პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გურმემ" ISO 22000:2018 სერტიფიკატი წარმოების ხუთივე მიმართულებით აიღო
"გურმემ" ISO 22000:2018 სერტიფიკატი წარმოების ხუთივე მიმართულებით აიღო

“გურ­მე“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი მცი­რე კომ­პა­ნი­აა კვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­მაც, აუ­დი­ტის შე­დე­გად, ISO 22000:2018 სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კა­ტი აიღო. სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­ცე­მამ­დე, პო­ლო­ნუ­რი აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია Grand Cert რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რებ­და შე­მოწ­მე­ბას.

„გურ­მეს“ ხა­რის­ხის მე­ნე­ჯე­რი გან­მარ­ტავს, რომ დიდი დიღ­მის ახა­ლი სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბა თა­ვი­დან­ვე სწო­რედ ISO სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და­ი­წყეს და 1 წლის შემ­დეგ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გიც მი­ი­ღეს.

სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბამ­დე კომ­პა­ნი­ა­ში შე­მოწ­მდა ყვე­ლა დე­ტა­ლი - შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, და­ნად­გა­რე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი და ა.შ. „გურ­მეს“ გუნ­დმა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ყვე­ლა ის პი­რო­ბა, რო­მელ­საც ISO სერ­ტი­ფი­კა­ტის მქო­ნე კომ­პა­ნია უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ირ­ჩა პრო­დუქ­ცი­ის ყვე­ლა მომ­წო­დე­ბე­ლი, კონ­ტროლ­დე­ბო­და პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხი და სერ­თი­ფი­კა­ტე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ „გურ­მე“ ბა­ზარ­ზე ხუთი მი­მარ­თუ­ლე­ბით ოპე­რი­რებს: ქარ­თუ­ლი სა­ცხო­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო, სა­კონ­დიტ­რო, პუ­რის სა­ცხო­ბი და კვე­ბი­თი სა­წარ­მო. მი­ღე­ბუ­ლი ISO 22000:2018 ხუ­თი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბას ეხე­ბა.

„აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ, დე­ტა­ლუ­რად შე­მოწ­მდა ყვე­ლა­ფე­რი. აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ მზა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ხორ­ცის ხარ­შვა, მწვა­ნი­ლის რე­ცხვა, კვერ­ცხის დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბა. ცხა­დია, ჩვე­ნი გუნ­დი ამ ყვე­ლა­ფერს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა და გა­დაც­დო­მა არ გვქო­ნია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სერ­ტი­ფი­კა­ტი უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ვი­ღეთ, აუ­დი­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია კი­დევ არა­ერ­თხელ შეგ­ვა­მოწ­მებს და მზად ვართ, კვლავ უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტი ვაჩ­ვე­ნოთ,“ - აცხა­დებს „გურ­მეს“ ხა­რის­ხის მარ­თვის მე­ნე­ჯე­რი მა­რი­ნა ქა­რუხ­ნიშ­ვი­ლი.

ISO 22000:2018 სერ­ტი­ფი­კა­ტი კონ­კრე­ტუ­ლად კვე­ბით-სამ­რეწ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბას ეხე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის გა­რან­ტი­აა, რომ კომ­პა­ნი­ა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია და მომ­სა­ხუ­რე­ბა არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო.

R

თედო
0

ნამცხვარი ,,ჟუჟუ,,-ს მოსამზადებლად საჭიროა 1 კვერცხი, 3 კოვზი ფქვილი, 2 კოვზი შაქარი და ცოტაოდენი დანამატები, საერთო ჯამში ხარჯი შეადგენს 1 ლარს, მაქსიმუმ 1 ლარს და 20 თეთრს. თქვენთან 5 ლარამდე ღირს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"გურმემ" ISO 22000:2018 სერტიფიკატი წარმოების ხუთივე მიმართულებით აიღო

"გურმემ" ISO 22000:2018 სერტიფიკატი წარმოების ხუთივე მიმართულებით აიღო

“გურმე“ საქართველოში ერთადერთი მცირე კომპანიაა კვების მიმართულებით, რომელმაც, აუდიტის შედეგად, ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო. სერტიფიკატის გაცემამდე, პოლონური აუდიტორული კომპანია Grand Cert რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა შემოწმებას.

„გურმეს“ ხარისხის მენეჯერი განმარტავს, რომ დიდი დიღმის ახალი საწარმოს მშენებლობა თავიდანვე სწორედ ISO სტანდარტების შესაბამისად დაიწყეს და 1 წლის შემდეგ სასურველი შედეგიც მიიღეს.

სერტიფიკატის მიღებამდე კომპანიაში შემოწმდა ყველა დეტალი - შენობა-ნაგებობა, დანადგარები, ტექნოლოგიური პროცესები და ა.შ. „გურმეს“ გუნდმა გაითვალისწინა ყველა ის პირობა, რომელსაც ISO სერტიფიკატის მქონე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს. სპეციალურად შეირჩა პროდუქციის ყველა მომწოდებელი, კონტროლდებოდა პროდუქტების ხარისხი და სერთიფიკატები. აღსანიშნავია ისიც, რომ „გურმე“ ბაზარზე ხუთი მიმართულებით ოპერირებს: ქართული საცხობი, სამზარეულო, საკონდიტრო, პურის საცხობი და კვებითი საწარმო. მიღებული ISO 22000:2018 ხუთივე მიმართულებას ეხება.

„აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლის მიერ, დეტალურად შემოწმდა ყველაფერი. აკვირდებოდნენ მზადების პროცედურებს, როგორიცაა, მაგალითად, ხორცის ხარშვა, მწვანილის რეცხვა, კვერცხის დეზინფიცირება. ცხადია, ჩვენი გუნდი ამ ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და გადაცდომა არ გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ სერტიფიკატი უკვე ოფიციალურად მივიღეთ, აუდიტორული კომპანია კიდევ არაერთხელ შეგვამოწმებს და მზად ვართ, კვლავ უმაღლესი სტანდარტი ვაჩვენოთ,“ - აცხადებს „გურმეს“ ხარისხის მართვის მენეჯერი მარინა ქარუხნიშვილი.

ISO 22000:2018 სერტიფიკატი კონკრეტულად კვებით-სამრეწველო მიმართულებას ეხება. აღნიშნული სერტიფიკატი მომხმარებლისთვის გარანტიაა, რომ კომპანიაში წარმოებული პროდუქცია და მომსახურება არის მაღალი ხარისხის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.

R