პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს - ის ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს - "მკვლელობისთვის საქართველოში გამოიგზავნა პაკისტანის მოქალაქე"
სუს - ის ინფორმაციით,  ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს - "მკვლელობისთვის საქართველოში გამოიგზავნა პაკისტანის მოქალაქე"

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტი აღ­კვეთა.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოვ­ლე­ნილ და აღ­კვე­თილ იქნა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა.

გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან პა­კის­ტა­ნი­სა და ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი.

იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არი­ან უცხო­ეთ­ში მყო­ფი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი, მათ შო­რის დად­გე­ნი­ლი არი­ან მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო შემ­კვე­თი ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე და სხვა მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი, რო­მელ­თა მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­იგ­ზავ­ნა ამ ჯგუფ­ში ჩარ­თუ­ლი პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლამ­დე პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქეს ჩა­უ­ტარ­და სა­ჭი­რო ინ­სტრუქ­ტა­ჟი და მი­ე­წო­და ინ­ფორ­მა­ცია მკვლე­ლო­ბის ობი­ექ­ტზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ხსე­ნე­ბუ­ლი პირი მე­სა­მე ქვეყ­ნის გავ­ლით ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც მას დახ­ვდა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ბინა და გა­და­ე­ცა კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ პა­კის­ტა­ნის მო­ქა­ლა­ქე მკაც­რად იცავ­და კონ­სპი­რა­ცი­ის წე­სებს და ახორ­ცი­ე­ლებ­და მკვლე­ლო­ბის ობი­ექ­ტი­სა და მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბის ფა­რულ შეს­წავ­ლას, მუდ­მივ კონ­სპი­რა­ცი­ულ კავ­შირ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და უცხო­ეთ­ში მყოფ შემ­კვეთ­თან და იღებ­და მის­გან მი­თი­თე­ბებს და თან­ხებს.და­მა­ტე­ბით დად­გინ­და, რომ მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის­თვის ია­რა­ღის ფა­რუ­ლად მი­წო­დე­ბის მიზ­ნით, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ჯგუფ­მა საქ­მე­ში ჩარ­თო სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­გან შემ­დგა­რი ჯგუ­ფი. კვა­ლის და­სა­ფა­რად პა­კის­ტა­ნი­სა და ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პი­რებს შო­რის პირ­და­პი­რი შეხ­ვედ­რე­ბი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის გა­და­ცე­მა ხდე­ბო­და ქა­ლაქ­ში მო­წყო­ბი­ლი სა­მა­ლა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რა დრო­საც ორი­ვე ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია უცხო­ე­თი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

პა­კის­ტა­ნი­სა და ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მი­მართ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის - ჩხრე­კე­ბის შე­დე­გად ამო­ღე­ბულ იქნა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, ასე­ვე, კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც აღ­მო­ჩე­ნი­ლია რო­გორც მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და სა­მა­ლა­ვე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე სხვა მამ­ხი­ლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პრო­ცეს­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე და ხელ­შემ­წყო­ბი სხვა პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა." - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საემიგრაციო სამსახური
0

ასეთი ჩაძირული ქვეყნებიდან, რატომ შემოდიან აქ და რატომ ყიდულობენ ქონებას? ღია კარი ვართ, ვისაც უნდა შემოგლიჯინდება და ვისაც უნდა გაგლიჯინდება

რატი
0

სასაზღვრო კონტროლი და უცხოელებისთვის ბინადრობის, მითუმეტეს მოქალაქეობის მიღება გასამკაცრებელია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

სუს - ის ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს - "მკვლელობისთვის საქართველოში გამოიგზავნა პაკისტანის მოქალაქე"

სუს - ის ინფორმაციით,  ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს - "მკვლელობისთვის საქართველოში გამოიგზავნა პაკისტანის მოქალაქე"

სუს-ის ინფორმაციით, უწყებამ საქართველოში მყოფი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ფაქტი აღკვეთა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში გამოიგზავნა ამ ჯგუფში ჩართული პაკისტანის მოქალაქე, რომელსაც დავალებული ჰქონდა საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობა. საქართველოში ჩამოსვლამდე პაკისტანის მოქალაქეს ჩაუტარდა საჭირო ინსტრუქტაჟი და მიეწოდა ინფორმაცია მკვლელობის ობიექტზე. მოგვიანებით, ხსენებული პირი მესამე ქვეყნის გავლით ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მას დახვდა დაქირავებული ბინა და გადაეცა კონსპირაციული კავშირის საშუალებები. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პაკისტანის მოქალაქე მკაცრად იცავდა კონსპირაციის წესებს და ახორციელებდა მკვლელობის ობიექტისა და მისი გადაადგილების მარშრუტების ფარულ შესწავლას, მუდმივ კონსპირაციულ კავშირზე იმყოფებოდა უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და იღებდა მისგან მითითებებს და თანხებს.დამატებით დადგინდა, რომ მკვლელობის შემსრულებლისთვის იარაღის ფარულად მიწოდების მიზნით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა საქმეში ჩართო საქართველოში მცხოვრები ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისგან შემდგარი ჯგუფი. კვალის დასაფარად პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შორის პირდაპირი შეხვედრები არ ხორციელდებოდა და ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის გადაცემა ხდებოდა ქალაქში მოწყობილი სამალავების გამოყენებით, რა დროსაც ორივე ჯგუფის მუშაობის კოორდინაცია უცხოეთიდან ხორციელდებოდა.

პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების - ჩხრეკების შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე, კონსპირაციული ტელეფონები, რომლებშიც აღმოჩენილია როგორც მკვლელობის მომზადებისა და სამალავების ადგილმდებარეობის ამსახველი ინფორმაცია, ასევე სხვა მამხილებელი მტკიცებულებები.საქმეზე მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების პროცესში ხორციელდება დანაშაულში მონაწილე და ხელშემწყობი სხვა პირების გამოვლენა და იდენტიფიცირება." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.