პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან რთული იყო ხელმეორედ დაოჯახება ჩემთვის... არ მინდოდა დამემძიმებინა ჩემი ტკივილით" - რას ჰყვება გელა დაიაური ხელმეორედ ნაპოვნ სიყვარულზე?
"ძალიან რთული იყო ხელმეორედ დაოჯახება ჩემთვის... არ მინდოდა დამემძიმებინა ჩემი ტკივილით" - რას ჰყვება გელა დაიაური ხელმეორედ ნაპოვნ სიყვარულზე?

ცოტა ხნის წინ გელა და­ი­ა­უ­რი და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი ეკა მან­ჩხაშ­ვი­ლია. წყვილ­მა ჯვა­რი 1 ოქ­ტომ­ბერს და­ი­წე­რა. ერთი წლის წინ პო­ე­ტი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ გა­და­ტა­ნი­ლი ტრა­გე­დი­ი­დან 11 წლის შემ­დეგ, მარ­ტო­ო­ბით და­ი­ღა­ლა...

ახლა ჰყვე­ბა, რომ გვერ­დით ღირ­სე­უ­ლი ქალი ჰყავს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს და სიმ­შვი­დე კი­დევ ერთხელ იპო­ვა.

"მე ვარ გელა და­ი­ა­უ­რი 49 წლის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მიც­ნობს, რო­გორც პო­ეტს, მომ­ღე­რალს, კომ­პო­ზი­ტორს, სულ ეს არის. ხევ­სუ­რეთ­ში, სო­ფელ მუ­ცო­ში და­ვი­ბა­დე, ბა­რი­სა­ხოს სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი და­ვამ­თავ­რე. მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ვი­ბა­დე, 11 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით, ახლა 9 დავ­რჩით. ლექ­სე­ბის წერა ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყე, ჩემს ლექ­სებ­ზე არის რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა, გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს "ნა­ბი­ჯებს" - ეს იყო პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც გა­ვა­კე­თე.

თეოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღარ და­მი­წე­რია, მის შემ­დეგ ცოტა რთუ­ლია სიმ­ღე­რის და­წე­რა, იმ­დე­ნად დიდი იყო. არ მიყ­ვარს ტკი­ვილ­ზე ლა­პა­რა­კი, მირ­ჩევ­ნია ჩემ­თვის ვა­ტა­რო. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვწერ­დი ლექ­სებს, ოჯახს მი­ვუ­ძღვე­ნი, წიგ­ნად გა­მო­ვე­ცი. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ვარ, ალ­ბათ გა­რეგ­ნუ­ლად ვჩან­ვარ, თო­რემ ში­ნა­გა­ნად დან­გრე­უ­ლი ვარ ძა­ლი­ან. სა­დაც მე გა­ვი­ზარ­დე, მთა­ში, ზედ­მე­ტად არ უყ­ვართ ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა.

გელა და­ი­ა­უ­რი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

რაც უფრო მტკი­ცედ შეხ­ვდე­ბო­დი ვინ­მეს და­კარ­გვას, უფრო ძლი­ე­რი იყა­ვი და უფრო მეტი სა­ხე­ლი გქონ­და. თუ შენ ზედ­მე­ტად იგ­ლო­ვებ, არც შენ თავს სცემ პა­ტივს და არც იმათ ვინც და­კარ­გე. ყვე­ლა იმ ქვეყ­ნად წა­ვალთ, ეს არის დრო­ე­ბი­თი გან­შო­რე­ბა... რად­გან უფალ­მა დაგ­ტო­ვა ცო­ცხა­ლი, უნდა გა­აგ­რძე­ლო ცხოვ­რე­ბა, სი­კე­თის კე­თე­ბა­ში, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და არა გლო­ვა­ში. ქარ­თლელ გო­გო­ნა­ზე და­ვო­ჯახ­დი, ეკა მა­ჩხაშ­ვილ­ზე.

ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ბევრ რა­მე­ზე ფიქ­რობ, არ უნდა მო­ა­ტყუო ადა­მი­ა­ნი, ჯერ სა­კუ­თარ თავს უნდა და­ა­ჯე­რო, რომ წრფე­ლი იყო. ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მიდ­გას გვერ­დზე, არ მინ­დო­და და­მემ­ძი­მე­ბი­ნა ჩემი ტკი­ვი­ლით, გან­ცდე­ბით ის ადა­მი­ა­ნი ვის გვერ­დი­თაც ვიქ­ნე­ბო­დი. ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მიდ­გას გვერ­დზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თავს კარ­გად ვგრძნობ და მსუ­ბუ­ქი გახ­და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­ვი­გეთ და გა­ვი­ა­რეთ. კი­დევ ერთხელ ვი­პო­ვე მშვი­დი ნავ­სა­ყუ­დე­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. სიყ­ვა­რუ­ლი ეს ის გრძნო­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბის მი­ზანს გაძ­ლევს და გაძ­ლი­ე­რებს ში­ნა­გა­ნად. თვი­თონ ღმერ­თია სიყ­ვა­რუ­ლი..." - ამ­ბობს "პოსტ ალი­ონ­ში" სა­უბ­რი­სას.

  • ცნო­ბის­თვის, 2010 წლის 22 ივ­ლისს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა და და­ამ­წუხ­რა მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ - "ჯი­პის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის - 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

და­ი­ღუპ­ნენ გელა და­ი­ა­უ­რის მე­უღ­ლე, ნი­ჭი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი - დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი, თე­ო­ნას და - ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი - მა­მუ­კა. სა­უ­ბე­დუ­როდ, დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა, ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

ნა­ხეთ ვი­დეო:

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა.
3

ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ თქვენ ამ ქვეყანაში.თეოსი და ბავშვების ნათელში ყოფნა.თეონა ისეთი ადამიანი იყო რომ იქიდან ილოცებს შენი ბედნიერებისთვის.ღმერტმა დაგლოცო

Naira kapanadze
0

ღმერთმა დაგლოცოსთ.ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ძალიან რთული იყო ხელმეორედ დაოჯახება ჩემთვის... არ მინდოდა დამემძიმებინა ჩემი ტკივილით" - რას ჰყვება გელა დაიაური ხელმეორედ ნაპოვნ სიყვარულზე?

"ძალიან რთული იყო ხელმეორედ დაოჯახება ჩემთვის... არ მინდოდა დამემძიმებინა ჩემი ტკივილით" - რას ჰყვება გელა დაიაური ხელმეორედ ნაპოვნ სიყვარულზე?

ცოტა ხნის წინ გელა დაიაური დაოჯახდა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია. წყვილმა ჯვარი 1 ოქტომბერს დაიწერა. ერთი წლის წინ პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ გადატანილი ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ, მარტოობით დაიღალა...

ახლა ჰყვება, რომ გვერდით ღირსეული ქალი ჰყავს, რომელიც ძალიან უყვარს და სიმშვიდე კიდევ ერთხელ იპოვა.

"მე ვარ გელა დაიაური 49 წლის. საზოგადოება მიცნობს, როგორც პოეტს, მომღერალს, კომპოზიტორს, სულ ეს არის. ხევსურეთში, სოფელ მუცოში დავიბადე, ბარისახოს სკოლა-ინტერნატი დავამთავრე. მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე, 11 დედმამიშვილი ვიყავით, ახლა 9 დავრჩით. ლექსების წერა ბავშვობიდან დავიწყე, ჩემს ლექსებზე არის რამდენიმე სიმღერა, გამორჩეულად მიყვარს "ნაბიჯებს" - ეს იყო პირველი სიმღერა, რომელიც გავაკეთე.

თეოს გარდაცვალების შემდეგ აღარ დამიწერია, მის შემდეგ ცოტა რთულია სიმღერის დაწერა, იმდენად დიდი იყო. არ მიყვარს ტკივილზე ლაპარაკი, მირჩევნია ჩემთვის ვატარო. ამ პერიოდის განმავლობაში ვწერდი ლექსებს, ოჯახს მივუძღვენი, წიგნად გამოვეცი. მეუბნებიან, რომ ძალიან ძლიერი ვარ, ალბათ გარეგნულად ვჩანვარ, თორემ შინაგანად დანგრეული ვარ ძალიან. სადაც მე გავიზარდე, მთაში, ზედმეტად არ უყვართ ემოციის გამოხატვა.

გელა დაიაური მეუღლესთან ერთად

რაც უფრო მტკიცედ შეხვდებოდი ვინმეს დაკარგვას, უფრო ძლიერი იყავი და უფრო მეტი სახელი გქონდა. თუ შენ ზედმეტად იგლოვებ, არც შენ თავს სცემ პატივს და არც იმათ ვინც დაკარგე. ყველა იმ ქვეყნად წავალთ, ეს არის დროებითი განშორება... რადგან უფალმა დაგტოვა ცოცხალი, უნდა გააგრძელო ცხოვრება, სიკეთის კეთებაში, მეგობრებთან ურთიერთობაში და არა გლოვაში. ქართლელ გოგონაზე დავოჯახდი, ეკა მაჩხაშვილზე.

ძალიან რთული იყო, ბევრ რამეზე ფიქრობ, არ უნდა მოატყუო ადამიანი, ჯერ საკუთარ თავს უნდა დააჯერო, რომ წრფელი იყო. ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, არ მინდოდა დამემძიმებინა ჩემი ტკივილით, განცდებით ის ადამიანი ვის გვერდითაც ვიქნებოდი. ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, თავს კარგად ვგრძნობ და მსუბუქი გახდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ყველაფერი კარგად გავიგეთ და გავიარეთ. კიდევ ერთხელ ვიპოვე მშვიდი ნავსაყუდელი ჩემს ცხოვრებაში. სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომელიც ადამიანს ცხოვრების მიზანს გაძლევს და გაძლიერებს შინაგანად. თვითონ ღმერთია სიყვარული..." - ამბობს "პოსტ ალიონში" საუბრისას.

  • ცნობისთვის, 2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.

ნახეთ ვიდეო: