სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პენალტს მხოლოდ ის არ აფუჭებს, ვინც მას არ ურტყამს. ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავი შეცდომა დამიშვია" - როგორ ამხნევებს თანაგუნდელებს ნეიმარი დამარცხების შემდეგ?
"პენალტს მხოლოდ ის არ აფუჭებს, ვინც მას არ ურტყამს. ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავი შეცდომა დამიშვია" - როგორ ამხნევებს თანაგუნდელებს ნეიმარი დამარცხების შემდეგ?

ბრა­ზი­ლი­ი­სა და ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რე­ბე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში, როდ­რი­გო ერთ-ერთი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, ვინც პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ის დროს ვერ გა­ი­ტა­ნა. მან პირ­ველ­მა და­არ­ტყა... სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ლე­ბი ტურ­ნირს გა­მო­ე­თიშ­ნენ, ხორ­ვა­ტე­ბი კი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ახლა არ­გენ­ტი­ნას შეხ­ვდე­ბი­ან.

გა­ვარ­დნის შემ­დეგ მად­რი­დის "რე­ა­ლის“ ფეხ­ბურ­თე­ლი ნე­ი­მარ­მა ანუ­გე­შა. "პსჟ"-ს თავ­დამ­სხმელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მათი მი­მო­წე­რის სქ­რი­ნე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

ნე­ი­მა­რი:

"აქ ვარ, რომ გი­თხრა, შენ ვარ­სკვლა­ვი ხარ... ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ შენი კა­რი­ე­რის ნა­წი­ლი ვარ, შენი კუ­მი­რი და ჩემი თვა­ლით ვხე­დავ, რო­გორ ხდე­ბი ბრა­ზი­ლი­ის ერთ-ერთი ვარ­სკვლა­ვი.

პე­ნალტს მხო­ლოდ ის არ აფუ­ჭებს, ვინც მას არ ურტყამს - ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი შეც­დო­მა და­მიშ­ვია, მაგ­რამ მათ­ზე ვსწავ­ლობ­დი...

მე არას­დროს ვნებ­დე­ბო­დი, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი უკე­თე­სი გავმხდა­რი­ყა­ვი. შენ მომ­წონ­ხარ არა მხო­ლოდ იმი­ტომ, თუ რა კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლი ხარ, არა­მედ იმი­ტომ რომ კე­თი­ლი გუ­ლის პატ­რო­ნი ხარ. მტკი­ცედ იდე­ქი, კრი­ტი­კა და წნე­ხი კი­დევ უფრო ძლი­ე­რად გა­და­გაქ­ცევს და გახ­სოვ­დეს, რა­საც გე­ტყვი - შენ ბრა­ზი­ლი­ას­თან ერ­თად მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს მო­ი­გებ.

ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს გი­სურ­ვებ, რამ­დე­ნი­მე დღე გა­ი­თი­შე, და­ის­ვე­ნე და ახა­ლი ძა­ლე­ბით დაბ­რუნ­დი. თუ რამე გჭირ­დე­ბა, მე აქ ვარ - ჩვენ ერ­თად ვართ“.

როდ­რი­გო:

"მთე­ლი გუ­ლით გიხ­დი მად­ლო­ბას, შენ ჩემი კუ­მი­რი ხარ! მა­პა­ტიე, რომ შენი ოც­ნე­ბაც გა­დავ­დე, ვი­მე­დოვ­ნებ, შენ გა­აგ­რძე­ლებ ნაკ­რებ­ში თა­მაშს და ჩვენ ერ­თად მო­ვი­გებთ. მად­ლო­ბა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ჩვენ ერ­თად ვართ!“.

ნე­ი­მა­რი:

"ნუ იხდი ბო­დიშს, შენ რა, გა­გიჟ­დი? ჩვენ ერ­თად ვართ. თავს გა­უფრ­თხილ­დი.“

როდ­რი­გო:

"არის რა­ღა­ცე­ბი რა­ზეც უნდა ვი­მუ­შა­ვო“.

როდ­რი­გოს­თვის ეს პირ­ვე­ლი დიდი ტურ­ნი­რი იყო. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა გუნ­დის ლი­დე­რი ასე ამ­ხნე­ვებს ასა­კით პა­ტა­რა ფეხ­ბურ­თე­ლებს.

ნე­ი­მარ­მა ანა­ლო­გი­უ­რად გა­ამ­ხნე­ვა მარ­კი­ნი­ო­სი, ტი­ა­გო სილ­ვა და მწვრთნე­ლი ტიტე.

ნე­ი­მა­რი მარ­კი­ნი­ოსს: "უბ­რა­ლოდ მინ­და იცო­დე, რომ მე შენი ფანი ვარ და ეს პე­ნალ­ტი შენს შე­სა­ხებ ჩემს აზრს არ შეც­ვლის. მე შენ­თან ვარ და შენ ეს იცი. მიყ­ვარ­ხარ“.

ნე­ი­მა­რი ტი­ა­გო სილ­ვას: "მე ძა­ლი­ან მინ­დო­და ეს თასი შენ­თვის მე­ჩუ­ქე­ბი­ნა. შენ და დანი ალ­ვეს­მა ეს და­იმ­სა­ხუ­რეთ“.

ნე­ი­მა­რი ტი­ტეს: "თქვენ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბით ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც მე ოდეს­მე მყო­ლია ან მე­ყო­ლე­ბა. შენ და­იმ­სა­ხუ­რე თასი, ჩვენ ყვე­ლამ და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, მაგ­რამ ღმერ­თმა სხვა­ნა­ი­რად გა­და­წყვი­ტა. მოთ­მი­ნე­ბა გვჭირ­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ ასე იყო სა­ჭი­რო“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

  • პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი ცნო­ბი­ლია - მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტი ბრა­ზი­ლია გა­ვარ­და: ლი­ვა­კო­ვი­ჩი კვლავ მატ­ჩის გმი­რია

მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

ავტორი:

"პენალტს მხოლოდ ის არ აფუჭებს, ვინც მას არ ურტყამს. ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავი შეცდომა დამიშვია" - როგორ ამხნევებს თანაგუნდელებს ნეიმარი დამარცხების შემდეგ?

"პენალტს მხოლოდ ის არ აფუჭებს, ვინც მას არ ურტყამს. ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავი შეცდომა დამიშვია" - როგორ ამხნევებს თანაგუნდელებს ნეიმარი დამარცხების შემდეგ?

ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებების დაპირისპირებაში, პენალტების სერიაში, როდრიგო ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, ვინც პენალტების სერიის დროს ვერ გაიტანა. მან პირველმა დაარტყა... სამხრეთ ამერიკელები ტურნირს გამოეთიშნენ, ხორვატები კი ნახევარფინალში ახლა არგენტინას შეხვდებიან.

გავარდნის შემდეგ მადრიდის "რეალის“ ფეხბურთელი ნეიმარმა ანუგეშა. "პსჟ"-ს თავდამსხმელმა სოციალურ ქსელებში მათი მიმოწერის სქრინები გაასაჯაროვა.

ნეიმარი:

"აქ ვარ, რომ გითხრა, შენ ვარსკვლავი ხარ... ჩემთვის დიდი პატივია, რომ შენი კარიერის ნაწილი ვარ, შენი კუმირი და ჩემი თვალით ვხედავ, როგორ ხდები ბრაზილიის ერთ-ერთი ვარსკვლავი.

პენალტს მხოლოდ ის არ აფუჭებს, ვინც მას არ ურტყამს - ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავი შეცდომა დამიშვია, მაგრამ მათზე ვსწავლობდი...

მე არასდროს ვნებდებოდი, ყოველთვის ვცდილობდი უკეთესი გავმხდარიყავი. შენ მომწონხარ არა მხოლოდ იმიტომ, თუ რა კარგი ფეხბურთელი ხარ, არამედ იმიტომ რომ კეთილი გულის პატრონი ხარ. მტკიცედ იდექი, კრიტიკა და წნეხი კიდევ უფრო ძლიერად გადაგაქცევს და გახსოვდეს, რასაც გეტყვი - შენ ბრაზილიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებ.

ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, რამდენიმე დღე გაითიშე, დაისვენე და ახალი ძალებით დაბრუნდი. თუ რამე გჭირდება, მე აქ ვარ - ჩვენ ერთად ვართ“.

როდრიგო:

"მთელი გულით გიხდი მადლობას, შენ ჩემი კუმირი ხარ! მაპატიე, რომ შენი ოცნებაც გადავდე, ვიმედოვნებ, შენ გააგრძელებ ნაკრებში თამაშს და ჩვენ ერთად მოვიგებთ. მადლობა სიყვარულისთვის, ჩვენ ერთად ვართ!“.

ნეიმარი:

"ნუ იხდი ბოდიშს, შენ რა, გაგიჟდი? ჩვენ ერთად ვართ. თავს გაუფრთხილდი.“

როდრიგო:

"არის რაღაცები რაზეც უნდა ვიმუშავო“.

როდრიგოსთვის ეს პირველი დიდი ტურნირი იყო. სასიამოვნოა, როცა გუნდის ლიდერი ასე ამხნევებს ასაკით პატარა ფეხბურთელებს.

ნეიმარმა ანალოგიურად გაამხნევა მარკინიოსი, ტიაგო სილვა და მწვრთნელი ტიტე.

ნეიმარი მარკინიოსს: "უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მე შენი ფანი ვარ და ეს პენალტი შენს შესახებ ჩემს აზრს არ შეცვლის. მე შენთან ვარ და შენ ეს იცი. მიყვარხარ“.

ნეიმარი ტიაგო სილვას: "მე ძალიან მინდოდა ეს თასი შენთვის მეჩუქებინა. შენ და დანი ალვესმა ეს დაიმსახურეთ“.

ნეიმარი ტიტეს: "თქვენ ყოველთვის იქნებით ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც მე ოდესმე მყოლია ან მეყოლება. შენ დაიმსახურე თასი, ჩვენ ყველამ დავიმსახურეთ, მაგრამ ღმერთმა სხვანაირად გადაწყვიტა. მოთმინება გვჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ასე იყო საჭირო“.

იხილეთ ასევე:

  • პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია - მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი ბრაზილია გავარდა: ლივაკოვიჩი კვლავ მატჩის გმირია

მოამზადა ანრი კურტანიძემ