მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯეჯელავას "ვაშლების მინისტრი“ ვუწოდე - არ არის გამორიცხული, თქვენ "სიზმრების მინისტრი“ გიწოდოთ" - რომან გოცირიძე მიხეილ ჩხენკელს
"ჯეჯელავას "ვაშლების მინისტრი“ ვუწოდე - არ არის გამორიცხული, თქვენ "სიზმრების მინისტრი“ გიწოდოთ" - რომან გოცირიძე მიხეილ ჩხენკელს

თქვე­ნი გა­მოს­ვლა, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვის­მი­ნე, იყო ილუ­ზი­ებ­ში წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის მოხ­სე­ნე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სიზ­მრე­ბის მი­ნის­ტრი გი­წო­დოთ , - ასე მი­მარ­თა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, დე­პუ­ტატ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს, მი­ხე­ილ ჩხენ­კელს, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტში "მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში უს­მე­ნენ.

მისი შე­ფა­სე­ბით, დღეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ყვე­ლა­ზე და­ჩაგ­რუ­ლია, რად­გან ქვე­ყა­ნა გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­შია.

"თქვე­ნი თემა იყო სას­კო­ლო კვე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა UNICEF-თან ერ­თად. რო­მელ სას­კო­ლო კვე­ბის კონ­ცეფ­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც თქვენ­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა მი­ნის­ტრმა ორ სკო­ლა­ში ვაშ­ლე­ბი ვერ და­ა­რი­გა. რო­გორც იტყვი­ან, ვაშ­ლე­ბი ვერ და­ა­რი­გეთ, დრო­შა ვერ და­კი­დეთ. დრო­შას რომ ვერ და­კი­დებთ, სას­კო­ლო კვე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფთ ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ? სას­კო­ლო კვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ნიშ­ნავს შე­სა­ბა­მის ბი­უ­ჯეტს, რო­მე­ლიც არ გაქვთ. არ გაქვთ, რად­გან 70 მი­ლი­ონს ხარ­ჯა­ვენ ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ აშე­ნე­ბულ და გა­კოტ­რე­ბულ "ბლექ სი არე­ნა­ში“, კონ­ცერ­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. 2016 წელს გა­იხ­სნა ეს სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი და სულ 6 თუ 7 კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და. ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნე­ბი იხარ­ჯე­ბა მის შე­ნახ­ვა­ზე. ვერ მო­ი­თხო­ვეთ, რომ ეს 70 მი­ლი­ო­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის გა­საზ­რდე­ლად ყო­ფი­ლი­ყო მი­მარ­თუ­ლი? - ცოტა ცი­ნი­კუ­რად გა­მომ­დის, მაგ­რამ ორი სკო­ლა შე­არ­ჩი­ეთ და ვაშ­ლე­ბის გა­რე­ცხვა და სკო­ლამ­დე მი­ტა­ნა ჩაფ­ლავ­და. ამი­ტომ, მე ბა­ტონ (ალექ­სან­დრე) ჯე­ჯე­ლა­ვას ვუ­წო­დე "ვაშ­ლე­ბის მი­ნის­ტრი“. პო­ლი­ტი­კა­ში "მო­სუ­ლა“ ნა­ხევ­რად სა­ტი­რუ­ლად სა­უ­ბა­რი, ინ­გლი­სის პარ­ლა­მენ­ტში კი­დევ სხვა­ნა­ი­რად ლა­პა­რა­კო­ბენ, ამი­ტომ, მო­დით, ნუ გე­წყი­ნე­ბათ, მაგ­რამ თქვე­ნი გა­მოს­ვლა, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვის­მი­ნე, იყო ილუ­ზი­ებ­ში წა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის მოხ­სე­ნე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, თქვენ სიზ­მრე­ბის მი­ნის­ტრი გი­წო­დოთ“, - მი­მარ­თა გო­ცი­რი­ძემ ჩხენ­კელს.

მისი თქმით, ხან­და­ხან პო­ლი­ტი­კო­სებს ეპი­თე­ტე­ბი უხ­დე­ბათ. რო­მან გო­ცი­რი­ძემ ერთ-ერთი ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც მან ერთ-ერთ დე­პუ­ტატს "ჭი­ა­ღუა“ უწო­და.

“ამ დარ­ბაზ­ში ერთ-ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა, რო­მელ­მაც ცოტა უზ­რდე­ლუ­რად მო­იხ­სე­ნია ჩემი გა­მოს­ვლა, "ჭი­ა­ღუა დე­პუ­ტა­ტი“ ვუ­წო­დე. ახლა გა­დით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და ჰკი­თხეთ, ვინ არის ამ პარ­ლა­მენ­ტში "ჭი­ა­ღუა დე­პუ­ტა­ტი“, ყვე­ლამ იცის. ახლა მის გვარს არ ვი­ტყვი იმი­ტომ, რომ შე­იძ­ლე­ბა შეც­და. მე­ო­რედ თუ შეც­დე­ბა, ყვე­ლას გა­უჯ­დე­ბა თავ­ში ვინ არის ჭი­ა­ღუა დე­პუ­ტა­ტი“, - გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jorj
1

ჩხენკელი; გოეთეა საქართველოსი......

ანანო
2

განათლების რეფორმას პირველ რიგში მიშას უმადლოდეთ, ნაცებო. ყველაფერი ნუ გავიწყდებათ-ხოლმე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჯეჯელავას "ვაშლების მინისტრი“ ვუწოდე - არ არის გამორიცხული, თქვენ "სიზმრების მინისტრი“ გიწოდოთ" - რომან გოცირიძე მიხეილ ჩხენკელს

"ჯეჯელავას "ვაშლების მინისტრი“ ვუწოდე - არ არის გამორიცხული, თქვენ "სიზმრების მინისტრი“ გიწოდოთ" - რომან გოცირიძე მიხეილ ჩხენკელს

თქვენი გამოსვლა, რომელიც ამდენი საათის განმავლობაში მოვისმინე, იყო ილუზიებში წასული ადამიანის მოხსენება და არ არის გამორიცხული, სიზმრების მინისტრი გიწოდოთ , - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც პარლამენტში "მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მისი შეფასებით, დღეს განათლების სისტემა ყველაზე დაჩაგრულია, რადგან ქვეყანა გაუნათლებელი ქვეყნების კატეგორიაშია.

"თქვენი თემა იყო სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობა UNICEF-თან ერთად. რომელ სასკოლო კვების კონცეფციაზეა საუბარი, როდესაც თქვენმა წინამორბედმა მინისტრმა ორ სკოლაში ვაშლები ვერ დაარიგა. როგორც იტყვიან, ვაშლები ვერ დაარიგეთ, დროშა ვერ დაკიდეთ. დროშას რომ ვერ დაკიდებთ, სასკოლო კვებას უზრუნველყოფთ ბატონო მიხეილ? სასკოლო კვების უზრუნველყოფა ნიშნავს შესაბამის ბიუჯეტს, რომელიც არ გაქვთ. არ გაქვთ, რადგან 70 მილიონს ხარჯავენ ივანიშვილის მიერ აშენებულ და გაკოტრებულ "ბლექ სი არენაში“, კონცერტების დასაფინანსებლად. 2016 წელს გაიხსნა ეს საკონცერტო დარბაზი და სულ 6 თუ 7 კონცერტი ჩატარდა. ყოველწლიურად მილიონები იხარჯება მის შენახვაზე. ვერ მოითხოვეთ, რომ ეს 70 მილიონი მასწავლებლების ხელფასების გასაზრდელად ყოფილიყო მიმართული? - ცოტა ცინიკურად გამომდის, მაგრამ ორი სკოლა შეარჩიეთ და ვაშლების გარეცხვა და სკოლამდე მიტანა ჩაფლავდა. ამიტომ, მე ბატონ (ალექსანდრე) ჯეჯელავას ვუწოდე "ვაშლების მინისტრი“. პოლიტიკაში "მოსულა“ ნახევრად სატირულად საუბარი, ინგლისის პარლამენტში კიდევ სხვანაირად ლაპარაკობენ, ამიტომ, მოდით, ნუ გეწყინებათ, მაგრამ თქვენი გამოსვლა, რომელიც ამდენი საათის განმავლობაში მოვისმინე, იყო ილუზიებში წასული ადამიანის მოხსენება და არ არის გამორიცხული, თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ“, - მიმართა გოცირიძემ ჩხენკელს.

მისი თქმით, ხანდახან პოლიტიკოსებს ეპითეტები უხდებათ. რომან გოცირიძემ ერთ-ერთი ისტორია გაიხსენა, როდესაც მან ერთ-ერთ დეპუტატს "ჭიაღუა“ უწოდა.

“ამ დარბაზში ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელმაც ცოტა უზრდელურად მოიხსენია ჩემი გამოსვლა, "ჭიაღუა დეპუტატი“ ვუწოდე. ახლა გადით ჟურნალისტებთან და ჰკითხეთ, ვინ არის ამ პარლამენტში "ჭიაღუა დეპუტატი“, ყველამ იცის. ახლა მის გვარს არ ვიტყვი იმიტომ, რომ შეიძლება შეცდა. მეორედ თუ შეცდება, ყველას გაუჯდება თავში ვინ არის ჭიაღუა დეპუტატი“, - განაცხადა გოცირიძემ.