ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. BBC ირანულ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაჯედ რეზა რაჰნავარდი, რომელიც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლის მკვლელობის და დაჭრისთვის იყო მსჯავრდებული, ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩეს.
დაახლოებით სამთვიან საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით პირველი მსჯავრდებული ირანში რამდენიმე დღის წინ დასაჯეს სიკვდილით.
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
ანტისამთავრობო მიტინგის დროს მაჯედ რეზა რაჰნავარდიმ მოკლა ორი მთავრობის მომხრე კაცი. ბუნებრივია ქვეყანაში სადაც მოქმედებს სიკვდილით დასჯა ეს სასჯელი არავის არ აცდებოდა., მაგალითისთვის ავიღოთ ჩვენი მეტროპოლია აშშ.
აქ რომ ეგ კანონი მოქმედებდეს. თოკი არ ეყოფოდა ოცნებას.