, ამბობდნენ, თითქოს დაცვის ხაზი ჩვეულებრივზე სუსტია. ის ღირსეულად პასუხობდა: "წერა და საუბარი რაზეც უნდათ იმაზე შეუძლიათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგად ვითამაშოდ. გუნდში საოცარი ატმოსფეროა, თავს საუკეთესოდ ვგრძნობ, კარგ ფორმაში ვარ და იმედი მაქვს, კარგადაც ვითამაშებთ“.

ლივა აცხადებს, რომ ყველაზე მეტად თავს კარგად წნეხის ქვეშ თამაშის დროს გრძნობს. "ძალიან მიყვარს მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობის მიღება. იქ სხვანაირი ატმოსფერო და ადრენალინია. ეს ყველაფერი კონცენტრაციაში მეხმარება.“

სხვათაშორის, 2018 წელს დომინიკს, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ხორვატიის სათადარიგო მეკარე იყო, ჰკითხეს, ხომ არ თვლის, რომ ხორვატიამ სათამაშო ტაქტიკა უნდა შეცვალოს და საქმე პენალტებამდე არ მიიყვანოს.

"არა, - ღიმილით უპასუხა მან. - რადგან ხორვატია პენალტებში ყოველთვის იმარჯვებს“, - ამბობდა მეკარე.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე