პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან" - ანასტასია ბენდუქიძე მშობლებზე, ბიზნესმენ მეუღლესა და ოჯახურ იდილიაზე
"დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან" - ანასტასია ბენდუქიძე მშობლებზე, ბიზნესმენ მეუღლესა და ოჯახურ იდილიაზე

ანას­ტა­სია ბენ­დუ­ქი­ძე ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში“ გა­მოჩ­ნდა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის გუ­ლიც მო­ი­გო. ანას­ტა­სია მა­მის მიერ შექ­მნილ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას „ცოდ­ნის ფონდს“ უძღვე­ბა, რო­მელ­მაც თა­ვი­სუ­ფა­ლი და აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და­ა­ფუძნა.

ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, კახა ბენ­დუ­ქი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი 2017 წელს და­ო­ჯახ­და, ასე­ვე ბიზ­ნეს­მენ ივა­ნე მხე­ი­ძე­ზე. წყვილს 2020 წელს ვაჟი, ალექ­სან­დრე შე­ე­ძი­ნათ. შვი­ლის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ ანას­ტა­სი­ას ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. mshoblebi.ge-სთან ანას­ტა­სი­ამ სწო­რედ ოჯა­ხურ იდი­ლი­ა­ზე, ბავ­შვის აღ­ზრდის მე­თო­დებ­სა და დე­დო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

- კახა მკაც­რი მამა იყო, ჰქონ­და თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი, რაც მან მომ­ცა, იყო არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე თვი­თონ ვწყვეტ­დი, რა მინ­დო­და, რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. მე ამას ვა­ფა­სებ და ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა. ვის­წავ­ლე, რო­გორ გა­ვა­კე­თო ცხოვ­რე­ბა­ში ესა თუ ის არ­ჩე­ვა­ნი, რაც არც ისე მარ­ტი­ვია. ადა­მი­ანს უნდა შე­ეძ­ლოს, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს სი­ტუ­ა­ცია და გან­სა­ზღვროს შე­დე­გი, რაც მი­იყ­ვანს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი შვი­ლი ჯერ ორი წლი­საა, დღეს მეც ვცდი­ლობ ვას­წავ­ლო, რო­გორ მი­ი­ღოს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

- რო­გო­რი დე­დაა ანას­ტა­სია ბენ­დუ­ქი­ძე?

- რო­გორც ვთქვი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ და იმა­ვეს ვუ­ნერ­გავ შვილს. ყო­ველ დი­ლით ვთა­ვა­ზობ ჩა­საც­მე­ლის ორ ვა­რი­ანტს და ვე­კი­თხე­ბი, რო­მე­ლი სურს ჩა­იც­ვას. რო­მელ­საც ირ­ჩევს, მეც იმას ვაც­მევ. ზოგ­ჯერ არ მომ­წონს მისი არ­ჩე­ვა­ნი, მაგ­რამ ამას პა­ტივს ვცემ. დე­დამ მეც პა­ტა­რა­ო­ბი­დან მი­მაჩ­ვია და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, დე­და­ჩე­მი არ ჰგავ­და ქარ­თველ დე­დებს, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, შვი­დი წლის შვი­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით აც­მე­ვენ ტან­საც­მელს, აჭ­მე­ვენ საჭ­მელს და ა.შ. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მე თვი­თონ ვუვ­ლი­დი სა­კუ­თარ თავს. ასე ვაჩ­ვევ შვილ­საც. შე­იძ­ლე­ბა არ და­მი­ჯე­როთ, მაგ­რამ ექ­ვსი თვის ასა­კი­დან სა­კუ­თა­რი ხე­ლით მი­ვაჩ­ვიე ჭა­მას, ათი თვის უკვე და­მო­უ­კი­დე­ლად მი­ირ­თევ­და. იცის, რო­გორ გაფ­ცქვნას ბა­ნა­ნი, გა­იხ­სნას ელვა, ჩა­იც­ვას ფეხ­საც­მე­ლი.

- საკ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნად აძ­ლევთ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას?

- საკ­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს. ექ­ვსი თვი­დან მი­ირ­თმევს ხორცს, რაც ბევ­რის­თვის გა­უ­გე­ბა­რია. ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი ბავ­შვთა კვე­ბა­ზე და მი­ვა­გე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე იდე­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ბავ­შვმა უნდა მი­ირ­თვას ის, რა­საც მი­ირ­თმევს ოჯა­ხი. ორ­სუ­ლო­ბის დრო­საც და ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­შიც ჩემი საკ­ვე­ბი მე­ნიუ იყო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. წლამ­დე ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე იყო ჩემი შვი­ლი და ამ პე­რი­ოდ­ში არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი, ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბი არ გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია. სულ ვი­ღებ­დი სხვა­დას­ხვა გე­მოს საკ­ვებს და დღემ­დე არ გვაქვს კვე­ბის პრობ­ლე­მა, ყვე­ლა­ნა­ირ საკ­ვებს მი­ირ­თმევს. ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი თეფ­ში არის ჰარ­ვარ­დის თეფ­ში, რაც ნიშ­ნავს, რომ თეფ­შზე ნა­ხე­ვა­რი უნდა იყოს ხილი, ან ბოსტნე­უ­ლი, ერთი მე­ო­თხე­დი ცი­ლე­ბი და ერთი მე­ო­თხე­დი ნახ­შირ­წყლე­ბი.

ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ამარ­თლებს და გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თმევს. კი­დევ ერთი დე­ტა­ლი, რაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ერ­თოდ არ მო­ვიხ­მართ შა­ქარს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და ბავ­შვს და და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე უშაქ­რო ტორ­ტი ბა­ნა­ნის კრე­მით. მარ­თა­ლია, ისე­თი ტკბი­ლი არ იყო, რო­გორც სა­კონ­დიტ­როს ტორ­ტე­ბია, მაგ­რამ ბავ­შვებს მო­ე­წო­ნათ და სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თვეს. მე ათი წელი მქონ­და ბუ­ლე­მია, ამი­ტომ დღეს ფრთხი­ლად ვარ და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ჩემს შვილს მსგავ­სი არა­ფე­რი და­ე­მარ­თოს..წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან" - ანასტასია ბენდუქიძე მშობლებზე, ბიზნესმენ მეუღლესა და ოჯახურ იდილიაზე

"დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან" - ანასტასია ბენდუქიძე მშობლებზე, ბიზნესმენ მეუღლესა და ოჯახურ იდილიაზე

ანასტასია ბენდუქიძე ბოლო პერიოდში სატელევიზიო შოუ „სამზარეულოს ომებში“ გამოჩნდა და საზოგადოების დიდი ნაწილის გულიც მოიგო. ანასტასია მამის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციას „ცოდნის ფონდს“ უძღვება, რომელმაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები დააფუძნა.

ბიზნესმენისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის ქალიშვილი 2017 წელს დაოჯახდა, ასევე ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე. წყვილს 2020 წელს ვაჟი, ალექსანდრე შეეძინათ. შვილის დაბადების შემდეგ ანასტასიას ცხოვრება შეიცვალა. mshoblebi.ge-სთან ანასტასიამ სწორედ ოჯახურ იდილიაზე, ბავშვის აღზრდის მეთოდებსა და დედობაზე ისაუბრა.

- კახა მკაცრი მამა იყო, ჰქონდა თავისი პრინციპები, მაგრამ ყველაზე ღირებული, რაც მან მომცა, იყო არჩევანის თავისუფლება. მე თვითონ ვწყვეტდი, რა მინდოდა, როგორ მოვქცეულიყავი. მე ამას ვაფასებ და ძალიან გამომადგა. ვისწავლე, როგორ გავაკეთო ცხოვრებაში ესა თუ ის არჩევანი, რაც არც ისე მარტივია. ადამიანს უნდა შეეძლოს, გააანალიზოს სიტუაცია და განსაზღვროს შედეგი, რაც მიიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი ჯერ ორი წლისაა, დღეს მეც ვცდილობ ვასწავლო, როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

- როგორი დედაა ანასტასია ბენდუქიძე?

- როგორც ვთქვი, თავისუფლების მოყვარული ვარ და იმავეს ვუნერგავ შვილს. ყოველ დილით ვთავაზობ ჩასაცმელის ორ ვარიანტს და ვეკითხები, რომელი სურს ჩაიცვას. რომელსაც ირჩევს, მეც იმას ვაცმევ. ზოგჯერ არ მომწონს მისი არჩევანი, მაგრამ ამას პატივს ვცემ. დედამ მეც პატარაობიდან მიმაჩვია დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან, შვიდი წლის შვილებს საკუთარი ხელით აცმევენ ტანსაცმელს, აჭმევენ საჭმელს და ა.შ. პატარაობიდანვე მე თვითონ ვუვლიდი საკუთარ თავს. ასე ვაჩვევ შვილსაც. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ექვსი თვის ასაკიდან საკუთარი ხელით მივაჩვიე ჭამას, ათი თვის უკვე დამოუკიდელად მიირთევდა. იცის, როგორ გაფცქვნას ბანანი, გაიხსნას ელვა, ჩაიცვას ფეხსაცმელი.

- საკვების შემთხვევაში რამდენად აძლევთ არჩევანის საშუალებას?

- საკვების შემთხვევაშიც სრული თავისუფლება აქვს. ექვსი თვიდან მიირთმევს ხორცს, რაც ბევრისთვის გაუგებარია. ბევრს ვკითხულობდი ბავშვთა კვებაზე და მივაგენი თანამედროვე იდეას, რომლის თანახმადაც ბავშვმა უნდა მიირთვას ის, რასაც მიირთმევს ოჯახი. ორსულობის დროსაც და ლაქტაციის პერიოდშიც ჩემი საკვები მენიუ იყო მრავალფეროვანი. წლამდე ბუნებრივ კვებაზე იყო ჩემი შვილი და ამ პერიოდში არანაირი დამატებითი, ხელოვნური საკვები არ გამოგვიყენებია. სულ ვიღებდი სხვადასხვა გემოს საკვებს და დღემდე არ გვაქვს კვების პრობლემა, ყველანაირ საკვებს მიირთმევს. ყველაზე ჯანსაღი თეფში არის ჰარვარდის თეფში, რაც ნიშნავს, რომ თეფშზე ნახევარი უნდა იყოს ხილი, ან ბოსტნეული, ერთი მეოთხედი ცილები და ერთი მეოთხედი ნახშირწყლები.

ჩვენს შემთხვევაში ამართლებს და გემრიელად მიირთმევს. კიდევ ერთი დეტალი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ არ მოვიხმართ შაქარს. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა ბავშვს და დავამზადებინე უშაქრო ტორტი ბანანის კრემით. მართალია, ისეთი ტკბილი არ იყო, როგორც საკონდიტროს ტორტებია, მაგრამ ბავშვებს მოეწონათ და სიამოვნებით მიირთვეს. მე ათი წელი მქონდა ბულემია, ამიტომ დღეს ფრთხილად ვარ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილს მსგავსი არაფერი დაემართოს..წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: