პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, პატივი მივაგო ქართველ მებრძოლებს, რომლებიც თავდადებით არიან ჩართულები მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში" - სალომე ზურაბიშვილი
"მინდა, პატივი მივაგო ქართველ მებრძოლებს, რომლებიც თავდადებით არიან ჩართულები მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში" - სალომე ზურაბიშვილი

"მინ­და, პა­ტი­ვი მი­ვა­გო ქარ­თველ მებ­რძო­ლებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ნე­ბით და თავ­და­დე­ბით არი­ან ჩარ­თულ­ნი მე­გო­ბა­რი და ძმა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ბრძო­ლა­ში, ჩვენ 33 ქარ­თვე­ლი დავ­კარ­გეთ და მათი ხსოვ­ნა უკ­ვდა­ვი იქ­ნე­ბა - ეს ნამ­დვი­ლად ის­ტო­რი­უ­ლი ბრძო­ლაა", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტ, ანდჟეი დუ­დას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო სო­ლი­და­რუ­ლია უკ­რა­ი­ნას­თან.

"სა­ქარ­თვე­ლო არის სო­ლი­და­რუ­ლი უკ­რა­ი­ნის მი­მართ. სა­ქარ­თვე­ლომ იცის, რა ფასს იხ­დის დღეს უკ­რა­ი­ნა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, რა­მე­თუ სა­ქარ­თვე­ლომ ეს ფასი გა­და­ი­ხა­და, იცის, რომ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ერ­თია.

მთე­ლი ქვეყ­ნის პო­ზი­ცი­აა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სო­ლი­და­რუ­ლი უნდა იყოს უკ­რა­ი­ნის, არ შე­იძ­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ მხა­რი არ და­უ­ჭი­როს თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში. ყვე­ლამ ვი­ცით, სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ ჩა­ერ­თოს ამ ომში და ეს არც იქ­ნე­ბო­და სწო­რი. მინ­და ყვე­ლა მო­გიწ­ვი­ოთ და ნა­ხოთ სა­ქარ­თვე­ლოს და თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში რო­გორ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სო­ლი­და­რო­ბა.

მინ­და, გა­მო­ვი­ყე­ნო ეს ტრი­ბუ­ნა და აქე­დან მი­ვა­გო პა­ტი­ვი იმ ქარ­თველ მებ­რძო­ლებს, ვინც სა­კუ­თა­რი ნე­ბით და თავ­და­დე­ბით არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი მე­გო­ბარ და ძმა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ბრძო­ლა­ში. ჩვენ 33 ქარ­თვე­ლი დავ­კარ­გეთ და მათი ხსოვ­ნა უკ­ვდა­ვი იქ­ნე­ბა. ეს ნამ­დვი­ლად ის­ტო­რი­უ­ლი ბრძო­ლაა“,- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Qeto
0

ეს სამარცხვინო არსება როდის ასრულებს თავის " სროკს"?

Status quo
3

ყოჩაღ, სალომეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მინდა, პატივი მივაგო ქართველ მებრძოლებს, რომლებიც თავდადებით არიან ჩართულები მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში" - სალომე ზურაბიშვილი

"მინდა, პატივი მივაგო ქართველ მებრძოლებს, რომლებიც თავდადებით არიან ჩართულები მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში" - სალომე ზურაბიშვილი

"მინდა, პატივი მივაგო ქართველ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი ნებით და თავდადებით არიან ჩართულნი მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში, ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება - ეს ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველო სოლიდარულია უკრაინასთან.

"საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის დღეს უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი გადაიხადა, იცის, რომ ჩვენი მომავალი ერთია.

მთელი ქვეყნის პოზიციაა, რომ საქართველო სოლიდარული უნდა იყოს უკრაინის, არ შეიძლება, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭიროს თავის შესაძლებლობის ფარგლებში. ყველამ ვიცით, საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი. მინდა ყველა მოგიწვიოთ და ნახოთ საქართველოს და თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა.

მინდა, გამოვიყენო ეს ტრიბუნა და აქედან მივაგო პატივი იმ ქართველ მებრძოლებს, ვინც საკუთარი ნებით და თავდადებით არიან ჩართულები მეგობარ და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება. ეს ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.