მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დრამატული მოვლენები E ჯგუფში: გერმანია ჩარჩა, მისი გულშემატკივრების რისხვა კი ესპანეთს დაატყდა - "ესპანეთმა რაც ქნა, გასაგებია... ეს უკან დაუბრუნდებათ"
დრამატული მოვლენები E ჯგუფში: გერმანია ჩარჩა, მისი გულშემატკივრების რისხვა კი ესპანეთს დაატყდა - "ესპანეთმა რაც ქნა, გასაგებია... ეს უკან დაუბრუნდებათ"

2022 წლის 1-ლ აპ­რილს კა­ტა­რის დე­და­ქა­ლაქ დო­ჰა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წი­ლისყრა გა­ი­მარ­თა.

გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბი, ჰანს-დი­ტერ ფლი­კის თავ­კა­ცო­ბით პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის მო­ლო­დინ­ში იყო. ჰანსს მშვე­ნი­ე­რი გან­წყო­ბა ჰქონ­და, სულ რა­ღაც ორი წლის წინ, მი­უნ­ხე­ნის "ბა­ი­ერნ­თან“ ჩემ­პი­ონ­თა ლიგა, გერ­მა­ნი­ის თასი და ბუნ­დეს­ლი­გა მო­ი­გო.

გერ­მა­ნე­ლე­ბი ეს­პა­ნეთ­თან, კოს­ტა-რი­კას­თან და ია­პო­ნი­ას­თან E ჯგუფ­ში მოხ­ვდნენ.

თით­ქოს ჰო­რი­ზონტზე არა­ნა­ი­რი შტორ­მი არ ჩან­და, ფლი­კის ნაკ­რებს 1/8 ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გას­ვლის ყვე­ლა შან­სი ჰქონ­და, წა­ბორ­ძი­კე­ბის გა­რე­შე, ლი­დე­რა­დაც კი.

თუმ­ცა ლი­დე­რად გას­ვლის იმე­დი ჯერ ია­პო­ნი­ის ნაკ­რებ­მა შე­არ­ყია. ია­პო­ნე­ლებ­თან გერ­მა­ნე­ლე­ბი, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, დო­მი­ნი­რებ­დნენ, სულ რა­ღაც 8 წუთი მო­ეშ­ვნენ და გო­ლე­ბი გა­უშ­ვეს. რო­გორც გუ­შინ აღ­მოჩ­ნდა, ზუს­ტად ის 8 წუთი იყო ფლეი-ოფში ვერ­მოხ­ვედ­რის ფასი.

ეს­პა­ნე­ლებ­თან ფრემ გულ­შე­მატ­კი­ვარს იმე­დი და­უბ­რუ­ნა. რა თქმა უნდა, ჩა­ვარ­დნე­ბი იყო, მაგ­რამ გუნ­დი ბევ­რად და­მა­ჯე­რებ­ლად და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. მატ­ჩის შემ­დეგ, რუ­დი­გერ­მა მად­რი­დის "რე­ალ­ში“ თა­ნა­გუნ­დელს, დანი კარ­ვა­ხალს სთხო­ვა, რომ ია­პო­ნი­ის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად მო­ე­გოთ. და­ნიმ გა­ნა­ცხა­და, - ეს­პა­ნე­თის მო­გე­ბა­ში ეჭვი ისე­დაც არა­ვის ეპა­რე­ბაო. თუმ­ცა...

გუნ­დებს შო­რის ქუ­ლე­ბი ისე გა­ნა­წილ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი მე­სა­მე ტურ­ში უნდა გარ­კვე­უ­ლი­ყო. ოთხი­ვე ნაკ­რებს გას­ვლის შან­სი ჰქონ­და. ფლი­კის ბი­ჭებს არა მხო­ლოდ უნდა და­ე­მარ­ცხე­ბი­ნათ კოს­ტა-რიკა, არა­მედ ეს­პა­ნე­ლე­ბის მო­გე­ბის­თვი­საც უნდა ეგულ­შე­მატ­კივ­რათ.

პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან გერ­მა­ნი­ამ სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ლე­ბის სა­ჯა­რი­მო და­ი­პყრო. მე­ტო­ქეს ბურ­თი ფი­ზი­კუ­რად არ მის­დი­ო­და, ხოლო როცა მა­ინც მოხ­დე­ბო­და გა­მო­ნაკ­ლი­სი და ბურთს და­ე­უფ­ლე­ბოდ­ნენ, მა­ლე­ვე კარ­გავ­დნენ. კე­ი­ლორ ნა­ვა­სი სა­ი­მე­დოდ იცავ­და კარს, თუმ­ცა შეხ­ვედ­რის მე-10 წუთ­ზე გნაბ­რის­გან მა­ინც გა­უშ­ვა გოლი. ამ მო­ცე­მუ­ლო­ბით, გერ­მა­ნია ჯგუფ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­და­ვი­და, რად­გან პა­რა­ლე­ლურ მატჩში მე-11 წუთ­ზე, მო­რა­ტამ გა­უ­ტა­ნა ია­პო­ნე­ლებს. გერ­მა­ნი­ის­თვის ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი წყნა­რად მი­ი­ლია.

თუმ­ცა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ნამ­დვი­ლი სი­გი­ჟე­ე­ბი და­ი­წყო, თა­ნაც ორი­ვე შეხ­ვედ­რა­ში.

გა­ნახ­ლე­ბი­დან 3 წუთ­ში ია­პო­ნი­ამ ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გერ­მა­ნია 1/8 ფი­ნა­ლის მიღ­მა რჩე­ბო­და. მომ­დევ­ნო სამ წუთ­ში ტა­ნა­კამ ეს­პა­ნე­ლებს მე­ო­რე გოლი გა­უ­ტა­ნა და ია­პო­ნია ჯგუფ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე და­ა­წი­ნა­უ­რა.

58-ე წუთ­ზე, ელ­ცინ ტე­ჰა­დამ და­მა­ტე­ბა­ზე ნო­ი­ერს ბურ­თი შე­უგ­დო. 1:1. გერ­მა­ნე­ლებს სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბო­დათ გოლი. მუ­სი­ა­ლამ და რუ­დი­გერ­მა ნა­ვა­სის კა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერ­თხელ გა­ის­რო­ლეს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. 70-ე წუთ­ზე კი სენ­სა­ცია მოხ­და, კოს­ტა-რი­კამ კი­დევ ერთი გოლი გა­ი­ტა­ნა. 2:1.

ზუს­ტად სამი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 1/8 ფი­ნალ­ში ია­პო­ნია და კოს­ტა-რიკა გა­დი­ოდ­ნენ, ხოლო ეს­პა­ნე­თი და გერ­მა­ნია სახ­ლში გა­სამ­გზავ­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ.

შე­დე­გით გამ­წა­რე­ბულ­მა "ჩელ­სის“ გერ­მა­ნელ­მა ნა­ხე­ვარმცველ­მა კაი ჰა­ვერცმა 12 წუთ­ში ნა­ვა­სის კარი ორ­ჯერ და­ლაშ­ქრა. თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი აღარ იყო. პა­რა­ლე­ლურ მატჩში, ეს­პა­ნე­თი სა­ერ­თოდ მი­ი­ლია, თით­ქოს გო­ლის გა­ტა­ნის უნა­რი სრუ­ლად და­კარ­გეს.

გერ­მა­ნი­ის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ეს­პა­ნე­თის თა­მა­შით აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ბევ­რი ამ­ტკი­ცებს, რომ ამ გუნ­დმა სპე­ცი­ა­ლუ­რად არ მო­ინ­დო­მა, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჩა­ტო­ვა გერ­მა­ნია ჯგუფ­ში და ასე ძლი­ე­რი მე­ტო­ქე მო­ი­შო­რა თა­ვი­დან...

"ეს­პა­ნეთ­მა რაც ქნა, გა­სა­გე­ბია და ეჭვი მაქვს, ეს უკან და­უბ­რუნ­დე­ბათ. მაგ­რამ გერ­მა­ნი­ამ სა­კუ­თარ თავს უნდა და­აბ­რა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გა­ნაც არ შე­იძ­ლე­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­დუ­ნე­ბა არ­ცერთ მე­ტო­ქეს­თან და როცა თა­მა­ში 1:0 მიგ­ყავს, მას­ხა­რა­ო­ბა არ უნდა და­ი­წყო (რუ­დი­გე­რის მო­მენტს ვგუ­ლის­ხმობ ია­პო­ნი­ას­თან). თუმ­ცა, გერ­მა­ნი­ის პრობ­ლე­მე­ბი ალ­ბათ ამით არ მთავ­რდე­ბა. თა­ო­ბა­თა ცვლის კრი­ზისს საშ­ვე­ლი არ და­ად­გა", - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, პო­ლი­ტო­ლო­გი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე, რომლსაც რთუ­ლია არ და­ე­თან­ხმო.

მატ­ჩის 89-ე წუთ­ზე გერ­მა­ნი­ამ კა­ტა­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მისი უკა­ნას­კნე­ლი გოლი გა­ი­ტა­ნა და კოს­ტა-რი­კას 4:2 სძლია.

ეს­პა­ნეთ­მა ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბა ვე­რაფ­რის დი­დე­ბით მო­ა­ხერ­ხა. გერ­მა­ნია მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე ზე­დი­ზედ მე­ო­რედ ჩარ­ჩა. კაი ჰა­ვერ­ცი მატ­ჩის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხელ­და, თუმ­ცა და­აკ­ვირ­დით მის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას. მისი ემო­ცი­ე­ბი ყვე­ლა გერ­მა­ნე­ლის შეგ­რძნე­ბას გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და.

არა­და, ცუ­დად ნამ­დვი­ლად არ უთა­მა­ში­ათ. კოს­ტა-რი­კე­ლე­ბიც მძი­მე დღე­ში იყ­ვნენ. თით­ქოს მო­ი­პო­ვეს სა­ოც­ნე­ბო 1/8 ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი, ასე ახ­ლოს იყ­ვნენ, მაგ­რამ...

რა თქმა უნდა, გერ­მა­ნე­ლე­ბის გა­მოს­ვლამ გულ­შე­მატ­კი­ვარს გული დას­წყვი­ტა, თუმ­ცა იმე­დი­ა­ნა­დაც გა­ნა­წყო.

სა­მარ­ცხვი­ნო 2018 წლის შემ­დეგ, კა­ტარ­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად სი­ტუ­ა­ცია უკე­თე­სი იყო. ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის შე­თა­მა­შე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­საც ფლი­კი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა. 2024 წელს გერ­მა­ნია ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს უმას­პინ­ძლებს, მწვრთნელს კი დიდი დრო აქვს, რომ შეც­დო­მებ­ზე იმუ­შა­ვოს და ძლი­ე­რი ნაკ­რე­ბი შექ­მნას.

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, E ჯგუ­ფი ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი, და­ძა­ბუ­ლი და ბრძო­ლით სავ­სე აღ­მოჩ­ნდა.

1-ლ დე­კემ­ბერს, თა­მა­შე­ბი გა­ი­მარ­თა F ჯგუფ­შიც, რომ­ლის შე­დე­გა­დაც პლეი-ოფში მა­რო­კო და ხორ­ვა­ტია გა­ვიდ­ნენ.

ბოლო ტურ­ში მა­რო­კომ კა­ნა­დას 2:1 სძლია, ჯგუფ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და 1986 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად და ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რედ იას­პა­რე­ზებს პლეი-ოფში. ერთ-ერთ ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­ულ ბელ­გი­ას კი ხორ­ვა­ტი­ას­თან ფრით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა (0:0) და ტურ­ნი­რის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

მერ­ვე­დფი­ნალ­ში ია­პო­ნია ხორ­ვა­ტი­ას, ხოლო ეს­პა­ნე­თი მა­რო­კოს შეხ­ვდე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

ესპანეთი უსირცხვილოდ მოიქცა,გერმანიასაც უნდა წაეგო და ესპანეთიც უნდა გავარდნილიყო,ამის ღირსი იყო ესპანეთი

ვახტანგი -70
0

ფლეი-ოფ-ში 32 გუნდიდან გავიდა 16, აქედან:

- ევროპის კონტინენტის 13 ქვეყნის ნაკრებიდან გავიდა 8 გუნდი: ინგლისი, პოლონეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ხორვატია, ნიდერლანდები, პორტუგალია და შვეიცარია;

- აფრიკის კონტინენტის 7 ქვეყნის ნაკრებიდან გავიდა 2 გუნდი: სენეგალი და მაროკო;

- ამერიკის კონტინენტის 8 ქვეყნის ნაკრებიდან გავიდა 3 გუნდი: აშშ, არგენტინა და ბრაზილია;

- აზიის კონტინენტის 3 ქვეყნის ნაკრებიდან გავიდა 2 გუნდი: იაპონია და სამხრეთ კორეა;

- ავსტრალიის კონტინენტიდან გავიდა ავსტრალია.

ავტორი:

დრამატული მოვლენები E ჯგუფში: გერმანია ჩარჩა, მისი გულშემატკივრების რისხვა კი ესპანეთს დაატყდა - "ესპანეთმა რაც ქნა, გასაგებია... ეს უკან დაუბრუნდებათ"

დრამატული მოვლენები E ჯგუფში: გერმანია ჩარჩა, მისი გულშემატკივრების რისხვა კი ესპანეთს დაატყდა - "ესპანეთმა რაც ქნა, გასაგებია... ეს უკან დაუბრუნდებათ"

2022 წლის 1-ლ აპრილს კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

გერმანიის ნაკრები, ჰანს-დიტერ ფლიკის თავკაცობით პირველი სერიოზული გამოწვევის მოლოდინში იყო. ჰანსს მშვენიერი განწყობა ჰქონდა, სულ რაღაც ორი წლის წინ, მიუნხენის "ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის თასი და ბუნდესლიგა მოიგო.

გერმანელები ესპანეთთან, კოსტა-რიკასთან და იაპონიასთან E ჯგუფში მოხვდნენ.

თითქოს ჰორიზონტზე არანაირი შტორმი არ ჩანდა, ფლიკის ნაკრებს 1/8 ფინალურ ეტაპზე გასვლის ყველა შანსი ჰქონდა, წაბორძიკების გარეშე, ლიდერადაც კი.

თუმცა ლიდერად გასვლის იმედი ჯერ იაპონიის ნაკრებმა შეარყია. იაპონელებთან გერმანელები, როგორც მოსალოდნელი იყო, დომინირებდნენ, სულ რაღაც 8 წუთი მოეშვნენ და გოლები გაუშვეს. როგორც გუშინ აღმოჩნდა, ზუსტად ის 8 წუთი იყო ფლეი-ოფში ვერმოხვედრის ფასი.

ესპანელებთან ფრემ გულშემატკივარს იმედი დაუბრუნა. რა თქმა უნდა, ჩავარდნები იყო, მაგრამ გუნდი ბევრად დამაჯერებლად და დისციპლინირებულად გამოიყურებოდა. მატჩის შემდეგ, რუდიგერმა მადრიდის "რეალში“ თანაგუნდელს, დანი კარვახალს სთხოვა, რომ იაპონიისთვის აუცილებლად მოეგოთ. დანიმ განაცხადა, - ესპანეთის მოგებაში ეჭვი ისედაც არავის ეპარებაო. თუმცა...

გუნდებს შორის ქულები ისე განაწილდა, რომ ყველაფერი მესამე ტურში უნდა გარკვეულიყო. ოთხივე ნაკრებს გასვლის შანსი ჰქონდა. ფლიკის ბიჭებს არა მხოლოდ უნდა დაემარცხებინათ კოსტა-რიკა, არამედ ესპანელების მოგებისთვისაც უნდა ეგულშემატკივრათ.

პირველივე წუთებიდან გერმანიამ სამხრეთ ამერიკელების საჯარიმო დაიპყრო. მეტოქეს ბურთი ფიზიკურად არ მისდიოდა, ხოლო როცა მაინც მოხდებოდა გამონაკლისი და ბურთს დაეუფლებოდნენ, მალევე კარგავდნენ. კეილორ ნავასი საიმედოდ იცავდა კარს, თუმცა შეხვედრის მე-10 წუთზე გნაბრისგან მაინც გაუშვა გოლი. ამ მოცემულობით, გერმანია ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა, რადგან პარალელურ მატჩში მე-11 წუთზე, მორატამ გაუტანა იაპონელებს. გერმანიისთვის ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა.

პირველი ტაიმი წყნარად მიილია.

თუმცა მეორე ნახევარში ნამდვილი სიგიჟეები დაიწყო, თანაც ორივე შეხვედრაში.

განახლებიდან 3 წუთში იაპონიამ ანგარიში გაათანაბრა. ასეთ შემთხვევაში გერმანია 1/8 ფინალის მიღმა რჩებოდა. მომდევნო სამ წუთში ტანაკამ ესპანელებს მეორე გოლი გაუტანა და იაპონია ჯგუფში პირველ ადგილზე დააწინაურა.

58-ე წუთზე, ელცინ ტეჰადამ დამატებაზე ნოიერს ბურთი შეუგდო. 1:1. გერმანელებს სასწრაფოდ სჭირდებოდათ გოლი. მუსიალამ და რუდიგერმა ნავასის კარის მიმართულებით არაერთხელ გაისროლეს, თუმცა უშედეგოდ. 70-ე წუთზე კი სენსაცია მოხდა, კოსტა-რიკამ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 2:1.

ზუსტად სამი წუთის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში იაპონია და კოსტა-რიკა გადიოდნენ, ხოლო ესპანეთი და გერმანია სახლში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.

შედეგით გამწარებულმა "ჩელსის“ გერმანელმა ნახევარმცველმა კაი ჰავერცმა 12 წუთში ნავასის კარი ორჯერ დალაშქრა. თუმცა ეს საკმარისი აღარ იყო. პარალელურ მატჩში, ესპანეთი საერთოდ მიილია, თითქოს გოლის გატანის უნარი სრულად დაკარგეს.

გერმანიის გულშემატკივრები, მათ შორის საქართველოშიც, ესპანეთის თამაშით აღშფოთებულები არიან. ბევრი ამტკიცებს, რომ ამ გუნდმა სპეციალურად არ მოინდომა, მიზანმიმართულად ჩატოვა გერმანია ჯგუფში და ასე ძლიერი მეტოქე მოიშორა თავიდან...

"ესპანეთმა რაც ქნა, გასაგებია და ეჭვი მაქვს, ეს უკან დაუბრუნდებათ. მაგრამ გერმანიამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი, რადგანაც არ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე მოდუნება არცერთ მეტოქესთან და როცა თამაში 1:0 მიგყავს, მასხარაობა არ უნდა დაიწყო (რუდიგერის მომენტს ვგულისხმობ იაპონიასთან). თუმცა, გერმანიის პრობლემები ალბათ ამით არ მთავრდება. თაობათა ცვლის კრიზისს საშველი არ დაადგა", - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, რომლსაც რთულია არ დაეთანხმო.

მატჩის 89-ე წუთზე გერმანიამ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი უკანასკნელი გოლი გაიტანა და კოსტა-რიკას 4:2 სძლია.

ესპანეთმა ანგარიშის გათანაბრება ვერაფრის დიდებით მოახერხა. გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ჩარჩა. კაი ჰავერცი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, თუმცა დააკვირდით მის გამომეტყველებას. მისი ემოციები ყველა გერმანელის შეგრძნებას განასახიერებდა.

არადა, ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ. კოსტა-რიკელებიც მძიმე დღეში იყვნენ. თითქოს მოიპოვეს საოცნებო 1/8 ფინალის საგზური, ასე ახლოს იყვნენ, მაგრამ...

რა თქმა უნდა, გერმანელების გამოსვლამ გულშემატკივარს გული დასწყვიტა, თუმცა იმედიანადაც განაწყო.

სამარცხვინო 2018 წლის შემდეგ, კატარში მეტ-ნაკლებად სიტუაცია უკეთესი იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელების შეთამაშება შესაძლებელია, რასაც ფლიკი აუცილებლად შეეცდება. 2024 წელს გერმანია ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, მწვრთნელს კი დიდი დრო აქვს, რომ შეცდომებზე იმუშავოს და ძლიერი ნაკრები შექმნას.

ნებისმიერ შემთხვევაში, E ჯგუფი ყველაზე მოულოდნელი, დაძაბული და ბრძოლით სავსე აღმოჩნდა.

1-ლ დეკემბერს, თამაშები გაიმართა F ჯგუფშიც, რომლის შედეგადაც პლეი-ოფში მაროკო და ხორვატია გავიდნენ.

ბოლო ტურში მაროკომ კანადას 2:1 სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1986 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეორედ იასპარეზებს პლეი-ოფში. ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ ბელგიას კი ხორვატიასთან ფრით დაკმაყოფილება (0:0) და ტურნირის დატოვება მოუწია.

მერვედფინალში იაპონია ხორვატიას, ხოლო ესპანეთი მაროკოს შეხვდება.

იხილეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე