პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Artemis 1 - "ნასას" ყველაზე ძლიერი რაკეტა უკვე მთვარისკენ მიემართება: ის იმ მისიების წინამორბედია, რომლებიც ადამიანებს მთვარემდე და უკან, დედამიწაზე გადაიყვანს
Artemis 1 -  "ნასას" ყველაზე ძლიერი რაკეტა უკვე მთვარისკენ მიემართება: ის იმ მისიების წინამორბედია, რომლებიც ადამიანებს მთვარემდე და უკან, დედამიწაზე გადაიყვანს

ის­ტო­რი­ა­ში "ნა­სას" ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კოს­მო­სუ­რი რა­კე­ტა, Artemis 1 უკვე მთვა­რის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. აფ­რე­ნა 16 ნო­ემ­ბრის ღა­მეს შედ­გა, ფლო­რი­და­ში. "ნა­სას" ცნო­ბით, რა­კე­ტა, მთვა­რე­ზე გაფ­რე­ნას და დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას 25 დღე­ში შეძ­ლებს.

Artemis 1-ის სა­ტეს­ტო ფრე­ნა­ში ას­ტრო­ნავ­ტე­ბი არ იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­კე­ტა­ზე მხო­ლოდ 3 მა­ნე­კე­ნი და Snoopy-ს ფუმ­ფუ­ლა სა­თა­მა­შოა გან­თავ­სე­ბული. რო­გორც "ნა­სას" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ამ სა­ტეს­ტო ფრე­ნით რა­დი­ა­ცი­ის დონე და სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ახა­ლი სის­ტე­მე­ბი და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა შე­მოწ­მდე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი კოს­მო­სუ­რი ფრე­ნე­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი.

Artemis 1-ის რა­კე­ტის მი­სი­ის წარ­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც 11 დე­კემ­ბერს დას­რულ­დე­ბა, მისი შემ­დგო­მი Artemis 2-ისა და 3-ის ფრე­ნე­ბის­თვის გა­დამ­წყვე­ტი იქ­ნე­ბა. ორი­ვე მათ­გა­ნი ადა­მი­ა­ნებს მთვა­რემ­დე და უკან, დე­და­მი­წა­ზე გა­და­იყ­ვანს. ეს უკა­ნას­კნე­ლი 2025 წლის­თვი­საა და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ მი­სია 1 წლით ად­რეც შედ­გეს. ეს 1972 წლის Apollo 17-ის შემ­დეგ ეკი­პა­ჟის პირ­ვე­ლი დაშ­ვე­ბა იქ­ნე­ბა მთვა­რე­ზე.

ის­ტო­რი­ა­ში, მთვა­რე­ზე ნამ­ყოფ 12 ადა­მი­ანს შო­რის ყვე­ლა მა­მა­კა­ცია. Artemis 3 კი პირ­ვე­ლი სა­ე­კი­პა­ჟო ფრე­ნას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, რო­მელ­შიც, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ქალი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. აგ­რეთ­ვე, ამა­ვე რა­კე­ტა­ზე იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთვა­რე­ზე გაფ­რინ­დე­ბა.

"ნა­სას“ თქმით, Artemis-ი უფრო შორ მან­ძილ­ზე გა­ემ­გზავ­რე­ბა, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შექ­მნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სხვა კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი. ის დე­და­მი­წი­დან 450 000 კმ-ზე იმოგ­ზა­უ­რებს და მთვა­რის შო­რე­ულ მხა­რეს გა­ივ­ლის.

"რა­ტომ მთვა­რე? იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნი მარ­სია. შეგ­ვიძ­ლია მთვა­რე­ზე ვის­წავ­ლოთ ის, თუ რო­გორ ვი­არ­სე­ბოთ და გა­დავ­რჩეთ კოს­მო­სის მკაცრ პი­რო­ბებ­ში. მი­ზა­ნი ერ­თია: ვბრუნ­დე­ბით მთვა­რე­ზე, ვსწავ­ლობთ, რო­გორ ვი­ცხოვ­როთ იქ და ვქმნით ბუ­ნებ­რივ სა­არ­სე­ბო პი­რო­ბებს“,- გა­ნა­ცხა­და ნა­სას ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა, ბილ ნელ­სონ­მა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
0

კარგია.

მარსი
45

ამერიკელები მთვარეზე ჯერ არ ყოფილან !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

Artemis 1 - "ნასას" ყველაზე ძლიერი რაკეტა უკვე მთვარისკენ მიემართება: ის იმ მისიების წინამორბედია, რომლებიც ადამიანებს მთვარემდე და უკან, დედამიწაზე გადაიყვანს

Artemis 1 -  "ნასას" ყველაზე ძლიერი რაკეტა უკვე მთვარისკენ მიემართება: ის იმ მისიების წინამორბედია, რომლებიც ადამიანებს მთვარემდე და უკან, დედამიწაზე გადაიყვანს

ისტორიაში "ნასას" ყველაზე ძლიერი კოსმოსური რაკეტა, Artemis 1 უკვე მთვარისკენ მიემართება. აფრენა 16 ნოემბრის ღამეს შედგა, ფლორიდაში. "ნასას" ცნობით, რაკეტა, მთვარეზე გაფრენას და დედამიწაზე დაბრუნებას 25 დღეში შეძლებს.

Artemis 1-ის სატესტო ფრენაში ასტრონავტები არ იღებენ მონაწილეობას, რაკეტაზე მხოლოდ 3 მანეკენი და Snoopy-ს ფუმფულა სათამაშოა განთავსებული. როგორც "ნასას" წარმომადგენლები ამბობენ, ამ სატესტო ფრენით რადიაციის დონე და სიცოცხლის შენარჩუნების ახალი სისტემები და აღჭურვილობა შემოწმდება, რაც ადამიანების გრძელვადიანი კოსმოსური ფრენებისთვისაა შექმნილი.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/6jBScTfn8R0" title="Watch the moment Nasa's Artemis 1 blasts off to the moon" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

Artemis 1-ის რაკეტის მისიის წარმატება, რომელიც 11 დეკემბერს დასრულდება, მისი შემდგომი Artemis 2-ისა და 3-ის ფრენებისთვის გადამწყვეტი იქნება. ორივე მათგანი ადამიანებს მთვარემდე და უკან, დედამიწაზე გადაიყვანს. ეს უკანასკნელი 2025 წლისთვისაა დაგეგმილი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მისია 1 წლით ადრეც შედგეს. ეს 1972 წლის Apollo 17-ის შემდეგ ეკიპაჟის პირველი დაშვება იქნება მთვარეზე.

ისტორიაში, მთვარეზე ნამყოფ 12 ადამიანს შორის ყველა მამაკაცია. Artemis 3 კი პირველი საეკიპაჟო ფრენას განახორციელებს, რომელშიც, ისტორიაში პირველად, ქალი მიიღებს მონაწილეობას. აგრეთვე, ამავე რაკეტაზე იქნება პირველი ფერადკანიანი ადამიანი, რომელიც მთვარეზე გაფრინდება.

"ნასას“ თქმით, Artemis-ი უფრო შორ მანძილზე გაემგზავრება, ვიდრე ადამიანებისთვის შექმნილი ნებისმიერი სხვა კოსმოსური ხომალდი. ის დედამიწიდან 450 000 კმ-ზე იმოგზაურებს და მთვარის შორეულ მხარეს გაივლის.

"რატომ მთვარე? იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი მარსია. შეგვიძლია მთვარეზე ვისწავლოთ ის, თუ როგორ ვიარსებოთ და გადავრჩეთ კოსმოსის მკაცრ პირობებში. მიზანი ერთია: ვბრუნდებით მთვარეზე, ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ იქ და ვქმნით ბუნებრივ საარსებო პირობებს“,- განაცხადა ნასას ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა