მსოფლიოში კოვიდ სტატისტიკა თითქმის უკვე დასტაბილურებულია, მაგრამ ჩინეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა, კოვიდრეგულაციების გაუქმებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად დაგვაფიქრა. საქმე ის არის, რომ მთელი პანდემიის განმავლობაში, ჩინეთმა მკაცრი რეგულაციების ქვეშ იცხოვრა, შესაბამისად, არ მოხერხდა საზოგადოებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბება. ამის გამო არსებობს საფრთხე, რომ ჩინეთში კოვიდაფეთქება მოხდეს. ამის გათვალისწინებით, ხელისუფლება 1-2 შემთხვევის გამოც კი, დიდ ქალაქებში მკაცრ კარანტინს აცხადებს. ქვეყნის მოსახლეობას ამ პირობებში ცხოვრება მობეზრდა, სწორედ ამიტომაც მოიცვა დიდი ქალაქები საპროტესტო ტალღამ. შეგახსენებთ, ჩინეთში კოვიდრეგულაციების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობა მას შედეგ დაიწყო, რაც ცეცხლმოკიდებული შენობიდან რეგულაციების გამო ხალხი არ გამოუშვეს, რასაც 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის პრეზიდენტის სი ძიპინის განცხადებით, რეგულაციები აუცილებელია, რადგან კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი.
შესაძლებელია თუ არა, რომ ჩინეთში მასობრივ აფეთქებას ახალი შტამების წარმოშობა მოჰყვეს, რაც მსოფლიოში კვლავ გამოიწვევს კოვიდის მასობრივ გავრცელებას.
ჩინეთში მიმდინარე პროცესებზე ambebi.ge-თან ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.
"ჩინეთში, რომ ეპიდსიტუაცია უარესდება, ეს ფაქტია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩინეთის კოვიდის მონაცემები ობიექტურად არ ქვეყნდება. ჩემი აზრით, ჯერ არანაირი საშიშროება არ არსებობს, რომ კოვიდის გლობალური გავრცელება მოხდეს. ასევე არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს საგანგაშო მონაცემები. ძირითადად, ცირკულირებს ომიკრონის ქვეშტამი, რომელიც კარგად ნაცნობია მსოფლიოსთვის. მას ნაკლებად ახასიათებს მძიმე შედეგების მოტანა. აქედან გამომდინარე, გლობალურ საფრთხეზე ლაპარაკი ზედმეტია და არ არსებობს საშიშროება, რომ კოვიდმა მსოფლიოში რაიმე რყევები გამოიწვიოს, როგორიც ეს 2 წლის წინ მოხდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩინეთში მიმდინარე მოვლენებზე თვალი უნდა დავხუჭოთ. აუცილებელია, ობიექტურად შეფასდეს ჩინეთში მიმდინარე მოვლენები“, - განაცხადა ინფექციონისტმა.
კითხვაზე შესაძლებელია თუ არა, რომ მოხდეს ახალი შტამების წარმოქმნა, რამაც შეიძლება გარკვეული საფრთხეები გააჩინოს, - გვპასუხობს:
"თუ გადავხედავთ კოვიდის ისტორიას, დავინახავთ, რომ ძირითადად ახალი შტამები ჩნდება იმ ქვეყნებში, სადაც მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობაა და მისი დიდი ნაწილი არავაქცინირებულია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, წარმოიქმნას ახალი შტამიც. მაგრამ ეს ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ თეორიული საფრთხეა. მსოფლიოს გამოცდილება აქვს მსგავს პრობლემასთან ბრძოლის, ახლა მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებმა საფრთხის დროულად აღმოფხვრაზე იმუშაონ. აღსანიშნავია, რომ ვირუსის ახალი შტამები ძალიან დასუსტებულია. ნაკლებად ვვარაუდობ, რომ ახალი და აგრესიული შტამი წარმოიქმნას, რომელიც შეგვიქმნის გლობალურ საფრთხეს... მეეჭვება, დავბრუნდეთ იმ რეალობაში, როგორშიც ვიყავით 2-3 წლის წინ".
არის თუ არა ადამიანი ყურებაში, სხეულის ყურებაში, თუ არა!? თქვით ან ჰო, ან არა და შეიცვალა ჩვენი ზომბირებული წარმოდგენა ადამიანისა, მისი ბიოლოგია-ფიზიოლოგია-ფსიქოლოგია. ანუ რა შეუძლია ორუელის ფრაზებს ანუ ლოგიკასა და ცნებებს, ადამიანს საერთოდ დაუკარგო საკუთარი თავის დანახვა. თუ ადამიანი ყურებაშია მოფხანისას, ან სირბილისას, ადამიანი უყურებს სხეულს და არანაირი იმფორმაციის გაგზავნა-გამოგზავნას არა აქვს ადგილი ე.წ. ნეირონების სისტემაში(ადამიანი ყურებაშია და მისი ცენტრალურ-პერიფერიული ნერვული სისტემა ერთია, აზროვნებს როგორც პირველი ჩაკრა, ასევე სხვა ყველა დანარჩენიც. აბა გათიშულ ძილში, სადაც პირველი ჩაკრა გათიშულია ნახევარ გოჭნაწამი რანაირად ინელებს მას, მონელება კი სხეულის სისტემურ მუშაობას წარმოადგენს. გიხაროდეთ! ) ასევე დამიანი ყურებაშია თავის აზროვნების პროცესისა, რაც პლატონის ეთერსა და ბიოველში წარმოებს, სურათების ცვლა, ხოლო სხეულის ოთხივე წყლის გამართული მუშაობა ემსახურება ამ პროცესს, რომ არ აფეთქდეს ადამიანის ელექტრონული იმფორმაციული ველი და ფაფუ მაყურებელი, ანუ სული ადამიანისა, დატოვებს მას. გიხაროდეთ!>>>>>>>>>>>>რაშია საქმე ჩვენ ვერ დავინახეთ რა საერთოა გაცივება, გრიპსა, თუ ვირუსთან შეხებაში, სხეულის სისხლძარღვთა, თუ ათეულობით დავადებებში რა საერთოა და რანაირად უნდა მოვიქცეთ ამ დროს!? ვაი თქვენს პატრონს, გიხაროდეთ!
თუ ადამიანი პლატონის ეთერს არ დაინახავდა ის ვერცერთ კანონს ვერ შექმნიდა ცხოვრებაში(ის დიდი ხნით ადრე იქნა დანახული, ვიდრე მას აღწერდნენ ან განაზოგადებდნენ. ჰომოსაპიენსი ბუნებაში(არსობაში) ქრისტეა. შენ ვინ ხარ!?-გიხაროდეთ!) და ვერც გაატარებდა, შენ ხედავ მას!? რა საერთოა პლატონ, ქრისტესა და მედეასთან!? ეს ათონის მონასტერია, ადამიანის 24 საათიანი რიტმის დანახვა, რაც მის ჰორმონალური ველის დანახვასა და ფორმირებას წარმოადგენს. გიხაროდეთ, ქრისტიანობა ბუდინუა ჩურჩინუას კი არ წარმოადგენს, არამედ ადამიანის უნარს. დიდება ქრისტეს, ძირს ადამიანის გაურკვევლობაში შეყვანა და ზომბირება. გიხაროდეთ!
ადამიანო შენ საკუთარი თავის რა გაგება გაქვს, რას წარმოადგენს შენი თავის დანახვა!? გიხაროდეთ!
მე არ მესმის რას წარმოადგენს ეს ადამიანი, 21-ე საუკუნის ადამიანი და საზოგადოება. ჩემთან პლატონის ეთერი აღიარებაშია, ის აღიარებაშია ქრისტესთან და ათონის მონასტერში, რომლებიც იყურებოდნენ ჰორმონალურ ბიოველში. სად იყურება პაპის, კირილეს, შიოლაშვილის საქსინოდის ადამიანი!? მე მგონი ჯანდაბაში, არის პასუხი. გიხაროდეთ!