მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩემს ძმას ჩავუტარე..." - ექიმი, რომლის მიზანიც სამედიცინო მითებისა და სტერეოტიპების დამსხვრევაა
"პირველი გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩემს ძმას ჩავუტარე..." - ექიმი, რომლის მიზანიც სამედიცინო მითებისა და სტერეოტიპების დამსხვრევაა

არ­ჩილ მარ­შა­ნია ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ინ­სტრუქ­ტო­რია, რო­მე­ლიც კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კას სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დის. იგი აჟა­მად ბრი­ტა­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს და "რო­ტა­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის“ გამო, თვე­ო­ბით უწევს ქყ­ვეყ­ნი­დან წას­ვლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს და არის მიწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტებ­ში (UNICEF-ისა და გა­ე­როს სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ცი­ა­ცი­ის პრო­ექ­ტე­ბი, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია და სხვა).

სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ექი­მი, ვის­თვი­საც პრო­ფე­სია დღის წეს­რი­გად იქცა, ცდი­ლობს რა­ღაც შეც­ვა­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და და­ამ­სხვრი­ოს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი. რო­გორც მე­უბ­ნე­ბა, ეს ხან­და­ხან კარ­გად გა­მოს­დის, ხან­და­ხან - ცუ­დად, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სჯე­რა, რომ მი­ზანს მი­აღ­წევს. მარ­თა­ლია, "მარ­სის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას ვერ შევ­ძლებ, მაგ­რამ მი­ვაღ­წევ მი­ზანს - მინ­და, სა­მე­დი­ცი­ნო მი­თე­ბი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ვამ­სხვრიო და 2-3 წე­ლი­წად­ში ნა­ხავთ, თუ რო­გო­რი მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი დღეს“, - ამ­ბობს და გვიყ­ვე­ბა, რო­გორ მო­ვი­და ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე.

  • "მთე­ლი ბავ­შვო­ბა "გლ­და­ნი-თუ­შე­თის მი­სად­გო­მებ­თან" გა­ვა­ტა­რე"

და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, 1985 წლის 17 ივ­ლისს, ვსწავ­ლობ­დი გლ­დან­ში, სკო­ლა-ლი­ცე­უმ "ცოდ­ნა­ში". სკო­ლის პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სოა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, კლას­ში ცო­ტა­ნი ვი­ყა­ვით და ყვე­ლა­ნი ვმე­გობ­რობ­დით. დედა თუში მყავს, გუ­რი­ა­შიც გვაქვს სო­ფე­ლი, მაგ­რამ მთე­ლი ბავ­შვო­ბა მა­ინც "გლ­და­ნი-თუ­შე­თის მი­სად­გო­მებ­თან" გა­ვა­ტა­რე. მარ­შა­ნი­ე­ბის გვა­რი წარ­მო­შო­ბით აფხა­ზუ­რია, თუმ­ცა არ გვაქვს პირ­და­პი­რი შე­ხე­ბა. სკო­ლა­ში ნორ­მა­ლუ­რი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი - ვთა­მა­შობ­დი მან-სან-კანს (მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუ­ბი), დიდ­ხანს ვი­ა­რე კა­ლათ­ბურთზე, პრო­ფე­სი­ულ კლუბ "კა­ლას­ში", მა­ნამ­დე კა­რა­ტე­შიც ვცა­დე ბედი. ახ­ლაც, როცა უცხო­ეთ­ში მივ­დი­ვარ, იქ თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ. ერთი პე­რი­ო­დი, ჩა­მოვ­შორ­დი სპორ­ტს და წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე - 120კგ. ვი­ყა­ვი, მერე 24 კი­ლოგ­რა­მი ჩე­მით და­ვი­კე­ლი - სწო­რი კვე­ბით და ვარ­ჯი­შით.

  • რამ გა­და­მა­წყვე­ტი­ნა ექი­მო­ბა

დე­დას ძა­ლი­ან უნ­დო­და სამი ვა­ჟი­დან ერთი შვი­ლი მა­ინც ექი­მი ჰყო­ლო­და, არა­ფე­რი და­უ­ძა­ლე­ბია, უბ­რა­ლოდ, მირ­ჩია. მახ­სოვს, ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ისე­დაც მინ­დო­და ექი­მო­ბა, სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც არას­დროს მი­ფიქ­რია. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და სა­მე­დი­ცი­ნო ხა­სი­ა­თის წიგ­ნე­ბი და მათ კი­თხვას დიდ დროს ვუთ­მობ­დი. მოხ­და ერთი შემ­თხვე­ვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, როცა, უხე­შად რომ ვთქვათ, პირ­ვე­ლი გულ-ფილ­ტვის რე­ა­ნი­მა­ცია (რა­საც ახლა ვას­წავ­ლი) ჩემს ძმას ჩა­ვუ­ტა­რე - ხი­დან ჩა­მო­ვარ­და, სუნ­თქვა გა­ა­ჩე­რა და ინ­სტიქ­ტუ­რად მო­ვა­ხერ­ხე მისი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა. ამის შემ­დეგ მყა­რად გა­დავ­წყვი­ტე, სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. თა­ვი­დან ტრავ­მა­ტო­ლო­გო­ბა მინ­დო­და, თუმ­ცა არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც ექ­სტრე­მა­ლურ მე­დი­ცი­ნა­ზე შე­ვა­ჩე­რე და წა­ვე­დი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. დიდ­ხანს ვი­მუ­შა­ვე მიმ­ღებ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში - "ემერ­ჯენსში“ (გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა). ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნით ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მა­ინც დედა იყო...

  • "მო­ხა­ლი­სედ სამი წელი ვი­მუ­შა­ვე"

დოქ­ტუ­რან­ტუ­რა­ში არ ჩა­მი­ბა­რე­ბია, არ ვარ იმ ტი­პის ექი­მი, ვინც თვლის, მა­ინც და მა­ინც ხა­რის­ხი რომ უნდა ჰქონ­დეს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, აკა­დე­მი­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში მი­ღე­ბუ­ლია, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ ას­წავ­ლი­დე, ხა­რის­ხი უნდა გქონ­დეს და­ცუ­ლი. იდე­ა­ში, ამას არ ვე­თან­ხმე­ბი, ჩემი აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რა ცოდ­ნა გაქვს და რო­გორ ას­წავ­ლი, ცოდ­ნის გა­ცე­მის უნა­რი რო­გო­რი გაქვს, ვიდ­რე ის, რა გი­წე­რია ფურ­ცელ­ზე. ყო­ველ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ ვის­წრაფ­ვო­დი, დრეს­კო­დე­ბიც არას­დროს მიყ­ვარ­და, არც შარ­ვალ-კოს­ტუ­მი (თუმ­ცა არ ვარ მისი წი­ნა­აღ­მდე­გი)... მე და ჩემს მე­გობ­რებს სტუ­დენ­ტო­ბი­დან გვინ­დო­და მუ­შა­ო­ბა, ვი­ნა­ი­დან ანა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურ­ში არა­ვინ მი­გი­ღებ­და, "ჩა­მოვ­ლა­ზე ვი­ყა­ვით“ - კლი­ნი­კებს ვეხ­ვე­წე­ბო­დით, იქ­ნებ, დაგ­ვა­საქ­მოთ, მო­ხა­ლი­სედ ვი­მუ­შა­ვებთ, თქვე­ნი არა­ფე­რი გვინ­და, ოღონდ რამე გაგ­ვა­კე­თე­ბი­ნე­თო. ბო­ლოს, ღუ­დუ­შა­უ­რის პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ვა­დე­ქით უფ­როსს, ბა­ტონ გი­ვის, რო­მე­ლიც დაგ­ვთან­ხმდა და და­ვი­წყეთ... ამის პა­რა­ლე­ლუ­რად სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ვი­მუ­შა­ვეთ მო­ხა­ლი­სე­ე­ბად ( სხვა­თა შო­რის, თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხედ­რო სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და შემ­დეგ გა­და­ვე­დი სამ­კურ­ნა­ლო­ზე), თან გზის ფულს ვზო­გავ­დით, პა­რას­კევს მივ­დი­ო­დით და ორ­შა­ბა­თამ­დე ჰოს­პი­ტალ­ში ვრჩე­ბო­დით, ფაქ­ტობ­რი­ვად, კლი­ნი­კა­ში ვცხოვ­რობ­დით. ვცდი­ლობ­დი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ამეთ­ვი­სე­ბი­ნა პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი და, სა­ბო­ლო­ოდ, ჩემი მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი და უხელ­ფა­სო მუ­შა­ო­ბა 3 წელს გაგ­რძელ­და. ჩემი პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში ექთ­ნის პო­ზი­ცია იყო, შემ­დეგ გა­და­ვე­დი "კა­რაპს მედ­ლა­ინ­ში“ გი­ნე­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის პა­ლა­ტა­ში. ამის შემ­დეგ ალ­ბათ კლი­ნი­კა არ და­მი­ტო­ვე­ბია, რო­მელ­შიც არ მე­მუ­შა­ვა.

  • "პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ცოდ­ნა ჩვე­ნი კულ­ტუ­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი უნდა გახ­დეს"

დღეს ჩემი ძი­რი­თა­დი სამ­სა­ხუ­რი სა­ზღვარ­გა­რეთ ბრი­ტა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­აა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი - სა­დაც ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს პირ­ვე­ლად გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას ვას­წავ­ლით. ნე­ბის­მი­ერ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის ცოდ­ნა კულ­ტუ­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ამა­ზე კომ­პა­ნი­ე­ბი ზრუ­ნა­ვენ და ამ­ზა­დე­ბენ თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს, ინ­ტე­რე­სი აქვთ ის­წავ­ლონ პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ანს პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას ად­გილ­ზე მყო­ფი თუ არ გა­უ­წევს, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, მო­სუ­ლი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა უძ­ლუ­რი იქ­ნე­ბა. ამ კულ­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბას ვფიქ­რობთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გვინ­და, ის ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი გახ­დეს, რათა ადა­მი­ა­ნებ­მა იფიქ­რონ იმა­ზე, რომ 2 წე­ლი­წად­ში ერთხელ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამის სწავ­ლა. სულ რა­ღაც 5 სა­ა­თი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი, თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ტრე­ნინ­გია და ამის­თვის ზუს­ტად იმ­დე­ნი დრო, ენერ­გია და ფი­ნან­სე­ბი უნდა გა­მოვ­ყოთ, რამ­დე­ნიც რეს­ტო­რან­ში ერთხელ შეს­ვლის­თვის გვჭირ­დე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენ და ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი ვართ - ეს ცოდ­ნა გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, თუ კი რა­ღაც მოხ­და, ეგ­რე­ვე ჩა­ვე­რი­ოთ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ადა­მი­ა­ნი. ძი­რი­თა­დად, "ფე­ის­ბუკ­ზე“ ვა­ცხა­დებთ რე­გის­ტრა­ცი­ას და მსურ­ვე­ლე­ბი და­ნიშ­ნულ დროს მო­დი­ან.

  • "ექი­მო­ბა ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბის წესი უფ­როა"

ბევ­რი შემ­თხვე­ვა მქო­ნია, როცა კო­მით შე­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის ისე­თი ბავ­შვე­ბი გა­და­მირ­ჩე­ნია, ვისი სი­ცო­ცხლეც ბეწ­ვზე ეკი­და. ეს ექი­მის­თვის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ექი­მო­ბა ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბის წესი უფ­როა, ვიდ­რე პრო­ფე­სია. ექი­მი მარ­ტო ხე­ლო­სა­ნი ვერ იქ­ნე­ბი, ეს სა­ე­ქი­მო ეთი­კის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა და ხე­ლოს­ნო­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ზა­ვია (ხე­ლოს­ნო­ბა­ში "კარგ ხელს“ ვგუ­ლის­ხმობ). ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა პა­ცი­ენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სე­ბი, მის მი­მართ ემ­პა­თია უნდა გქონ­დეს, ექი­მებ­მა ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი შინ უნდა დავ­ტო­ვოთ და მათ უნდა მი­ვუ­ძღვნათ ცხოვ­რე­ბა. ვფიქ­რობ, პრო­ფე­სი­ას პა­ცი­ენ­ტე­ბი არ გვირ­ჩე­ვენ, ჩვენ ავირ­ჩი­ეთ და როცა პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან მო­დის, ვი­ყოთ ემ­პა­თი­უ­რე­ბი, და­ვიც­ვათ სა­ე­ქი­მო ეთი­კის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი და ნება ვი­ბო­ძოთ, მათ სა­უ­კე­თე­სო მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი მი­ვა­წო­დოთ. ექი­მი ყო­ველ­თვის პა­ცი­ენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან უნდა ამო­დი­ო­დეს. ჩემ­თვის ეს რა­ღაც პრო­ფე­სია არ არის, სულ რომ ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი არ იყო, ნე­ბის­მი­ე­რი ექი­მის ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მუ­შაო არის მეც­ნი­ე­რე­ბის, ადა­მი­ა­ნუ­რო­ბი­სა და ფსი­ქო­თე­რა­პი­ის ნა­ზა­ვი. ჩვე­ნი ტრე­ნინგ-ცენ­ტრის ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლე­ო­ბაც ის იქ­ნე­ბა, რომ არა მარ­ტო მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, კულ­ტუ­რა­ში დავ­ნერ­გოთ პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა, გვინ­და, სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­შიც დავ­ნერ­გოთ ექი­მის პრო­ფე­სი­ის ის ძი­რი­თა­დი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, რა­საც ჰქვია პა­ცი­ენ­ტის გა­ნათ­ლე­ბა. ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, ეს მა­ინც და მა­ინც პო­პუ­ლა­რუ­ლი არ არის.

  • მი­ზა­ნი - სა­მე­დი­ცი­ნო მი­თე­ბის მსხვრე­ვა

ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­მე­დი­ცი­ნო მი­თე­ბის, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის კვლე­ვა. აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ტა­რებთ მას­ტერ კლა­სებ­სა და დის­კუ­სი­ებს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი ან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია, რომ­ლე­ბიც, სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ე­ფექ­ტუ­რია. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ვაქ­ცი­ნე­ბით და კვე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბის დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, რომ გო­ნე­ბა­და­კარ­გულ პა­ცი­ენტს კრი­ჭა უნდა გა­უხ­სნა და ენა ამო­უ­წიო. ეს მი­თია, არ ხდე­ბა ენის გა­დაყ­ლაპ­ვა (ასეთ დროს ორი სხვა­დას­ხვა მარ­ტი­ვი მე­თო­დია - თა­ვის უკან გა­და­წე­ვა, ქვე­და ყბის, ნი­კა­პის წინ წა­მო­წე­ვა, რა დრო­საც ენა სცილ­დე­ბა ხორხს და აძ­ლევს სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას). გულყრის დროს შა­ვის გა­და­ფა­რე­ბაც მი­თია და არ შე­დის პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბა­ში. ჩემი საყ­ვა­რე­ლი მი­თია კვე­ბით და­ნა­მა­ტებ­ზე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ე.წ. სა­ხალ­ხო მკურ­ნა­ლე­ბი (და არა მარ­ტო) იყე­ნე­ბენ. ისი­ნი "ორ­გა­ნიზ­მის შლა­კე­ბის­გან გაწ­მენ­დას“ ამ­ბო­ბენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი შლა­კე­ბი, რო­გორც ნივ­თი­ე­რე­ბა, მე­დი­ცი­ნა­ში არ არ­სე­ბობს, მო­გო­ნი­ლი სი­ტყვაა, თუმ­ცა­ღა, იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ ყვე­ლამ იცის, რომ "შლა­კე­ბის­გან გაწ­მენ­და“ ყო­ველ­თვის და­დე­ბით ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს ადა­მი­ან­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს რომ და­ა­წე­როთ - "წმენ­დს შლა­კე­ბის­გან“, ის უფრო კარ­გად გა­გე­ყი­დე­ბათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კია. "დღე­ში 2 ლიტ­რი და მეტი წყა­ლიც“ მი­თია. სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა უნდა იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი, ვი­ღა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა 1 ლიტ­რი იყოს სა­ჭი­რო, ვი­ღა­ცის­თვის - 2 და ვი­საც წყა­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარს - 5-იც. ადა­მი­ა­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­თხეს იმ რა­ო­დე­ნო­ბით უნდა იღებ­დეს, რომ მო­სა­შარ­დად 2-4 სა­ათ­ში ერთხელ გა­დი­ო­დეს და შარ­დის ფერი ღია ჩა­ლის­ფე­რი იყოს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უამ­რა­ვი მითი და მათი წარ­მო­შო­ბის მრა­ვა­ლი მი­ზე­ზია - გა­ნათ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი, ე.წ. თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა (შარ­ლა­ტა­ნე­ბის), ექი­მე­ბის ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­მართ, მი­თე­ბი ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ - მა­გა­ლი­თად, რო­გორც კი და­ი­წყო კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა, ამას მოჰ­ყვა ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის მოძ­რა­ო­ბა. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გულ­წრფე­ლად სჯე­რათ, რომ ეს არის ცუდი. ასე­ვე, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვე­ბის ემო­ცი­ებ­ზე თა­მა­შო­ბენ და ამი­თაც ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს იღე­ბენ და ა.შ.

  • "მინ­და, ბავ­შვებს და­ვუ­ჭი­რო მხა­რი და ვუ­თხრა მათ..."

სამი შვი­ლი მყავს და ბავ­შვებ­თან სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. სხვა­თა შო­რის, ჩემი ძმა შე­მეც­ნე­ბი­თი ანი­მა­ცი­ის - "ჟი­რა­ფი ჟო­ზეს“ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რია... მინ­და, ბავ­შვებს მხა­რი და­ვუ­ჭი­რო და ვუ­თხრა - ბავ­შვე­ბო, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მა­ინც და მა­ინც წვნი­ა­ნე­ბი ჭა­მოთ (თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მარ­ტო კან­ფე­ტე­ბი მი­ვირ­თვათ, ბევ­რი შაქ­რის მი­ღე­ბა ცუ­დია). ბავ­შვი ადეკ­ვა­ტუ­რად, ანუ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ სწო­რად იკ­ვე­ბე­ბა, საკ­მა­რის სი­თხეს, ბოსტნე­ულს, ხილს, ცი­ლებს (ხორ­ცი, თევ­ზი და ა.შ.) იღებს, კონ­კრე­ტუ­ლად წვნი­ან­ში ჯა­დოს­ნუ­რი არა­ფე­რი დევს და ბავ­შვს თუ არ უყ­ვარს, შეგ­ვიძ­ლია, არ და­ვა­ძა­ლოთ. მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი კვე­ბა და ძილი არის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მის­წრე­ბა, თუმ­ცა ამას თან ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბაც უნდა ახ­ლდეს - კვი­რა­ში 150 წუთი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა (მა­გა­ლი­თად, მსუ­ბუ­ქი ვარ­ჯი­ში) თუ გვექ­ნე­ბა, ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი.

  • "ოჯახ­ში ერთი ექი­მიც საკ­მა­რის­ზე მე­ტია"

ჩემი მე­უღ­ლე ექი­მი არ არის და ვთვლი, რომ ოჯახ­ში ერთი ექი­მიც საკ­მა­რის­ზე მე­ტია (იცი­ნის). ეკა­ტე­რი­ნე სა­მარ­თალმცოდ­ნეა, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობს, კერ­ძო სა­რეკ­ლა­მო და სამ­კერ­ვა­ლო ბიზ­ნე­სი აქვს. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ჩემი მე­გობ­რის ოჯახ­ში გა­ვი­ცა­ნი, სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავს და გაც­ნო­ბის მერე და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლი­წად­ში და­ვო­ჯახ­დით, გვყავს სამი შვი­ლი - ელი­სა­ბე­დი, ლე­ვა­ნი და ნი­კო­ლო­ზი. შვი­ლე­ბი 14-12 და 7 წლი­სა­ნი არი­ან (ასა­კი თუ შე­მე­შა­ლა, მომ­კლა­ვენ). ლი­ზიმ უკვე გა­ა­კე­თა გა­ნა­ცხა­დი, რომ აქვს ინ­ტე­რე­სი და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბა, დერ­მა­ტო­ლო­გო­ბა უნდა, მაგ­რამ იქამ­დე ჯერ შო­რია. შე­იძ­ლე­ბა შვი­ლებს რჩე­ვა მივ­ცე, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი თვი­თონ უნდა გა­ა­კე­თონ. სამ­წუ­ხა­როდ, ოჯა­ხის­თვის დიდი დრო არ მრჩე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში, წე­ლი­წად­ში 7 თვე წა­სუ­ლი ვარ. როცა ჩა­მოვ­დი­ვარ, ან სპი­კე­რი ვარ სა­დღაც, ან ლექ­ცია და ტრე­ნინ­გი მაქვს... ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს ოჯახ­ში, ერ­თმა­ნე­თი მუდ­მი­ვად გვე­ნატ­რე­ბა...

  • ექი­მი, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი, მე­ლო­მა­ნი...

ბევ­რი ჰობი მაქვს - მიყ­ვარს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი, მი­ზან­ში სრო­ლა, მაგ­რამ ნა­დი­რო­ბა - არა. კო­ლექ­ცი­ო­ნე­რიც ვარ - ვაგ­რო­ვებ ხელ­ნა­კეთ და­ნებს, სა­ა­თებს, აქ­სე­სუ­ა­რებს, სა­ფოს­ტო მარ­კებს, მაქვს სას­მე­ლებს... ბე­ბი­ამ 1960 წელს ჩა­მოს­ხმუ­ლი შოტ­ლან­დი­უ­რი ვის­კი "პას­პორ­ტი“ მა­ჩუ­ქა, რა­საც ძა­ლი­ან დავ­ფო­ფი­ნებ. ჩემს შუ­ა­თა­ნა ვაჟს თევ­ზა­ო­ბა უყ­ვარს, ხში­რად ვერ ვიც­ლით ხოლ­მე, მაგ­რამ აფ­რი­კა­ში თი­ნუს­ზე გვი­თევ­ზა­ვია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მუ­სი­კა, ერთ დროს, პი­რის გარ­მონ­ზე ვუკ­რავ­დი, მერე მი­ვაგ­დე, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუბ­რუნ­დე­ბი. ჩემი საყ­ვა­რე­ლი ჟან­რია ბლუ­ზი, პან­კი. სტუ­დენ­ტებ­თან ხში­რად ვმარ­თავ შეხ­ვედ­რებს, მიყ­ვარს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ბავ­შვო­ბი­დან რაც და­ვი­სა­ხე, ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წიე და მჯე­რა, ახ­ლაც მი­ვაღ­წევ მი­ზანს. მარ­თა­ლია, მარ­სის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას ვერ დაგ­პირ­დე­ბით, მაგ­რამ მინ­და სა­მე­დი­ცი­ნო მი­თე­ბი და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და­ვამ­სხვრიო, და 2-3 წე­ლი­წად­ში ნა­ხავთ, თუ რო­გო­რი მარ­თა­ლი ვი­ყა­ვი დღეს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
12

მეც ვეთანხმები, არაა საჭირო ამდენი წყლის სმა, ცოტა ჭამე და და უმარილო, წყალიც არ მოგინდება.

თამო
8

რა გჭირთ ხალხო? რამ გაგაბოროტად? ისე ცხოვრობს როგორც თავად უნდა და სწორად მიაჩნია. ,,მეზობელი და ნათესავი რას იტყვის" პრინციპს რომ არ მიყვება და თქვენს სტერეოტიპებში რომ არ ზის იმიტომ არის ნარცისი? ნუ გეშინიათ თქვენგან განსხვავებული შეხედულების ადამიანების მხოლოდ იმიტომ რომ მათ გაბედეს ჰქონოდათ თავისი აზრი და თქვენ ვერ გეყოთ ამისთვის ერთი ადგილი. 

ავტორი:

"პირველი გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩემს ძმას ჩავუტარე..." - ექიმი, რომლის მიზანიც სამედიცინო მითებისა და სტერეოტიპების დამსხვრევაა

"პირველი გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩემს ძმას ჩავუტარე..." - ექიმი, რომლის მიზანიც სამედიცინო მითებისა და სტერეოტიპების დამსხვრევაა

არჩილ მარშანია ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და პირველადი დახმარების ინსტრუქტორია, რომელიც კლინიკურ პრაქტიკას საზღვარგარეთ გადის. იგი აჟამად ბრიტანულ კომპანიაში მუშაობს და "როტაციული სამსახურის“ გამო, თვეობით უწევს ქყვეყნიდან წასვლა. საქართველოში ძირითადად საგანმანათლებლო საქმიანობითაა დაკავებული, კითხულობს ლექციებს და არის მიწვეული სპიკერი სხვადასხვა პროექტებში (UNICEF-ისა და გაეროს საქართველოს ასოციაციის პროექტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა).

სოციალურად აქტიური ექიმი, ვისთვისაც პროფესია დღის წესრიგად იქცა, ცდილობს რაღაც შეცვალოს საზოგადოებაში და დაამსხვრიოს სტერეოტიპები. როგორც მეუბნება, ეს ხანდახან კარგად გამოსდის, ხანდახან - ცუდად, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სჯერა, რომ მიზანს მიაღწევს. მართალია, "მარსის განაშენიანებას ვერ შევძლებ, მაგრამ მივაღწევ მიზანს - მინდა, სამედიცინო მითები და სტერეოტიპები დავამსხვრიო და 2-3 წელიწადში ნახავთ, თუ როგორი მართალი ვიყავი დღეს“, - ამბობს და გვიყვება, როგორ მოვიდა ბავშვობიდან დღემდე.

  • "მთელი ბავშვობა "გლდანი-თუშეთის მისადგომებთან" გავატარე"

დავიბადე თბილისში, 1985 წლის 17 ივლისს, ვსწავლობდი გლდანში, სკოლა-ლიცეუმ "ცოდნაში". სკოლის პერიოდი საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში, კლასში ცოტანი ვიყავით და ყველანი ვმეგობრობდით. დედა თუში მყავს, გურიაშიც გვაქვს სოფელი, მაგრამ მთელი ბავშვობა მაინც "გლდანი-თუშეთის მისადგომებთან" გავატარე. მარშანიების გვარი წარმოშობით აფხაზურია, თუმცა არ გვაქვს პირდაპირი შეხება. სკოლაში ნორმალური მოსწავლე ვიყავი, ამასთანავე, ძალიან აქტიური - ვთამაშობდი მან-სან-კანს (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი), დიდხანს ვიარე კალათბურთზე, პროფესიულ კლუბ "კალასში", მანამდე კარატეშიც ვცადე ბედი. ახლაც, როცა უცხოეთში მივდივარ, იქ თითქმის ყოველდღიურად ვვარჯიშობ. ერთი პერიოდი, ჩამოვშორდი სპორტს და წონაში მოვიმატე - 120კგ. ვიყავი, მერე 24 კილოგრამი ჩემით დავიკელი - სწორი კვებით და ვარჯიშით.

  • რამ გადამაწყვეტინა ექიმობა

დედას ძალიან უნდოდა სამი ვაჟიდან ერთი შვილი მაინც ექიმი ჰყოლოდა, არაფერი დაუძალებია, უბრალოდ, მირჩია. მახსოვს, ღრმა ბავშვობიდან ისედაც მინდოდა ექიმობა, სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია. სულ მაინტერესებდა სამედიცინო ხასიათის წიგნები და მათ კითხვას დიდ დროს ვუთმობდი. მოხდა ერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, როცა, უხეშად რომ ვთქვათ, პირველი გულ-ფილტვის რეანიმაცია (რასაც ახლა ვასწავლი) ჩემს ძმას ჩავუტარე - ხიდან ჩამოვარდა, სუნთქვა გააჩერა და ინსტიქტურად მოვახერხე მისი მდგომარეობიდან გამოყვანა. ამის შემდეგ მყარად გადავწყვიტე, სამედიცინოზე ჩამებარებინა. თავიდან ტრავმატოლოგობა მინდოდა, თუმცა არჩევანი მაინც ექსტრემალურ მედიცინაზე შევაჩერე და წავედი რეანიმაციაში. დიდხანს ვიმუშავე მიმღებ განყოფილებაში - "ემერჯენსში“ (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება). ჩემი პროფესიული არჩევანით ყველაზე ბედნიერი მაინც დედა იყო...

  • "მოხალისედ სამი წელი ვიმუშავე"

დოქტურანტურაში არ ჩამიბარებია, არ ვარ იმ ტიპის ექიმი, ვინც თვლის, მაინც და მაინც ხარისხი რომ უნდა ჰქონდეს. სიმართლე გითხრათ, აკადემიურ საგანმანათლებლო სივრცეში მიღებულია, რომ უნივერსიტეტში რომ ასწავლიდე, ხარისხი უნდა გქონდეს დაცული. იდეაში, ამას არ ვეთანხმები, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია რა ცოდნა გაქვს და როგორ ასწავლი, ცოდნის გაცემის უნარი როგორი გაქვს, ვიდრე ის, რა გიწერია ფურცელზე. ყოველთვის თავისუფლებისკენ ვისწრაფვოდი, დრესკოდებიც არასდროს მიყვარდა, არც შარვალ-კოსტუმი (თუმცა არ ვარ მისი წინააღმდეგი)... მე და ჩემს მეგობრებს სტუდენტობიდან გვინდოდა მუშაობა, ვინაიდან ანაზღაურებად სამსახურში არავინ მიგიღებდა, "ჩამოვლაზე ვიყავით“ - კლინიკებს ვეხვეწებოდით, იქნებ, დაგვასაქმოთ, მოხალისედ ვიმუშავებთ, თქვენი არაფერი გვინდა, ოღონდ რამე გაგვაკეთებინეთო. ბოლოს, ღუდუშაურის პირველ განყოფილებაში მივადექით უფროსს, ბატონ გივის, რომელიც დაგვთანხმდა და დავიწყეთ... ამის პარალელურად სამხედრო ჰოსპიტალში ვიმუშავეთ მოხალისეებად ( სხვათა შორის, თავდაპირველად სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტზე ჩავაბარე და შემდეგ გადავედი სამკურნალოზე), თან გზის ფულს ვზოგავდით, პარასკევს მივდიოდით და ორშაბათამდე ჰოსპიტალში ვრჩებოდით, ფაქტობრივად, კლინიკაში ვცხოვრობდით. ვცდილობდი, მაქსიმალურად ამეთვისებინა პრაქტიკული უნარ-ჩვევები და, საბოლოოდ, ჩემი მოხალისეობრივი და უხელფასო მუშაობა 3 წელს გაგრძელდა. ჩემი პირველი ოფიციალური სამსახური კატასტროფის მედიცინის ცენტრში ექთნის პოზიცია იყო, შემდეგ გადავედი "კარაპს მედლაინში“ გინეკოლოგიურ განყოფილებაში, ინტენსიური თერაპიის პალატაში. ამის შემდეგ ალბათ კლინიკა არ დამიტოვებია, რომელშიც არ მემუშავა.

  • "პირველადი დახმარების ცოდნა ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს"

დღეს ჩემი ძირითადი სამსახური საზღვარგარეთ ბრიტანული კომპანიაა, საქართველოში კი პირველადი დახმარების ცენტრი - სადაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს პირველად გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ვასწავლით. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში პირველადი დახმარების ცოდნა კულტურის შემადგენელი ნაწილია. ამაზე კომპანიები ზრუნავენ და ამზადებენ თავის თანამშრომლებს, ინტერესი აქვთ ისწავლონ პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს პირველად დახმარებას ადგილზე მყოფი თუ არ გაუწევს, უმრავლეს შემთხვევაში, მოსული სასწრაფო დახმარება უძლური იქნება. ამ კულტურის გავრცელებას ვფიქრობთ საქართველოში, გვინდა, ის ჩვენი კულტურის ნაწილი გახდეს, რათა ადამიანებმა იფიქრონ იმაზე, რომ 2 წელიწადში ერთხელ აუცილებელია ამის სწავლა. სულ რაღაც 5 საათიანი ინტენსიური, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ტრენინგია და ამისთვის ზუსტად იმდენი დრო, ენერგია და ფინანსები უნდა გამოვყოთ, რამდენიც რესტორანში ერთხელ შესვლისთვის გვჭირდება. სამაგიეროდ, ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრები მაქსიმალურად დაცული ვართ - ეს ცოდნა გვაძლევს საშუალებას, თუ კი რაღაც მოხდა, ეგრევე ჩავერიოთ და გადავარჩინოთ ადამიანი. ძირითადად, "ფეისბუკზე“ ვაცხადებთ რეგისტრაციას და მსურველები დანიშნულ დროს მოდიან.

  • "ექიმობა ჩემთვის ცხოვრების წესი უფროა"

ბევრი შემთხვევა მქონია, როცა კომით შემოსული ადამიანები, მათ შორის ისეთი ბავშვები გადამირჩენია, ვისი სიცოცხლეც ბეწვზე ეკიდა. ეს ექიმისთვის უდიდესი ბედნიერებაა. ექიმობა ჩემთვის ცხოვრების წესი უფროა, ვიდრე პროფესია. ექიმი მარტო ხელოსანი ვერ იქნები, ეს საექიმო ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხელოსნობის ძალიან საინტერესო ნაზავია (ხელოსნობაში "კარგ ხელს“ ვგულისხმობ). ძალიან საინტერესოა პაციენტთან ურთიერთობის წესები, მის მიმართ ემპათია უნდა გქონდეს, ექიმებმა ჩვენი პრობლემები შინ უნდა დავტოვოთ და მათ უნდა მივუძღვნათ ცხოვრება. ვფიქრობ, პროფესიას პაციენტები არ გვირჩევენ, ჩვენ ავირჩიეთ და როცა პაციენტი ჩვენთან მოდის, ვიყოთ ემპათიურები, დავიცვათ საექიმო ეთიკის ძირითადი პრინციპები და ნება ვიბოძოთ, მათ საუკეთესო მკურნალობის მეთოდები მივაწოდოთ. ექიმი ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან უნდა ამოდიოდეს. ჩემთვის ეს რაღაც პროფესია არ არის, სულ რომ ფსიქოთერაპევტი არ იყო, ნებისმიერი ექიმის ყოველდღიური სამუშაო არის მეცნიერების, ადამიანურობისა და ფსიქოთერაპიის ნაზავი. ჩვენი ტრენინგ-ცენტრის ძირითადი მოვალეობაც ის იქნება, რომ არა მარტო მოსახლეობაში, კულტურაში დავნერგოთ პირველადი დახმარება, გვინდა, სამედიცინო სექტორშიც დავნერგოთ ექიმის პროფესიის ის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რასაც ჰქვია პაციენტის განათლება. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს მაინც და მაინც პოპულარული არ არის.

  • მიზანი - სამედიცინო მითების მსხვრევა

ძალიან მიყვარს სამედიცინო მითების, დეზინფორმაციების კვლევა. აუცილებლად ჩავატარებთ მასტერ კლასებსა და დისკუსიებს ამ თემასთან დაკავშირებით. ეს ის გავრცელებული მკურნალობის მეთოდები ან რეკომენდაციებია, რომლებიც, სინამდვილეში, არაეფექტურია. ეს შეიძლება იყოს პირველადი დახმარებით დაწყებული, ვაქცინებით და კვებითი რეკომენდაციებით დამთავრებული. მაგალითად, პირველად დახმარების დროს გავრცელებულია, რომ გონებადაკარგულ პაციენტს კრიჭა უნდა გაუხსნა და ენა ამოუწიო. ეს მითია, არ ხდება ენის გადაყლაპვა (ასეთ დროს ორი სხვადასხვა მარტივი მეთოდია - თავის უკან გადაწევა, ქვედა ყბის, ნიკაპის წინ წამოწევა, რა დროსაც ენა სცილდება ხორხს და აძლევს სუნთქვის საშუალებას). გულყრის დროს შავის გადაფარებაც მითია და არ შედის პირველად დახმარებაში. ჩემი საყვარელი მითია კვებით დანამატებზე რეკომენდაციები, რომლებსაც ე.წ. სახალხო მკურნალები (და არა მარტო) იყენებენ. ისინი "ორგანიზმის შლაკებისგან გაწმენდას“ ამბობენ, სინამდვილეში კი შლაკები, როგორც ნივთიერება, მედიცინაში არ არსებობს, მოგონილი სიტყვაა, თუმცაღა, იმდენად პოპულარულია, რომ ყველამ იცის, რომ "შლაკებისგან გაწმენდა“ ყოველთვის დადებით ასოციაციას იწვევს ადამიანში. შესაბამისად, ნებისმიერ პროდუქტს რომ დააწეროთ - "წმენდს შლაკებისგან“, ის უფრო კარგად გაგეყიდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარკეტინგული ხრიკია. "დღეში 2 ლიტრი და მეტი წყალიც“ მითია. სითხეების მიღება უნდა იყოს ადეკვატური, ვიღაცისთვის შეიძლება 1 ლიტრი იყოს საჭირო, ვიღაცისთვის - 2 და ვისაც წყალი ძალიან უყვარს - 5-იც. ადამიანი დღის განმავლობაში სითხეს იმ რაოდენობით უნდა იღებდეს, რომ მოსაშარდად 2-4 საათში ერთხელ გადიოდეს და შარდის ფერი ღია ჩალისფერი იყოს. მოგეხსენებათ, უამრავი მითი და მათი წარმოშობის მრავალი მიზეზია - განათლების დეფიციტი, ე.წ. თვითგამოცხადებული მკურნალების აღიარება (შარლატანების), ექიმების ფინანსური ინტერესი სხვადასხვა მედიკამენტების მიმართ, მითები ვაქცინების მიმართ - მაგალითად, როგორც კი დაიწყო კოვიდის ვაქცინის შემუშავება, ამას მოჰყვა ანტივაქსერების მოძრაობა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც გულწრფელად სჯერათ, რომ ეს არის ცუდი. ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვების ემოციებზე თამაშობენ და ამითაც ფინანსურ სარგებელს იღებენ და ა.შ.

  • "მინდა, ბავშვებს დავუჭირო მხარი და ვუთხრა მათ..."

სამი შვილი მყავს და ბავშვებთან სხვა დამოკიდებულება მაქვს. სხვათა შორის, ჩემი ძმა შემეცნებითი ანიმაციის - "ჟირაფი ჟოზეს“ პროექტის ავტორია... მინდა, ბავშვებს მხარი დავუჭირო და ვუთხრა - ბავშვებო, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც წვნიანები ჭამოთ (თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო კანფეტები მივირთვათ, ბევრი შაქრის მიღება ცუდია). ბავშვი ადეკვატურად, ანუ დღის განმავლობაში თუ სწორად იკვებება, საკმარის სითხეს, ბოსტნეულს, ხილს, ცილებს (ხორცი, თევზი და ა.შ.) იღებს, კონკრეტულად წვნიანში ჯადოსნური არაფერი დევს და ბავშვს თუ არ უყვარს, შეგვიძლია, არ დავაძალოთ. მოწესრიგებული კვება და ძილი არის ჯანმრთელობისთვის მისწრება, თუმცა ამას თან ფიზიკური აქტივობაც უნდა ახლდეს - კვირაში 150 წუთი ფიზიკური დატვირთვა (მაგალითად, მსუბუქი ვარჯიში) თუ გვექნება, ეს არის ძალიან კარგი.

  • "ოჯახში ერთი ექიმიც საკმარისზე მეტია"

ჩემი მეუღლე ექიმი არ არის და ვთვლი, რომ ოჯახში ერთი ექიმიც საკმარისზე მეტია (იცინის). ეკატერინე სამართალმცოდნეა, თუმცა პროფესიით არ მუშაობს, კერძო სარეკლამო და სამკერვალო ბიზნესი აქვს. მომავალი მეუღლე ჩემი მეგობრის ოჯახში გავიცანი, საერთო მეგობარი გვყავს და გაცნობის მერე დაახლოებით 1 წელიწადში დავოჯახდით, გვყავს სამი შვილი - ელისაბედი, ლევანი და ნიკოლოზი. შვილები 14-12 და 7 წლისანი არიან (ასაკი თუ შემეშალა, მომკლავენ). ლიზიმ უკვე გააკეთა განაცხადი, რომ აქვს ინტერესი და სამედიცინოზე ჩაბარება, დერმატოლოგობა უნდა, მაგრამ იქამდე ჯერ შორია. შეიძლება შვილებს რჩევა მივცე, მაგრამ არჩევანი თვითონ უნდა გააკეთონ. სამწუხაროდ, ოჯახისთვის დიდი დრო არ მრჩება, ფაქტობრივად, არ ვცხოვრობ საქართველოში, წელიწადში 7 თვე წასული ვარ. როცა ჩამოვდივარ, ან სპიკერი ვარ სადღაც, ან ლექცია და ტრენინგი მაქვს... ურთიერთობის დეფიციტი გვაქვს ოჯახში, ერთმანეთი მუდმივად გვენატრება...

  • ექიმი, კოლექციონერი, მელომანი...

ბევრი ჰობი მაქვს - მიყვარს ცეცხლსასროლი იარაღები, მიზანში სროლა, მაგრამ ნადირობა - არა. კოლექციონერიც ვარ - ვაგროვებ ხელნაკეთ დანებს, საათებს, აქსესუარებს, საფოსტო მარკებს, მაქვს სასმელებს... ბებიამ 1960 წელს ჩამოსხმული შოტლანდიური ვისკი "პასპორტი“ მაჩუქა, რასაც ძალიან დავფოფინებ. ჩემს შუათანა ვაჟს თევზაობა უყვარს, ხშირად ვერ ვიცლით ხოლმე, მაგრამ აფრიკაში თინუსზე გვითევზავია. ძალიან მიყვარს მუსიკა, ერთ დროს, პირის გარმონზე ვუკრავდი, მერე მივაგდე, მაგრამ აუცილებლად დავუბრუნდები. ჩემი საყვარელი ჟანრია ბლუზი, პანკი. სტუდენტებთან ხშირად ვმართავ შეხვედრებს, მიყვარს მათთან ურთიერთობა.

ბავშვობიდან რაც დავისახე, ყველაფერს მივაღწიე და მჯერა, ახლაც მივაღწევ მიზანს. მართალია, მარსის განაშენიანებას ვერ დაგპირდებით, მაგრამ მინდა სამედიცინო მითები და სტერეოტიპები დავამსხვრიო, და 2-3 წელიწადში ნახავთ, თუ როგორი მართალი ვიყავი დღეს.