სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება ქეთევან დედოფლის ახლადრეაბილიტრებული გამზირი - რა ფოტოებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი
როგორ გამოიყურება ქეთევან დედოფლის ახლადრეაბილიტრებული გამზირი - რა ფოტოებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი

დე­და­ქა­ლაქლის მერი კახა კა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ის­ნის რა­ი­ონ­ში, ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის ახად­რე­ა­ბი­ლიტ­რე­ბუ­ლი გამ­ზი­რის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გამ­ზირ­ზე გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის ხვა­ლი­დან მთლი­ა­ნად გა­იხ­სნე­ბა.

“პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ავ­ლაბ­რის მო­ედ­ნი­დან ლეხ კა­ჩინ­სკის ქუ­ჩამ­დე გამ­ზირს ჩა­უ­ტარ­და სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, არ შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბით. გვინ­და, რომ სიღ­რმი­სე­უ­ლად მო­წეს­რიგ­დეს ქუ­ჩე­ბი, გამ­ზი­რე­ბი მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბით, ახა­ლი გა­ნა­თე­ბის ქსე­ლით და ბო­ძე­ბით და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე. ასე­ვე, ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შაო, მო­ე­წყო ახა­ლი მო­საც­დე­ლე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის გა­მო­ი­ყო სპე­ცი­ა­ლუ­რი ზოლი იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ტრან­სპორ­ტმა ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბის გა­რე­შე შეძ­ლოს გა­და­ად­გი­ლე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ზუს­ტად ის არის, რომ მთე­ლი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­თი ზო­ლე­ბის მო­წყო­ბა და სივ­რცე­ე­ბის გა­ჩე­ნა იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ტრან­სპორ­ტმა სწრა­ფად გა­და­ად­გი­ლე­ბა შეძ­ლოს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ყველ­გან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ 9 ნო­ემ­ბერს თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

მისი თქმით, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის მო­ე­წყო კუნ­ძუ­ლე­ბი და გა­და­სას­ვლე­ლე­ბი, გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მთლი­ა­ნად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია შშმ პირ­თათ­ვის და ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი, რო­მე­ლიც ჰა­ერ­ში იყო გად­მო­კი­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი მი­წის ქვე­მოთ არის ჩა­ტა­ნი­ლი. კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ლაბ­რის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი სკვე­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ერ­თა­დერ­თი რჩე­ბა ავ­ლაბ­რის მეტ­როს ვეს­ტი­ბი­უ­ლის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მთლი­ა­ნად გამ­ზირ­ზე კი, ორ­შა­ბა­თი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად და ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე", -აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
0

ყველა დიდ ქალაქში ზრუნავენ გზების გაფართოვებაზე, გამტარუნარიანობა რომ გაიზარდოს, ჩვენთან პირიქით, ავიწროვებენ. სახლში შესასვლელი დაივიწროვოს კალაძემ და თავის ქუჩაზე გააკეთოს საავტობუსე ზოლი, იქნებ მერე მიხვდეს რას აკეთებს...

 

ლალი
1

მთელი ზაფხული გავწვალდით მაგრამ ღირდა სახლებსაც რომ შეღებავდნენმაგარი იქნებამე უცხოეთიდან ვუყურებ ჩემს ქუჩასდა მიხარია სახლლებიც შეღებეთ გთხოოვთ👍👍

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

როგორ გამოიყურება ქეთევან დედოფლის ახლადრეაბილიტრებული გამზირი - რა ფოტოებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი

როგორ გამოიყურება ქეთევან დედოფლის ახლადრეაბილიტრებული გამზირი - რა ფოტოებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი

დედაქალაქლის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის ახადრეაბილიტრებული გამზირის ფოტოებს აქვეყნებს.

კალაძის განცხადებით, გამზირზე გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ხვალიდან მთლიანად გაიხსნება.

“პროექტის ფარგლებში ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გამზირს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული სამუშაოებით. გვინდა, რომ სიღრმისეულად მოწესრიგდეს ქუჩები, გამზირები მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ახალი განათების ქსელით და ბოძებით და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდა ქეთევან წამებულის გამზირზე. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა გამწვანების სამუშაო, მოეწყო ახალი მოსაცდელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს გადაადგილება. ჩვენი მიზანიც ზუსტად ის არის, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც შესაძლებელია ასეთი ზოლების მოწყობა და სივრცეების გაჩენა იმისათვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა სწრაფად გადაადგილება შეძლოს, აღნიშნული პროექტი ყველგან განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ 9 ნოემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო კუნძულები და გადასასვლელები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერში იყო გადმოკიდებული, ყველაფერი მიწის ქვემოთ არის ჩატანილი. კახა კალაძის განცხადებით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა.

"ერთადერთი რჩება ავლაბრის მეტროს ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. მთლიანად გამზირზე კი, ორშაბათიდან იქნება შესაძლებელი ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე", -აღნიშნა კალაძემ.