პოლიტიკა
სამართალი

18

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფასდაკლებები, სიახლეები და საბავშვო აქტივობები - „პალიტრა L“ წიგნის საახალწლო ფესტივალზე
ფასდაკლებები, სიახლეები და საბავშვო აქტივობები - „პალიტრა L“ წიგნის საახალწლო ფესტივალზე

ახა­ლი წლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის რი­ცხვი. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რია წიგ­ნის სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც 16-18 დე­კემ­ბერს, ტრა­დი­ცი­უ­ლად „ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში“, IV, V და VI პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვალს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით უმას­პინ­ძლებს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“. რო­გორც გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, წლე­ვან­დე­ლი ახა­ლი წლის სლო­გა­ნია: „ყვე­ლა­ფე­რი იწყე­ბა წიგ­ნით“:

„წიგ­ნის მეშ­ვე­ო­ბით სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­გიძ­ლია იმოგ­ზა­უ­რო ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას. ერ­თდრო­უ­ლად შე­გიძ­ლია იყო შერ­ლოკ ჰოლმსი, უოტ­სო­ნი თუ პრო­ფე­სო­რი მო­რი­არ­ტი. სწო­რედ ამ ემო­ცი­ით წარ­ვუდ­გენთ წლე­ვან­დე­ლი სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რებს რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე, ისე კლა­სი­კო­სი მწერ­ლე­ბის წიგ­ნებს. წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით მო­ვე­კი­დეთ სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის სტენ­დებს, სა­დაც პა­ტა­რა სტუმ­რებს ახალ წიგ­ნებს, სა­ჩუქ­რებ­სა და სხვა­დას­ხვა შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თობ აქ­ტი­ვო­ბას და­ვახ­ვედ­რებთ,“ - აღ­ნიშ­ნა­ვენ „პა­ლიტ­რა L-ში.“

სწო­რედ სა­ბავ­შვო სტენ­დებ­თან დახ­ვდე­ბათ პა­ტა­რებს ახა­ლი, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც „დის­ნე­ი­სა“ და „პიქ­სა­რის“ ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბის მი­ხედ­ვით არის შექ­მნი­ლი. წიგ­ნე­ბი კი­თხვა-თა­მა­შის პრინ­ციპ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ბავ­შვე­ბის თვალ­წინ მათს საყ­ვა­რელ ანი­მა­ცი­ურ გმი­რებს აცო­ცხლებს.

ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სულ სტუმ­რებს „პა­ლიტ­რა L-ის“ სტენ­დებ­თან ელო­დე­ბათ სა­ჩუქ­რე­ბი, სა­ბავ­შვო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ახა­ლი წიგ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე და კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის დიდი არ­ჩე­ვა­ნი. რაც მთა­ვა­რია, წიგ­ნებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა. ფეს­ტი­ვალ­ზე შე­გიძ­ლი­ათ არა მხო­ლოდ თქვენ­თვის შე­ი­ძი­ნოთ წიგ­ნე­ბი, არა­მედ შე­არ­ჩი­ოთ სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რად­გან წიგ­ნი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნის სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი მო­ი­ცავს რო­გორც წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას, ასე­ვე სა­ბავ­შვო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვარ სცე­ნა­ზე და სა­ბავ­შვო სივ­რცე­ში, სა­ა­ხალ­წლო ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­სა და სხვა­დას­ხვა სა­ხის გა­სარ­თობ აქ­ტი­ვო­ბებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს გიორგი გახარიას კვერცხები თბილისის აეროპორტში
ავტორი:

ფასდაკლებები, სიახლეები და საბავშვო აქტივობები - „პალიტრა L“ წიგნის საახალწლო ფესტივალზე

ფასდაკლებები, სიახლეები და საბავშვო აქტივობები - „პალიტრა L“ წიგნის საახალწლო ფესტივალზე

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად იზრდება საახალწლო ღონისძიებების რიცხვი. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია წიგნის საახალწლო ფესტივალი, რომელიც 16-18 დეკემბერს, ტრადიციულად „ექსპო ჯორჯიაში“, IV, V და VI პავილიონებში გაიმართება.

საახალწლო ფესტივალს განსაკუთრებული სიახლეებითა და შეთავაზებებით უმასპინძლებს გამომცემლობა „პალიტრა L“. როგორც გამომცემლობაში აცხადებენ, წლევანდელი ახალი წლის სლოგანია: „ყველაფერი იწყება წიგნით“:

„წიგნის მეშვეობით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია იმოგზაურო ნებისმიერ ადგილას. ერთდროულად შეგიძლია იყო შერლოკ ჰოლმსი, უოტსონი თუ პროფესორი მორიარტი. სწორედ ამ ემოციით წარვუდგენთ წლევანდელი საახალწლო ფესტივალის სტუმრებს როგორც თანამედროვე, ისე კლასიკოსი მწერლების წიგნებს. წელს განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდეთ საბავშვო ლიტერატურის სტენდებს, სადაც პატარა სტუმრებს ახალ წიგნებს, საჩუქრებსა და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას დავახვედრებთ,“ - აღნიშნავენ „პალიტრა L-ში.“

სწორედ საბავშვო სტენდებთან დახვდებათ პატარებს ახალი, ინტერაქციული წიგნების სერია, რომელიც „დისნეისა“ და „პიქსარის“ ანიმაციური ფილმების მიხედვით არის შექმნილი. წიგნები კითხვა-თამაშის პრინციპზეა დაფუძნებული და ბავშვების თვალწინ მათს საყვარელ ანიმაციურ გმირებს აცოცხლებს.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს „პალიტრა L-ის“ სტენდებთან ელოდებათ საჩუქრები, საბავშვო აქტივობები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის დიდი არჩევანი. რაც მთავარია, წიგნებზე გავრცელდება 50%-მდე ფასდაკლება. ფესტივალზე შეგიძლიათ არა მხოლოდ თქვენთვის შეიძინოთ წიგნები, არამედ შეარჩიოთ საახალწლო საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის, რადგან წიგნი საუკეთესო საჩუქარია.

აღსანიშნავია, რომ წიგნის საახალწლო ფესტივალი მოიცავს როგორც წიგნების გამოფენა-გაყიდვას, ასევე საბავშვო ღონისძიებებს ფესტივალის მთავარ სცენაზე და საბავშვო სივრცეში, საახალწლო ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვასა და სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობებს.

R