მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა...რა მოხდება, თუ ვერ გადაგვარჩენს?" - ვლადიმერ პუტინს ხერსონიდან ჯარის გაყვანის გამო დუგინი და სოლოვიოვი აკრიტიკებენ
"ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა...რა მოხდება, თუ ვერ გადაგვარჩენს?" - ვლადიმერ პუტინს ხერსონიდან ჯარის გაყვანის გამო დუგინი და სოლოვიოვი აკრიტიკებენ

უკ­რა­ი­ნის ხერ­სო­ნის ოლ­ქი­დან ჯა­რის გაყ­ვა­ნის გამო, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ.

  • სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მათ შო­რის არის კრემ­ლის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი ალექ­სან­დრ დუ­გი­ნი და პრო­პა­გან­დის­ტი, ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვი.

ულტრა­ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ რუ­სულ ვებგ­ვერდ tsargrad.tv-ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა დუ­გი­ნის ვრცე­ლი წე­რი­ლი, სა­დაც იგ­რძნო­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა პუ­ტი­ნის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი პო­ლი­ტი­კი­სად­მი.

"ამა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა. რა აზრი აქვს ავ­ტოკ­რა­ტი­ას? - არა­და, ჩვენ სწო­რედ ეს გვაქვს. მმარ­თველს ვაძ­ლევთ აბ­სო­ლუ­ტურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას და კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში ის გვიშ­ვე­ლის ყვე­ლას - ხალ­ხს, სა­ხელ­მწი­ფოს. თუ ამი­სათ­ვის შე­მო­იკ­რებს ბო­როტ სუ­ლებს, ან ფე­ხებ­ზე და­ი­კი­დებს სო­ცი­ა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ ოღონდ გა­დაგ­ვარ­ჩი­ნოს.

რა მოხ­დე­ბა, თუ ვერ გა­დაგ­ვარ­ჩენს? მა­შინ – “წვი­მის მე­ფის” ბედი ელის (იხ. ფრე­ზე­რი).

რო­გორ გა­მო­ვი­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან? და­უ­ყო­ნებ­ლივ გა­და­ვი­დეთ სუ­ვე­რე­ნუ­ლი დიქ­ტა­ტუ­რი­დან კო­მის­რის დიქ­ტა­ტუ­რა­ზე, ანუ შე­მო­ვი­ტა­ნოთ იდე­ო­ლო­გია.

ხერ­სო­ნი მთლი­ა­ნად ჩა­ა­ბა­რეს. არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია სუ­რო­ვი­კინ­თან (რუ­სუ­ლი არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი). ის არ არის პო­ლი­ტი­კო­სი, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ფრონ­ტის ტექ­ნი­კურ მხა­რე­ზე. კრი­ტი­კა მას არ ეხე­ბა. კარ­გად გეს­მით, ვი­საც ეკუთ­ვნის კრი­ტი­კა. და არა­ნა­ი­რი პი­ა­რი აქ აღარ უშ­ვე­ლის. კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ობს. დღეს ის­ტო­რია ლა­პა­რა­კობს. და ის წარ­მოთ­ქვამს ჩვენ­თვის სა­ში­ნელ სი­ტყვებს.

ეს (ხერ­სო­ნი­დან გას­ვლა) არის ნა­ბი­ჯი არ­მა­გე­დო­ნი­სა­კენ. და­სავ­ლე­თის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც იმარ­ჯვებს, მოს­კო­ვის­თვის არა­სო­დეს იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი. ეს ნიშ­ნავს, რომ დარ­ჩე­ბა ტაქ­ტი­კუ­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი და სტრა­ტე­გი­უ­ლი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი, ანუ და­სას­რუ­ლი. და აქ ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი", - ნათ­ქვა­მია ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის წე­რილ­ში.

  • რაც შე­ე­ხე­ბა რუს ტე­ლე­წამ­ყვანს, კრემ­ლის პრო­პა­გან­დისტს, ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ოვს, მის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ომის შემ­სწავ­ლე­ლი ამე­რი­კუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (ISW) ახალ ან­გა­რიშ­ში. ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სო­ლო­ვი­ოვ­მა პუ­ტინს ხერ­სო­ნის "ჩა­ბა­რე­ბის“ გამო "არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი“ ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ინ­სტი­ტუ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ პუ­ტი­ნის პირ­და­პი­რი კრი­ტი­კა მის უპი­რო­ბოდ მხარ­დამ­ჭე­რებ­ში "თით­ქმის უპ­რე­ცე­დენ­ტოა" და რომ რო­გორც დუ­გი­ნის, ასე­ვე სო­ლო­ვი­ო­ვის მხრი­დან მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის ერ­თგუ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გან­წყო­ბის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბა­ზე.

ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა და უდი­დე­სი და­ნა­კარ­გი, სა­ვა­რუ­დოდ, რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­დევ უფრო მე­ტად დე­მო­რა­ლი­ზე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

ცნო­ბის­თვის, 11 ნო­ემ­ბერს რუ­სეთ­მა გა­მო­იყ­ვა­ნა გა­მო­იყ­ვა­ნა ჯა­რე­ბი ხერ­სო­ნი­დან. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ამ დღეს ის­ტო­რი­უ­ლი უწო­და. ხერ­სო­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იყო პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან. და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­მა ხერ­სო­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა და რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­ცხი უწო­დეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???????????????
0

თავად პუტინმა თუ არ შეუკვეთა, სალავიოვი პუტინს გააკრიტიკებს, ნულია მისი ალბათობა

0

ერთი ეს სოლოვიოვი ვერ დააბაბანეს უკრაინელებმა

ავტორი:

"ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა...რა მოხდება, თუ ვერ გადაგვარჩენს?" - ვლადიმერ პუტინს ხერსონიდან ჯარის გაყვანის გამო დუგინი და სოლოვიოვი აკრიტიკებენ

"ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა...რა მოხდება, თუ ვერ გადაგვარჩენს?" - ვლადიმერ პუტინს ხერსონიდან ჯარის გაყვანის გამო დუგინი და სოლოვიოვი აკრიტიკებენ

უკრაინის ხერსონის ოლქიდან ჯარის გაყვანის გამო, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მხარდამჭერები აკრიტიკებენ.

  • საინტერესოა, რომ მათ შორის არის კრემლის მთავარი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი და პროპაგანდისტი, ვლადიმერ სოლოვიოვი.

ულტრანაციონალისტურ რუსულ ვებგვერდ tsargrad.tv-ზე გამოქვეყნდა დუგინის ვრცელი წერილი, სადაც იგრძნობა უკმაყოფილება პუტინის ბოლოდროინდელი პოლიტიკისადმი.

"ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. რა აზრი აქვს ავტოკრატიას? - არადა, ჩვენ სწორედ ეს გვაქვს. მმართველს ვაძლევთ აბსოლუტურ ძალაუფლებას და კრიტიკულ მომენტში ის გვიშველის ყველას - ხალხს, სახელმწიფოს. თუ ამისათვის შემოიკრებს ბოროტ სულებს, ან ფეხებზე დაიკიდებს სოციალურ სამართლიანობას, არასასიამოვნოა, მაგრამ ოღონდ გადაგვარჩინოს.

რა მოხდება, თუ ვერ გადაგვარჩენს? მაშინ – “წვიმის მეფის” ბედი ელის (იხ. ფრეზერი).

როგორ გამოვიდეთ სიტუაციიდან? დაუყონებლივ გადავიდეთ სუვერენული დიქტატურიდან კომისრის დიქტატურაზე, ანუ შემოვიტანოთ იდეოლოგია.

ხერსონი მთლიანად ჩააბარეს. არავითარი პრეტენზია სუროვიკინთან (რუსული არმიის გენერალი). ის არ არის პოლიტიკოსი, პასუხისმგებელია ფრონტის ტექნიკურ მხარეზე. კრიტიკა მას არ ეხება. კარგად გესმით, ვისაც ეკუთვნის კრიტიკა. და არანაირი პიარი აქ აღარ უშველის. კრიტიკულ სიტუაციაში პოლიტიკური ტექნოლოგიები საერთოდ არ მუშაობს. დღეს ისტორია ლაპარაკობს. და ის წარმოთქვამს ჩვენთვის საშინელ სიტყვებს.

ეს (ხერსონიდან გასვლა) არის ნაბიჯი არმაგედონისაკენ. დასავლეთის პირობები, რომელიც იმარჯვებს, მოსკოვისთვის არასოდეს იქნება მისაღები. ეს ნიშნავს, რომ დარჩება ტაქტიკური ბირთვული იარაღი და სტრატეგიული ბირთვული იარაღი, ანუ დასასრული. და აქ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", - ნათქვამია ალექსანდრ დუგინის წერილში.

  • რაც შეეხება რუს ტელეწამყვანს, კრემლის პროპაგანდისტს, ვლადიმერ სოლოვიოვს, მის შესახებ საუბარია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ახალ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, სოლოვიოვმა პუტინს ხერსონის "ჩაბარების“ გამო "არაკომპეტენტური“ ჩინოვნიკების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ პუტინის პირდაპირი კრიტიკა მის უპირობოდ მხარდამჭერებში "თითქმის უპრეცედენტოა" და რომ როგორც დუგინის, ასევე სოლოვიოვის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები მიუთითებს რუსული იმპერიალიზმის ერთგულები ადამიანების განწყობის შესაძლო ცვლილებაზე.

ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთის სამხედრო წარუმატებლობა და უდიდესი დანაკარგი, სავარუდოდ, რუსული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დემორალიზებას გამოიწვევს.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს რუსეთმა გამოიყვანა გამოიყვანა ჯარები ხერსონიდან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ დღეს ისტორიული უწოდა. ხერსონი ოკუპირებული იყო პირველი მარტიდან. დასავლური ქვეყნების ლიდერებმა ხერსონის დეოკუპაციას უკრაინის გამარჯვება და რუსეთის სტრატეგიული მარცხი უწოდეს.