პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათ საფეხბურთო სამყარო გაანათეს" - რას წერს უცხოური გამოცემა ქართველ ფეხბურთელებზე?
"მათ საფეხბურთო სამყარო გაანათეს" - რას წერს უცხოური გამოცემა ქართველ ფეხბურთელებზე?

უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მა Footballparadise.com-ის ჟურ­ნა­ლის­ტი რა­ფა­ელ ადე­ლუგ­ბა ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის შე­სა­ხებ ვრცელ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

"ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი სა­ფეხ­ბურ­თო რუ­კა­ზე ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ად­გი­ლი არ ყო­ფი­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა თა­მა­შებ­მა სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო გა­ა­ნა­თა. ყუ­რა­დღე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ექ­ცეს იმას, თუ რო­გორ ტა­ლან­ტებს ჩუქ­ნის სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას.

სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დონე არც ისე მა­ღა­ლია, მაგ­რამ ამ ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ას­პა­რე­ზო­ბა სწო­რედ მშობ­ლი­ურ ლი­გა­ში და­ი­წყეს. ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქის კლუ­ბი, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო", საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი გუნ­დი იყო, 1981 წელს კი უე­ფას თასე­ბის მფლო­ბელ­თა თასი მო­ი­გეს. "დი­ნა­მო" ერ­თა­დერთ ქარ­თულ კლუ­ბად რჩე­ბა, რო­მელ­მაც ევ­რო­პუ­ლი თასი მო­ი­პო­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბუ­ლი წარ­სუ­ლი­სა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს არას­დროს მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე. ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მი­ზანს პერ­სპექ­ტი­ულ მო­თა­მა­შე­თა ბირ­თვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას შეძ­ლებს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
7

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა გუნდი ინატრებდა ჩივაძის, ყიფიანის და გუცაევის დონის ფეხბურთელს. მესხი, მეტრეველი... ხურცილავა ბევრისთვის მიუღწეველად დარჩა. სამწუხაროდ, ესეთი დონის ფეხბურთელები არც ერთ ნაკრებში აღარ არიან. ხვიჩამ გაალამაზა იტალიის ჩემპიონატი... იმედია, ჩვენი ეს თაობა, სულ ცოტა... ევროპის პირველობაზე მაინც მოხვდება!!!

თეონა
11

ასე 5 წლის წინ ჩაკვეტაძე ევროპაში ერთ ერთ ყველაზე იმედმომცემ ვარსკვლავად ითვლებოდა. მერე რა მოხდა, და არ შედგა, ძალიან გაუგებარია. თუმცა ჯერ კიდე ახალგაზრდაა და წინ აქვს ყველაფერი. იმედია მაგარი ფეხბურთელი დადგება. ხალს მოგვწონს რო არ პოპულისტობს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მათ საფეხბურთო სამყარო გაანათეს" - რას წერს უცხოური გამოცემა ქართველ ფეხბურთელებზე?

"მათ საფეხბურთო სამყარო გაანათეს" - რას წერს უცხოური გამოცემა ქართველ ფეხბურთელებზე?

უცხოური გამოცემა Footballparadise.com-ის ჟურნალისტი რაფაელ ადელუგბა ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"ქართული ფეხბურთი საფეხბურთო რუკაზე ყველაზე ცნობილი ადგილი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის ბოლოდროინდელმა თამაშებმა საფეხბურთო სამყარო გაანათა. ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ ტალანტებს ჩუქნის საქართველო ევროპას.

საქართველოს ჩემპიონატის დონე არც ისე მაღალია, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა ასპარეზობა სწორედ მშობლიურ ლიგაში დაიწყეს. ქვეყნის დედაქალაქის კლუბი, თბილისის "დინამო", საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო, 1981 წელს კი უეფას თასების მფლობელთა თასი მოიგეს. "დინამო" ერთადერთ ქართულ კლუბად რჩება, რომელმაც ევროპული თასი მოიპოვა.

მიუხედავად წარმატებული წარსულისა, დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. ნაკრების მთავარ მიზანს პერსპექტიულ მოთამაშეთა ბირთვის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც წარმატების მიღწევას შეძლებს. გააგრძელეთ კითხვა